რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მაისში ტარდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდები.
ბაკალავრების ნახევარზე მეტი მაგისტრატურაში აბარებს და ისევ უნივერსიტეტის ფესვებს უბრუნდება - ეს პათეტიკური აფორიზმი არ არის, ჩემი დაკვირვების შედეგია. საერთოდ, საქართველოში ხომ არის სტერეოტიპი, რომ სტუდენტობა ყველაზე ბედნიერი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, ხოდა ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება გაიხანგრძლივონ მსგავსი ხანა. ამ დროს, ახალს ვერაფერს სწავლობენ, სამყაროს არ ეცნობიან, მზეს არ უყურებენ და ისევ უნივერსიტეტის კედლებით იფარგლებიან (მნიშვნელობა არა აქვს, რომელი უნი-ს). ხანდახან მგონია, რომ ამაში რაღაც შიშიც დევს, სტუდენტებს აშინებთ რეალურ ცხოვრებაში გასვლა, სიძნელეებთან შეჭიდება, მუშაობა, წვალება, ფიქრი და მაგისტრატურით ისევ თავის ბუდეში იმალებიან (რადგანაც ყველაფერი ზემოთ თქმული ჩემი პირადი თეორიაა, შეკამათებას სიამოვნებით მივიღებ).
იმ დღეს ჩემმა ერთმა მეგობარმა შემომთავაზა, მოდი, გავიდეთ გამოცდებზე და ვცადოთ მაგისტრატურაში ჩაბარებაო. თავიდან ვიფიქრე, ok, რას ვკარგავ. მაგრამ მერე მეექვსე კორპუსში ვნახე გამოკრული განცხადება, სადაც ეწერა, რომ გამოცდებზე დასაშვებად 50 ლარია საჭირო. რაც იმას ნიშნავს, თუ ვერ ჩააბარე, ამ 50 ლარს კარგავ. გარდა ამ (gotta see movie) შონ პენისებური მიზეზებისა, რომ მაგისტრატურაზე არ ჩავაბარო, არის კიდევ ორი: 1) რა ჯანდაბად მინდა მაგისტრატურა ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. 2) 50 ლარად შემიძლია ვიყიდო - უამრავი ნახმარი წიგნი ბუკინისტებთან, ასევე გემრიელი ლობიანი და ნამცხვრები ლესელიძეზე, ებრაულ საცხობში "ნეშამა" და ჩემს სტუდენტურ ბარათზე დავრიცხო სამგზავრო თანხა.
მიზეზი ორზე მეტი აღმოჩნდა, მაგრამ ამ მიზეზებს ერთი წინააღმდეგობა მოსდევს, ყველაზე ძლიერი და ანგარიშგასაწევი :| დედაჩემის ფარული სურვილი, რომ "სოფი, დედიკო, იქნებ მაინც გააგრძელო სწავლა საზღვარგარეთ".
ქართულ მაგისტრატურაზე არ ჩავაბარებ, ჟურნალისტიკის გაგრძელება არ მაინტერესებს! ჩემი სურვილი ბავშვთა ფსიქოლოგობაზე ჯერჯერობით მისუსტდა, ასევე მისუსტდა ლექტორობის სურვილი და თეთრი კაბის ჩაცმაც ;) გადავწყვიტე ვიმუშაო და სანამ ძალიან შორს წასვლას შევძლებ, ყოფილი საბჭოეთის ქვეყნები დავათვალიერო. ვთარგმნო მეირ ლევინის წიგნი, ვიშოვო ლიტერატურა ბავშვთა ფსიქოლოგიაზე, ვიმოგზაურო და ადამიანები შევიყვარო.
ამიტომ, თქვენც მოგიწოდებთ (ჰოი, დედანო (მამანოც), მარად ნეტარნო! :P ), კარგად დაფიქრდით, რა გინდათ. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც მხოლოდ იმიტომ აბარებს მაგისტრატურაზე, რომ "ასეა მიღებული", რომ ამის გარეშე სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ იმუშავებს (!), რომ მხოლოდ ბაკალავრის დიპლომით კარგ ბიჭს ვერ გაჰყვება :| screw that! რა გაჩქარებს 20-25 წლის ადამიანს სახელმწიფო სტრუქტურაში შეძვრომა და ასე მიღებული წესებით ცხოვრება? ჯერ შენი თავი გაიცანი, ის, რაც მართლა შენშია და გეუბნება, get your ass and dash off!

