უკვე დიდი ხანია, რაც მინდოდა წიგნებზე დამეწერა, იმიტომ, რომ ბევრ ბლოგს ვნახულობ, ვკითხულობ და თითქმის არავინ წერს წიგნებზე, რას კითხულობენ, ან რაც წაიკითხეს ოდესღაც და ამან გავლება მოახდინა მათზე.
გადავწყვიტე, რამდენად რეგულარულადაც გამომივა, დავწერო ხოლმე იმ წიგნების შესახებ, რომლებსაც ვკითხულობ, ან წამიკითხავს. ადრე dreaMar წერდა თავის პოსტში, არცთუ ისე ბევრი წიგნი წამიკითხავსო და ამან დამაფიქრა, შესაძლოა ჩემი წიგნოთეკა დაეხმაროს ადამიანებს, რომ წიგნები უფრო ადვილად აარჩიონ. მაგალითად, მე ბევრჯერ წამიკითხავს წიგნი მეგობრის რჩევით და ძალიან კმაყოფილი დავრჩენილვარ. არჩევაზე გამახსენდა, იმ დღეს მე და ნატა ვიყავით წიგნების მაღაზიაში, როგორც ყოველთვის, ყველა წიგნს შევავლეთ თვალი და ხელი, ღრმად ამოოხვრებიც არ დაგვიკლია, აუ, ნეტავ ყველა წიგნის ყიდვა შეგვეძლოსო. ამ რჩევასა და ხელისშევლებებში ვართ მე და ნატა, რომ ვიღაც ქალიც ოხვრას მოჰყვა, ოღონდ სხვა მიზეზით, ვერ გადაეწყვიტა, რომელი წიგნი ეყიდა თავისი 14 წლის ქალიშვილისთვის. ბუნებრივია, shop-ასისტენტი გოგონა, როგორც ყველა ქართველი shop-ასისტენტი, დაბოღმილი და წარბებგადაბმული იდგა, აი, ისეთი სახით, რომ გეუბნება, სახლში ორი დიპლომი მაქვს, სულ shop-ასისტენტი კი არ ვიყავიო და ეს ქვეტექსტი მკლავს უკვე დიდი ხანია. ქალმა იკითხა "საზოგადოდ" (იმ ასისტენტ გოგოს ვერ შეჰბედა), ნეტავ, რომელი წიგნი შეიძლება 14 წლის გოგონას ვუყიდოო... ჰოდა, აქ მე და ნატა დავიქოქეთ. წიგნებს ვერ ვყიდულობდით და სამსახურს მაინც გავუწევთო, ვიფიქრეთ, იმდენი რამე შევთავაზეთ ამ ქალს, გადაირია და აღარ იცოდა, რა ეყიდა. საბოლოოდ ასისტენტი გოგო მოგვიახლოვდა, ჩვენი რჩევა მიიღო, წიგნი თაროდან ჩამოუღო ქალს. მე და ნატა კი ხმამაღლა მოვყევით წუწუნს, როგორ არაკომპეტენტურ ხალხს ამუშავებენ წიგნების მაღაზიებში, როდესაც ჩვენ სიამოვნებით ვიქნებოდით shop-ასისტენტები.
მოდი და ასეთი შემთხვევის შემდეგ ნუ გაგიჩნდება სურვილი, საკუთარ ბლოგზე მაინც გაწიო ასისტენტობა და ისაუბრო წიგნებზე.
ამჟამად კაფკას "ამერიკას" ვკითხულობ. საშინელებაა. I mean, საშინელებაა ის სისტემა, რაზეც კაფკა საუბრობს, ის ადამიანები არიან საშინლები, ვიზეც წერს და საერთოდ, ისეთივე მუქი და იპოქონდრიული წიგნია, როგორიც თავად კაფკა იყო. რა თქმა უნდა, კაფკა კლასიკაა, კაფკა აკრძალული ხილია და შეუძლებელია, არ მიგიზიდოს, მაგრამ ამავე დროს, კაფკა ბნელი და ნაღვლით სავსე სამყაროა. ერთი ასეთი მწერალი ჩემთვის არის მიხეილ ჯავახიშვილი, მერე დოსტოევსკი და ბოლოს კაფკა. ამ სამი მწერლის შემოქმედება პირდაპირ მაგიჟებს და მაშინებს. ვინც არ მეთანხმება ან მეთანხმება, შეუძლია შემეკამათოს და თავისი მოსაზრებები მითხრას.
