Thursday, February 26, 2009

Печаль моя светла


ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვწერ. ყოველდღე მინდა დავწერო ბლოგზე, ჩემი განწყობა გავუზიარო ყველას, ვინც კითხულობს. უკვე წინასწარ ვიცი კიდეც, ვინ როგორ გაიგებს და რას მეტყვის. ვიცი, დებორა ყოველთვის კითხულობს და მერე ჩემ შესახებ ყველაფერი იცის :) ხან რაღაცები უკვირს კიდეც, მაგრამ თავისებურად, ტაქტიანად, არ იმჩნევს. მთელი სიცოცხლე ტაქტიან ადამიანებზე ვოცნებობდი და უცებ დებორა აღმოჩნდა ასეთი, მე კიდევ შესაბამისად ვერ ვაფასებ, თვეებია, რაც არ მინახავს. But I am young and wild, მიგებს, ვიცი.
ლილუ კითხულობს, ჩემი სრულუფლებიანი მენეჯერი. კიდევ რამდენიმე საყვარელი ადამიანი...
ადრე ვწერდი ისე, მინდოდა, ყველას მოსწონებოდა, ყოველ შემთხვევაში, ასჯერ ვამოწმებდი, რამე არ გამპარვოდა და მერე ვინმეს არ სწყენოდა. ახლა აღარ ვფიქრობ, უბრალოდ, მე თვითონ ვიღებ უდიდეს სიამოვნებას აქ წერისას ზუსტად იმაზე, რაზეც მე მინდა.

გუშინ ერთ ბლოგზე მირზა გელოვანის ლექსის ნაწყვეტი წავიკითხე და დღემდე იმაზე მეფიქრება, მე თქვენი თმები დამაბრუნებენო...
ვან გოგის "ვარსკვლავიან ღამეს" ვუყურებდი და პუშკინის ლექსი გამახსენდა, ნათელ სევდაზე :) პირველ კურსზე გვიკითხავდა ერთი ორიგინალური ტიპი, რამაზ ჭილაია, ქართულ სტილისტიკას, სწორედ მან ახსენა ეს ლექსი ერთხელ და იმის მერე ხშირად ვგრძნობ ხოლმე მსგავს სევდას. სევდას პირველი კურსისა და პოეზიით გატაცებისა, არა მარტო... იმ დროს ორი "ცოცხალი" პოეტი მყავდა ერთდროულად. მაგრამ ქალებს ხომ პოლიგამია ეკრძალებათ, მერე სხვები დაიჩაგრებიან.

ოდისეას ცაკალოს ვუსმენ ბოლო დროს, მაი სფეისზეც მისი სიმღერები მაქვს ფლეილისთში, ჩემი ნათელი სევდის მუსიკაა. "Den peirazi" (არაუშავს) ჰქვია. მე ჩემებურად ვთარგმნი - "ესეც გაივლის", ამიტომაც არაუშავს ;)


9 comments:

Anonymous said...

”ცოცხალი პოეტი” იშვიათობაა! (:
იმედია კვლავ შენთან არიან!
ან დაიბრუნებ!
ან სხვ-ებს შეხვდები_კიდევ.
.
მაგრამ აღარასოდეს გაუშვა!!

Chaotic said...

მმმმმ...


ბერძნული ენა :love:

ჩემი ერთერთი ფავორიტი...

Anonymous said...

ჰო, ბლოგი – ჩემთვისაც ყველაზე თავისუფალი სივრცეა ამ ბოლო დროს.
მთავარია, ის წერო, რაც გსურს. ადამიანებს ეს უფრო აინტერესებთ..
ალბათ.

რაღაცნაირი თბილი წერილი იყო, მშვიდი :)

Sophie שרה Golden said...

Anonymous, I think I'm done with poets :lol:

ხო, გადავიკითხე და მართლა მშვიდი წერილი გამომსვლია :) :sunny:

Anonymous said...

პირველი კურსი დანარჩენი კურსებისგან მართლაც განსხვავდებოდა, ადრე გითხარი კიდეც მე შენი მხატვრული ნაწარმოებები მენატრება, მის წასაკითხად კარგად მოვკალათდებოდი ხოლმე და ძალიან მშველიდა, ახლა კი ძალიან მაკლია შენი შემოქმედებით მონიჭებული სიმშვიდე :(

Anonymous said...

(: შენ იცი საით მიდიხარ!-ეს მთავარია!
წარმატებებს და სინათლეს გისურვებ (:

Sophie שרה Golden said...

Anonymous, I love you :)

Anonymous said...

დაახლოებით იგივე დავწერე ამწუთას : ))

Anonymous said...

почему бы и нет :)