Wednesday, December 2, 2015

სასწაულების დრო - חנוכה שמח!

נס גדול היה שם

ვისაც არ გეცნობათ და ვერ გაგიგიათ, ეს რა "იეროგლიფური" ასოები და სათამაშოებია სურათზე, აგიხსნით ახლავე.
ეს ხანუკის სიმბოლური სათამაშოები, დრეიდელები იგივე სევივონია, რომლებითაც ამ დღესასწაულზე თამაშობენ ბავშვები (და დიდებიც, თუ სურვილი აქვთ). მათზე გამოსახული ოთხი ასო კი შემდეგი სიტყვის "ნეს გადოლ ჰაია შამ" (დიდი სასწაული მოხდა იქ, სიტყვასიტყვით) აბრევიატურაა.
ეს ქაღალდის დრეიდელები კი მე და ჩემმა ბავშვებმა გავაკეთეთ ბაღში, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და მერე სახლში წაიღეს თავიანთი ნამუშევარი. ესენი, რასაც ფოტოზე ხედავთ, 3,5 წლის ეზრას ნახელავია :-)
ჩემი წინა წლების სახანუკო პოსტებს აქვე "გაგილინკავთ".
მოკლე ისტორია კი ასეთია:
ხანუკა ებრაული დღესასწაულია, რომელიც ებრაული კალენდრით 25 კისლევს (ძირითადად დეკემბერში ემთხვევა) იწყება და 8 დღეს გრძელდება იმ დიდი სასწაულის აღსანიშნავად, რაც ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისამდე მოხდა. ისრაელელების მებრძოლმა ნაწილმა, რომლებსაც მაკაბელები ერქვათ, ბერძნების არმია დაამარცხა და იერუსალიმის ტაძარი დაიბრუნა. როცა მენორა უნდა აენთოთ, ძალიან ცოტა ზეთიღა (ზეთისხილის, რომელიც ყველაზე სუფთა, წმინდად ითვლება) დახვდათ, მაგრამ სამყაროს შემოქმედისთვის ძნელი რა უნდა ყოფილიყო. ეს ერთი ბეწო ზეთი, რომელიც შვიდშანდლიან მენორაში ესხა ზუსტად იმდენ ხანს იწვოდა, რამდენიც ამ სასწაულის საჩვენებლად იყო საჭირო.

და რას მივირთმევთ ხანუკაზე, იკითხავთ, ვიცი, რადგან ყველა კარგ ხალხს ჭამა გვიყვარს.
როგორც წესი, ხანუკაზე ცხიმიანი საჭმელებია მიღებული, ანუ ზეთზე შემწვარი: სუფგანიოტი (ხილფაფიანი ფუნთუშები), ლატკესი (გახეხილი კარტოფილის "ბლინები")...

ჩემი შარშანდელი ნამუშევარი იცით თქვენ, მაგალითად ეს სუფგანიოტი, იგივე "პავიდლოიანი პონჩიკები".


რამდენადაც დღესდღეობით იერუსალიმში ტაძარი აღარ არსებობს და მის ადგილას ომარის მეჩეთი დგას (ღმ-ერთმა ქნას, მალე აღარ იდგეს!!! აი ასე!!! ანტი-ისრაელელები შორს ბლოგიდან და ჩვენგან!!!), აღარ არსებობს მენორაც.
ახლა ხანუკია ჰქვია იმას, რასაც დღეს ვანთებთ.

აი, მაგალითად, ჩვენი ხანუკია, რომელსაც ასევე ზეითუნის ზეთით ვანთებთ.


ბედნიერი, ნათელი და სასწაულებით სავსე ხანუკა მინდა ვუსურვო საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს, რომლებსაც ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდათ და უყვართ თავიანთი გულის სამშობლო საქართველო.
ასევე სიკეთე და სიხარული, მშვიდობა და გამძლეობა ჩვენს ლამაზ საქართველოს!
ქართველ ხალხს ძალა სიძნელეების გადალახვისა და მუდამ ტოლერანტობის, ჰუმანიზმის ქონა, როგორც ყოველთვის ჰქონდა და გამოირჩეოდა სხვა ერებისგან.
არასოდეს დავმსგავსებოდეთ ევროპელებს!!! ა რ ა ს ო დ ე ს !

სიკეთე მთელ მსოფლიოს!!!

სიყვარულით, 

თქვენი Mama სოფი (ამ ბოლო დროს მამაზომბი უფრო, რადგან ჩემს ბიჭებს სურდო აქვთ და ნახევარზე არ მძინავს).

5 comments:

Unknown said...

სოფიო.. ლამაზი შრიფტი გაქვთ. სამზარეულოში კი გნახავდი ისე.
სასიამოვნოდ მიკვირს შენი ხშირი პოსტები.

Unknown said...

Chag Sameach!დღეს სპეციალურად შემოვედი შენს მონატრებულ ბლოგზე რომ შენთვის და შენი ოჯახისთვის ბედნიერი ხანუკა მესურვა! <3

Keti said...

სოფი, გილოცავ ხანუკას და ბედნიერებას გისურვებ შენს ოჯახთან ერთად :)
მენორაზე ამავე სახელწოდების ქართული გაზეთი გამახსენდა, ამას წინათ ვიყავი მის რედაქციაში.

Toma said...

sofi, gilocat hanukas.
mravals daescari sayvarel ojaxtan da adamianebtan ertad.

Sophie שרה Golden said...

თიკო, კი, ძალიან. Sure, I'm a kitchen beast :-D

საყვარელო ანუშკა, დიდი მადლობა. ისე გამახარე, ვერ აგიხსნი. მადლობა!!!!!!

ქეთი, დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის, როგორც ყოველთვის. მიხარია, რომ შემოიხედე და არ დამივიწყე.

ტომა, დიდი მადლობა!!!

ბედნიერი შობა-ახალი წელი თქვენც, ჩემო საყვარელო მკითხველებო!!!!