Saturday, February 14, 2009

ფარიკაობის ერთი გაკვეთილი

ერთხელ ვთქვი, რომ არასოდეს დავწერ ძალიან პირადულ რაღაცებზე-მეთქი.

შესავლისთვის, გეტყვით მიზეზს, რატომ გადავწყვიტე დამეწერა. დიდი ხანია მაწუხებს ის ამბავი, რომ ადამიანებს ყოველთვის ეკითხებიან მშობლების შესახებ... ძალიან მაღიზიანებს, როცა შვილებს მშობლების მიხედვით სჯიან, "ხემ მოისხა ხილიო..."-ს მსგავსი ანდაზები და ბულშითოლოგია.
მაგრამ ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, როცა ცნობისმოყვარეებს აინტერესებთ, რა გვარია დედაშენი. როგორ შეიძლება ასეთი კითხვა დაუსვა 7-8 წლის ბავშვს, რომელიც მთელი თავისი გაცნობიერებული ცხოვრების მანძილზე დედის გვარს ატარებს და საშინლად წუხდება, როცა ეკითხებიან, იმიტომ, რომ დედამისს იგივე გვარი აქვს, რაც მას.

სწორედ ამ ასაკში, სკოლაში გადაწყვიტეს, რომ მე ფარიკაობის ტალანტი მქონდა (?!) და წრეზე უნდა მევლო. მე და ორიოდე ბავშვი აგვარჩიეს და შეგვიყვანეს კიდეც ფარიკაობაზე. პირველ გაკვეთილზე მასწავლებელმა ჩამოგვაყენა კედელთან და გამოგვკითხა: გვარი, სახელი... და დედის გვარი. არ ვიცი, რანაირი მოფარიკავე იყო ან მე როგორი გამოვიდოდი, დედაჩემის გვარით რომ არ დაინტერესებულიყო. მაშინ "გამიტყდა" სიცოცხლეში პირველად, რომ დანარჩენ 5 ბავშვს დედისგან განსხვავებული გვარი ჰქონდა და მე - არა.
შეიძლება არაფერი, ახლა რომ წაიკითხავთ, მაგრამ მაშინ ძალიან რთული იყო ჩემი პატარა "მოფარიკავე" გულისთვის, რომ ეთქვა, დედის გვარი მაქვს და ვამაყობო.
ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი გაკვეთილი ფარიკაობაში.
ამის მერე კაი ხანი გავიდა, ჩემი გვარი დღემდე ყველაზე მეტად მომწონს და ვერ წარმომიდგენია სხვა მქონდეს. თითქმის აღარავის უკითხავს, დედაშენი რა გვარიაო... გასულ წლამდე :D როდესაც ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომელი (ზუსტად არ ვიცი მისი თანამდებობა) კახა მაჭავარიანი დაინტერესდა, რა გვარი იყო დედაჩემი. იმის მერე ნატას ვაბრაზებ ხოლმე, შენს საყვარელ კახა მაჭავარიანს ჩემს დანახვაზე თვალებში სვასტიკები უციმციმებს-მეთქი.
ალბათ ვერასოდეს მივხვდები გვარების, სახელების და წინაპრების სექსუალური ორიენტაციის შესახებ ჩაძიების ფაქტებს.
Hello! მე ვარ მე, არც მამაჩემი, არც დედაჩემი, ინდივიდუალური ადამიანი, რომელიც, უბრალოდ, ღმერთმა ჩემს მშობლებს მისცა სიყვარულის შედეგად. Don't you ever dare to ask!

21 comments:

Anonymous said...

