დღეს ძალიან საინტერესო სტატია ვიპოვე "ცხელ შოკოლადში". ორი დღეა ამ ჟურნალს ვერ მოვწყდი. ქალებს ეხებოდა თემა და მათ სექსუალურ ლტოლვებსა თუ მიდრეკილებებს, რომლებზეც ცდებს ბევრი ფსიქოლოგი და სექსოლოგი ატარებს შეერთებულ შტატებში, სხვაგან სად? საინტერესო ის იყო, რომ ცდის შედეგად დადასტურდა, ქალი ბევრად ადვილად შეიძლება აღიგზნოს ფიზიოლოგიურად, მაგრამ ამ დროს გონება აბსოლუტურად მშვიდად რჩება; მამაკაცებთან კი საპირისპიროდ - მათი გონება და გენიტალიები ერთნაირად განიცდიან ლტოლვას საპირისპირო თუ იმავე სქესის მიმართ, ჰომოსექსუალისტების შემთხვევაში. მოკლედ, ძაან მომეწონა მე ეს სტატია და საკუთარ თავზე გადავწყვიტე დაკვირვება ;)))
მაგრამ ჩემი დღევანდელი პოსტი სექსოლოგიის საფუძვლებს და "რა სურთ ქალებს" არ ეძღვნება. ზემოხსნებულ ჟურნალს უნი-ს ბიბლიოთეკაში ვკითხულობ, რადგან იქ ყველა ჟურნალ-გაზეთი უფასოდ გვაქვს ;)) ეს ჟურნალი კიდევ საკმაოდ ძვირი ღირს და იმავე ფასად წიგნების ყიდვას ვარჩევ ხოლმე. იმ საინტერესო სტატიას ვკითხულობდი, როდესაც ბიბლიოთეკაში აჩოჩქოლდნენ (რაღაც ბევრ-ჩ-იანი სიტყვაა...), მეორე კორპუსში, ფიზიკოსების დარბაზში, თურმე გია ხუბუა ატარებს შეხვედრას ჟურნალისტიკის სტუდენტებთანო და აბა, წავედით. სადღაც 10 წუთს ვყოყმანობდი ის საინტერესო სტატია დამესრულებინა ქალების ლიბიდოზე, თუ ხუბუას არააგზნებად შეხვედრაზე წავსულიყავი.
როცა მსგავს შეხვედრაზე მივდივარ და მოპოლიტიკოსო ტიპს უნდა ვუსმინო, წინასწარ ვიცი, რა კითხვაც უნდა დასვა, მაინც იმას გიპასუხებს, რაც თვითონ უნდა. ამიტომ სურათების გადაღებით შემოვიფარგლე. სამაგიეროდ თაზომ და ნატამ იქალვაჟკაცეს და ბრაზიანი კითხვები დაუსვეს ხუბუას. პასუხად, რექტორმა ჩვენი ფაკულტეტის დეკან ნოდარ ბელქანიას მიმართა: კი, მაგრამ რატომ არ გაქვთ საკმარისი კამერებიო? როგორ არ უშვებთ სტუდენტებს პრაქტიკებზე სხვადასხვა მედიასაშუალებებშიო? კი, მაგრამ ნუთუ ასეთი რამე შესაძლებელიაო? ცუდად გავხდი კინაღამ. ისეთი სახე ჰქონდა ხუბუას, მინდოდა მეთქვა, დამშვიდდით, ყველაფერი ჩვენი ბრალია, რომ ასე გაწუხებთ-მეთქი. არ მითქვამს, რა თქმა უნდა, მერე კი ვინანე, რომ არ ვკითხე, ამ phony ფაკულტეტის ადმინისტრაციას არასოდეს შეხვედრიხართ-მეთქი, სად ცხოვრობ, man? ხოდა, ჰოლდენივით, სარკეში რომ იჭერდა ბოქსიორის პოზას, მეც ისე მომივიდა, ჩემთვის ვბრაზობდი და კითხვა მაინც არ დავუსვი. ოქეი, დავუსვამდი და რას მიპასუხებდა? პოლიტიკანურად, თავისკენ შეაბრუნებდა საჭეს და ისევ ბელქანიას ეტყოდა, კი, მაგრამ რატომ არ მოდიხართ თხოვნებით, ჩემი კარი მუდამ ფართოდაა ღია თქვენთვისო, სტენლი კუბრიკის იმ ეროტიკული