Tuesday, June 10, 2008

რა ჰქვია ამას...

რა ჰქვია და ცხოვრება, სხვა რა უნდა ერქვას: როცა სულ სხვაგან მიგიწევს გული და შენ კიდევ აქ გიწევს ცხოვრება. Блядь! – სულ ეს ბილწი სიტყვა გაკერია პირზე, ავტობუსში ძილი გინდება, აბა რა იქნება, ისეთი ჩახუთულობაა... აბაზანასთანაც საკმაოდ მწყრალად არის ქართული საზოგადოება, რას იზამ, ალბათ ესეც უძველესი ერის ჩვევაა, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ამბობენ... თუ უთქვამთ.

ეს ჟურნალისტიკა, გულისამრევი მეცნიერებაა, ვფიცავ პულიცერის სინდისს, ისეთ ჩარჩოებში გსვამს, რომ თავადაც გვიან ხვდები და საკუთარი დღიურიც კი ვერ დაგიწერია ისე, რომ ბალანსსა და ობიექტურობაზე არ იფიქრო, საპირისპირო მხარეები არ წარმოაჩინო და შენი ორივე (ან ოთხივე) ყოფილი ბოიფრენდის პოზიცია არ “დააფიქსირო”. ჰო, ზუსტად ასეა, ჩვენს ჟურნალისტიკაში ხომ ყველა რაღაცას აფიქსირებს ან აჟღერებს, მე კიდევ გოიმურად ვმეტყველებ, “ჩემმა თავისა წონამან”.

ჩემს ბოიფრენდებს რაც შეეხებათ, ყველას თავისი პოზიცია ნამდვილად გააჩნდა... ერთს – ქართული ტრადიციების დარღვევა სააღდგომო მარხვის დარღვევაზე უარესად მიაჩნდა და ვერ წარმოედგინა, რომ მის მომავალ მეუღლეს სიტყვა ორგაზმის მნიშვნელობა შეიძლება სცოდნოდა... ამიტომ გაქვთ შანსი გახდეთ ის მომავალი ბედნიერი მეუღლე, რომელიც ბევრ ახალ რამეს შეიმეცნებს ჩემი ყოფილისაგან. მეორესთან – ათეისტი იყო... ბევრი საერთო გვქონდა, ირონიული ღიმილი გვიპყრობდა, გაჭედილი ავტობუსი ეკლესიასთან რომ გაივლიდა და ყველა (დიდი თუ პატარა) ხელების ქნევით გადაიწერდა პირჯვარს, ამ დროს ყველაზე დაფახფახებული მოხუცი ცალ ფეხზე იდგა და ჯანიანი, ლოყაწითელი ბიჭი წინა სკამზე იყო გაჯგიმული, თანაც ისე, რომ გვერდით მჯდომი გოგო კუთხეში ჰყავდა მიმწყვდეული და ფეხს უხახუნებდა. მაგრამ ჩვეულება ხომ მაინც რჯულზე უმტკიცესია და ყველანი ერთად ურახუნებდნენ თავებს ფანჯარას ეკლესიის დანახვისას. მერე რა მოხდა? ჩემი ათეისტი სადღაც წავიდა, ღმერთთანო, ვერ ვიტყვი, მაგრამ სადღაც იქვე...

თუმცა მთავარი ისაა, რომ ერთი კაი ტიპი ფრანგი მწერალი, ბორის ვიანი, ზუსტად აღწერს მსგავს სცენებს და, თუ საკაიფო ლიტერატურის წაკითხვა გირჩევნიათ ჩემს ჟურნალისტურჩარჩოიან "ბლოგ-ბასტერს", მისი წიგნები უნდა წაიკითხოთ; ჩემსავით შეიყვაროთ ამადის დუდუ და უარი არაფერზე თქვათ.

ჰო, ამას რა ჰქვია? ჩემი ლექსიკონით: ბულშითოლოგია, როცა რაღაც განსხვავებულის თქმა და გაკეთება გინდა, მაგრამ რაღაც გაბრკოლებს. იქნებ, ამ ყველაფერს ჯობდა, მეც ჩვენი მთავრობის ლოზუნგი ამეღო მაგალითად და ბულშითოლოგიის სროლისთვის თავი დამენებებინა (აუ, რა საშინელი კალკია, ბლინ!)?

ამას ჟურნალისტური დღიური ჰქვია ვითომ? ჰო, ეგაა რა!

პ. ს. ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია!!! – ეს მე მქვია, როგორც არარსებული ქართველი ფემინისტების დედამარჩენალს. სერიოზულად ვამბობ.

2 comments:

Tako said...

Sophie:)
xshirad shemovichyitebi xolme shens blogze. martla dzalian momcons. ra temazec ar unda cerde, koveltvis igrzdznoba, rom "sheneburia". dzalian sainteresod, kargi iumorit da originalurad dacerili. tak derjac:):) gisurveb dzalian did carmatebebs.Tako

no one said...

dzalian kargi da sainteresoa...
momecona...

p.s me aravin var rom gitxra shen chem blogze shemoixedetqo,arc araferi midevs saintereso da ratom unda shecuxde...
magram mainc...
http://mearavin.blogspot.com


kidev ertxel vafiqsireb chems azrs da vambob,rom dzalian momecona...:)