Sunday, March 1, 2009

'Carry me on'


ხან მგონია, რომ რობოტად ვიქცევი, ჩემს ემოციებს ვებრძვი. ტიპური "პმს" პოსტია.
ინტერნეტი შემზიზღდა.
გაზაფხული, საერთოდ, ნერვებს მიშლის. ყელი მტკივა, თვალები, შუბლი და ყველაფერი გაზაფხულზე მემართება. არც სიმწვანე მახარებს, არ მინდა სიმწვანე და თავი დამანებეთ! სიცივე მინდა!
მინდა, ყველა ჩემნაირი იყოს! :stupid: მხოლოდ მაშინ არ მირეკავდნენ, როცა რაღაც სჭირდებათ ჩემგან. მინდა, მომისმინონ ზოგჯერ, ამ დროს მხოლოდ ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და ენერგიას მაცლიან. ჩემი ხმა კიდევ იკარგება ცარიელ თვალებში.
მიჭირს არგაბრაზება. მიჭირს სიმართლის პირში არმიხლა, რადგან არ შეიძლება, თუნდაც სიმართლე იყოს. ჩემი საქმე არ არის და იქნებ მე უფრო ცუდი ვარ სხვებზე. ამ დროს გული მწყდება.
ლეიდიქროუს მისწერა წერილი ერთმა უჭკვიანესმა კაცმა, ამონარიდი "Footprints"-დან და მთელი დღე ამას ვიხსენებდი...
Carry me on, Lord!
ხევრუსასთან შევწყვიტე გაკვეთილები. ძალიან ძალიან ვიტვირთებოდი და მე კიდევ ჯერ მზად არა ვარ. იმდენ ინფორმაციას მაწვდიდა, ვეღარ ვუმკლავდებოდი...
შლომო, შლომო, როგორ მენატრები, როგორ მინდა სულ ცოტა, შენი ერთი ბეწო სიბრძნის ნაწილი მომცა!
I hope the sun is still there for me, is it? :)

7 comments:

Lika Kakiashvili said...

სოფი, ვიცი, რომ შენ ისე გაიგებ ამ პოსტს, როგორც ბევრი - ვერ. ერთხელ ერთ პეისებიან ადამიანს გადავეყარე სრულიად შემთხვევით. აი, ისეთს, მთელი ცხოვრება რომ მათ გაგებას ვცდილობ მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვიცი, ნებისმიერი ცდა უშედეგო იქნება. თუმცა თვალები აქვთ იმდენად წმინდა, გინდა-არ გინდა, უსმენ და ენდობი. ჰოდა, მან მითხრა, ნუ ეძებ ღმერთს, შენ თვითონ ხარ ღმერთიო. მარტივი სიტყვები, მარტივი სიბრძნეა.

იმის თქმა მინდოდა, რომ The sun is NOT there. YOU are the sun. Don't you dare lose yourself!

Toma said...

მარტო ამაზე მინდა კომენტარის გაკეთება "ყელი მტკივა, თვალები, შუბლი და ყველაფერი გაზაფხულზე მემართება."

ალერგიის სიმპტომებია და შველადია. შესაბამისად ხასიატიც გამოგისწორდება :)

Anonymous said...

სოფი, it's ok :)

ლიკამ ძალიან კარგი რაღაც მოგწერა
"ნუ ეძებ ღმერთს, შენ თვითონ ხარ ღმერთიო".
და კიდევ.. უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, არ არსებობენ ცუდი და კარგი ადამიანები ))) იმიტომ რომ ცუდი და კარგიც არ არსებობს )) ასე რომ, ნუ იგრუზავ თავს. ადამიანი ხარ, ადამიანისათვის დამახასიათებელი ყველა თვისებით. ის, რომ გინდა რომ გისმინონ, ის რომ აგრესიას ვერ იკავებ, ეს ყველაფერი ძალიან ადამიანურია :)) და რაც მთავარია И это пройдет =)

Anonymous said...

ნეტა მეც იმათ რიცხვს ხომ არ მივეკუთვნები რომ "ლაპარაკობენ და ენერგიას გაცლიან", სერიოზულად დავფიქრდი ამაზე :(

Anonymous said...

მე კიდევ სერიოზულად მივეჯაჭვე ინტერნეტს და უმისობას ვერ ვიტან :)


მგონი, უბრალოდ გადაიღალე ერთდროულად ბევრი ურთიერთობისგან..
ყველაფერი კარგად იქნება :)

Anonymous said...

ეგ სიტყვები რომ მომწერა რაღაცნაირად დავწყნარდი და შემახსენდა ეგ ყველაფერი : ) .. ხანდახან ძალიან მჭირდება ხოლმე მაგის გაგონება..

Anonymous said...

თურმე რამდენი საერთო გვქონია სოფი....
მეც ასევე ადამიანურ ურთიერთობებს დიდ პატივს ვცემ და მინდა ხალხი კი არ იყენებდეს ერთიმეორეს უბრალოდ უყვარდეთ ერთმანეთი....
შენ შემოქმედებითი სულის მქონე ადამიანი ჩანხარ!ვიმეგობროთ თუ გინდა:*)