გუშინ დინამ წამაკითხა ერთი ჭკვიანი ბიჭის სტატია Livejournal-ზე. წავიკითხე და მივხვდი, როგორ ცუდად ვერკვევი ეკონომიკაში, საერთოდ ცუდად ვერკვევი რეალურ ფინანსებში, აბა რა იქნება, მათემატიკის დავალებებს სულ დედაჩემი მიწერდა.ერთი ასეთი საკაიფო აზრი ეწერა იმ ბიჭს, "ჰასიდის" ფსევდონიმით რომ წერს: მოსკოვში, ორგანიზაციებში 14 თანამშრომლიდან 2-ს ტოვებენო და, რაც ყველაზე საკვირველია, ეს 2 ადამიანი უპრობლემოდ ართმევს თავს სამუშაოსო. უმეტესობა ოფისის თანამშრომლებისა იმ გოგოებისგან შედგებოდა, რომლებსაც ყველაფერი "ნაკლადნოი" აქვთო.
ამაზე გამახსენდა დედაჩემის სამსახური შორეულ 80-90-იანებში. ერთი უზარმაზარი სამშენებლო ტრესტი იყო (ასე ეძახდნენ მაშინ), რა თქმა უნდა, "უფროსობა" მოსკოვში იჯდა; ხოდა ამ ტრესტში მუშაობდა 20 მთავარი ბუღალტერი (ღ-ს ვიხმარ, ჩემი ნებართვით, და არა ხჰ-ს), კიდევ ისე 20 ბუღალტერი, 18 ინჟინერი და 15 მხაზავი. პლუს უცნაური აბრევიატურის განყოფილებები არსებობდა: პტი, კბგ (რომელიც მე რატომღაც კა-გე-ბე მეგონა დიდხანს). ნახევარ მილიონ "პრარაბსა" და მექანიკოსზე აღარ მოვყვები, უზარმაზარი ორგანიზმი იყო ეს ტრესტი და ჩემმა ბავშვობამ იქ გაიარა, როგორც იტყვიან.
91-ში უკვე, მოსკოვივით, 20 თანამშრომლიდან 4 დატოვეს, ისინიც ირწმუნებოდნენ, რომ საქმეს თავს მშვენივრად ართმევდნენ და კაპიტალიზმი ძაან კაი რამე იყო. მომდევნო წლებში საერთოდ აღარაფერი შენდებოდა და შესაბამისად, ზედმეტი გახდა ამ ტრესტის არსებობა, პრივატიზაცია "უქნეს", თუ როგორც ჰქვია, და წავიდ-წამოვიდნენ.
ახლა "ჰასიდის" სტატიამ სერიოზულად დამაფიქრა ეკონომიკაზე.
სინამდვილეში რა ხდება?
რაღაცნაირად ლოგიკური იყო "დედაჩემის" ტრესტის დაშლა, იმიტომ, რომ აღარაფერს აშენებდნენ უკვე და ხალხიც არ სჭირდებოდათ; ახლაც იგივე მგონია, არაფერი კეთდება და ამიტომ არის ეკონომიკური კრიზისი... ან, უბრალოდ, ათიოდე კაცს, შვინდისფერ ლოჟაში რომ სხედან (მე რატომღაც ასე წარმომიდგენია), მოუნდა მსოფლიოს გასუფთავება და დაგვაკრიზისეს. დედაჩემმა "თავისებური" ეკონომისტური ტერმინები იცის, რომლებიც მე არ მესმის და არც მაინტერესებდა აქამდე. არ მინდა დავიჯერო, რომ ასე ცუდად არის ჩვენი საქმე.
P.S. დღეს ერთმა ცნობისმოყვარე ქალმა, ლილიამ, თქვა გაკვეთილზე, საერთოდ ადამიანებს არაფერს გვეკითხებიანო, თავისი თბილი თვალებით შეხედა რაბიმ და უპასუხა, ცდებითო, ხოდა მზით ავივსე :) აი ასე :)

9 comments:
შინდისფერი ლოჟა მეც წარმოვიდგინე ახლა :)
ჰოდა, კრიზისის რა გითხრა აბა..
თუმცა, ზოგადად, ცხოვრებისეულ საკითხებშიც ასე ხდება: რაც ვეღარ გრძელდება, მთავრდება კიდეც. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს. ხელოვნურად დიდხანს ვერ შეინარჩუნებ ურთიერთობას (მაგალითად).
"ჩვენ არაფერს გვეკითხებიან"... ჩვენ დასასრულებს სულაც ბედისწერას ვაბრალებთ ხოლმე, ან სხვა ადამიანს, მაგრამ ძალიანაც გვეკითხებიან – ხელის განძრევა გვსურს თუ არა. თუ არა, მერე კარიც იკეტება.
ახლა უცებ გავიფიქრე: ადამიანები დიდი ილუზიების მსხვერპლები ხდებიან.