რას ვერ ვიტან იცი? მამის სახელის დაკონკრეტებას რომ ითხოვენ. ფიზკულტურის მასწავლებელი მყავდა, რომელიც ივანიჩს მეძახდა. ამის გამო აგდებულად ვექცეოდი, ვერ ვიტანდი(მარტო ამის გამო არა :)). ორიოდე დღის წინ, ჩემმა ბიძაშვილმა გადაწყვიტა ერთ-ერთ ფირმაში დისტრიბუტორის ვაკანსიაზე განაცხადის შეტანა. CV მისცეს სპეციალური, ეს შეავსეო. ამ CV-ში კი რატომღაც ჩაუწერიათ გრაფა "მამის სახელი", თან ბოლდით, სხვებისგან გამორჩეულად.
ალბათ ფირმის ლოზუნგი იქნება: "ჩვენთან ნაბიჭვრები არ მუშაობენ".
ეხ.....

Sophie שרה Golden said...

მაგარი იყო, თაზო! გეთანხმები, არც მამის სახელია საჭირო და არც დედის გვარი (საკუთარი გამოცდილების ტრავმა) :ლოლ: მე მიღებ, თუ მამაჩემს, ბლინ?

Anonymous said...

არასოდეს დავინტერესებულვარ, თუ რატომ იწერებოდა ანკეტურ მონაცემებში მამის სახელი. ნუ ალბათ ფორმალობაა რაღაც. მაგრამ აი დედის გვარი რატომ უნდა ჰკითხო ადამიანს, თუ მაგალითად ზაფხულის ცხელ შუადღეს ჰამაკში არ ხარ წამოკოტრიალებული და ის კი ანალოგიურ პოზაში ჭერში ბუზებს არ ითვლის, ვერ მივხვდი.

Anonymous said...

ომგ
ძალიან წარმოვიდგინე ))
გდეტა 5-6 წლის ვიქნებოდი, როცა გაიცანიბავშვი დედის გვარით
იმ ასაკში, როდესაც ყველა ბავშვი ინტერესდება, რატომ აქვს მას სხვებისგან განსხვავებულად დედის გვარი.
კაკ ნე სტრანნა არ მიკითხავს
და კაკ ნე სტრანნა გავბრაზდი სხვებმა რომ კითხეს
არადა მართლა სტრანნა, ბავშვობაში ზედმეტი კითხვების დასმა მიყვარდა და იმიტომ )))

Anonymous said...

სოფი, აი, რატომ მიყვარს აქ შემოსვლა – შენი აზრები სნობური გამოვლინებებისგან თავისუფალია. ძალიან მაღიზიანებს ადამიანების ნებისმიერი დიფერენციაცია, იქნება ეს ნაციონალური, კანის ფერის, თუ ასეთი – კიდევ უფრო დაწვრილმანებული ნიშნების მიხედვით.

ცუდია, როცა ადამიანს პატარა ასაკში ტკენენ გულს. დიდი თავს დაიცავს თუნდაც ირონიული ღიმილით მსგავსი სისულელის წარმომთქმელის მიმართ.
მომწონს, როგორც დაამთავრე წერილი, რომ სიყვარულის ნაყოფი ხარ. ბევრს არ ესმის რა არის ეს და შენ მათ გამო არ უნდა ინერვიულო. :**

პ.ს. აქ გამახსენდა, ამას წინათ სადღაც წავიკითხე: ქართველი დედის მულატი შვილი წერდა, რომ ხანდახან სურდა თეთრი ბავშვი იყოს და თმებს ისწორებს... გული დამწყდა, რომ ვერანაირად ვერ ვეტყვი იმ ბავშვს – ნუ იფიქრებს ასე.

Anonymous said...

ხომ იცი 'დიდებული გონებები განიხილავენ იდეებს, საშუალოები მოვლენებს, ხოლო პატარები - ხალხს’ :))) ალბათ არ შეიცვლება ადამიანი, რომ ყველა ისეთი მიიღოს, როგორიც არის და არ განსაჯოს.

ცუდია, როცა პატარა ხარ და გიწევს გულთან ახლოს მიიტანო :)
სამაგიეროდ, როცა იზრდები ეს გაკვეთილად მიგყვება..