პირველად კაფკას "პროცესი" წავიკითხე, ისიც ტკივილი იყო საშინელი, დიდხანს დავდიოდი და ვფიქრობდი, დედაჩემსაც კი ვერ ავუხსენი შინაარსი. მართლა სასწაული მწერალია, როგორც ყველა ავადმყოფ ადამიანს, კაფკასაც თავისი ხედვები აქვს, რომელიც საერთოდ გაშორებს შენს სამყაროს და სხვაგან გაგდებს. "ამერიკა" ის წიგნია, რომელიც ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე თავად რეალობა. კარლ როსმანი - ერთი, რომ ძალიან ჰგავს ლევ მიშკინს, რეალობას საერთოდ ვერ აღიქვამს, ან ეს რეალობა რა ჯანდაბაა, ამერიკა მართავს მას, კაფკას, ლამის ღმერთსაც და მაშინ დავფიქრდი, საბჭოთა კავშირში ძალიან ცდებოდნენ, კაფკას რომ კრძალავდნენ, მაშინ რომ ეს წიგნი "მიეშვათ", დარწმუნებული ვარ, უფრო ნაკლებ ადამიანს მოუნდებოდა საზღვარგარეთ გაქცევა. გარდა ბანალური აკრძალული ხილის მომხიბვლელობისა, ისიც იქნებოდა, რომ ადამიანები მიხვდებოდნენ - არაფერია ფარდის მიღმა, გარდა აყროლებული ჩონჩხებისა და გვინდა ჩონჩხები, ხალხო? მაგრამ, მგონი გვინდა. ყველას იზიდავს ჩონჩხები, იმიტომ, რომ შოუს სუნი სცემს, ადამიანები კიდევ შოუს საყურებლად არიან გაჩენილები, შოუ იყო - დავითის და გოლიათის შებმა, შოუ იყო ქრისტეს ჯვარცმა და შოუა დღევანდელი დღე. შესაბამისად შოუა კაფკას "ამერიკა" და ტანჯული კარლ როსმანი. So don't take life too seriously! ;)
See you on the next show :lol:

11 comments:
სად იყავი აქამდე? დიდი ხანია ვიხვეწები, მოიწერეთ რას კითხულობთ-თქო:
http://khatia.blogspot.com/2008/07/blog-post_21.html
http://khatia.blogspot.com/search/label/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98(ამ შესავალს ის ქვეტექსტიარ აქვს, რომ პირველი მე დავწერე ;) :) მაგრამ იმედია ამაზე არ ვიდავებთ და პროდუქტიულ ’თანამშრომლობაზე’ უფრო მეტად ვიზრუნებთ :))))
ძალიან გამიხარდა, მე მიყვარს სხვების რჩევით წიგნის არჩევა. თითქმის ყოველთვის ამართლებს. აბა დროებით, ეხლა სხვა რაღაცას ვკითხულობ და იქით კვირაში დავიწყებ კაფკას.
ვნახე შენი პოსტი ხატია, ბევრი საინტერესო წიგნი აღმოვაჩინე, რომელიც მე ჯერ არ წამიკითხავს და თუ უფრო ვრცლად ისაუბრებ მათზე, დავინტერესდებოდი.
სოფი ვრცლად საუბარი წიგნებზე მიჭირს ხოლმე. პირველი მიზეზი ისაა, რომ მე თავად არ მიყვარს წიგნზე, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს, დიდი განხილვები წავიკითხო. თუ რუსთაველის გარჩევას წავიკითხავ, რუსთაველს მერე ვეღარ წავიკითხავ. და მეორეც, ძალიან ნიჭიერი არ ვარ და ამ საუკუნის იმ საუკუნის ლიტერატურასთან შედარება არ შემიძლიეა ;)
ამიტომ ბლოგზე თავდაპირველად მოკლედ ვწერ, რა წავიკითხე და ზოგადად რა შთაბეჭდილება დამრჩა. მერე ჯგუფში, ვინც ეს წიგნი წაიკითხა ანდაც მასზე მეტი აინტერესებს, მეტს ვიტყოდი, მაგრამ ჯერ ასეთი ჯგუფი არ შედგა ;(
ოკ, ამიერიდან მყავხარ გამოწერილი და მიხარია, რომ წიგნების არჩევაში მეტი მრავალფეროვნება მელის :) აბა დროებით!
