Wednesday, March 18, 2009

არ ვიცი, რა დავარქვა

გუშინ ავტობუსით რომ მივდიოდი უნივერსიტეტში, ბევრი აზრი მიტრიალებდა თავში (სულ ავტობუსში მიწევს ფიქრი), საღამოს სახლში რომ დავბრუნდები, დავწერ, როგორი სასაცილო შენობები შენდება-მეთქი. პირდაპირ მელიქიშვილზე, დედაუნივერსიტეტთან უზარმაზარი ბრჭყვიალა სლოტ-კლუბი გახსნეს, თუ როგორც ჰქვია, გასართობი ცენტრი; მთელი თებერვალი უნი-დან არდადეგები რომ მქონდა, არ გამივლია იქით და ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, იქნებ არ გააკეთონ ეს სიმახინჯე-მეთქი, მაგრამ ახლა უკვე ბოლო აგურებს ადებენ, კაკ გავარიტსა. მოკლედ, ამაზე მინდოდა დაწერა, სურათებიც კი გადავუღე სპეციალურად. მერე ავტობუსში ჩემ უკან 4 გოგო იჯდა, ზაგარნი კრემებით რომ აქვთ სახე გათხუპნული და ყელი თეთრად უჩანთ, იმ გოგოებმა გამაბრუეს... მთელი თავისი სკოლა გაჭორეს, არადა მე მეგონა, დედაკაცები იყვნენ და სკოლის მოსწავლეები აღმოჩნდნენ. გავიგე, ვის როგორ აცვია და რა ბანძია, ვინ ვისი შეყვარებულია და თურმე ზოგიერთი უკვე სექსსაც "შვრება", ზოგი "პიდარასტია" და ნენაააა, ეს რა საშინელებაა! ცუდად გავხდი, მაგრამ გავუძელი, ბლოგისთვის გამომადგება ამათი საუბარი-მეთქი. მერე კიდევ რამდენიმე ასეთ სცენას შევესწარი და ბოლოს ყველა შემეცოდა. აბსოლუტურად ყველა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან დაწყებული, იმ პატარა "ავტობუსის" დედაკაცებით დამთავრებული. ისეთ პირობებში ცხოვრობენ, მედიაში მხოლოდ საკან #5-ს ხედავენ, სკოლაში ჭორაობენ, ქუჩა მათხოვრებითაა სავსე, ვდგავარ მე და იმაზე მინდა დაწერა, ოხ, ეს რა მარაზმობაა-მეთქი, რასაც ყველა ბლოგერი წერს და ბრაზობს. ესეც უსამართლობაა.
ჟურნალისტიკა ნერვებს მიშლის, იმიტომ, რომ ტელევიზია მართავს მასებს, იქ კიდევ არ უშვებენ იმ ხალხს, ვისაც შია, სცივა და ბითურული პენსიის მოლოდინშია. ვიტყვი, რაც ერი, ის ბერიო, მაგრამ ხალხი ხო ცოდოა? გონება რომ აქვთ დაჩლუნგებული და არავინ ცდილობს გაუხსნას. თბილისი რომ რევოლუციამდელ კუბას ჰგავს და მხოლოდ სასტუმროებად და გასართობ კლუბებადაა ქცეული, ხო საშინელებაა? ამიტომ ზედმეტია და სასაცილოა (ტირილამდე) იმ ადამიანებზე გაბრაზება, ვინც სინამდვილეში მხოლოდ არსებობს და თავის ჭიას ახარებს ჭორაობით და ჩურჩულ-კურკურით. მე, კიდევ, და ბევრი კოლეგა-ბლოგერი სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მეტ-ნაკლებად თბილა, არც გვშია, არც ავტოზაგარიან გოგოებთან გვიწევს შეხვედრა და სათამაშო კლუბებიც 'Pet society'-ით შემოიფარგლება, ჩემთვის ასეა ყოველ შემთხვევაში.

8 comments:

Toma said...

ჩემთვისაც ასეა ”მე, კიდევ, და ბევრი კოლეგა-ბლოგერი სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მეტ-ნაკლებად თბილა, არც გვშია,”

მაგიტომ მაქვს ხოლმე დანაშაულის გრძნობა.

Keti said...

