Thursday, February 25, 2016

მალე გაზაფხული რომ უნდა მოვიდეს ვითომ და სხვა მანტრების ამბები

ან ძალიან გავიზარდე, ან ძალიან შევიცვალე, იმიტომ, რომ იმ დღეს ერთი მეგობარი ხარობდა, მალე გაზაფხული მოვა, ენძელები უკვე ამოვიდნენო და მე სიხარულით არ "აღვსილვარ".

მგონი, ძალიან დაღლილი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, როცა ძალიან "ცხოვრებისეული" საზრუნავებით მაქვს თავი გამოტენილი, თითქოს სხვანაირი საზრუნავები არსებობდეს რა. მომავალზე დარდი, ფინანსები, სწავლა, გადასახადები... არ ვიცი, რა უნდა ამ ყველაფერს ჩემგან. აააააა!!!


ფოტო უბრალოდ, პოსტის თემისგან დამოუკიდებლად, ჩემი ვახშამი

ეს იმაზე, ვითომ გაზაფხული რომ მოდის.
სხვა ამბები რა დავწერო, არ ვიცი.

დღეს გადავწყვიტე ასეთი "მანტრა გავიკეთო" ამ პერიოდისთვის, რომელიც ყველა სხვა "მანტრას" უკუაგდებს. ანუ ადამიანურ ენაზე (რამდენადაც ეს ჩემს ბოლოდროინდელ დაღვარჭნილ ქართულს შეეფერება) რომ მოგიყვეთ, ჩემი მანტრის იდეა იმაშია, რომ არ ვეძიო გარე სამყაროსა და ადამიანებისგან დაფასებას, აღიარებას და სხვა ამაო ეგოტისტურ რამე-რუმეებს.

  • ანუ რასაც ვაკეთებ, გავაკეთო ჩემთვის!
  • რაც მომწონს, მომწონდეს ჩემთვის.
  • არ მივაქციო ყურადღება გარემო ფაქტორებს!
  • დავივიწყო სტიმულატორული სლოგან-პოსტერები, რომლებიც ახლა ყველა კუთხე-კუნჭულში კიდია და გვახსენებს, როგორი მაგრები ვართ, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენ განსაკუთრებულები ვართ... (სინამდვილეში არაფერიც არ ვართ, ინდუსტრიისა და რეკლამის საცოდავი ზომბების მეტი)

და რა ვიცი, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, ინტერნეტიც ხომ ამ ვითომდა გამამხნევებელი ფოტოშეგონებებითაა სავსე, როგორი ბედნიერები ვართ ყველანი იმით, რომ ზუსტად ასეთები ვართ და ჩვენ ვართ, რაც ვართ.
ჰოდა, მოდი, მხოლოდ ქართველურ მენტალიტეტს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს, ნახევარზე მეტი მსოფლიო გადარეულია საკუთარ მე-ზე.

მე კიდევ ლამის 5-6 წლისწინანდელი მესავით ისევ გული ამერიოს და ცეკვა დავიწყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 25 კი არა, 31 წლის ვარ უკვე და მგონი, სტაფილოსფერიც აღარაფერი გამაჩნია :დ სამაგიეროდ, სოლომონთან ერთად, კიდევ ორი ბოკვერი მყავს და ტაფის გახეხვაზეც აღარ ვბღავივარ.
ცხოვრება ყოველთვის უფრო პოზიტიურია, ვიდრე ჩვენ გვგონია. აი, როგორც კი თვალს მოვაცილებთ სლოგანებს და encouragement ბულშითოლოგიებს, ამას ძალიან კარგად დავინახავთ!!!

ბედნიერ ღამეს გისურვებთ, დღესაც და კვირის დასასრულს, დასვენების დღეებს!!!
მართლა, ბედნიერები ყოფილიყავით ჩემო ორიოდე მკითხველო, კმაყოფილები (ძნელია ეს ძალიან, მაგრამ ხანდახან შესაძლებელი) და ჯანმრთელები!!!

მუდამ,

Mama სოფი

7 comments:

Natalia said...

სოფი, ახალი პოსტი ^_^

რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი, რომ კაცობრიობა ძალიან ინდივიდუალიზმისკენ არის მიმართული და ძალიან ეგოისტური გახდა. მეც, მათ შორის. ვამჩნევ, რამდენადაც მეტს ვფიქრობ საკუთარ თავზე და ჩემს კარგად ყოფნაზე, მით უფრო ნაკლებად კარგი ადამიანი ვხდები. ალბათ რაღაც ოქროს შუალედია საპოვნელი.

nobodyt said...

<3 <3 super sofi!

Toma said...

velodebi gazafxuls! erTi suli maqvs vnaxo ukve miwidan tavamoyofili titebi rogor yvavilebs gaiketeben, marcyvebi rogor gaizrdebian da joloebi rogor ayvavdebian. pirvelad velodebi ase dzalian... eriksac mteli dge garet ikneba da vaxshamsac garet shevchamt xolme, mere dadzinebamde garet vitamashebt... dzaan velodebi.

sakutar tavze fiqri araa cudi, magram es egiozmshi ar unda gadaizardos. gaachnia ra lkalapotshi fikrob da ras. et cigns vkitxulob axla romelshic weriais rasac sofi cers "რ ვეძიო გარე სამყაროსა და ადამიანებისგან დაფასებას, აღიარებას და სხვა ამაო ეგოტისტურ რამე-რუმეებს." anu gare samyaro ar gaxado is rac ganapirobebs shen kargad an cudad yofnas. es nishnavs rom rac ar unda moxdes shen cxovrebashi realurad shen xar icnv archevani gaaketa ama tu im mizezis gamo.

Sophie שרה Golden said...

ნატალია, რაც უფრო ინდივიდუალიზმისკენ მიიწევს კაცობრიობა, მით მეტად მარტოსული და უბედური ხდება (გახდება)!!! :-(

თი, მადლობა :-)

ტომა, ეგ კაი გამახსენე და დღეს ვფიქრობდი, არა, მაინც კარგია გაზაფხული რომ მოდის, აივანზე დავჯდები და დავლევ ჩაის მშვიდად, ბავშვებს როცა ეძინებათ-მეთქი.
არა, საკუთარ თავზე ფიქრი სულ სხვაა და ესაა ზუსტად ფიქრი, როცა გარესამყაროს არ მისცემ უფლებას შენი შინაგანი სულიერი სიმშვიდე დაგირღვიოს თავისი კლიშე წესებით და მოვლენებით. რა წიგნს კითხულობ?

Toma said...

The 7 Habits of Highly Effective People by Stephen R. Covey

Keti said...

მე მგონი იმიტომ არ აღელდი ჯერ, რომ შედარებით ჩრდილოეთით ხარ. დათბება და გამოყვავილდება შენკენაც :) ბედნიერ დღეებს გისურვებ, სოფი!

Anonymous said...

სულ მგონია ყოველ გაზაფხულზე თავიდან ვიწყებ ცხოვრებას არადა რა აზრი აქვს ან გაზაფხულს ან ცხოვრებას თუ სიცოცლხე არ გახარებს... მე კი სულ ძალიან ვცდილობ ვიგრძნო თავი ბედნიერად იქ სადაც სულ არ "მებედნიერება" ხანდახან გამომდის, მაგრამ უფრო ხშირად ვერა... ისე კი ლოქუნგებთან, შეგონებებთან და ზომბებთან დაკავშირებიტ 101 %–ით გეთანხმები...

სულ მზიან განწყობას გისურვებ ზამთარ–ზაფხულ და ამ ბლოგის არსებობას ვისურვებ მე დიდხანს, ძალიან დიდხანს.........