საყვარელი პოსტი იყო :))

Anonymous said...

ბტწ
ახლა შევამჩნიე, რომ ბლოგროლში არ მყოლიხარ (სირცხვილი მე, საინტერესო ბლოგი გამოვტოვე :) ) ხოდა ჩაგამატებ და შენც ჩამამატე ;)

Anonymous said...

მე არ მიყვარს გვარით როცა მომმართავენ ხოლმე:| ვერ ვიტან :|
მხოლოდ დედების, ბაბუების, ბიძების და ა.შ. გვარების მიხედვით ადამიანის შეფასება წარსულს უნდა ჩაბარდეს.

Sophie שרה Golden said...

მარ, მეც ვერ ვიტან გვარით მომართვას. გვარით როცა მომმართავენ, მგონია, რომ ვერ მიტანენ :| ჰელო, სახელი მაქვს, კეთილი ინებე და დაიმახსოვრე! ვერ ვიტან, როცა ადამიანები ერთმანეთის სახელებს არ იმახსოვრებენ :(

Anonymous said...

)))))))))
დედის გვართან დაკავშირებით ის გამახსენდა, რომ დედაჩემი თავის დროზე, მამაჩემის გვარზე გადმოვიდა. ხოდა რომ მეკითხებოდნენ, ვეუბნებოდი ჩემს გვარს ისევ.. და მერე იწყებდნენ ჩაძიებას, "არა აი მანამდე რა გვარი იყოო" და მისთანები...ბრრრრ
.. Wth? მეტი საქმე არ ჰქონდა იმ ხალხს? )))))

Anonymous said...

რა კარგი პოსტია :პ

Anonymous said...

ამ საკითხით არასდროს დავინტერესებულვარ და არც მიფიქრია, ისე გვარით მიმართვა არც მე მიყვარს, მითუმეტეს კითხვა _ სადაური ძველიშვლი ხარ და ა.შ.

Anonymous said...

კარგი პოსტია, ტყუილად არ წერ "ძალიან პურადულ რაღაცეებზე" - ყველაზე გემრიელები ის გამოდის, რაც მართლა ვიგრძენით და გვტკიოდა :დ ნუ, თუ ძალიან ემოობაშI არ გადავიჭრებით, რა თქმა უნდა.

გვარებს რაც შეეხება ლოლ, ჩემი გვარის ძნელადწარმოთქმადობის და სახელის უნიკალურობის გამო თითქმის არავინ მომმართავდა გვარით, ამიტომ ცოტა მეხამუშება ხოლმე ყურში რომ მხვდება.

კიდევე რთი გავრებზე - ძალიან ვკაიფობ ბატონყმობაში ჩარჩენილ სასტავზე, რომლებიც თავიანთი გვარის წინაპრებით ამაყობდნენ და ვIძიწელი,სა დღაც რომელიღაც სოფლის მთავრები იყვნენ მისი დიდიდიდიდიდი ბებია და ბაბუა, ავე! : )))

პ.ს: ისე თემატიკა და "ანტიგვარული" დამოკიდებულება ცოტა გამიკვირდა იმ ბლოგერისგან, რომლის ბლოგის სახელიც იყო მისი სახელი+გვარი. და მთლად გულზე ხელი რომდ ავიდოთ, მაგრად გამიხარდა თავის დროზე - ნორტერად რომ გადაკეთდა, ასე უფრო ხასიათიანია : )

sabaha said...

დასასრული მომეწონა ძალიან

Sophie שרה Golden said...

