Thursday, February 12, 2009

Show me your head...


რამდენი ხანია, მინდოდა წითელთმიანებზე დამეწერა.
ჯერ კიდევ მაშინ, "სანის თავგადასავლებს" რომ ვწერდი, ჩემი მოთხრობის გმირს, სანის, თმა წითლად შევუღებე :D "მისი" აზრით, ადამიანი თმას შავად იღებავს, როდესაც ოდნავ დეპრესირებულია ან ცისფერი/მწვანე თვალები აქვს და ხაზგასმა უნდა, ქერად იღებავს - როცა უნდა, თავი ნამდვილ ქალად იგრძნოს. აი, წითელთმიანი მაშინ ხდება, როცა პროტესტი აქვს ყოველთვის, პროტესტი და სურვილი, რომ შეცვალოს რაღაც, სამყარო თუ არა, საკუთარი თავი მაინც :) სანის ასე სჯეროდა. მეც მჯერა.
რა ფერის თმა გაქვთ???

18 comments:

Anonymous said...

წაბლისფერი. ვიღებავ, მაგრამ ვცდილობ ზუსტად ჩემი თმისფერი საღებავი შევარჩიო. ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს შევიღებავ არც წითლად და არც ქერად. იმიტომ კი არა რომ არ მომწონს. იმიტომ რომ ჩემი არაა.

Sophie שרה Golden said...

ადამიანი ისე იღებავს თმას, როგორც გრძნობს თავს :) სწორედ ამას ვამბობ, რომ შენში უნდა იჯდეს განსაზღვრული რაღაცები, რაც მერე თმას იმ ფერზე შეგაღებინებს.

Keti said...

საოცრად მომწონს წითელი თმა. ცეცხლოვანია – ასეთ განწყობას მიჩენს, როცა ვხედავ. თმას არ ვიღებავ, არ ვიცი, მომავალში რას ავირჩევ, მაგრამ ჩემთვის ვიზუალურად ძალიან მიმზიდველია. ნახატებზეც, ფოტოებზეც და ისეც :)

Keti said...

კითხვაზე პასუხი გამომრჩა:))
წაბლისფერი.

Kate said...

ხო, ტორი ამოსი ზუსტად მისი თმის ფერით დამამახსოვრდა ბავშვობიდან.

Kate said...

ხოდა ისა...
კიარადა ჩემთან დაგამატე....
საინტერესო ბლოგი გაქვს.

Anonymous said...

ემმმმ,ქერად ვიღებავ და იმიტომ რომ ჩემმა ბიჭმა მთხოვა... :D აბა მაგას ჩემით არ გავაკეთებდი.
ისე წითელი ძალიან მომწონს,აგურისფერი უფრო.., მაგრამ მე არ მომიხდება.ვერ მოვიხდენ...

Chaotic said...

მმმმ წითელი თმა და ჭორფლიანი სახე...

არის ჩემი ოცნება....



მე შავად ვიღებავ, მაგრამ ისეთ შავად, მუქი შინდისფერი რომ დაჰკრავს.

ძალიან მინდა წითლად,უკვე წლებია, მაგრამ სახლში ექსპერიმენტების ჩატარების მეშინია... თან 1 თვეში თმები ძალიან მოკლედ უნდა შევიჭრა და ნახევარი მხარე ავიპარსო ( :D თითქმის) და არ ვიცი, წითელი როგორ წავა....



ჰო, შავად თმას ვიღებავ და მართალია, რომ რაღაც დეპრესიული არის ამ ამბავში, მაგრამ კიდევ კარგი, იმ სიღრმით არა, რომ ტანსაცმელიც შავი მქონდეს. სულ რაღაც 3 რამე მაქვს შავი...

Sophie שרה Golden said...

Chaotic, შენი ოცნება - მე ამიხდა :) :lol:

megrela said...

mteli cxovreba megona, jgaltmianebi yvelaze seqsualuri qalebi arian-tqo :) sun, shen ra feris tmebi gaqvs? :PP momenatre

Anonymous said...

მე შენი წითელი თმა მომწონს :)))

Sophie שרה Golden said...

ჟღალი, sweetheart ;) what else.

sabaha said...

ღმერთმა ჩემს მშობლებს მათი სიყვარულის შეგამო არა მაგრამ ... წაბლისფერთმიანად მშობა ...
რამდენიმე თვეა ჩემი თმა ცდილობს იყოს ჟღალი, ერთ დღესაც ამომივიდა ყელში სარკეში ერთი და იგივე სახისა და მასოვკა ფერის თმის ყურება და ავიხდინე ოცნება, თუ რაც ჰქვია ...
ძალიან მომწონს წითელი თავი და ზოგადად ასეთთავიანი ადამიანები

Anonymous said...

დიდი სიამოვნებით შევიღებავდი თმას ვარდისფრად, მაგრამ ვაი, რომ არ მომიხდება...

Khatia Caroline said...

მე ეხლა ცოტა მოწითალო, მაგრამ აშკარად წაბლისფერის დაბრუნება მინდა :)

Unknown said...

me shavgremani var neta tu momixteba jgaltmianoba :)

Unknown said...

tan tmis gafuwebac ar minda da fiqris proceshi :-) magram ashkarad minda tmis feris shecva

სოფი გოლდენი said...

თამარ, მე მგონია, რომ მოგიხდება, თუ შენი პროფილის ამ ფოტოთი ვიმსჯელებთ, ოღონდ უნდა შეარჩიო რომელი ჟღალი შეეხამება კარგად შენი თვალების ფერს, ღია წითელი თუ მუქი, მაჰოგანი ხისფერი.