გუშინ ლეამ დაგვპატიჟა ნაომი და მე თავისთან სახლში "საფურიმოდ". ფურიმი ებრაული დღესასწაულია, რომლის შესახებაც ვიკიპედიაზე შეგიძლიათ მოძიება. http://en.wikipedia.org/wiki/Purim
ლეასთან სტუმრობა ყოველთვის კარგია ხოლმე, დედამისი უგემრიელეს საჭმელებს ამზადებს, ლეა თვითონ საინტერესო ისტორიებს გვიყვება და ვიცინით. მე ბევრი არ მჭირდება, რომ გავიცინო, ისედაც სულ ვიცინი :ლოლ:
ნაომიმ დაიწყო არჩევანის თავისუფლებაზე საუბარი, ვიღაც გოგოს უკითხავს მისთვის, იქნებ არაფერი მსგავსი არ არსებობს და ყველაფერი დაპროგრამებულია ჩვენშიო.
ამაზე მეც ხშირად ვფიქრობ, ამასწინათ ერთი პოსტი წავიკითხე მსგავს თემაზე. ადრე, როცა ჯერ კიდევ ვბრაზდებოდი ხოლმე და ფეხებსაც ხშირად ვაბაკუნებდი, დედაჩემი მახსენებდა, რომ თავისუფალი ვარ და ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული. მე და ნაამას გვქონდა ამაზე დიდი საუბარი, თუ არჩევანის თავისუფლება არ გვაქვს, ესე იგი უაზრო ყოფილა ჩვენი ცხოვრება, რობოტებივით, რომ დაპროგრამებულან და მიჟღარუნობენ.
ლეამ ყველაზე მარტივი მაგალითი მოგვიყვანა, როცა ადამიანი მოხვდება სადმე და მწვადს წვავენ, რომელიც შენ არ გეჭმევაო, ამ დროს ირთვება სწორედ ეს არჩევანის თავისუფლება - ან შეჭამ, იმიტომ, რომ ნერწყვი ჩამოგდის, ან აჯობებ ინსტინქტს და არ შეჭამ. ამ დროს რა გკარნახობს, რომ არ შეჭამოო, ნაომიმ, იქნებ წინასწარ დაგვაპროგრამესო... ამ დროს ჩნდება სული, რაც გვაქვს ადამიანებს და არა აქვთ ცხოველებს, რომლებიც ყველაფერს ჭამენ და აკეთებენ, როცა და რაც მოუნდებათ. ის გვკარნახობს :)
ჰოდა, ამ დროს თავი ისე ბედნიერად ვიგრძენი, ახსნაც კი მიჭირს :) ადამიანობა აქამდეც მომწონდა, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ არჩევანის თავისუფლება მაქვს, მონა არა ვარ. ცუდი გზის არჩევაც კი შემიძლია, იმიტომ, რომ მხოლოდ მე ვარ ჩემს ქცევაზე პასუხისმგებელი და თავის უფალი, პირდაპირი გაგებით.
ადრე დავწერე, მაშინ სუქოთის დღესასწაული იყო, ლეას ძმის სიტყვები, რომ ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაო და უაზროდ არ იბუზღუნო სხვებზე, ისინი ასეთები და ისეთები არიანო. შენ თვითონ როგორი ხარ, man?

11 comments:
თავისუფლება რაღაც ისეთი სიტყვაა ცოტა კაპრიზული. შენ ამხანაგს ვეთანხმები კიდეც ნაწილობრივ რომ მთლად თავისუფლები ვერ ვართ და დეტერმინირებულნი ვართ.იმას ვგულისხმობ რომ ჩვენი ცხოველური საწყისის გამო ანუ იგივე იდის გამო (მიყვარს ბაბუ ფროიდი :ჵ )რაღაც დონეზე მაინც შეზღუდულნი ვართ. ასევე შეზღუდულნი ვართ ჩვენი ფიზიკური თავისებურებების გამო.
მაგრამ მეორეს მხრივ არჩევნის საშუალებაც გვაქვს, მინიმუმ ორი არჩევანის ყოველთვის ხოდა აი აქ კი ვლინდება ჩვენი თავისუფლება.
ალბათ ამით განვსხვავდებით სხვა ცხოველებისაგან.
ჰო, არჩევანის თავისუფლება აქვს ადამიანს და ეს ყველაზე მომხიბვლელია:) მაგრამ როგორც ამბობენ, ერთი ადამიანის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც მეორეს თავისუფლება იწყებაო..
