უცნაური დღე მქონდა. ისეთივე, როგორიც ამინდი იყო. გარეთ ვიყავი, წვიმაში მოვყევი, მეგობრებიც ვნახე და უცებ განმარტოება მომინდა.ადრე, ძალიან ადრე "ტიტანიკი" რომ გამოვიდა, მე და ჩემი მეგობარი სკოლიდან გავიპარეთ, რომ მასთან გვენახა "ვიდეოზე". რა თქმა უნდა, ბევრი ვიტირეთ, მანამდე ასეთი მასშტაბის ფილმი ნანახი არ გვქონდა. იმის მერე, სულ ვუყურებდი ჩემს თითებს და ქეით უინსლეთისას ვამსგავსებდი :)
დღეს "მკითხველი" (The reader) ვნახე (ასე თარგმნიან, ალბათ, ამ ფილმს). ვზივარ იმის მერე და ისევ ჩემს თითებს ვუყურებ. "მკითხველმა" რაღაც უცნაური შეგრძნება დამიტოვა. თავიდან ქეით უინსლეთის გმირი ებრაელი მეგონა, იმიტომ, რომ ჰანა ერქვა და დავითის ვარსკვლავიანი მინები ჰქონდა მის კარებს. შემდეგ ეკლესიაში რომ დაჯდა და გალობაზე ატირდა, დავეჭვდი. დამშვიდობების ნიშნად, საწყალი მაიკლი რომ გახეხა და დაბანა, უცებ ძალიან შემეცოდა. მთელი ფილმის განმავლობაში (რომელიც 2 საათზე მეტხანს გრძელდება) ასეთი ემოციათა ცვლილებები მქონდა - ხან ჰანა მეცოდებოდა, სისტემის მონა, ხან - მაიკლი, რომელმაც ყველაზე დიდი ტრავმა მიიღო ამ შემთხვევაში. ფილმის ნახვის მერე ვინმეს რომ ეკითხა, ვეტყოდი, რომ დიდად არ მომეწონა. მაგრამ ახლა, რაც ჩემს თითებს დავაკვირდი და მოვიწყინე, მივხვდი, რომ კარგი ფილმია. თითქმის ყველაფერია ნაჩვენები, მოზარდის ვნებიანი გატაცება, ჰანას უცნაური სიყვარული სხვისი წაკითხული წიგნებისა და არასრულწლოვანი ბიჭისადმი. ძალიან შთამბეჭდავი სცენები - სასამართლო, აუდიოკასეტები და თვითმკვლელობა. უნდა ნახოთ ეს ფილმი, მოგეწონებათ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ დაგაფიქრებთ და რაღაცნაირად თითებზე დაიწყებთ ყურებას. დასევდიანდებით და განმარტოება მოგინდებათ. მე რას გავაკეთებდი ამ თითებით? ბოლოს ლინა ოლინის გმირს რომ ხედავ, ხვდები, მავთულხართების რომელ მხარეს ჯობდა ყოფნა.
კარგი იყო ქეით უინსლეთი, თუმცა მკერდი აღარ უვარგა. ბუნებრივია, 10 თუ 12 წლის წინ, "ტიტანიკში" ბევრად უკეთესი ჰქონდა. რეიფ ფაინსია სამაგიეროდ თავისებურად ღრმა, ჩუმი და მორცხვი, ძალიან ძალიან მიყვარან ფაინსები, ორივე ძმა :)

11 comments:
ვაპირებ მაგ ფილმის ყურებას :)
არ მინახავს, მაგრამ შთაბეჭდილების კითხვა მომეწონა:)
ამ ბოლო დროს ფილმების ყურება მიჭირს და ბოლომდე ვერ ვუძლებ ხოლმე, "მკითხველი" კიდევ ისეთი იყო, რომ არცერთი ეპიზოდი არ მომჩვენებია მოსაწყენად ან ზედმეტად.
ნახეთ აუცილებლად და მერე თქვენს შთაბეჭდილებებს დაველოდები.
ჰაჰა გუშინ ვაპირებდი მეც. მაგრამ გლობალმა გეგმები ჩამიშალა.
დაასპოილე ((((
საშინლად "დამგრუზა"ფილმმა, ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი ყურების დროს
ვაიჰ : ) მაინტერესებს ეგ ფილმი..
ტიტანიკი რომ გამახსენდა კიდე ყურება მომინდა :პ
შენც ტიტანიკის ფრიკი ხარ? მიყვარს ეს ფილმი და სულ მეყვარება, რა ვქნა!!!
კარგი ფილმია, მაგრამ აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ:)
"The Reader"-ის trailers რომ ვუყურე, მეგონა ფილმი დიდ ემოციურ ზეგავლენას მოახდენდა ჩემზე. ისეთი კადრები იყო(აი თუნდაც ის, ბიჭი რომ ტირის სასამართლოში),დამბურძგლა. მაგრამ ფილმს ისე ვუყურე, ერთი ცრემლიც არ ჩამომვარდნია თვალთაგან ჩემდა გასაოცრად :D
რაც ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას ამ ფილმში, ქეიტ უინსლეტის თამაშია. რაც შეეხება მისი მკერდის შეფასებას, სრულიად გეთანხმები სოფ:))
ისე, თითებით მკითხველი რატომ დაარქვი? სადმე თარგმნეს ასე? სულ ველოდებოდი ჰანა თითებით კითხვას როდის დაიწყებდა :))
არა, ეს ფილმი არავის უთარგმნია ასე, მე მხოლოდ ჩემს თავს დავარქვი თითებით მკითხველი :)
Post a Comment