მეც არ გამოვირჩევი წიგნების კითხვით, მაგრამ სოფის რეკომენდაციებს ვენდობი :P მართალია ჯერჯერობით მწვერვალებს ვერ ვიპყრობ, მაგრამ... ჰო, მარკესის "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა" მომეწონა, რომელიც სოფიმ ხმამაღლა წამიკითხა ამ ზაფხულს :D ამჟამად კოელიოს სიგიჟეს ვებრძვი ვერონიკასთან ერთად.
სოფი, რა კარგი პოსტია. მე ვფიქრობდი, დამეწერა, მაგრამ რა ვიცი, ვერ მოვაბი თავი..
იმ ასისტენტების კი არ მესმის.
წიგნების მაღაზია ეს განსაკუთრებული რამ არის. მექნებოდა ჩემი წიგნების მაღაზია, პატარა კაფით... :)
მართლა ძალიან მიხარია ამდენი კითხვის მოყვარულის ერთად შეკრება. რას იტყოდით ერთი ჯგუფი რომ გაგვეკეთებია სადმე ფეისბუქზე ან აქ, ამ ჯგუფში http://www.goodreads.com/group/show/10074.Georgian_library გველაპარაკა ჩვენს მიერ წაკითხულ წიგნებზე? ჩვენი ბრილიანტი კომენტარები :) ბლოგისთვისაც გამოგვადგებოდა ... რას იტყვით?
მშვენიერი აზრია, რატომაც არა! მე ასეთი სიახლეები ძალიან მიყვარს და სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას. დიდი სიამოვნებით! გავაკეთოთ მსგავსი "წიგნებისმკითხველთა კლუბი" ნეტში, შეგვიძლია შეხვედრებიც კი მოვაწყოთ, მაგალითად, სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ან სკოლებში და ვისაუბროთ. ზღვა წვეთებისგან შედგება, ჩემი საყვარელი გამოთქმაა, ენთუზიაზმით ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია :-)
დასაწყისისთვის კარგი იქნება, თუ ბლოგებზე დავწერთ წიგნების შესახებ, ნელ-ნელა პოპულარიზაციას გავუწევთ წიგნებს. უფასო რეკლამას გავაკეთებთ, თუნდაც მეილები რომ დავუგზავნოტ ნაცნობებს-არანაცნობებს, ჩამოვაყალიბოთ რაღაც კონცეფციუშკა, ჯერ მცირედიც დავიწყოთ. მერე იქნებ ქეთის და ჩემი ოცნებებიც ასრულდეს :-) ბოლო-ბოლო მე ლიბერალ-დემოკრატი ვარ, როგორც საკუთარ თავს გამოვუტყდი :ლოლ:
რა საინტერესო იდეაა :))
ოკ ჯგუფი მზადაა http://www.facebook.com/pages/-/61809969640 იმედია კარგი რამე გამოგვივა :)
როგორც იქნა ვნახე ეს პოსტიც :))) მიყვარს შენთან ერთად წიგნების მაღაზიების შემოვლა. მკითხველებს რაც შეეხება, ყველაზე მეტად "მოდაში" შემოსული წიგნები მაღიზიანებს, წაუკითხავად მასზე რომ ამბობენ "აი, ძააააააააან მაგარი და საყვარელიაო" წაკითხვაც არ მინდება ხოლმე. გული მწყდება რომ ჩემი ბიბლიოთეკაც დამიხურეს და ისე ვეღარ ვკითხულობ :((
Titqmis mteli bavshvoba cignebtan maqvs gatarebuli.
Dzalian gamomafxizla shenma am postma. mivxvdi rom arasodes damiceria cignebze chems blogshi, garda koeliosa.
arada uamravi cigni maqvs cakitxuli da uamravi ram shemidzlia davcero.
Didi madloba am bidzgistvis, aucileblad davcer cignebze :)
Post a Comment