დღეს "ვეფხისტყაოსანს" ვკითხულობდი, საღამოს ლილუ მოვიდა და რომ დაინახა, ვა, ამას ვინ კითხულობსო. ვინ წაიკითხავდა, თუ სადმე შორს მივდივარ, "ვეფხისტყაოსანი" მიმაქვს, არ ვხუმრობ. ერთხელ რაღაც ფორუმზე გავხსენი თემა, ვის რომელი აფორიზმი გიყვართ "ვეფხისტყაოსნიდან"-მეთქი და რა დაწერეს, იცი? ვერ ვიტანთ ამ ნაწარმოებსო, სკოლაში იმდენ საზეპიროებს გვაძლევდნენო...
დღეს კიდევ სხვა რაღაცებს ვკითხულობდი და უცებ ძალიან ნაცნობი ფრაზა მომხვდა, მეთქი საიდან მეცნობა. "ვეფხისტყაოსანშიც" წერია და იქიდან თურმე :) იქ არის საუბარი იმაზე, რომ მსოფლიოს ლაშქარიც ვერ გიშველის, თუ არ დაგეხმარა ის, ჩემი საყვარელი სცენარისტი...
პატარა რომ ვიყავი, დეიდაჩემი მეუბნებოდა, გაიზრდები და ცხოვრება ძალიან რთული იქნებაო, ბევრ ადამიანს შეხვდები, რომლებსაც ექნებათ შენზე დიდი სახლი, დიდმანქანიანი მამები, ბევრად უკეთესადაც ეცმევათ და ბევრი შენს წინააღმდეგ წამოვა, მაგრამ შენ გაქვს ყველაზე მთავარი - გონება, ღმერთის მოცემული. გავიზარდე, მართლა ასე ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, ისეთი ადამიანები მხვდებიან, ჩემზე ბევრი რამე რომ აქვთ, მაგრამ არასოდეს განვიცდი, რადგან ვიცი, "უგანგებოდ ვერას მიზმენ შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი...". პირდაპირი გაგებით შებმას არ ვგულისხმობ, მიხვდებით ალბათ, ბევრჯერ ეს შებმა უფრო ფსიქოლოგიური და სულიერად დამღლელია. მგონია, რომ მეტი აღარ შემიძლია და უცებ ვგრძნობ, როგორ ლაპარაკობს ჩემში სხვა ზუსტად იმას, რისი თქმაც მინდოდა და როცა მინდოდა. ხან ისეც ხდება, რომ ხმას არ იღებს, სადარბაზოში მაქცევს და მუხლებს ვიტყავებ.
დღეს "ვეფხისტყაოსანმა" გამახსენა ეს სიტყვები, ამიტომ, როგორ შეიძლება ეს წიგნი არ გიყვარდეს? არასოდეს მისწავლია არცერთი საზეპირო. მთელი სიბრძნე, რაც ამ წიგნშია, სხვა ძალიან დიდი წიგნიდანაა... ჰოდა, ისეთი სასიამოვნოა, როცა კითხულობ, არაფერს იზეპირებ, უბრალოდ აღმოაჩენ ფრაზებს, რომლებიც ძალიან შენია და მთელ შენს ცხოვრებას ასახავენ.

12 comments:
მესმის რომ ამბობენ საშინელება წიგნიაო. ეგეც კარგად მახსოვს როგორ გვაზუთხებინებდნენ საზეპიროებს, რამოდენიმე თავს ერთად. მეცხრე კლასელი ბავშვისთვის ეს საკმაოდ ძნელია, რადგან წიგნი რთული ენითაა დაწერილი ხოდა აქედანაც იწყება სიძულვილი.
სამწუხაროდ სკოლის მერე არ წამოკითხავს , და რაც არ უნდა სამარცხვინო იყოს საერთოდ არ მაქვს სახლში. (რომ ჩამოვალ ვიყიდი და წამოვიღებ)
სოფი, რა კარგი რამ დაგიწერია..
ჩემი აზრით, საქართველოში ყველა ადამიანმა სკოლის მერე უნდა წაიკითხოს ეს ნაწარმოები. აბსოლუტურად სხვა აღქმა ექნებათ.
სკოლაში მეც ასე – საზეპიროების გამო მაინც და მაინც არ მომწონდა. კიდევ დავამატებ – მასწავლებელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. როცა უბრალოდ მოგანიშნინებს საზეპიროს და მერე ჩაიბარებს, შეუძლებელია შეგიყვარდეს.
ძალიან მეამაყება, რომ ქართველებს "ვეფხისტყაოსანი" გვაქვს . არა მხოლოდ იმ სიბრძნის გამო, რასაც თითქმის ყოველ ფრაზაში შევხვდებით.
თან, როცა ვფიქრობ, რომ ეს მე–12 საუკუნეში დაიწერა...
ჩემი აზრით ეგ წიგნი თავიდან ბოლომდე უნივერსიტეტში უნდა ისწავლებოდეს,პროფესიონალების მიერ და არა სკოლაში. გადაღძუებული ''პედაგოგი'' დაზეპირებული სიტყვებით რომ გიხსნის რა რას ნიშნავს...ისე სკოლის მერე არც მე წამიკითხავს:( არადა ბევრჯერ ვიფიქრე წამეკითხა...
