Thursday, February 19, 2009

ცვლილებების არჩევა


აქამდე ვერავინ დამაჯერებდა, რომ ცვლილებები შესაძლებელია. მჯეროდა, რომ ერთადერთი სავლე იქცა პავლედ, ისიც ქრისტიანულ რელიგიაში.
ბოლო-ბოლო ამ კაცმა ნახევარი მსოფლიო აიძულა, ებრაელ დედა-შვილზე ელოცა.
ჰოდა, შევიცვალე, თუმცა პავლე მოციქულივით ყველაზე ცნობილი "ლობისტი" ვერ ვარ.
ადრე რომ გეკითხათ - შარვლის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდი, შაბათს ვერასოდეს დავიცავდი, ადვილი ხომ არ არის, არც შუქი აანთო, არც კომპიუტერი ჩართო და რაც ყველაზე რთულია ჩემთვის, ვერ დაწერო. მაგრამ ახლა ამ კითხვების დასმის უფლება გაქვთ ;)
სამაგიეროდ, დედაჩემიდან დაწყებული და მეზობლების ბიძაშვილებით დამთავრებული, ყველას აკრძალული ჰქონდა ჩემთან გათხოვებაზე საუბარი, რასაც მოჰყვება ოჯახი, საჭმელების კეთება და ბევრი მტირალა ბავშვი, მერე რა, რომ ჭორფლიანი წითელთმიანები იქნებიან.

ახლა საჭმელების გაკეთებას ვსწავლობ :) იმაზეც ვფიქრობ, რა ფერის პარიკი შეიძლება მომიხდეს მომავალში... ჟღალი თუ ქერა? და, რა თქმა უნდა, იმაზე, რა მჭირდება სინამდვილეში და არა ის - რა მინდა. თუმცა საქმე ისაა, რომ მომწონს ის, რაც მჭირდება. არ ვიცი, რა იქნება ხვალ, ვიცი, რა ხდება დღეს და ისიც ვიცი, საით მივდივარ. I've made my choice.

(დინიკო, მადლობა ფოტოსთვის)

17 comments:

Anonymous said...

ერთი შეკითხვა გამიჩნდა და რით განსაზღვრავ იმას რაც "გჭირდება".. ანუ საჭიროა.. რა არის საერთოდ საჭიროება?

Sophie שרה Golden said...

უხ, ეგ ძალიან ძნელი განსასაზღვრია და დიდი ხანია ამის გაგებას ვცდილობ :) უბრალოდ, დრო და გარკვეული ადამიანები გეხმარებიან ამის გაგებაში. ყველას თავისი საჭიროება აქვს, რომელსაც თავად უნდა მიხვდეს ;)

Anonymous said...

რა კარგია , როცა იცი საით მიდიხარ : )

Andy said...

შენ თუ ამ ცვლიებით თავს კარგად გრძნობ ზნაჩეტ ყველაფერი კარგადაა ;)
სიმართლე რომ გითხრა ბოლომდე ვერ მივხვდი რაზეა საუბარი, მარა რაც მთავარია შენ ეს მოგწონს, ანუ თავს კარგად გაგრძნობინებს. არ აქვს მნიშვნელობა სინამდვილეში რამდენად კარგი ან ცუდია ;)

Anonymous said...

yoveli dge axalia, ubralod unda gqondes unari dainaxo es "siaxleebi". zogi iseti sheumchnevelia rom verc ki agviqvamt.

Sophie שרה Golden said...

საქმე ის არ არის, რა არის კარგი და რა - ცუდი :) ჩვენ ამას არ განვსაზღვრავთ, ხომ იცი, ყველას "თავისი" კარგი და ცუდი აქვს, რაც შეიძლება ჩემთვის სრულიად საპირისპირო იყოს. უბრალოდ, ცხოვრების გზის არჩევაზეა საქმე :) ;)

Anonymous said...

პიკოლინა მართალია. მთავარია შენ იყო კარგად, შენს არჩეულ გზაზე )
უბრალოდ პარიკებზე რომ წავიკითხე(თუ სწორად გავიგე, რა თქმა უნდა) მივხვდი, რამდენად სხვა და სხვანაირები ვართ ადამიანები ) იმიტომ რომ, ჩემთვის მოსასმენად, ძალიან უცხოა ) მაგრამ ისევე, მე ჩემი თავით ვსაზღვრავ, ეს კი, შენი გზაა ) I wish u luck )

Anonymous said...