ჰოდა, გვაქვს უფლებები და მოვალეობები და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანები გვქვია.
სოფი, თემა ისეთი ვრცელია და საინტერესო. ამაზე ვფიქრობ ხოლმე:)
Keti - სხვა რამეზეა აქა საუბარი. ანუ მაგ: მე თუ უნდა ავირჩიო დავიწყო თუ არა მარხვა მაგ შემთვევაში სრულიად ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი. ვისწავლო თუ არა ჩინური? ესეც ჩემზეა დამოკიდებული.
აი ეს განმარტე ”რთი ადამიანის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც მეორეს თავისუფლება იწყებაო..” ხშირად გამიგია და მეც მიხმარია ეს გამონათქვამი. მაგრამ ეხლა წავიკითხე და ვერ ვხვდები ეს როგორ შეიძება მოხდეს
ეხლა რაღაც ფილოსოფიური უნდა ვთქვა:)
თავისუფლება მესმის როგორც არჩევანის თავისუფლება,ანუ გააკეთებ იმას რისი გაკეთებაც გსურს,ოღონდ ამ საქციელის შედეგზე უნდა აიღო მთელი პასუხისმგებლობა! რაც ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო ხილია..
რასაც სოფია წერს მაგას ქვია ნებელობა/Volition. (ფსიქოლოგიაში და ფილოსოფიაში)
Katten försvann,
არჩევანი უფლება რა თქმა უნდა გვაქვს, რაც არაერთ რამესი გამოიხატება – თუნდაც შესასწვალი ენის არჩევაში.
მაგრამ თემამ უფლებებზეც დამაფიქრა.
მაგალითად კი რა მოვიტანო...
მაგალითად, მე მსურს და მიმაჩნია, რომ ვიღაც სექტანტის არჩევანი, რომ უნდა იყოს ამ სექტის წევრი – არ არის სწორი და ძალიან მინდა, რადაც არ უნდა დამიჯდეს, უარი ვათქმევინო არჩევანზე. მაგრამ "რადაც არ უნდა დამიჯდეს" – ასე არ გამომივა, რადგან ჩემი თავისუფლება წყდება იქ, სადაც მისი არჩევანის თავისუფლება დაიწყო – ეს მან აირჩია, რომ მისთვის ასე უკეთესია.
ასევე უნდა იფიქროს მან – და "რადაც არ უნდა დაუჯდეს", არ უნდა ეცადოს ჩემს ამ სექტაში შეტყუებას, თუ მე არ მივაკითხავ – მიმიღეთ –მეთქი:)
ქეთი, მართლა ძალიან საინტერესო თემა წამოჭერი.
არჩევანის თავისუფლება, რაზეც ვწერდი მე და კატენმა სწორად უწოდა ნებელობა, არის ის, რაც გაქცევს ადამიანად, რომ აირჩიო გონებით და არა ემოციით. რაც შეეხება თავისუფლებას, რომელიც ერთთან მთავრდება და მეორესთან იწყება, დალიელასი არ იყოს, ჩვენთან განსაკუთრებით არ სცემენ პატივს. სულ მარტივად, ერთს ჰგონია, რომ ეს რელიგიაა ჭეშმარიტი და ყველა, ვინც მას არ აღიარებს - ერეტიკოსია, თუ როგორც ეძახიან. უბრალოდ, ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი - გააკეთოს ის, რაც უნდა. სხვა საქმეა, როცა საყვარელი ადამიანი არასწორი გზით მიდის და მის შეჩერებას ცდილობ; ეს უკვე მისი თავისუფლების შეზღუდვა კი არა, მისთვის გონების "გამოფხიზლებაა". მაგრამ სექტანტებს რაც შეეხებათ - ეგ მიუღებელია, პირდაპირ სახლში გივარდებიან და გაძალებენ, არადა რელიგია ისეთი რამეა, რომ შენ უნდა მიხვიდე გააზრებულად მასთან.
lea da naomi interesno :))
Nikoloz, ჩვეულებრივი ებრაული სახელებია :)
სოფი, მართალია
მხოლოდ, ხშირად ისეც ხდება, რომ საყვარელი ადამიანის გადარჩენის სახელით ზუსტად რომ მის თავისუფლებას ზღუდავენ. ანუ ემოციას "გადამრჩენი" ვერ თოკავს, ან ეგოიზმი აქვს მოჭარბებული, ჰოდა ურთიერთობებიც იძაბება.
რჩევის მიცემის მომხრე ვარ, დაძალების კი – არაფერში :))
Post a Comment