Monday, February 23, 2009

2+2=4


დღეს უნდა "ამოვთქვა" რაღაცები, რაზეც გუშინ დავფიქრდი, მიუხედავად ყურის საშინელი ტკივილისა და ტირილის ნდომისა.
გუშინ ისეთი კარგი დღე მქონდა :)
ჩემმა "ხევრუსამ" დამირეკა ლონდონიდან და 45 წუთიანი გაკვეთილი გვქონდა.
მაგრამ კულმინაცია სხვა იყო - უცებ დინა მირეკავს სკაიპში აღფრთოვანებულ-დარცხვენილი, მეირ ლევინმა დამირეკა ახლა, შენმა მეგობარმა სოფიმ მომწერაო და დამირეკოსო. დინა აღელვებული იყო, ასეთი რა მისწერეო, მეც გული გამისკდა, მეთქი სიყვარული ხომ არ ამეხსნევინა რაბისთვის და იქვე გულიც გამისკდებოდა. წარმოიდგინეთ, წინა დღისით ადამიანის წიგნს ვკითხულობ და მეორე დღეს ველაპარაკები :D დეტალებს, რაც მივწერე, აღარ ჩავუღრმავდები, იმიტომ, რომ გამოვამჟღავნე ჩემი გიჟური ბუნება :ლოლ: სამაგიეროდ, ახლა სიცოცხლის ბოლომდე მადლობელი ვიქნები დედაუნივერსიტეტის, რომელმაც ასე მოკლე და მიზანმიმართული წერილების წერა მასწავლა. მეირ ლევინს რომ ველაპარაკებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, სადაცაა სიმღერას დაიწყებს-მეთქი, საოცრად თბილი და ტკბილი ხმა ჰქონდა. მერე დინასაც და მე დაგვავალა დაგვეწერა წერილი ჩვენ შესახებ, რასაც თითქმის 1 საათი მოვუნდით, სანამ დინა ჩემს რუსულ ორთოგრაფიას შეასწორებდა და გავუგზავნეთ. გათენებამდე ვერ ვმალავდით აღფრთოვანებას, რომ ასეთი ადამიანი გავიცანით.
იმ დღეს ვიღაც ანონიმს ჩემზე უთქვამს, სოფი მორცხვიაო, მეორეს - არა, ისეთია, შეიძლება, ვინმე შემოაკვდესო :( ადამიანებს რომ თავიანთი შეხედულებები აქვთ და ამის შეცვლას არ ვაპირებ, ეს ხომ ადრეც ვთქვი, მაგრამ გუშინ მივხვდი, რომ მესამე იტყოდა, ძალიან გაბედულიაო, სიგიჟემდე გაბედული :D არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ აი, როგორც პატარა დავითი გამოვიდა და გოლიათს შეება მხოლოდ თავისი რწმენისა და შურდულის ამარა, ასე ვგრძნობ თავს :D ცოტა თუ არ გადაუხვიე და არ გამოეყავი ხალხს, შენ თვითონ იგრძნობ, როგორ უკან რჩები.
(არ შემიძლია არ დავამატო, მეგონა, აქამდე მე ვწერდი საუკეთესო წერილებს :) გუშინ დინამ თავისი წერილი რომ წამაკითხა, მივხვდი, რას გულისხმობდა მეირ ლევინი მოთხრობაში "2+2=4". დინა, შენ ჩემზე ბევრად ლამაზად წერ.)

9 comments:

Keti said...

მართალი ხარ, სოფი, მასას თუ არ გამოეყავი, ჩამორჩები. მშვენიერი ნათქვამია.
მე მომწონს, რომ გაბედული ხარ (კითხვისას ეს ვიფიქრე კიდეც) და ამით ბევრს შეძლებ. შემეცნების მიზნით გაბედულება/აქტიურობა/ძიება აუცილებელია, ჩემი აზრით.
და საერთოდაც, ცხოვრებაში.

ჰო, მზე ისე საყვარელია :)

Anonymous said...

Flowers In The Window ასე ქვია ტრევისის სიმღერას ორსულებზე :P

Anonymous said...

P.S. მაგ კლიპის გადაღებისას ორმა ქალმა იმშობიარა :D

Sophie שרה Golden said...

ქეთი, მზე მართლა ძალიან საყვარელია :)

დეკა 136, გმადლობ სიმღერის სახელწოდების შეხსენებისთვის :)

Anonymous said...

დღითიდღე მიყვარდება შენი პოსტები... :უსერ: ამ პოსტთან რა შუაშია, მაგრამ ხო უნდა მეთქვა..

Sophie שרה Golden said...

ladycrow, დიდი მადლობა :happy: :blush:

Anonymous said...

რაღაცნაირი სითბო მოდის ხოლმე შენგან, სტიმული :) და სურვილი, რომ ის გააკეთო, რაც გინდა მიუხედავად ყველაფრისა.

respect

Sophie שרה Golden said...

მადლობა, სამურაი, გეტყვი მე შენ, რომ ჩემი მიზანიც ეს არის, ადამიანები შემოვიდნენ ჩემს ბლოგზე, გათავისუფლდნენ სიმძიმისგან, ცოტა სითბო ჩაეღვაროთ სულში და საკუთარი თავის სჯეროდეთ, კარგი კუთხით.

Lika Kakiashvili said...
This comment has been removed by the author.