პოსტის დაწერა ისე არასდროს გამჭირვებია, როგორც ახლა. ერთი სამი-ოთხი დღეა ტირილის მიზეზს ვეძებ, აი ასე. ვგრძნობ, რომ ტირილი მინდა და მიუხედავად იმისა, რომ სულ ვიცინი, მაინც ტირილი მინდა. რამდენიმე მიზეზი კი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად საკმარისია და ღირს, რომ ვიტირო :P
გუშინ ნატასთან და თეასთან ერთად რაღაც საცოდავ პოეზიის საღამოზე ვიყავი, ვაპირებდი დამეწერა ამაზე, მაგრამ შემეცოდა ის პოეტი გასაბითურებლად. იქიდან გვიან წამოვედით და ვითომ მშვიდად უნდა გვესეირნა პლეხანოვზე, უცებ წინ ერთი წითელლიფიანი და გიპიურისპერანგიანი კაცი შეგვეფეთა :( შემეცოდა, გაოცებაც ძლივს მოვახერხე. ნატამ, ნეტა, კარგად შემეთვალიერებინაო. მერე გზად მე დამტუქსა "სულ მთლად გადაჰყევი ამ ბლოგს და ღირსშესანიშნავს აღარაფერს ქმნიო", აქამდე ხომ მე შევქმენი მსოფლიო კლასიკა... მიკვირს ხან, როგორ შეუძლია ამ ერთი ბეწო ნატკას ამხელა ენერგია ჰქონდეს და მეც კი, ტანიან-ჯანიანი ქალი, მიმტუქსოს. მერე გოგოებს მოშივდათ. სანამ ისინი ლობიანს იყოფდნენ და მე კოლით ვიჭყიპებოდი, ვისაუბრეთ ყველაფერზე - წიგნებზე, მარკესის მეძავებზე, ჩვენს საქმიანობაზე, თეას ისევ პიარი იტაცებს, ნატა ჟურნალისტია თხემით ტერფამდე და მე კიდევ... არავინ იცის ჯერ :| ჩემმა მეგობარმა მითხრა, თინიმ, არ გამიკვირდება, ერთ დღესაც სამზარეულოში გნახო სადილს ამზადებდე ან ბავშვს უცვლიდეო, ჰო ვინ იცის. მე არ ვიცი, შეხედულებებიც მეცვლება, მისწრაფებებიც, მიზნებიც. საერთოდ, ყველაზე ხშირად ჩემნაირი ექსფემინისტები მიდიან იქ, სადაც ვერავინ წარმოიდგენს - სამზარეულოში :ლოლ:
დღეს კიდევ ლექციაზე საინტერესო რაღაცები მოგვიყვა გივი ქირიამ, ადამიანებზე, მათ პასუხისმგებლობაზე, ფიზიკურ და სულიერ შესაძლებლობებზე, ზოგ ადამიანს თურმე შეიძლება ხშირად მოსდიოდეს ავარიები, ან ჩხუბი თანამშრომლებთან და ჩვენი ვალია, ფსიქოლოგების (even minors) то есть, გავიგოთ, ზუსტად რაშია საქმე, ასე კალკის დონეზე რომ გითხრათ. ეგ არ ვიცი, მაგრამ დღეს ვცდილობ, ჩემს ბრაზს მოვერიო, არ ავღელდე უმნიშვნელო რაღაცებზე, თავიდან ამოვიგდო სამყაროს შეცვლის სურვილები; მოკლედ, "დავაყენო", როგორც გემრიელად მეტყოდა ვინმე გაბედული :| მაგრამ ძნელია, man, ისეთი ძნელია. უკვე აღარ ვიცი, ვინ ვარ, სად ვარ, რატომ ვარ და მინდა, თუ არა ვიყო. ადამიანები მეცოდებიან. ლილუს ვეუბნებოდი, საქართველო ისე მეცოდება, ვიტირებ-მეთქი :( one more reason to cry. ("ცხელ შოკოლადს" ვურჩევ, ერთი კვლევა ჩემნაირ სოციალისტ-wanna-cry-so-much-type-of-girls-ზეც მოიძიოს)
თუ ამ პოსტს გაუძელით, ჩემი თინეიჯერობის საყვარელ ჯგუფსაც მოუსმინეთ :) ჩემი ბავშვობის მეგობარ თამუნას ჰქონდა წარსულ 1998-99 წლებში Spice Girls-ის სტამბულის კონცერტის ვიდეო და მაძაგძაგებდა მისი ნახვისას. I used to be such a girl power, gosh! :D Все, აღარ ვიტირებ, better dance!

