დღეს ინდოეთში ფერების დღესასწაულია. რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობარი იყო იქ იმ დროს და თავისი სურათები გამიზიარა, იმის შემდეგ ვერ ვივიწყებ ამ უცნაურ დღესასწაულს.
ბევრ რამეზე მინდა დღეს დავწერო. როგორც ჩემი უცნაურად საინტერესო ლექტორი იტყოდა, ახლა ბევრ ინფორმაციას დავყრი და ნელ-ნელა ავკრეფთო. მგონი ასე ამბობდა, სიტყვასიტყვით :-) რამაზ ჭილაია იყო და ქართული ენის სტილისტიკას გვიკითხავდა თსუ-ს პირველ კორპუსში, მსოფლიოს ყველაზე მაგარი უნივერსიტეტისა. იმიტომ რომ, ვისაც სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის და ყველა ადამიანისგან მიიღებს ცოდნას. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენს მონდომებაზეა დამოკიდებული.
ჰოლდენ კოლფილდი ასე ამბობდა, მეც ასე ვამბობ და ჭილაიაც დამეთანხმებოდა ალბათ.
ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ანუშკა ვარაზისხევს უნდა ავყოლოდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, "მარშრუტკა" გავაჩერეთ (მაშინ ჯერ კიდევ უშვებდნენ) და უცებ ჭილაია დაგვხვდა იქ, ფული გადაგვიხადა "სულმოუთქმელად", მგონი, მადლობის გადახდაც ვერ მოვასწარით.
რატომ ვიხსენებ ამას, აღარ მახსოვს. საერთოდ, ალენ დელონის პოლიტიკურ შეხედულებებზე ვაპირებდი დაწერას. რომი შნაიდერის ინტერვიუს ვუყურებდი და მერე უცებ დელონზე გადავედი. იქ ამბობდა, სიკვდილით დასჯის მომხრე ვარო. ვინ წარმოიდგენდა ამას, რომ კაცი, რომელიც "ორნი ქალაქში" სიკვდილით ისჯება და მე თავის დროზე სისხლი გამიყინა, თავად ამის მომხრე იქნებოდა.
ალბათ, მეც მომხრე ვარ.
დღეს გავიგე, გერმანიის ერთერთ ოლქში, პედოფილს მხოლოდ 5000 ევრო ჯარიმა გადაახდევინეს და თავისუფლად გაუშვეს.
მე და ალენ დელონი კი ასე ადვილად არ გავუშვებდით.
ჭკვიან ხალხს ვინ რას ეკითხება.
თამთას ამ პოსტმა გამაბრაზა სასწაულად. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფემინიზმი იმისთვისაა საჭირო, ასეთი მამაკაცები შეანჯღრიოს და ასწავლოს, როგორ მოეპყრან ქალებს. პირველ რიგში კი, საკუთარ თავს. კაცი, რომელიც ასეთ რამეს იკადრებს, არ ვიცი, ცხოველთა რომელ კატეგორიაში მიეკუთვნება. სავარაუდოდ ტურა-მელიებისას?
ჭილაია და დელონი კი არასოდეს იზამდნენ ასეთ რამეს, მჯერა :-)
ბედნიერ კვირას გისურვებთ, ჩემო მკითხველებო, თუ კიდევ დარჩით.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



7 comments:
სოფი აქ არის!
ერთი მკითხველი აქ ვარ - რას!
სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს, მაგრამ პედოფილებს სამუდამო პატიმრობა რომ უნდა მიესაჯოთ, ეგ კარგად მწამს.
სოფი დღეს, 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, გილოცავ.
კარგი დედები ზრდიან ნამდვილ მამაკაცებს და ისინი ცუდად ვერასოდეს მოიქცევიან, გამონაკლისის სახით ავადმყოფები ალბათ სულ იარსებებენ, სამწუხაროდ.
skvdilit dasjas ara!
pedofilebs qimiuri kastracia!
alen deloni berdeba da frontaluri lobi akrgad ar umushavebs!
da a.s. ÖD ÖD
როდე, ვაშა! :-)
არც მე მაქვს საბოლოო პოზიცია საერთოდ, აი პედოფილების და ზოოფილების სიკვდილით დასჯაზე ნამდვილად მაქვს.
ირი, დიდი მადლობა, ჩემო კარგო. მადლობა, რომ გაგახსენდა.
ნამდვილად გეთანხმები.
ტომა, კასტრაცია გამოსავალი არ არის. პედოფილები მხოლოდ კაცები არ არიან.
სოფი, იმდენი რამ ახსენე ერთ პოსტში, რომ რომლით დამეწყო არ ვიცოდი )))
აი ფერების დღესასწაულზე მინდა საშინლად :(
თამის იმ პოსტზე საშინლად ავღელდი, არ ვიცი ასეთებისგან როგორ უნდა დაიცვა თავი, ის ხომ ცხადია უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჩვენს სიფრთხილეზეცაა დამოკიდებული მგონი ბევრი რამ.
მაგა, ხო, ნამეტანი ბევრი რაღაც დავყარე ერთად ხო? :დ
სიფრთხილე კარგად ახსენე, ნამდვილად აუცილებელია.
ერთხელ თბილისშიც ჩაატარეს ფერების ფესტივალი. ძალიან ბევრნი ვიყავით და ველოდებოდით როდის გადმიგვაფრქვევდნენ საღებავებს. როგორც ჩვენთან ხშირად ხდება იყო ერთი ჭყლეტვა და გაწევ-გამოწევა. მერე როგორც იქნა გავფერადდით, ოღონდ სულ 2 ტონალობაში და ყველანი ბოტკინიანებს ვგავდით :D
ამ დღის კულმინაცია კი ის იყო, რომ სახლში მოსულს წყალი არ დამხვდა, რომ მებანავა. არადა ჩემთან ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. მთელი ღამე ასე მითხუპნული ვიჯექი )
მოკლედ, გასახსენებლად კარგი ისტორიაა.
და მადლობა, რომ ჩემი პოსტი გაიზიარე. აი, ეგ ისტორია კარგად ნამდვილად არ მახსენდება...
Post a Comment