ბულშითოლოგია ფილმივით 'Eyes wide shut'. ერთი მომენტი, მეორეკურსელმა მეგიმ რომ დასვა კითხვა და სტუდენტები აჟღურტულდნენ, ვიფიქრე, ახლა ვნახავ ცოტა სკანდალს-მეთქი, მაგრამ ვერ შედგა ეს სკანდალი. რექტორმა ისევ დეკანთან გადაამისამართა და თვითონ უცოდველივით იდგა კათედრასთან, გვერდს ცისფერპერანგა თვითმმართველობის ბიჭი უმშვენებდა და ისე ფართოდ იღიმებოდა, მე რომ ცისფერპერანგა ტიპებს ვეტრფოდე, მომეწონებოდა :P
ნათელი წერტილები: თაზო მიკროფონით და იდეებით სავსე იყო :P ამიტომ ველოდები მის პოსტს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. თათია მჟავანაძე, ბოლოს რომ გაბრაზდა და ხუბუას უთხრა, მილიონი წელია წერილი მოგწერეთ და ჯერ პასუხი არ მიმიღიაო. აქ ერთი კი შეხედა ხუბუამ ბელქანიას, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
მერე დარბაზი რომ დავტოვეთ, ნატამ მითხრა, ბელქანია შემეცოდა, რა დღეში ჩააგდო ხუბუამო :ლოლ: ღირსია-მეთქი, გავიხუმრენახევრად ;))) ეგ ბელქანია იყო, კოლოკვიუმებზე რომ მწურავდა და ჩემგან ანა ფროიდობას მოითხოვდა. აენგრე :ნიშნისმოგებსმაილი:
[კინაღამ დამავიწყდა: ივერია გაბრწყინდება! უკვე დაიწყო კიდეც, მელიქიშვილზე ისეთი გასართობი ცენტრი ააციმციმეს. მარაზმ!]

13 comments:
დამაინტრიგებელი სათაური:))
ჰმ, ეს რა მეთოდი ჰქონია – გადამისამართების :დ
და ბელქანია, ალბათ, უხმოდ იდგა – როგორც ასეთ შემთხვევებში იციან ხოლმე..
"დიალოგი" სამ მხარეს შორის :)
კი, ვბრწყინდებით, აბა როგორ! :))
პ.ს. ჰო, "ცხელი შოკოლადი" მგონი მართალს ღაღადებს ;)
დღეს დიდი დღე იყო, დიდი...გემრიელად მოვიფხანე გული. არაფერი დამრჩა უთქმელი. იცოცხლე, დაპირებებიც ბლომად დარიგდა. ჯამში მართრლა საინტერესო იყო: ზოგმა ის დრო ინატრა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ვილისი რომ ჰყავდა, ზოგმა კი სააკაშვილის შეხვედრაზე სტუდენტებისთვის წინასწარ ჩამორიგებული კითხვები გაიხსენა.
P.S
დანარჩენს ჩემი ბლოგიდან გაიგებთ, მაქსიმუმ შაბათს ან პარასკევ საღამოს(ენაგამოყოფილი სმაილი)
შენ შეიძლება მოიფხანე გული, თაზო, მაგრამ მე მაინც ჩემებურად დავრჩი ;) ასეთი შეხვედრები საჩემო არაა!
ამიტომ არ მიყვარს, "მოპოლიტიკოსო" ხალხი, რექტორთან შეხვედრები, ცისფერპერანგიანი სტუდ.კავშირის წევრები და ა.შ. ))
როგორც ადრე ფორუმ.ჯი–ზე, ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა, გაუთოვებული წითელი ჰალსტუხის სუნი ასდით, და გულს მიწუხებს )))
ჰეჰ.. ბელქანია ) ვინაა ნეტავ xD არც ისე ბევრნი ვართ )
Girl, you rule! :D
ცისფერპერანგიანის (კარგი ფერია, რა!!) ღიმილზე რატომღაც ერთი ფრაზა გამახსენდა: შენ დედა გყავს, დოქსოპულო?!
