Monday, November 23, 2015

თოვლის მოლოდინში


ბავშვობიდან სულ თოვლის მოლოდინში ვარ.
წუხელაც ითოვა, ითოვა და მხოლოდ მანქანებს მოეფინა, მიწა ვერ დაფარა ჯერჯერობით.

მერე ეზრამ მითხრა, რომ მასაც ძალიან უყვარს თოვლი, მიუხედავად იმისა, რომ მის "ბაღელ" მიხაელს უთქვამს, საშიშია თოვლიო.
საიდან მოსდით ბავშვებს თავში ასეთი აზრებიო, ნუ იკითხავთ. ასეთი აზრები ბავშვებს არასოდეს მოსდით და თუ მშობლებისგან არ მოუსმენიათ, შიშებიც არ ექნებათ, მერწმუნეთ. ჩემს შვილებზე დაკვირვებით, დიდი ხანია, ამას მივხვდი.

გუშინ მთელი დღე დავდიოდი და ხმამაღლა ვოცნებობდი, ოჰ, როგორ მიყვარს თოვლი, მოვიდეს რა დიდი, მოვიდეს. ეზრასაც მეტი არ უნდოდა, გადაწყვიტა, მასაც უნდა უყვარდეს, რადგან დედას უყვარს და უხარია.
ასევე მისი 3,5 წლის მიხაელი, რომლის მშობლებს ან ბებიას ალბათ სულაც არ მოსწონთ თოვლი.

ბავშვი ოჯახის სარკეაო, ხომ იცით. ამაზე დიდი სიბრძნე კაციშვილს არ უთქვამს.
ოღონდ ღმ-ერთმა ქნას, ჩვენს ოჯახებში მუდამ ჯანმრთელობა, სიმშვიდე, ბედნიერება და სიხარული იყოს, რომ ჩვენმა ბავშვებმა მხოლოდ ასეთი სიკეთეები აირეკლონ და მათი პატარა სული და გონება არასოდეს შეგვეწუხებინოს. ამენ!!!

ბედნიერი კვირა გქონოდეთ!!!


2 comments:

Rode said...

გილოცავ პირველ თოვლს და ღმერთის ვედრებას მეც ვუერთდები.
აქ ისე დათბა, წელსაც ვერ ვნახავთ თოვლს მგონია...

Sophie שרה Golden said...

მადლობა, როდე.
ეჰ, ახლა გადავხედე ამინდის პროგნოზს და აქაც არ მოვა თოვლი ამ კვირაში :-(