დღევანდელ დღეზე ითქმის, რომ სასწაული დღე მქონდა.
დილიდან, ვარაზისხევზე რომ არახრახდა ავტობუსი, ვიგრძენი, როგორ მიყვარს სიცოცხლე, როგორ მიყვარს მზე და ადამიანები. სერიოზულად ვამბობ, ისე მიყვარდა ყველა იმ მომენტში, მეთქი ავდგები და ვიყვირებ.
თუმცა, ჩემს ჰუმანიზმს რომ არ ეხება ეს პოსტი, აშკარა უნდა იყოს. დღეს უნივერსიტეტში რუსული სექტორის ჟურნალისტიკის სტუდენტებმა თავიანთი ჟურნალ "ლაბირინთის" პრეზენტაცია მოაწყვეს და დავიპატიჟეთ თავი. ზემოხსენებული პრეზენტაცია VI კორპუსის დარბაზში ჩატარდა. მართალია ჟურნალი გასული წლის დეკემბერში გამოვიდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, პრინციპით მუშაობენ ჩვენი ძმები ;) მე კიდევ მსოფლიოში უსაძაგლეს ანდაზად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, ბავშვებს ჟურნალებიც აღარ ჰქონდათ, რომ დაერიგებინათ. პრინციპში ვის დაურიგებდნენ, აღმოჩნდა, რომ 2 საათზე ყველაფერთან ერთად (ყველაფერში იგულისხმება არარსებული ა-ლა ფურშეტი, ნატა რომ ასე ძალიან ელოდა) "მთავრობის" სხდომა იყო და ამიტომ ათიოდე ადამიანი (სტუდენტების ჩათვლით) ესწრებოდა რუსული ჟურნალის პრეზენტაციას. ბელქანიამ ბოდიში მოიხადა, რამდენიმე წამით უკან ჩამოჯდა და ჩემი არაქვეტექსტიანი შეკითხვა ჟურნალის რეცენზენტის მისამართით, რომელიც სტუდენტებს აჯერებდა, ობიექტურობა არ არის საჭირო და ჟურნალისტი სუბიექტური უნდა იყოსო, მოისმინა. ქეთი მეფარიძე შეშფოთდა, შენც ეს გაიგონე თუ მომეჩვენაო? რეცენზენტი რუსულად ლაპარაკობდა.
მალე ეს ხალხი კითხვების დასმას შემაძულებს. აბა, მაინც ვერ მიხვდა ის კაცი კითხვას და იგივე განაგრძო, ობიექტურობა რა საჭიროაო, მაგალითიც მომიყვანა (სულ მთლად ცოცხალი), აი, უნივერსიტეტში რომ ჭერი ჩამოინგრეს და ვინმეს ფეხი მოსტყდეს, შენ სხვანაირად გააშუქებ და მე - სხვანაირადო; მე სისტემას დავადანაშაულებო... მეც მანდ ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ გავუგეთ მე და რეცენზენტმა ერთმანეთს ;) სისტემა უკან მეჯდა.
მერე ერთერთმა ლექტორმა შემახსენა, შენ აქ დაუპატიჟებელი სტუმარი ხარ და რეცენზენტს დააცადე ჟურნალისტების შექებაო, რომელიც ასეთი სახის იყო: ძალიან კარგი ნაწერებია, ჩანს შემართება, ჩანს აზროვნება, მაგრამ უფრო მეტ სითბოს, ჩაწვდომას ვისურვებდი... ვის რად უნდა ობიექტურობა, screw that!
მაგრამ ჩემი დღევანდელი დღის აპოთეოზი ავტობუსით მგზავრობა იყო, სადაც ჯერ ორმა ბიჭმა ველოსიპედი ამოიტანა და ხალხს გზა გადაუღობა. მერე გეპეის პირველ კორპუსთან ორი მუსიკოსი ამოვიდა დოლ-გარმონით, კი ვიეჭვე, ახლა ესენი დაუკრავენ-მეთქი, მაგრამ ბოლომდე სასწაულების მაინც არ მჯერა ხოლმე.
სასწაულები, კიდევ, ხდება და შეგიძლიათ ვიდეო იხილოთ.

17 comments:
როგორც ჩანს, ბევრი დავკარგე, რომ არ დავესწარი პრეზენტაციას. კიდევ ერთხელ მოვისმენდი, რომ ინტრიგანი ვარ და ვბედავ, შენიშვნების მიცემას :))
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ "სისტემის" ბრალია :)) ეს მან გამაგზავნა სხვა შეხვედრაზე.
თვითონ ჩაერთო განხილვაში?
