


ეს კვირა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, თუმცა ძალიან საინტერესოც და ბევრი სიახლისმომტანიც... ისე რომ, წუწუნი არ ღირს...
რადგანაც 1 კვირაში დაგვითხოვენ უნივერსიტეტიდან და გამოცდები დაიწყება, ამბებისა და ფოტოების მოსაპოვებლად ვეღარ ვიცლი.
თუმცა ჩემმა ბლოგმა რომ არ მოიწყინოს, რამდენიმე მუსიკალურ რეკომენდაციას დაგიწერთ და თქვენ შეგეძლებათ - მოუსმინოთ ამ მუსიკას, შეაფასოთ და შემდეგ სხვებსაც მოამენინოთ.
My Space - მსოფლიოში ერთერთი საინტერესო და მრავალფეროვანი საიტია, სადაც მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა (არ ვაჭარბებ) მუსიკოსს, რეჟისორსა თუ მსახიობს ნახავთ, მეგობრებში დაიმატებთ და მის შემოქმედებას გაეცნობით.
დღეს სწორედ ასეთ შემსრულებლებზე გესაუბრებით, რომელთა მუსიკას მე ამ საიტზე გავეცანი და ძალიან დავინტერესდი.
პირველი მათ შორის - ისრაელელი ფოლკ-როკ მუსიკოსი ჰადარა ლევინ-არედია, რომლის სიმღერამ რადიოზე, ძალიან შთამაგონა და თავი შემაყვარა. გარდა იმისა, რომ რადიო ჩემი სისუსტეა ბავშვობიდან, ტექსტიც ასე ჟღერს, რომ მომღერალ გოგოს, რომელსაც ძალიან სურს პოპულარულობა და რადიოთი გამოსვლა, თავისი წარმოსახვით საუბრობს რადიოწამყვანთან... :))) ამ ლინკზე შეგიძლიათ მოუსმინოთ თელ ავიველ ჰადარას და მისი ოფიციალური საიტის მონახულებაც შეგიძლიათ:
მეორე - ბერძენი შემსრულებელი ილიას კიტიდისი, რომლის მუსიკა თითქოს არ განსხვავდება ჩვეულებრივი ანარქისტული პანკ-როკისგან პლუს ფოლკლორული ელემენტებითა და ანტიკური ენის რეჩიტატივით, რომელიც პირადად მე ძალიან მიყვარს. "მატარებელი-მოჩვენება" ანუ "Traino Fantasma" - ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა ილიას რეპერტუარიდან:
მესამე - ჯორჯ ბოროვსკი, ინგლისელი შემსრულებელი, რომელსაც განსხვავებული ჟღერადობის მუსიკა აქვს, თუმცა ხმით შეიძლება როდ სტიუარტსაც კი მიამსგავსოთ.
მეოთხე - არ შეიძლება არ აღვნიშნო, ქართული წარმოშობის მევიოლინე ნატალია გაბუნია, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. როგორც მითხრა, შემოდგომისათვის აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ელის ქართველ მსმენელს. ბრამსი, სენ სანსი - ყველა ვიოლინის გრანდი კიდევ უფრო ორიგინალური ხდება მისი შესრულებით და შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ ამაში.




2 comments:
ბერძენ და ისრაელელ შემსრულებლებს, შეიძლება ითქვას, არ ვიცნობ. ძალიან საინტერესო იყო და სასიამოვნოც...
zalian saintereso musika iqmneba am qveynebshi da namdvilad sasiamovno mosasmenia, shegizlia tavad darwmunde linkebis meshveobit :)))
Post a Comment