
ჰანს ქრისტიან ანდერსენს აქვს ასეთი ზღაპრები, სადაც ყველა საგანი სუნთქავს, გრძნობს, განიცდის და ვისაც ჩემსავით ბავშვობა მისი ზღაპრების კითხვაში გაუტარებია, მიხვდება, რას ვგრძნობ მანდარინის გაფცქვნისას... "ამელიში" არის ასეთი ფრაზა, ვაშლსაც კი გული აქვსო :) დღემდე მჯერა, რომ თოჯინები შუაღამის შემდეგ ცოცხლდებიან და მეჯლისებს მართავენ, უბრალოდ ძალიან პატარა უნდა იყო, რომ ეს დაინახო... თუ უკვე ბოლოკურსელი ხარ და ნიცშეს კითხულობ, ან ღამეებს ინტერნეტში ათენებ, ვეღარაფერს შეამჩნევ. როცა TOEFL გაქვს ჩასაბარებელი და გეზარება... როცა გათენებამდე ამერიკულ მელოდრამებს უყურებ მეგ რაიანისა და ტომ ჰენკსის მონაწილეობით, რაღას უნდა ამჩნევდე. ეს ფრაზა ერთმა ძალიან ახლობელმა და საყვარელმა ადამიანმა მომწერა, ჰოდა ვზივარ და ვამბობ: 'Gam zeh ya'avor'!!! - აბა, რას იზამს-მეთქი.
კრისტინა რიჩის გმირი ამბობს "პროზაკის თაობაში", ანუ ელიზაბეტ ვურცელი, მხოლოდ ფილმებში ხდება, რომ ანგელოზი მოვა და შეგაჩერებსო... არა, ცხოვრებაშიც მოდის ანგელოზი და გაჩერებს, ხელს წაგავლებს და უფსკრულში ჩავარდნისგან გიხსნის, უბრალოდ შენ ვერ ხვდები და გგონია, მაგარი ხტუნვა ვიციო... ახლა არც 80-იანებია და ლუ რიდსაც აღარავინ უსმენს, ელიზაბეტ ვურცელი რას გაიგებს, მით უმეტეს არც ჰარვარდში ვართ და "როლინგ სტოუნისთვისაც" არ ვწერ...
ვიცი, ესეც გაივლის, დროც გაივლის და მეც გავივლი; არ მინდა, ისე გავიარო რა.
ახლა "მზის ჩასვლამდეს" უნდა ვუყურო :) ჟული დელპის და ითან ჰოუკის დიალოგები ისე მიყვარს!!! 'Baby, you are gonna miss the plane...' 'I know!' and Nina Simone sings and sways...
ნახეთ და მოუსმინეთ:
http://www.myspace.com/mattcolemanmusic - the dearest one
http://www.myspace.com/allisonsattinger - the sweetest one
This too shall pass ;) it always does we know :)



1 comment:
Post a Comment