"ბლოგისთვის გამომადგება":))
რა არის ეს ბლოგი რა.. რამდენჯერ მიფიქრია შეუსაბამო (თითქოს) ადგილებზე "ეს შეიძლება დავწერო":) ისე, მეც სახლისკენ გზაზე ვფიქრობ ხოლმე ძირითადად:)


რამდენი პრობლემაა ერთ პოსტში!

Lalena said...

აუ შენ გაიხარე რაა, ზუსტად მაგ სიმახინჯეზე მინდოდა დაწერა, ახლა დამშვიდებული სინდისით დავიძინებ :))))

Anonymous said...

ძალიან მომეწონა ეს პოსტი.კარგადაა აღწერილი ჩვენი დღევანდელი რეალობა.რაც შეეხება ამ რეალობის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების -
"ავტოზაგარიანი" გოგოების - საუბრების მოსმენას ,მე პირადად მიყვარს, ბევრს ვიცინი ხოლმე.

Anonymous said...

ააუ როგორ ვერ ვიტან მაგ ჩამოთვლილთაგან ვერაფერს :| თუ ცუდ ხასიათზე ვარ, შეიძლება ცრემლები წამომცვივდეს ბოღმისგან მასეთ ლაპარაკს რომ ვისმენ :დ

"”მე, კიდევ, და ბევრი კოლეგა-ბლოგერი სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მეტ-ნაკლებად თბილა, არც გვშია,”" - ცოტა ხნის წინ გავიცანით მე და პიკოლინამ დალიელა, ხოდა ის ამბობდა , რომ ბლოგერების სამყარო თითქოს რაღაცნაირი სხვა არის, ჯადოსნურიო :უსერ: .. ჯადოსნურია კი, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ნათელი წერტილია ქართული საზოგადოების იმჰო : ))

Anonymous said...

მართლაც რომ ბევრი პრობლემაა ერთ პოსტში :) თან როგორ ჰგავს ჩემს რეალობასაც...

მე მგონი რომ სინდისი არ უნდა გაწუხებდეთ ბლოგერებს, ამ რაღაცეების გამო. შეიძლება აქ მართლა სხვანაირი სამყაროა, მაგრამ არაფერი უშლის სხვას ხელს, რომ შემოუერთდეს. ინფორმაციულ ვაკუუმში არსებობა, გეთანხმები, გავრცელებული პრობლემაა. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს მსოფლიო ქსელის სარგებელს, მით უფრო ობიექტურად იქნება ინფორმირებული (ნუ, შედარებით მაინც).

იმ გოგონებს კი, ჩემი აზრით, ბლოგერებიც რომ იყვნენ, მაინც იგივე თემა ექნებათ საწერად, რაზეც საუბროდნენ.. ეს ხომ აღზრდაზეა დამოკიდებული, გარემოზე და ინტერესებზე..

ინტერნეტის გარეშეც შეიძლება რაღაც დონით გონების დაჩლუნგებისგან თავის დაღწევა. თუნდაც წიგნებით, რომლებიც ბლოგებისგან განსხვავებით real-time არაა, მაგრამ თავის უპირატესობაც აქვთ.

გამიგრძელდა მონოლოგი :)))
ყველაფერი გზის არჩევაზეა ალბათ. ყველა თავად წყვეტს როგორ უნდა იცხოვროს. გარშემო საკმარისზე მეტი შესაძლებლობებია, რომ ის შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში, რაც არ მოგვწონს.. იმჰო..

Anonymous said...

ო რა სლე ვიქნებოდი დღესაც,ორი წლის წინ ბლოგების კითხვა რომ არ დამეწყო და ამ ცხოვრებისათვის ცოტა ჯანსაღი თვალით არ შემეხედა:) დღეს ასეთი რომ ვარ( დიდი არაფერი მარა მაინც) ბლოგერების დამსახურებაა. ჩემი დედ-მამები ხართ ბლიად:) აღმზრდელები და მრჩეველები!

Anonymous said...

What's wrong with this city, male lasvegass gadavasccrebt slot-klubebis r=obit fuck fuck shit

rom kitxo fuli ar aqvs xalxs fuck them in their stupid fuckin asses ra

zeagresiuli var sindisis qenjna ara sle, yvela im garemos iqmnis, rasac imsaxurebs darisi tvinic aqvs da bueslkmfslkflksnfjkgn