I respect your choice. It's not easy I know. I've known that you'd found the path you were meant to follow.

Keti said...

ამ პოსტიდან ერთ დასკვნას (და არაპირველად) ვაკეთებ – ყველაფერს შეძლებს ადამიანი, თუ აქვს მოტივაცია.
მთავარია (ჩემთვის), გარკვეულ ნაბიჯებს იძულებითი არ ერქვას, რადგან არ მგონია იძულებით რაიმეს კეთებას აზრი ჰქონდეს.

ისე, ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება: რა არის საჭირო და რა მინდა.
კარგია, როცა ეს ორი ერთმანეთს ემთხვევა.
"მინდაც" შეიძლება გახდეს მოტივაცია
და რაც მინდა, ისიც საჭიროა :)

ფერებზე კი ვერ მიგიხვდი – რას უწუნებ წითურ თმას (თუ სწორედ გავიგე)...

Keti said...

პ.ს.
არის სულიერი საჭიროებანი და მატერიალური.
ჰოდა, შეჯერება დიდი საქმეა :)

Sophie שרה Golden said...

ქეთი, შენი აზრები ყოველთვის საინტერესო და ნააზროვნებია ხოლმე, თუ შეიძლება ასე ვთქვა :) არა, ჩემი თმის ფერს არაფერს ვუწუნებ, პარიკის თემა სულ სხვაა, რელიგიური ;)

Anonymous said...

სოფი... :წით: :)

როგორ ვერ მივხვდი პარიკზე – ახლა ვიცი, რაზეც საუბრობ.

Toma said...

1. პავლე მოციქულის ”მოქცევამდე” ისტორია ხო იცი ?

2. ოჯახი არ ნიშნავს საჭმლის კეთებას და ბავშვების ტირილს.

3. პარიკი რად გინდა ??
(ginger თმა ჩემი ოცნებაა, მაგრამ ვერ შევიღებავ :( საშინლად არ მომიხდება სახის კანზე:()

Chaotic said...

ერთადერთი ამ ისტორიაში თმებზე მწყდება გული.... :(


ადრე რაღაც გადაცემას ვუყურე და მართალი გითხრა, ზუსტად ვერ მივხვდი, ამ ნაბიჯის დატვირთვას რელიგიური თვალსაზრისით.
უფრო, მგონია, რომ ეთნიკური, ისტორიული და ტრადიციული მნიშვნელობისა და შემდეგ უკვე რელიგიაში ფესვგადგმული დეტალია, ისევე როგორც ყველა სხვა რელიგიაში არსებული მსგავსი დეტალები.

თუნდაც ის, რომ ქალი თავსაბურავით უნდა დადიოდეს, იგივე მართლმადიდებლურ ეკლესიაში სხვადასხვანაირადაა. ბერძნები თავზე თავსაფარს არ იფარებენ, მაგრამ შიშველი ფეხებით, ანუ "უკალგოტკოდ" არ შევლენ ტაძარში...


ეს თავსაბურავის თემა ხომ ისედაც კულტურულ ნიადაგზე შემოსულია, იმიტომ რომ, მაშინ ებრაელი ქალი თავშესაბურის გარეშე წარმოუდგენელი იყო...


:)

Anonymous said...

დიდი სურვილი მაქვს მეც შევისწავლო საჭმლების გაკეთება:D ზოგადად კარგია ადამიანი რომ იცვლება: ეს იმას ნიშნავს ,რომ ის ვითარდება და იზრდება. მთავარია ცვლილებები უკეთესობისკენ იყოს:)

Toma said...

ვისაც საჭმლის კეთების სწალა უნდა მე მომმართეთ :) :ჵ

Anonymous said...

”რა არის კარგი და რა - ცუდი”
ნუ ზუსტად მაგ გაგებით დავწერე
ანუ თუ შენ ამით თავს კომფორტულად გრძნობ, ამას კარგს ეძახი, იდეაში ასე ხდება კარგის და ცუდის დარქმევა
ანუ შენი გადმოსახედიდან კარგი