Tuesday, October 13, 2015

ოქტომბრის ორთქლზე

ძალიან ცივა.
ისე უცებ და თან ისე ძლიერ აცივდა, ცხელი ჟოლოს ჩაი და ბლოგი თუ მიშველიან-მეთქი, ვიფიქრე.

გუშინ კიდევ ვფიქრობდი სილამაზეზე. რა არის საერთოდ სილამაზე.
მერე ერთი ლამაზი სიფრიფანა გოგოს ფოტოები დავინახე, გულზე მიკრული ბავშვი რომ ჰყავდა და მივხვდი, რომ ის იყო სილამაზე.

ოქტომბერია.


ჩაი რომ ნახევრამდე მიდის, წყალს ვუმატებ და ვსვამ. ისეთი ტკბილი აღარაა, სამაგიეროდ მომჟავო ხდება. ჟოლოს თავისებურებები, ხო?

დღეს გამახსენდა "იფქლი". ძალიან ადრე, ძალიან, როცა ჯერ ისევ შემეძლო ფუნთუშების გორა მიმერთვა და წონაზე არ მეფიქრა, ლიტრობით ჩაიც დამეყოლებინა და ჩემი ბავშვობის მეგობარი (მისივე) კომპიუტერთან არ მიმეკარებინა, წერეთლის გამზირზე იყო ასეთი საცხობი, სადაც სულ ნაირ-ნაირი ფუნთუშები და ცომეული ნაწარმი ჰქონდათ. სხვა ნაწარმი არ ვიცი, მე მახსოვს, რომ ლიმონიანი და ნიგვზიანი ფუნთუშები მიყვარდა ყველაზე მეტად...

რატომ ვიგონებ ამ ყველაფერს?
იმიტომ რომ, ასაკი მემატება და ხშირად აწმყოზე წერა მეზარება. თუ მოვახერხებ ხოლმე, მინდა ამ ბლოგზე მოგონებებიც იყოს, თბილორთქლიანი და ღუმელში დაბრაწული ვაშლისსურნელიანი.

ბედნიერი კვირა გქონოდეთ, ჩემო ცოტაოდენო მკითხველებო!!!

7 comments:

LUCKY GIRL said...

დღეს დილით ვფიქრობდი შენზე )) რა ამ პოსტის პასუხია და ადრე, სანამ სტუდენტები ვიყავით, რაღაც დაწერე, რომელიც დღემდე მახსოვს. არ ვიცი, ვახერხებ თუ არა გამოყენებას, მაგრამ სულ ვიხსენებ ხოლმე: "სწორად დაინახო ყველაფერი, რასაც სწავლობ და კითხულობ, საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე იფიქრო და სხვებს არ უყურო" ). thank you for that )))

Sophie שרה Golden said...

თამთა, რა კარგი გოგო ხარ. დიდი მადლობა. როგორ გამახარე და გამაბედნიერე, რომ ეს გახსოვს. ზუსტად ასეა - არასოდეს უნდა უყურო სხვებს და თავიც არავის შეადარო, because we're all unique :-)

Rode said...

ნატალიასთან და ჩემთან რომ დამხვდა კომენტარები მეილზე, ეგრევე ახალი პოსტის სუნი ვიგრძენი (თუ ფუნთუშების?) და აგერ, კი დამხვდა.
ნატალიას რაც დავუწერე, იმავეს ვიტყვი. ესე მგონია, რომ ბლოგზე მეტი არის და იქნება ეს ყველაფერი ყოველთვის ჩვენთვის. აუცილებელია არაა მუდამ ვწეროთ. შესაძლოა 5, 10 წლის მერე უცებ მოგვიდეს და შემოვიდეთ. ეს იქნება ნამდვილი მისტიკა და აღმაფრენა ამ უსაზღვრო სამყაროში. ჩვენი პატარა კუთხეები.
თბილისშიც ისე ცივა. დილიდან წვიმს, ფოთლები ცვივა. ამ დრო, გარეთ რომ ხარ გასასვლელი...

Sophie שרה Golden said...

ზუსტად, როდე, რა კარგად თქვი, ჩვენი პატარა კუთხეებიო. მე კიდევ დავამატებდი, თავშესაფარია ერთგვარი, სამალავი :-)

Anonymous said...

რა ლამაზად დამეწყო დილაა, ეხლა შენი პოსტი რომ ვნახეე, სულაც არ შემიძლია მე აწყმოზე წერა, მე წარსულში მოხეტიალე ვინმე ვარ და სულ იმ გამოყოლილი ემოციებით ვცხოვრობენ, ამბობენ კარგი არაო მაგრამ მე ასე უფრო მიადვილდება... ბავშვობაში ჩვენს ქუჩაზე ერთი მარალი დასუსტი ქალი დადიოდა და მის დამცხვარ სულ თბილ-თბილ "ბულკებს" ჩამოატარებდა ხოლმე, მე თეთრად დაფიფქულიანი მომწონდა, ბებოს სიროფიანი, მიყიდიდა და დილაობით ერთად ვსამდით ლიმნიან ჩაის და ტკბილ "ბულკებს", გარეთ კი მწარე რეალობა იყო, სიცივით, ზოგადად შიმშილით, სიბნელით, უიმედობით, 90-იანი წლების მთელი ტკივილით...

Natalia said...

სოფი, იფქლი ახლაც არის, აგერ დიღომში მაქვს და ლიმონიან ფუნთუშებს ჯერ კიდევ აცხობენ : ))
მე შოკოლადით და ქოქოსით მიყვარს, თუმცა იშვიათად ვყიდულობ ხოლმე, მაგრამ ძალიან მსუყე და გემრიელია.

თითებგაყინული ვზივარ მეც, ნისლიანი და წვიმიანი ოქტომბერი გვაქვს თბილისში :)

დაჯი said...

სოფი, რა უცნაურია, ( ან არც ისე). მეც ხშირად ვფიქრობდ სილამაზეზე.
ნეტა ვინ წყვეტს ან როგორ, რა არის ლამაზი და რა არა?
ძალზე სუბიექტურია , ხო?
საქმე ისაა, რომ ერთმანეთის გავლენას განვიცდით ხოლმე .
ბედნიერ დღეებს გისურვებ <3
მონატრებით