აბსოლუტურად გეთანხმებით, "ვეფხისტყაოსანი" იმდენად დიდი და სერიოზული წიგნია, რომ უმაღლეს სასწავლებლებში უნდა ასწავლიდნენ და უხსნიდნენ ადამიანებს ნორმალურად. მხოლოდ საზეპიროები და შესავლის ზეპირად სწავლა არაფერს ასწავლის, ჩემი აზრით. კარგი იქნება, ამაზე რომ დაფიქრდებოდეს განათლების სამინისტრო. კომენტარების "სიმრავლეც" მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანებს ბოლომდეც არ აქვთ ეს წიგნი წაკითხული და თუ აქვთ, მხოლოდ ვალდებულების გამო და მერე არცერთ აფორიზმს მათზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია :(
ვგიჟდები, მიყვარს და მეამაყება ”ვეფხისტყაოსანი”... სკოლაშიც მიყვარდა და დამატებით საზეპიროებსაც ვსწავლობდი, ძველი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები მიყვარდა, მოკლედ რაც უფრო ძველი იყო ნაწარმოები მით უფრო დიდი იყო ჩემი ინტერესი, ყველას დარტყმული ვეგონე კლასში ამის და გამო... ხოდა რამდენიმე დღეა აკვიატებული მაქვს ”სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსაო” და ნეტა რა შუაშია? ვინ იცის... არც მე... არა აშკარად მეძინება, მომიტევეთ :))))
სიმართლე გითხრა, სკოლის მერე არ წამიკითხავს, არადა სულ მინდოდა. ხომ იცი, დღემეხვალიე კაცსაო...
სკოლაში მართლა ტანჯვა იყო. მეორე დღისთვის 50-60 სტროფს რომ გვაძლევდა მასწავლებელი. მეორე სამოცი კი, შინაარსით უნდა მოგვეთხრო. და რა დამავიწყებს იმ დღეს, რა ფერის მოსასხამი ჰქონდა ნესტან-დარეჯანს მოხვეული, ტარიელი პირველად რომ ნახაო. ვერ გავიხსენე და კინაღამ მცემა(ორონდ მართლა):). არადა ზურმუხტისფერი ყოფილა. იდიოტეიშენ
არადა იმდენად მრავალწახნაგოვანი და ფილოსოფიური ნაშრომია, რომ მართლა უნივერსიტეტში უნდა ისწავლებოდეს რრმა ანალიზის თანხლებით
რომელ უნივერსიტეტში არ ასწავლიან ვეფხისტაყოსანს? სადაც პროგრამაში არ არის, იქ რო შენი ნებით მიხვიდე და ისწავლო, არ შეიძლება? მესმის, სკოლა გულს აგირევს ბევრ რამეზე. მაგრამ ვეფხისტაყოსანი რო იტყვიან სხვა პონტია: ნუ წაიკითხავ თავიდან ბოლომდე, გადმოიღე და რა ადგილზეც მოხვდები, ის წაიკითხე, 2, 3, 7 კუპლეტი. ძალიან დიდია და თავს ამის გამო კარგად იგრძნობ. ცოტა დიდ ათეულში უჭირს, შეიძლება მისი ავტორი ვერ მოხვდეს ძისიატკაში.
Jason, ეგ ჭკვიანურია, მართალიც ხარ, ძნელია მთლიანი ნაწარმოების წაკითხვა, თუმცა რა იცი, სად შეგხვდება ის ფრაზა და აფორიზმი, შენ რომ გჭირდება... დამალული მარგალიტებივითაა :)
შენც მარტო აფორიზმებს ნუ შეაჩერდები. ერთ გაზეთში მახსოვს ნესტან კირთაძეზე ეწერათ ”ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ გამეხებული”. აფორიზმი არ არის, მაგრამ კირთაძეს ზუსტად მოაჯდა. შეიძლება სახე შეგხვდეს ისეთი რო მიხვდე, აი თურმე ეს მჭირდებოდაო.
მმმ...
მე წამიკითხავს სკოლის შემდეგ.
სკოლაში უბრალოდ უაღრესად გამიმართლა, რომ თამრიკო კობერიძე მასწავლიდა და არა მეორე ნახევრის მასწავლებელი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, წაიკითხავდა ხოლმე ერთ ხაზს და "ხო გაიგეთ ბავშებო?"–თი შემოიფარგლებოდა. თავადაც, დაბლა შენიშვნები რომ აქვს ტექსტს, იმით თარგმნიდა :( ჩვენს განაყოფში კი სახისმეტყველებას განვიხილავდით. ახლა არც მიკვირს იმ ბავშებს რომ ეზიზღებოდათ.
დღემდე ძალიან, ძალიან მიყვარს + ამას ძველი ქართული მიყვარს, რაღაცნაირი იყო... მმმმ...
ვერ ვიტანთ ამ ნაწარმოებსო, სკოლაში იმდენ საზეპიროებს გვაძლევდნენო...
+1
:))))))))))))))))))
Ooooooooooo ra sashineli mogonebebi maaqvs, skolashic, mosamzadebelzec da ravi. meechveba rodesme momindes cakitxva
Post a Comment