21 comments:
luvya :) :*
რას ვიზამ უნივერსიტეტს რომ დავამთავრებ, მეტად პრობლემური საკითხია ჩემთვის.თითქოს მწყდება გული უნის რომ მოვშორდები და "მშობლიურ მეექვსეს" . დიახ, მართალია, მინდა ისევ სტუდენტი ვიყო. პირველ კურსებზე საერთოდ უცნობი იყო ჩემთვის რას წარმოადგენდა სტუდენტური ცხოვრება და უნივირსიტეტმა იმაზე ბევრად ნაკლები მომცა,რაც უნდა მოეცა:|მაგრამ ძალიან შევეჩვიე უნის,რაღაც ორმაგი გრძნობა მაქვს მისადმი: თან ერთი სული მაქვს როდის დავამთავრებ, თან გულიც მწყდება.ჟურნალისტიკის მაგისტრატურაზე გაგრძელება არც მე მინდა, უფრო ფსიქოლოგიისკენ ვიხრები :)მაგრამ თითქოს მაინც ჩამოუყალიბებელი ვარ:| შენ კი სოფ მშვენიერი გეგმები გქონია და წარმატებებს გისურვებ მთელი გულით :)
სოფი, მე ვფიქრობ, რაც შენ გსურს, ამის გაკეთებაში ასაკი არასდროს შეგზღუდავს.
ჩემი აზრით, 30 წლამდე ასაკი ადამიანმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს კარგი განათლების მისაღებად. არ ვგულისხმობ თსუ–ს შენობაზე მიჯაჭვას.
სხვა საქმეა, ჟურნალისტობა თუ არ გსურს. ვფიქრობ, "გადართვა" შესაძლებელია.
Keti, ყველას თავისი შეხედულება აქვს, ხომ იცი. განათლების მიღებას არაფერი ჯობია, თუმცა იდეალური ასაკი საამისოდ არ არსებობს ;) როცა გინდა, ისწავლი, როცა სხვა რამე გინდა - ის უნდა გააკეთო.
DreaMar, აი, მე სწორედ მაგას ვამბობდი, რომ ადამიანი მიჯაჭვული ხარ სტუდენტობაზე და გარშემო მიმოხედვის გეშინია. მხოლოდ შენ კი არა, მეც - საკმაო დრო დამჭირდა, რომ რაღაცები გადამეფასებინა და ჯერ სად ვარ... სულ დასაწყისში :)
მომწონს, მომწონს, მომწონს ეს პოსტი!
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მაგისტრატურაზე სწავლა გავაგრძელო.
:jump::jump::jump:
ჩემ შემთხვევაში მიზეზი სტუდენტობის გაგრძელების სურვილი არ იქნება. ისედაც 7 წელი გამომდის სწავლა, სანამ ბაკალავრის დიპლომს ავიღებ.
არც უმუშევრობის გამართლება იქნება მაგისტრატურაზე გაგრძელება. ვიმუშავებ აუცილებლად.
შეიძლება არც გავაგრძელო. რა აუცილებელია
პირადად მე, მაგისტრატურა დავამთავრე მხოლოდ იმიტომ, რომ იურისტებს მაგისტრის ხარისხის გარეშე არ გვაქვს უფლება ვიყოთ პროკურორი, მოსამართლე, ადვოკატი ან ნოტარიუსი (ნოტარიუსისთვის ამხელა მოთხოვნის დაწესება სრულიად გაუგებარია, მაგრამ მაინც). ამდენად, საკმაოდ საინტერესო და პრესტიჟული სფეროები მიუწვდომელი რჩება. თუ კონკრეტულ პროფესიას მსგავსი შეზღუდვა არ აქვს და არც მეცნიერებაში მოღვაწეობის მწველი სურვილით იწვის ადამიანი, სამაგისტრო პროგრამების გავლის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ.
სტუდენტური წლები ყველაზე ბედნიერი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში?
ბევრისთვის შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ეტყობა მე ბედნიერება სხვანაირად მესმის. ჩემი აზრით, ბედნიერი ხარ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ხარ თავისუფალი(ანუ შეგიძლია აკეთო ის რაც გინდა და როცა გინდა, იყო იქ სადაც გინდა და ვისთანაც ერთად გინდა).
სამწუხაროდ დღეს ადამიანების უმრავლესობა და ქართველები განსაკუთრებით არიან მატერიის მონები.
