წარმოიდგინე, ზიხარ, მუსიკას უსმენ და აღმოაჩენ, რომ შეყვარებული ხარ. გული რაღაცნაირად გიცემს, შეიძლება არც გიცემს, მაგრამ მაინც გრძნობ, რომ შეყვარებული ხარ. ასეთი რაღაცები ძალიან ადვილად მემართება. გუშინწინ რაღაც ტესტი გავაკეთე და კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ ცვალებადი ხასიათის ვარ, მზეობიდან უცებ კოკისპირულ წვიმად შემიძლია გადაქცევა... მაგალითად ახლა - არიელ კუბრია მიყვარს, კუბელი მუსიკოსი. ისეთი ხმა აქვს, ისეთი... თანაც ჩემი საყვარელი სამხრეთი, უფრო სწორად, ცენტრალური ამერიკიდანაა. სამხრეთ ამერიკა ისე მიზიდავს, როგორც ბავშვს ზემო თაროზე შენახული ტკბილეული. ზღაპარივით არის ჩემთვის იქაურობა. ერთი პერიოდი მე და ჩილის გვქონდა სურვილი ერთად გვემოგზაურა, როგორც ჩე გევარამ და ალბერტო გრანადომ იმოგზაურეს შორეულ 50-იან წლებში და ჩე მაშინ ზუსტად ჩემი ტოლი იყო.
მეც ავდგები ერთ დღეს, წავალ და ვიმოგზაურებ. არიელ კუბრიასაც მოვუსმენ და პერუელ ინდიელებსაც. ერთხელ ათენში ქუჩაში მოვუსმინე პერუელ ინდიელებს და თიხის ყელსაბამიც ვიყიდე მათგან, ინდიელი შავნაწნავიანი გოგო და პატარა ლამა ახატია. შეიძლება ის ლამა პატარა სულაც არ არის, უბრალოდ ასე დახატეს. ინდიელები ბავშვობიდან მიყვარდა. ერთი იმიტომ, რომ მგონი, ბავშვობაში ყველა მაინ რიდს, მარკ ტვენს, ერნესტ სეტონ ტომპსონს და ჯეკ ლონდონს კითხულობს. მეც ამ წიგნებზე გავიზარდე. სულ ვიცოდი, რომ ინდიელი უნდა ვყოფილიყავი :D ბავშვობაში, ხომ იცი, ასეთი რაღაცების სჯერათ ხოლმე და თოვლის პაპის მაგივრად, მეც ინდიელების "მჯეროდა". მერე უკვე რევოლუციებისადმი სიყვარული აღმოვაჩინე და სოციალიზმმა გამიტაცა, დედაჩემის პაპასავით, კუბაში გადავინაცვლე და არგენტინელი ექიმი შემიყვარდა :ლოლ: დღემდე იქ ვარ, როგორც ჩანს.
გუშინ რადიოს მოვრჩი. ეს ტაქტიანად რომ ვთქვა, თორემ ისე სხვანაირად ჰქვია. ნამდვილი ცირკი მოაწყვეს დირექტორ-რედაქტორებმა. ძალიანაც არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ საქართველოში ყველა ასეთი "პროფესიონალიზმით" ეკიდება სამსახურს. არ ვიცი, ყოველთვის თუ ასე იყო, მაგრამ რაც მე დავინახე ის იყო, რომ ადამიანებს არ აინტერესებთ ხარისხი და კულტურის მინიმალური გამოვლენა, მარტო რეკლამა და ფული. ამ დროს იმასაც ვერ ხვდებიან, რეკლამა მოაქვს ჭკუას, მერე ამ ჭკუისა და რეკლამის პირმშოა - ფული. დანარჩენი კი მაიმუნობაა და მეტი არაფერი. გაოცებული ვიყავი, ბევრად უკეთესად დავინახე სიტუაცია და აშკარად სჭირდებოდათ პიარ-კონსულტანტი, რომ ცოტა ყურები გამოეფხიკათ. Hello! რაც ერი, ის - ბერიო. ჩემი თვის ანდაზაა. ქეთინო დამცინოდა ხოლმე, ბებიაჩემივით ანდაზები გიყვარსო. როგორ არ უნდა მიყვარდეს, სულ საანდაზო ხალხს ვეჩეხები. "ცივსისხლიანად" მივიღე ყველაფერი და წამოვედი. არადა მანამდე უკვე მოვასწარი "მოშურნეების" გაჩენა. ბითურული პროფესიაა ჟურნალისტიკა. ეს ყველაფერი დინას რომ მოვუყევი, ჩემზე მეტად გაბრაზდა, მგონი. მაგრამ, როგორც ყოველთვის, დამამშვიდა და პირიქით, საკუთარ თავში დამარწმუნა :-) ჩემო დინიკო!!!!!!!
წმინდაფსიქოლოგიური მომენტია, როცა რაღაც არ გამოვა, საკუთარ თავს უხსნი, რომ ისინი შენ არ გიმსახურებდნენ, შენი ადგილი უკეთეს ადგილასაა, რომელიც ღმერთმა უკეთ იცის. ასე ვარ ზუსტად დღეს. დილას ავდექი და ფსიქოთერაპიის შესახებ წავიკითხე რაღაცები და გადავწყვიტე, რომ მომავალში ამ სფეროს გავყვე. ჩემს ფსიქოლოგიურ კაბინეტს გავხსნი, მერილ სტრიპივით ჩავიცვამ და დეპრესირებული ქერა ქალებისგან ფულს ვიშოვი :P რეკლამაც ეს იქნება და ჭკვიანური ფულიც.



5 comments:
wow! სოფიი! როგორი კარგი პოსტია!
თან ერთნაირად გვყვარებია ეს "თაროზე შემოდებული ტკბილეული"!
სიამოვნებით მოვუსმინე მუსიკას..
:*
ძალიან გამიხარდა, რომ მოგეწონა.
არიელს შეგიძლია ამ ლინკზე უკეთ მოუსმინო, ძალიან მოგეწონება:
www.myspace.com/arielcubria
სოფი, გმადლობ და თან, იმის თქმა დამავიწყდა, მაჩუ პიკჩუს ნახვაზეც რომ ვოცნებობ :)
ქეთი, მე გირჩევდი (თუ უკვე არ წაგიკითხავს) ჩე გევარას "მოტოციკლეტისტის დღიური" წაიკითხო, ისეთი კმაყოფილი დარჩები, მიხვდები, მართლა რად ღირს ცხოვრება და თუნდაც ოცნებები. წიგნი ბევრად განსხვავებულია, ვიდრე ფილმი, ბევრად ცოცხალი და საყვარელი, როგორც ჩე, პრინციპში :-)
ქეთინო მომენატრა! :|
კარგი პოსტი იყო, სოფი, როგორც ყოველთვის, შენებური, არცთუ ისე ადვილად მისახვედრი...
Post a Comment