
დღეს რადიოში ვიყავი, დრიმარის პოსტი რომ წავიკითხე. მაშინვე მომინდა დაწერა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მეც გამახსენდა ჩემი საყვარელი ძველი ჯგუფი 'Stereophonics'. ძალიან ადრე მიყვარდა. Frontman ჰყავდათ ისეთი, ჩახლეჩილხმიანი უელსელი ბიჭი, სულ შავი მაისური ეცვა და თმა აჩეჩილი ჰქონდა. მე კიდევ იმ დროს ასეთი ტიპები მომწონდნენ და მილიონ მოთხრობას ვწერდი მათი შთაგონებით. ხოდა ეს ჩემი სტერეოფონიკი ბიჭი დღეს ვნახე შემთხვევით მაისფეისზე და გავიხსენე.
სიჩუმე ადვილიაო, ერთი ასეთი სიმღერა აქვთ, სხვათა შორის. ძალიან ადვილია სიჩუმე, მაგრამ მე მაინც ვერცხლი მირჩევნია ;-)
ერთმა ჩემმა ჯგუფელმა დღეს დამგმო იმის გამო, რომ ისრაელს ვუჭერდი მხარს. რა სასაცილოა. ადამიანებს რომ ჰკითხო, დემოკრატები და ლიბერალები არიან, ამ დროს გზღუდავენ, რატომ უჭერ მხარს ამას და არა - იმასო. ამასთან ერთად გულდაწყვეტით დასძინა, მე შენ "No war" ადამიანი მეგონეო. საიდან მოიტანა, ალბათ გარეგნობა მაქვს, უბრალოდ, პაციფისტური. ომი აუცილებელია ზოგჯერ, რომ ადამიანებმა დაიოკონ თავიანთი ვნებები, ბავშვობის ტრავმები და კიდევ ერთხელ დაამტკიცონ, რა მდაბალი არსებები არიან და ნამდვილად იმსახურებენ, ღმერთმა სამოთხიდან რომ გამოყარა და დღემდე ოფლს ადენს თავის სარჩენად. ამიტომ, მე არ ვაღიარებ წმინდანებს, ბრძენებს, ფილასოფოსებს. ყველანი ადამიანები იყვნენ. ყველას ჰქონდა კუჭი და მისი მოქმედება. ამიტომ არც მე ვარ პაციფისტი, გჯერათ, ლენონი იყო? განგრეულ კაიფში იწვნენ და ერთობოდნენ ის და იოკო. ომი, უბრალოდ, დამტკიცებაა იმის, რომ გაქვს ბრძოლის, გამარჯვების ტ..., ესე იგი გადარჩები. ისევე, როგორც საქართველო გადარჩა საუკუნეების მანძილზე. გადარჩა ისრაელი. ვისაც არ გინდათ, ნუ ისვრით, ხალხო, დასხედით და მიუშვირეთ მარცხენა, როცა მარჯვენა ყბას ჩამოგიღებენ. თუ ცხოვრებაა, ცხოვრება იყოს და არა ფსევდომშვიდობა, გაერო და ბულშითოლოგია.



6 comments:
მართალია, ხშირად დემოკრატია ცალმხრივად ესმით, ანუ "მე რაც მიმაჩნია სწორედ". სხვისი აზრის პატივისცემა, იმაზე დაფიქრება – მეორე მხრიდან რა და როგორ ჩანს, არც კი მოსდით თავში. სწორი დასკვნებისთვის აზრების შეჯერება კი აუცილებელია..
მე ზოგადად, ნებისმიერი ომის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ისრაელის საკითხი იმდენი ხანია გრძელდება, იმდენი კითხვაა.. ოღონდ, ახლა ყველაზე ნაკლებად შევძლებ ამ საკითხზე საუბარს.
მადლობა, ქეთი კომენტარისთვის. ვაფასებ საღ აზრს ყოველთვის.
ყველას პატივს ვცემ, შესაბამისად, იმ მუსულმანებსაც ვერ გავამტყუნებ, პალესტინელებს რომ უჭერენ მხარს. ყველას თავისი აზრი და აზროვნების კუთხე აქვს, ხომ გესმის? სამყაროს მრავალფეროვნებაც ამაშია, რომ ყველა სხვანაირი იყოს. ომები კიდევ გარდაუვალია, სანამ არსებობს ფული, ძალაუფლება და ადამიანები; ამის გარეშე სამყაროც არ იარსებებს, ვეჭვობ.
ომის მომხრე არც მე ვარ, ომი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია გამართლებული. მაგრამ როგორც არ უნდა მოგვწონდეს ომი, ზოგჯერ ის აუცილებელია. თუ გინდა გადარჩე, უნდა იბრძოლო...
Stereophonics-ის ”Maybe tomorrow" მიყვარს ძალლიან:)
ხან მგონია, რომ ინდიფერენტული ვარ, ხან - ტენდენციური, მაგრამ ისრაელის შემთხვევა ძალიან ფაქიზია ჩემთვის... რეალობა ეს არის და თავის მოტყუება იქნება, ომზე თვალის დახუჭვა. ყველას თავისი აზრი ჰქონდეს და მორჩა!
მარ, რომ იცოდე, როგორ მიყვარს სტერეოფონიკსი, ახლა დავჯდები და მთელი კვირა მათზე ვიფიქრებ :D "maybe tomorrow" & "Dakota"-ც ძალიან კარგი სიმღერებია.
სოფი, გუშინ ვეღარ გკითხე: მოთხრობებს წერ? აქვეყნებდი?
ომი მე პირადად ძალიან მაშინებს და არ მინდა! შენ ფილოსოფიურად აღწერ ხოლმე რაღაცებს, მაგრამ დაგავიწყდა გასულ ზაფხულს რა ხდებოდა? :(
Post a Comment