ჩვენ მზად ვართ ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი გავატაროთ ინსტიტუტის ტყვეობაში, მოვიკლოთ გართობა/დასვენება, მეგობრებთან ყოფნა,
რათა 26-27 წლისათვის ვიყოლიოთ „მერსედესის კომფორტული ჯიპი ნომრებით 777 და გასიებული ღიპი“.(აგერ მაგალითად მე, 4 წლის წინ csb_ში იმ მიზნით ჩავაბარე, რომ მომავალში ჩემი მერკანტილური მოთხოვნილებები მაქსიმალურად დამეკმაყოფილებინა :);
მორჩა, I’m fed up with all it. ახლა ვხვდები, რომ სულაც არ არის აუცილებელი „Harvard business school“_ის მსგავსი დაწესებულებების დამთავრება, იმისათვის რომ იყო ბედნიერი და წარმატებული.
სექტემბერში ბაკალავრის დიპლომის აღების შემდეგ მაგისტრატურის გავლას არ ვგეგმავ, ვაპირებ არგენტინის, კოლუმბიის და კუბის მონახულებას ...........
P.s ყველას გირჩევთ უყუროთ “Fight Clubs”, ცხოვრების აზრს მიხვდებით
მევასები :D
რომ ამბობ, სტუდენტებს მუშაობის ეშინიაო, ვერ დაგეთანხმები.
მე–2 კურსზე ვიყავი, ანუ 19 წლის, როცა მუშაობა დავიწყე. მერე დაახლოებით ერთი წელი არ ვმუშაობდი და ახლა ისევ ვმუშაობ. ასე რომ მე პირადად არანაირად არ მეზარება მუშაობა. პირიქით. ძალიან მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ. რაც შეეხება მაგისტრატურას, ვაბარებ. ასე რომ თუ ჩავირიცხე, ისევ "მშობლიურ მეექვსეში" ვიქნები.
და რატომ??? იმიტომ, რომ მინდა სწავლა. და 50 ლარით მომივა თუ არა ბუკინისტებში იმ რაოდენობისა და შინაარსის წიგნები, რასაც მაგისტრატურაში მასწავლიან, საკამათო საკითხია.
და 50 ლარი იმდენჯერ გადამიყრია რაღაც სისულელეებში, რომ არ მენანება. თავიდან მეც სასტიკად მეზარებოდა და ახლაც მეზარება, მაგრამ მეორეს მხრივ why not?არაფერს ვკარგავ მართლა. ნუ 50 ლარის გარდა.
პლუს ამას ის მთავარი მიზეზი, ანუ მინდა ცოდნის გაღრმავება. მაგისტრატურის დამთავრების მერე კიდევ ვაპირებ არაერთი კურსის აღებას, რომელიც ნამდვილად სასიკეთოთ წამადგება.
ძალიან აქტუალურ საკითხს შეეხე სოფი. ამასთან დაკავშირებით შენთან ვარ. მინიმუმ ერთწლიანი ბოიკოტი საქართველოში მაგისტრატურის გაგრძელებას. სამუდამო ბოიკოტი კი თსუ-ს! უახლოესი ერთი წელი ასე მაქვს დაგეგმილი: 1. ვიწყებ მუშაობას 2. გადავდივარ მარტო საცხოვრებლად 3.ვაგზავნი აპლიკაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ბოლოს, ცოტა ხანში დავრეგისტრირდები რომელიმე ონლაინ სასწავლო პროგრამაზე.
უფრო და უფრო არ მინდა, რომ ისევ უნივერსიტეტს შევეკედლო. რამდენიმე დღის წინ, ჩემებმა შემომაპარეს, იქნებ "ჯიპაში" მაინც გეცადაო(ოხ ეს სტერეოტიპები).
მე კი, კიდევ ერთხელ ყურადღებით გადავხედე სასწავლო პროგრამას და საბოლოოდ დავრწმუნდი რომ-არა.
თსუ-ს პროგრამებისთვის არც კი გადამიხედავს, არც ვაპირებ.
და ბოლოს, ყველაფერს ვიზამ, რომ ბოლოსდაბოლოს ხმამაღლა დავიძახო:
Hola Madrid!
ჰეჰ
მაისის შუა რიცხვებში თუ იყო არ მეგონა...
მეც ზუსტად მაგ 50 ლარმა შემაჩერა
თან ყველაზე საინტერესო არის ის რომ საერთოდ ვერ ვხვდები რაშია საჭირო ეს 50 ლარი
ანუ თუ ეროვნულებზე 3 გამოცდა ჩავაბარე 30 ლარად
აქ ერთი გამოცდა 50 ლარად არარეალურია
:D
როგორ მაინტერესებს სად და ვისთან უნდა გიღრმავონ ცოდნა, :( თსუ-ში?! :( :( :(
absouluturad vetanxmebi shens posts...
da shesabamisadac viqcevi :)
თუ პროფესიის შეცვლა გინდა მალე შეიცვალე :) მერე დაგეზარება.
