ერთხელ დედას ვუთხარი, რომ ძნელად მიჩუყდება გული წიგნებზე, ფილმებზე... ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვიტირო, დედაშვილური სიყვარულია, როცა დედებსა და შვილებს ერთმანეთს აშორებენ, ან როცა შვილს დედა უკვდება.დათუნას ველაპარაკე გუშინ, ჩემს დეიდაშვილიშვილს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ დაეღუპა დედა. ჯერ 12 წლისაა. ხვალ სკოლიდან ვისვენებთო, მითხრა და გაჩუმდა, ისე ჩამწყდა გული, აღარ ვიცოდი, რა მეთქვა. წარმოვიდგინე, როგორ ენატრება თავისი დედიკო. მიუხედავად ყველაფრისა, მისი ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. დედის სიყვარულს ვერავინ შეუცვლის. წარმოუდგენელია, როგორი ძნელია მისთვის დღევანდელი დღე.
თავიდან მინდოდა დამეწერა, ჩემო საყვარელო და ყველაზე კარგო დედიკო-მეთქი, გილოცავ... მაგრამ მერე გამახსენდა ერთი მოთხრობა, მგონი, პირველ კლასში ვისწავლე. შვილი დედას დაეკარგება, ვეღარ პოულობს, გამვლელები ეკითხებიან, ვინ არის შენი დედიკო, როგორიაო და ის პასუხობს, ჩემი დედიკო ყველაზე ლამაზიაო :) ჩემი დედიკოც ასეთია ზუსტად, ისევე, როგორც ყველა თქვენგანის, ვინც ამას წაიკითხავს.
დიდხანს იცოცხლეთ, დედაკოებო!!!
თავიდან მინდოდა დამეწერა, ჩემო საყვარელო და ყველაზე კარგო დედიკო-მეთქი, გილოცავ... მაგრამ მერე გამახსენდა ერთი მოთხრობა, მგონი, პირველ კლასში ვისწავლე. შვილი დედას დაეკარგება, ვეღარ პოულობს, გამვლელები ეკითხებიან, ვინ არის შენი დედიკო, როგორიაო და ის პასუხობს, ჩემი დედიკო ყველაზე ლამაზიაო :) ჩემი დედიკოც ასეთია ზუსტად, ისევე, როგორც ყველა თქვენგანის, ვინც ამას წაიკითხავს.
დიდხანს იცოცხლეთ, დედაკოებო!!!



9 comments:
თბილი წერილია, სოფი...
ვულოცავ შენს დედიკოს :)
დათუნას ამბავმა კი დამასევდიანა. ასეთ დროს ვფიქრობ ხოლმე – საჭიროა კი დედის დღის ასე ცალკე აღნიშვნა.. ზოგისთვის ხომ მტკივნეულია. ალბათ იმ ქალებისთვისაც, ვინც დედა ვეღარ გახდება.
თუმცა, დედებს მაინც ახარებთ, როგორც დედაჩემს :)
მადლობა ქეთი, შენს დედიკოსაც ვულოცავ და სულ სიხარულს ვუსურვებ!!!
დათუნასთან საუბრის მერე, მეც ასე ვიფიქრე, რა საჭიროა საერთოდ ეს დღესასწაული-მეთქი, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება მაინც გრძელდება გრძელდება და გვცდის...
მგონია თუ ამ პოსტს შემთხვევით ისინი წაიკითხავენ_ვისაც ეს პირადად მოუშუშებლად სტკივათ_მაშ უფრო ეტკინებათ და ნება-უნებლიედ გაგერიდებიან მათი გულები! ასეთი ტკივილის თუნდაც ხატოვნად აღნიშვნა და საუბარი _ კი არ აახლოებს! უფრო ტკენს და უსიამოვნოდ აფრთხობს ადამიანის გულს!
დათუნას კი დედის სიყვარულს ვერავინ შეუცვლის!-მაგრამ დიდი სიყვარულით შეგიძლია შეუვსო სულში ეს სიცარიელე!გაუქარვო ის ტკივილი!_და მისი წარმოუდგენლად ბედნიერი მომავლით გაიხარო!(:
უბრალოდ, გიყვარდეს ის_დედასთან ერთად!გულწრფელად და მთელი არსებით!(:
რა ძალიან თბილი პოსტია :)
Anonymous, რა თქმა უნდა, შეიძლება ვიღაცას ეტკინოს და გამერიდოს... ოღონდ ეს ჩემგან კი არა, ტკივილისგან და სიმართლისგან თავის არიდება იქნება. ჩემი აზრით, ტკივილი მხოლოდ მაშინ გაივლის, როდესაც ამაზე იფიქრებ, აღიარებ, მხოლოს ამის შედეგად შეძლებ ტკივილისთვის გამკლავებას. მე ასე მჯერა :) არ შეიძლება ტკივილის დამალვა, ძალიან "პოდდელკა" გამოდის, როგორც ერთი ჩემი უფროსი მეგობარი იტყოდა...
სოფ, აქ ვაპირებდი დამეწერა კომენტარად.. და საბოლოოდ ბლოგზე გამომივიდა პოსტი:
http://cheshirskaia.wordpress.com/2009/03/03/%D0%BC%D0%B0%D0%BC%D0%B0-%D0%B4%D0%BB%D1%8F-%D0%BC%D0%B0%D0%BC%D0%BE%D0%BD%D1%82%D0%B5%D0%BD%D0%BA%D0%B0/ ))
სოფი, დიდი მადლობა:)
ანონიმის გამოხმაურების გამო კი – გეთანხმები. ჩემი აზრითაც, თუ რაიმე კითხვა ჩნდება, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, მასზე ხმამაღლა საუბარი სჯობს.
რადგან კითხვის გაჩენა უკვე ნიშნავს, რომ რაღაც ისე ვერ არის, ან ჩვენ ვერ აღვიქვით სწორედ..
ხომ არ იცი, მამების დღე თუ არსებობს? თუ დედების დღეს ავღნიშნავთ, მამებმა რა დააშავეს :(
tiko, სიმართლე გითხრა, მამის დღის შესახებ მე არაფერი გამიგია :)
Post a Comment