11 comments:
მმმმმ.... აი მასეთ პერიოდებში ვხვდები, რომ არაფერი მიშველის. მთავარია ცოტა დრო გავიდეს და რამე პოზიტიური მაინც მოხდეს, აი თუნდაც კარგი ამინდი გამოვიდეს. ხანდახან წამომივა ცრემლები და არ ვიცი რატომ.. ასეთ დროს ფსიქოლოგობა არ მშველის. ისე, ხანდახ ვფიქრობ, რომ თუ არ ვუღრმავდები, ე.ი. არ მინდა მიზეზის გაგება... ხოდა just cry-ს ვარქმევ ხოლმე...
p.s. მიხარია თუ გივი ქირია ვინმეს რამით დაეხმარა :D
უი, მე მიზეზის ძებნა არ მინდა, მაქვს მიზეზი და მთელი 2 დღეა გადააბმულად ისევ ვღნავი )))
დღეს აგქონდა ქირია? გივისთან ერთან კიბეზე ჩამავალი ბავშვები ვნახე დღეს და შენც თუ იქ იყავი, ზნაჩეტ გნახე )))
კიდევ როდის გაქვს ლექცია?
მაილზე მომწერე )))
ნიმინი, მე რა მგონია იცი? ყველა ადამიანისგან შეიძლება რაღაცის სწავლა ;)
იასამან, ხვალ მაქვს სემინარი კომპიუტერების ოთახის გვერდით აუდიტორიაში :) საერთოდ, სათვალე მიკეთია და დასავარცხნი წითელი თმა მაქვს :D თუ მიცანი, მეტაკე ეგრევე, არ მოგერიდოს :ლოლ:
მეც სათვალეას ვატარებ, მუქ ჩარჩოიანს და ღია მწვანე რაღაც მაცვია ზემოდან (ჟაკეტივით თუ რაღაც)
მე სულ დაბნეული დავდივარ და შენ თუ მიცანი შენც მეტააკე )))
tkveni datakeba damanaxa netav cali tvalit....magari ikneba, ucnobi kargad nacnobi xalxis shexvedra :)))
es iyo erTerTi im dRetagani sul rom gaxsovs, kai xania amdeni ar micinia Tan ase gulianad. samni erTad kaia :)
აუ მეც მიცანით რა, მეც რა, მეც :ჯუმპ: ნუ პიკოს რომ ნახავ ავტომატურად მეც მნახავ ალბათ..იმიტომ, რომ უჩემოდ არ უნდა გაუშვათ მაი ამბავი :დ
პოსტზე კიდე..ჩემსა და შენს შორის ერთი განსხვავებაა, შენ მიზეზს ეძებ ტირილისთვის და მე უმიზეზოდაც შემიძლია აღნავლება :უსერ: სულ არ მაინტერესებს ღირს თუ არა ღნავილად :დ
თაზო, ოხოხოხო, ამ კაცებს როგორ მოგწონთ ქალების დატაკების ამბები :P იზვრაშენცი :D
ladycrow, დღეს ვნახე პიკო :) ვიცანი და იმანაც ეგრევე მიცნო და ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ერთი რაც მახსოვს, ის იყო, რომ ორივე ვიცინოდით :ლოლ:
ეს დღეებია, ცრემლების შეკავებაში "ვვარჯიშობ":( და ძნელია..
საინტერესო რამ იყო "ექსფემინისტი" :)
ძალიან მომეწონა ეს პოსტი...
გამახსენდა ჩემი ახალგაზრდობა, მეორე კორპუსის წინ გატარებული თვბილისური სტუდენტობა და ჩემი დაქალები...
გაცილებით უფრო ფერადი იყო მაშინ ცხოვრება...
ბოლომდე ისიამოვნე, ესაა ჩემი რჩევა!
სოოფ,ზუსტად ასეთი პერიოდი მაქვს მეც.. და ნატას ალტერ-ეგო არის დედაჩემი,ჩემი და, ჩემი მეგობარი და ა.შ.
არადა მარტო შენ უნდა გადაწყვიტო რისი კეთება მოგწონს ყველაზე მეტად და რაც მთავარია, რა გეხერხება :)
Post a Comment