დოდი, შენს სახელზე სულ ერთი ებრაული სიმღერა მახსენდება :ლოლ: "ლეხა დოდი" ჰქვია და შაბათის შემოსვლისას მღერიან... ჰო, ეს ისე.
ჩემი ტკივილია სწორედ ეგ თავადაზნაურული გვარები, მაგათი ღერბები და მაგათი ყველაფერი, სასაცილოა :D ამ დროს მიჩნდება ხოლმე სურვილი, ავდგე და ლენინის პლაკატი მივაკრა ყველას შუბლზე, რევოლუცია უკვე მოხდა და ნუ ბოდავთ!!! ის კაცი კიდევ ჯერ მიწაში არ ჩაუდევთ და ფრთხილად იყავით-მეთქი :ლოლ:

Khatia Caroline said...

მამის სახელს მგონი ადრე იმიტო გვეკითხებოდნენ, როგორც რუსულ კულტურაში, მამის სახელით რომ მოემართათ ალბათ და კარგია, რომ ნელნელა შევიცვლით მიჩვეულ ჭირს :)

რაც მეტი პირადი ინფორმაციები ეწერება სადმე პიროვნების შესახებ, მით მეტი შანსია დისკრიმინაციის. ამიტომ მინიმუმზე უნდა იყოს დაყვანილი, რისი კითხვა შეიძლება და რისი არა.

გერმანიაში გასაუბრებაზე სამსახურის მისაღებად არ ქონდათ შეკითხვის უფლება, ხარ თუ არა ფეხმძიმედ. და თუ მაინც გკითხავდნენ, შეგეძლო კანონის მიხედვით მოგეტყუა. კანადაში კი რეზიუმედან ამოღებულია სურათი და დაბადების თარიღი, რომ ასაკის ან შეხედულების გამო დისკრიმინაციას არ ქონდეს ადგილი.

ტაფა said...

და რა გვარია დედაშენი? :D
ისე, საინტერესოა, მამა რომ გყოლოდოა, მაინც ხომ დედის გვარზე იქნებოდა, როგორც ებრაელი?
და მაინც გაგიტყდებოდა რომ დედის გვარზე ხარ? :ფსიქოლოგი:

Sophie שרה Golden said...

ყველა ებრაელი არ არის დედის გვარზე ;)
მე გვარი კი არა, ის მიტყდებოდა, ფსიქოლოგ, რომ ყველა მამის გვარზე იყო და მე კიდევ არ მყავდა მამა :| :ტრავმირებულ:

Anonymous said...

Dzaan sakvareli posti iko :(
Dzalian dzalian grma bavshvobidan maxsovs ertxel chemma dedikom da mamikom ichxubes. da dedachemi tiroda, albat 2 clamde vikavi. arc mizezi maxsovs, arc tvit chxubis scena. mxolod maxsovs dedachemis tirili, rac dzaan mtkivneulad chamebechda mexsierebashi
Ra iolia bavshvistvis tkivilis mikeneba, da ra uzomod umceoebi arian bavshvebi egeti molenebisadmi :(

შორენ said...

რაღაცნაირად მეტკინა და რაღაცეები გამახსენდა. გვარზე არა, მაგრამ ისე ჩემი გვარიც დიდი მოსაწონი არ იყო და რატომღაც მეც არასდროს მომწონდა. მე უფრო სხვა პრობლემები მქონდა, კიდევ კარგი ორივე მშობელი მყავს,რომლებზეც ვაფრენ ცალ-ცალკე, მაგრამ მათი ერთად ცხოვრება ჩემთვის დღესაც წარმოუდგენელია.პატარა ვიყავი რომ დაშორდნენ ერთმანეთს. მაშინ მახსოვს, როგორ მრცხვენოდა, როცა სკოლაში მამაჩემის შესახებ მეკითხებოდნენ და ეს გამორჩეულობა, ანუ ჩემი გაყრილი მშობლები ძალიან მთრგუნავდა. კიდევ კარგი გავიზარდე და ყველაფერს მივხვდი.

ket_eva_n said...

საშინლად მიყვარს შენი პოსტები..
ყველაზე მეტად მიყვარს, ერთიანად რომ ვკითხულობ რამდენიმეს. ამოუსუნთქავად...