მაგალითად , ის დიდი "ტრესტი", ან თანამედროვე დიდი ოფისი. ხშირად მახვილი "დიდზე" და "მბრწყინავზე" კეთდება, იმიჯის შესაქმნელად (ასე არ იყო საბჭოთა კავშირიც? გრანდიოზულზე და შეუდარებელზე ორიენტირებული). რეალობასთან შეუსაბამო, ხელოვნურად გაბუქებული სიდიდეები კი, როგორც ხუხულები, ისეა. ადვილად ინგრევა.
მოკლედ, შენმა პოსტმა ათას მხარეს გამიტაცა ფიქრებით და ათასივე საინტერესოა :)
ძალიან მიხარია, ქეთი :) ჩემი მიზანიც ეგ იყო, მაინტერესებდა ყველას აზრი, სხვები როგორ ხედავენ ამ ყველაფერს და რაზე ფიქრობენ :) ოჰ, როგორ მიყვარს ეს ბლოგ-ვილი :)
ჰო, მეც მიყვარს :)
ისევ ამაზე ვფიქრობ და..
უბრალო ხალხი რომ ეწირება ამ გადანაწილებებს, ეს არის ძნელი..
ზოგადად ყველაფერი ციფრებამდე დადის, ერთეულ შემთხვევებში კი – ტრაგედი(ებ)ამდე :(
ძალიან ძნელია ნამდვილად. რაც უნდა უგულოდ ჟღერდეს, სამწუხაროდ, უბრალო ადამიანები მხოლოდ სტატისტიკად რჩებიან და ისტორიას ცალკეული პიროვნებები ქმნიან, ზოგი იმ ლოჟებში მჯდომი და ზოგიც - ლოჟის გარეთ... ძალიან ძალიან სამწუხაროა მართლაც და ამაზე იმდენი შეიძლება დავწეროთ, ვისაუბროთ, გავბრაზდეთ. საბოლოოდ, მე მივდივარ ხოლმე დასკვნამდე, რომ პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო და ძლიერ პიროვნებად ჩამოვყალიბდე და სტატისტიკის ერთერთ ციფრად კიდევ :|
P.S. ვიგულისხმე, რომ სტატისტიკის ერთერთ ციფრად არ ვიქცე-მეთქი
ძლიერი პიროვნება – ეს სერიოზული "კაპიტალია". მომწონს, როგორც ფიქრობ, სოფი:)
@Sophie Golden
გეთანხმები, ძნელია :)
ადვილი რომ იყოს, გამორჩეული არ იქნებოდა.. და არც ადამიანს ექნებოდა სტიმული მის მისაღწევად.
თუმცა არის მეორე გზაც. :) მსოფლიოს შეცვლისგან განსხვავებული. შეიძლება სტატისტიკის რიცხვებშიც კი არ მოხვდეს ის ადამიანი, მაგრამ რა მნიშნველობა აქვს მისთვის ცხოვრების ბოლოს? თუ ბედნიერად, ღირსეულად ამოწურა ყველაფერი და იმ ქვეყნადაც ბედნიერი მიდის.. ნუ, თუ იმ ბედნიერებაში ხელი ეშლება ვინმეს სხვის უბედურებით, კიდევ შეიძლება მსოფლიო.. გავუტიე ეხლა :)))
იმის თქმა მინდოდა, რომ წარმატებას გისურვებ ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. :)
ისა... ზოგადად იდეაში მასეა როგორც მახსოვს მაკროეკონომიკაში
ანუ ძაან ძაან მდიდარ ხალხს შეუძლია მართოს ქვეყნის (ან ების) ეკონომიკა
ანუ ჩემი აზრით თავისით არ ხდება ეს კრიზისები
ვიღაცას აწყობს იმ ძაან მდიდარი ადამიანებიდან და ეხმარება რომ იყოს კრიზისი. მარა დიდხანს არ გაგრძელდება იდეაში )))
სოფი, მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვი, ბოლო ორი საათია, შენს ბლოგს ვარ მიმომენტებული (კი გეცოდინება, რა ”მომენტზე” ვამბობ... ტიუბიკებში იყიდებოდა, დიადი კომუნისტების დროს!!) და ვერაფრით ავეხიე... არადა, სამხედრო ბაზაზე ვარ და უკვე სამჯერ დამიძახეს, მოდი, ადამიანო, გვიშველე რამე, დახმარება გვჭირდებაო. ხან რა მოვუგონე, ხან რა!
რამე რომ იყოს, ფანტაზია მეოთხე ჯერზეც მეყოფა, მაგრამ სინდისს ვერ ვიმორჩილებ. ჰოდა, აუცილებლად ჩავიკითხავ ბოლომდე, ოღონდ მოგვიანებით. Promise!
ჩემთან კომენტი რო არ დაგეტოვებინა, ვერ გიპოვიდი, ჰოდა, მადლობა :)
Post a Comment