Sunday, December 13, 2015

კვირის ჭორფლიანი შეგონება


პინტრესტზე ვიპოვე სხვადასხვა სკანდინავიური ილუსტრაციები და ყურებით ვერ ვძღები. ზამთარი და თოვლი, სიცივე და ფითქინა ბავშვები, ჟღალთმიანი გოგოები, ღაბუა ჩიტები და ფუმფულა პლედები.

არასოდეს, არასოდეს გაახილოთ თვალები ძალიან ფართოდ!!! იმიტომ, რომ მერე დაგავიწყდებათ ბავშვობა და ყველაფერი ტკბილი, რაც მასთან ასოცირდება.

თვალებზე გამახსენდა :დ
ორივე ბურთულა ლინზებით გავაჩინე და იმ მომენტში, როცა ქალი ამაზე ნაკლებად უნდა ფიქრობდეს (ალბათ), მე ჩემს თავს ვეუბნებოდი, სოფი, ჭინთვისას თვალები ფართოდ არ გაახილო, ლინზები რომ არ გადმოგცვივდეს, თორემ მერე ბავშვს კარგად ვერ დაინახავ-მეთქი :ლოლ:
უცნაურია, რომ ორივე მშობიარობის წინ შესაკეთებლად იყო ჩემი სათვალე ჩაბარებული.

კიდევ ერთი მითი იმაზე, რომ ახლომხედველებმა თურმე აუცილებლად საკეისრო უნდა გაიკეთონ, როგორც ახალგაზრდობაში მარწმუნებდა ერთი ძალიან "განათლებული ნაცნობი" :დ არასოდეს დაუჯეროთ სხვების თვალებს!!! მხოლოდ საკუთარს.

ესეც კვირა ღამის შეგონება ჟღალთმიან, ჭორფლიან გოგოებს.
ახლომხედველ ორსულებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ბედნიერი დეკემბერი გვქონოდეს ყველას!!!

4 comments:

Lilac said...

მეც ახლომხედველი ვარ და ასე ვიცი, რომ გააჩნია მინუს რამდენი გაქვს, თუმცა ჯერ რადგან არც ისე აქტუალურია ეს საკითხი ჩემთვის, რისერჩი არ ჩამიტარებია :D

და, აი, ზუსტად... ყველა დიდი და სულელური პრობლემის თავი და თავი აირს თვალების ზედმეტად ფართოდ გახელა და საკუტარ თავში ბავშვის დათრგუნვა

Sophie שרה Golden said...

Lilac, მე, მაგალითად, -4,5 და -5 მაქვს. მყავს მეგობრები, -7 და მეტიც რომ აქვთ და ასევე ბუნებრივად გააჩინეს ბავშვები. თვალის ბროლის მდგომარეობას აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორც ექიმმა მითხრა ასე. ყველა ოფთალმოლოგთან უნდა გაარკვიოს ისე ეს საკითხი.
ზუსტად!!! Never kid the kid in you ;-)

Anonymous said...

რა ლამაზი ამბავია მშობიარობაზე. ერთ აბზაცში მოყოლილი.

Sophie שרה Golden said...

თინა, :-) მიყვარს მშობიარობების ამბები, შემიძლია დაუსრულებლად ვიკითხო და ვუსმინო ქალებს. შენც ასე ხარ? :დ