ჰმ, ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს? ;)
სოფ წავიკითხე ახლა შენი პოსტი და გული დამწყდა, რატომ არ მოვედი ამ შეხვედრაზე:( არადა მინდოდა , მაგრამ გადავიფიქრე:|
აჰ! მეორე სურათი გენიალურია :D
ისა ხო მიყვარს ხუბუა :D პატივს ვცემ იმის გამო რომ რაც არ უნდა უხერხული და ისეთი ჩამჭრელი კითხვა დაუსვა ყოვეთვის მზად აქვს პასუხი და თან ისეთი პასუხი რომ უახლოესი 5 წუთის განმავლობაში სხვა კიტხვა ვერ მოგაფიქრდება :D
ხო ნუ პროფესიული თვალსაზრისით დადებითი თვისებაა :D
p.s. სათაური ისეთი იყო მეთქი
ინტრიგა
სკანდალი
საჭორაო მასალა
:D
დამავიწყდა მეკითხა
როდესაც პატივცემული გია თქვენ კითხვებს თქვენივე დეკანთან ამისამართებდა
რა რეაქცია ჰქონდა დეკანს?
ა) შეწუხებული სახით აქნევდა თავს;
ბ) გულწრფელად ამბობდა რომ რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს და მეტი რა ქნას?
გ)იძლეოდა დაპირებებს: "იქნება....იქნება ყველაფერი იქნება.... აი უახლოეს მომვალში....... ბატონო გია .... კონსტრუქციული დიალოგი სტუდენტსა და დეკანატს შორის ბლა ბლა ბლა "
დ) ჩუმად იდგა და ცდილობდა ისეთი სახის მირებას ვითომ ეს ყველაფერი მას არ ეხებოდა.
პ.ს. მიყვარს ცხელი შოკოლადი ;)
Hexe, the answer is A ;)
სოფო, გამარჯობა. პირველად ვათავსებ პოსტს თქვენს ბლოგზე - მტკივნეულად მშობლიური თემა იყო. მიხარია, რომ ცინიკურად და ფხიზლად იყურებით. არც გულის მოფხანაში ყრია ბევრი არაფერი. ბელქანიას ტაქტიკა აქამდე პასუხისმგებლობის სრულ არიდებამდე დაიყვანებოდა. ხუბუამ, ეტყობა, გადაწყვიტა, განესახიერებინა რისხვა ამის გამო. რექტორს ახლა მგონი ნამდვილად წყალი აქვს შემდგარი და მჟავანაძის გამბედაობაც ამით აიხსნება. ისე, მე დამენანება ბატონი გიორგი ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან გასაშვებად: ეს არის უაღრესად ჰარმონიული წყვილი, ისინი შვენიან და ავსებენ ერთმანეთს და უნივერისტეტში ქალების დიდ ნაწილს უნდა იგივე, რაც უნდა ხუბუას უნივერისტეტისავე ფარგლებში: წყნარად ყოფნა და გარანტირებული ხელფასი, რომელიც მაღალია მათი შეზღუდული შესაძლებლობებისათვის.
მგონი, მცირე უზუსტობაა, სოფო. ცოტა გაზვიადებულად მეჩვენა თათიას გაბრაზება. პირიქით,შეხვედრაზე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მართლაც, ერთი გუნდია, ჰარმონიული :)) შენ და ნატამ, შეიძლება, ეს ვერ შეიგრძენით, რადგან ადრე წახვედით.
p.s. ase, rom ver vityvi, rom gambedaoba iyo misi mxridan
ბატონო დავით, მადლობა კომენტარისთვის ;) და მიხარია, რომ გაგვიმხილეთ პასუხი, თუ რა სურთ ქალებსა და ხუბუას :))
Anonymous, გეთანხმები, მგონი, უზუსტობა ნამდვილად გამეპარა :) თათია თავიდან ნამდვილად პატარა შეშინებული გოგოსავით იყო და ნატას ისიც უთხრა, მგონი, სულაც არ გვჭირდება ის მიკროფონებიო, უბრალოდ ბოლოს რაღაც მაინც ხომ ამოთქვა? ;))
ძველი პოსტია, მაგრამ არ შემეძლო, არ აღმენიშნა – მაგ ცისფერპერანგიან ბიჭს ასევე მშვენიერი ცისფერი თვალები აქვს :D :D
Post a Comment