:)
თვითონ "სისტემა" არ ჩარეულა. და განსაკუთრებით იმან "განმაცვიფრა", რომ სხვა სტუდენტებს (ჟურნალი ვინც გამოუშვა) საერთოდ არ გასჩენიათ კითხვა, აღშფოთებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. საერთოდ, რეცენზენტი რა საჭირო იყო, მე ამასაც ვერ ვხვდები :| მით უმეტეს ისეთი "პრაქტიკოსი", საერთოდ რომ არაფერი დაუწერია ცხოვრებაში... "ქვათა ღაღადის" შინაარსის გარდა ალბათ :P
mixaria rom ar davrCi, kidev aseT Sexvedras veRar gauZlebda Cemi isedac mSfoTvare guli:) me manamde gavesaubre "sistemas"
rac Seexeba dol-garmons, pirvelad me rom Semxvdnen egeni Sen maSin unda genaxa Cemi saxe :D
ახ ამ წამს დავწერე მეც ავტობუსზე პოსტი
და შემოვიჭყიტე შენთან
ისეთ სახალისო საუბარს შევესწარი დღეს , მაგრამ ის კი ვერ მოვიფიქრე ვიდეო გადამეღო ...
ნუ ჟურნალისტია მაინც ჟურნალისტია.
ხო და სოფი ბავშვობიდან დღემდე ჟურნალისტიკურზე მინდოდა სწავლა და აუცილებად თ,სუ,-ში
და რაც შენ პოსტებს ვკითხულობ ნელ-ნელა ეს სურვილი მიქრება.
მაგრამ წერ
:up:
ობიექტურად
აუ ეგ მუსიკოსები რამდენჯერ შემხვედრიან :უსერ:
ladycrow, თურმე ხშირად დადიან, ახლა ჩემმა მეგობარმაც მომწერა :D მე კიდევ ახლაღა ვნახე და გავოცდი ;) ბოლოს ტაში მაინც დავუკარი, შემეცოდნენ, ხურდა არ მქონდა, რომ მიმეცა და...
ომგ
ეგ ტიპეაბი ერთხელ გაჩერებაზე ვნახე და მეგონა, რეპეტიციიდან ანა საიდანღაც მოდიანთქო )))
რას წარმოვიდგენდი რომ საკუთარი შოუ ქონდათ ავტობუსებში ))
და ის ტიპი ჯერ არ შეგხავაედრია რეკლაამებს და სერიალების სიმღერებს რომ ზეპირად მღერის? )))
სოფი, ისე გამამხიარულა ამ ჩანაწერმა!!:დ
ჰო, ობიექტურობა რა საჭიროა, მთავარია ბევრი თაფლი და ნუგა, ან პირიქით – წიწაკა:)) გააჩნია "ჟურნალისტის" პირად დამოკიდებულებას. ეჰ.
ესენი პირველად, რომ ვნახე შოკში ვიყავიიი, იმხელა ჩანტით ჩამოუარეს ხალხს ჯიბეშჳ რაც კი მქონდა ქაღალდის ფულიანხურდიანად შიგ ჩავყარე, ხალხი შოკში იყო, ყველას ყბა ქონდა დაღებული
აუ ისე ავტობუსები მაგარი პოპულარული თემაა :დ
შენ ხო არ გინდა მანდედან გამოგაგდონ, ამდენ კითხვას რო სვამ, ჰა? :ლოლ:
მაგარი ვიდეო იყო!
სოფი, ძალიან მიყვარს შენი პოსტების კითხვა. წარმატებებს გისურვებ!!!
რა კარგი მუსიკოსები არიან :) ვისაც როგორ შეუძლია, ისე შოულობს ფულს, რა მოხდა.
eg musikosebi mec shemxvdnen ertxel...tavidan faruli kamera megona da yuradgebit vatvalierebdi, nagdad isini arian-metki....mat shous kidev iseti kamati mokva avtobushi, eg calke postis temaa.
recenzenti modashi shemodis bolo dros...burjanaze ar kavdat?
tu ver sheamchnie? :)))
ეს ვიდეო სადღაც ვნახე უკვე! მაგარი რამეა! წარმომიდგენია რა მხიარულება იქნებოდა!
ფული უნდოდათ და მიტომ უკრავდნენ? თუ თავის ჭიას ახარებდნენ?
ფული უნდოდათ.
რა მაგარი ვიდეოა :)
ვიგრძენი, როგორ მიყვარს სიცოცხლე, როგორ მიყვარს მზე და ადამიანები. სერიოზულად ვამბობ, ისე მიყვარდა ყველა იმ მომენტში, მეთქი ავდგები და ვიყვირებ.
Mec xshirad mqonia msgavsi momentebi :) Dzalian xshirad
Post a Comment