მე რომ ახლა ოსკარებზე არ დავწერო, არ შეიძლება. ქეით უინსლეთმა მიბიძგა :) ბავშვობაშიო, შამპუნის ბოთლს ვიჭერდი და ვითომ ოსკარი იყო, სიტყვას ვამბობდიო. მეც ვამბობდი, სარკის წინ :D იმასაც კი ვვარჯიშობდი, ხელს როგორ დავუქნევდი ხალხს წითელი ხალიჩიდან. წელს მგონი 81-ე ცერემონიალი იყო და მე მეორედ ვიყავი ინდიფერენტული. ფასეულობები, მიზნები შემეცვალა ოცნებებიც ამასთან ერთად. რჩება რეალობა, რომელიც მინდა, რომ ჩემად ვაქციო ;)წელს დედაჩემის ოცნება ახდა :ლოლ: მისმა საყვარელმა შონ პენმა აიღო ოსკარი და კომუნისტური სიყვარულით მიმართა საზოგადოებას. ახდა ჩემი ბავშვობის ოცნებაც, რომ ერთ ბუნებრივ ქალს მაინც მიეღო ოსკარი და უცებ ორმა, ქეითმა და პენელოპემ, აიღო. ვიცოდი, რომ ქეით უინსლეთს მისცემდნენ, ისეთი როლი ითამაშა, მაგრამ მაინც აკადემიის წევრებს რას გაუგებ, ისე აწამებენ ადამიანებს. პენელოპე შეუდარებელი იყო, როგორც ყოველთვის, ლამაზი და უბრალო, ყველას რომ ეუბნება, ასეთი აქცენტი მაქვს და არ გაგეპრანჭებითო. აქამდე სულ ვამბობდი, პენელოპეს ჰოლივუდში აფუჭებენ-მეთქი, იმიტომ, რომ ვერცერთი მისი ამერიკული როლი ესპანურს ვერ შეედრება. "ვიკი, კრისტინა, ბარსელონა" ჯერ არ მინახავს და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ აზრი შემეცვალოს, ვუდი ალენს კი პატივვყოფ, იცით ;)
სხვა ნომინანტებსა და დაჯილდოებულებზე ვერაფერს ვიტყვი, არ დავინტერესებულვარ, სიმართლე გითხრათ, აი თქვენი აზრი მაინტერესებს, თუ ადევნებდით თვალს და წინასწარ თუ გყავდათ ფავორიტები.



11 comments:
ქეით ვინსლეტს რომ მისცეს გამიხარდა!
დაბერდა ქალი ოსკარის ლოდინში. ჯერ კიდევ ტიტანიკის დროს იყო წარდგენილი :D
პენელოპა ძალიან მიყვარს მისი აქცენტის გამო (იგივე მიზეზით მიყვარს სელმა ჰაიეკი) <3
თვალყურს არ ვადევნებდი, მაგრამ ამ სამეულს პატივს ვცემ და გამიხარდა მათი გამარჯვება. შონ პენის – განსაკუთრებით:)ყოველთვის მომწონდა ეს მსახიობი. პენელოპა კი – მეც ესპანურ ფილმებში მომწონს.
ხოოო, სამივეს ოსკარი გამიხარდა, ეს პოსტიც გამიხარდა, და შენი ბლოგის ჩემთან ჩასმაც გამიხარდა :)))
კარგად თამაშობს ვიკი, კრისტინა, ბარსელონა–ში :TU:
ვინსლეტის ოსკარი გამიხარდა ძალიან..და ძალიან საყვარელი სიტყვა ქონდა :უსერ:
ძალიან გამიხარდა პენელოპემ რომ მიიღო ოსკარი. ვუდი ალენის ფილმში მართლა შეუდარებელია!
დანარჩენ ორ მსახიობზე ვერაფერს ვიტყვი, სამწუხაროდ მათი ფილმები ჯერ არ მაქვს ნანახი :(
ვიკი კრისტინა ბარსელონას უყურე ასაპ!
პრინციპში ფავორიტი რასაც ჰქვია - მხოლოდ ეგ ფილმი მქონდა ამ ოსკარებზე.
ხო ჩემი აზრი უკვე იცი, რადგან ჩემთან კომენტები გაქვს დატოვებული :):):)
მოკლედ საინტერესო ბლოგი გაქვს და მიხარია, რომ შენ შემოხვედი, თორე ან გიპოვიდი ან არა. ვერ შეგპირდები, რომ ყველა ძველ პოსტს წავიკითხავ ბოლომდე, მაგრამ ამიერიდან თვალს მივადევნებ შეძლებისდაგვარად. კომენტებსაც გპირდები, როცა ვნახავ რო თემა დამაინტერესებს (ჩემს თემატიკას არ ვგულისხმობ). წარმატებები :)
ვინსლეტს "ვბალელშიკობდი" და გამეხარდა რომ მისცეს. პენელოპა კრუსის ფანი არ ვარ და "ვიკი, კრისტინა, ბარსელონაც" მაინცდამაინც ვერ ჩაჯდა ჩემი ფავორიტი ფილმების სიაში. ახალი ფილმებიდან, რაც ბოლო დროს ვნახე "ბენჯამინ ბეტონის უცნაური საქმე" მომეწონა ყველაზე მეტად. ბევრ და ახალ რამეზე დამაფიქრა.
simartle gitxra oskarebis dajildoebas chemtvis aranairi didi mnishvneloba ar aqvs xolme. koveltvis vuyurebdi rogorc Shous da arasodes aravis ar vbaleshikobdi.
magram rac sheexeba penelopes, es qali aris chemtvis ulamazesi da usakvarlesi msaxiobi.
Da viki kristinashi, iseti sakvareli da iseti veluria ro kide ormagad shemikvarda.
Post a Comment