მე 5 წლიანი სწავლების მერე, 5 წელი ვმუშაობდი, მერე კი მომინდა საზღვარგარეთ სწავლა. და გავაგრძელე. მერე ისევ ვიმუშავებ და ასე...
უბრალოდ თუ არ მოგწონს შენი პროფესია, სხვა რამეზე ჩააბარე, და ის აკეთე რაც გინდა.
ერთია მთავარი, დრო ძაან სწრაფად გარბის, ეცადე არ დაგეკარგოს.
ara,ra saqartvelos magistratura..ubralod 20 wlis asakSi sakmarisi ganaTleba ar geqneba. ra jandaba unda qna?
me vfiqrob,rom ragac-raRacebSi sakmarisad damoukidebeli var da es momwons.isic vici,ra minda,magram finansebi miSlis xels. hoda iZulebuli var,jer is vaketo,rac ar saSinlad momwons,magram amis gareSe Cems mizans ver mivaRwev. me ase var,magram iseTebic arian,vinc amas ver axerxebs...
თუ რამე სერიოზული მიზნები აქვს ადამიანს ჯობია მაგისტრატურა მალევე დაამტავროს! მე ასე ვფიქრობ და გარშემო რასაც ვხედავ და ვაკვირდები მართალი ვარ!
სოფიი რაღად მინდა ბლოგი თუ ჩემს აზრებს შენ დაწერ:):)რა უნდა მოხდეს, რომ მაგისტრატურაზე უნივერსტეტში ჩავაბარო? ალბათ უახლოეს მომავალში ისეთი ვერაფერი ვერ მოხდება რაც გადამაფიქრებინებს...ვინმეს თუ კიდე ჯერა, რომ მითუმეტეს ჟურნალისტიკას მაგისტრატურაზე ისწავლის ძალიან ცდება...ჟურნალისტიკის სწავლას საერთოდ არ ჭირდება 4 წელიც კი...არასოდეს არ ვსწავლობდი კარგად, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პირველი კურსიდან ვმუშაობ უფრო ბევრი ვიცი, რაც ჩემმა ზოგიერთმა ბეჯითმა ჯგუფელმა და ახლა მივხვდი რომ ჟურნალისტიკა საერთოდ არ მაინტერესებს:))))... პაიჭაძეს აბსოლუტურად ვეთანხმებოდი, რომ ჟურნალისტიკა არ უნდა იყოს ცალკე ფაკულტეტი სისულელეა.....მაგისტრატურა უნივერსიტეტში ხომ საერთოდ...
მე კიდევ მეგონა მარტო მე მქონდა ეგ პრობლემა, რომ მარტო მე არ მინდა ეს მაგისტრატურა, იგივე შენობა, იგივე ლექტორები, თქვენ წარმოიდგინეთ ქსეროქსები და ისიც იგივე :) შემჭამეს ოჯახში : ”გეცადა მაინც”, ”აიღე ეგ ქაღალდი, რას კარგავ!”, ”ვერ იშოვი,გოგო,სამსახურს”, ”თუ პატივს მცემ ცოტა, რა დაგემართა”. რას ვკარგავ და 2 წელიწადს, ნერვებს, უარეს შემთხვევაში ფულს. და დაიარებიან ახლა სახლში ”ადამიანის შენ არ გესმის და რო ამოირტყამ ცხვირში, ხო ნახავ მერე” სახით :(
დაახლოებით ერთი წელიწადია ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ დავიკმაყოფილო ჩემი განათლების წყურვილი, ამაზე ჩემს ბლოგზეც დავწერე ამას წინათ პოსტი. პირადი მიზეების გამო არ მინდა საზღვარგარეთ ჩაბარება ჯერჯერობით. და მანამდე სანამ საზღვარგარეთ გავისიერნებდი, უბრალოდ სწავლა მინდა.
დიდი სისულელე არის საქართველოში მაგაისტრატურაზე ფულის გადახდა მითუმეტეს ჩემს სპეციალობაში(კომპიუტერული მეცნიერებები), ხოდა გამოვიყენებ სამაგისტრო გამოცდებს და ვისწავლი უფასოდ. სულ ცოტას მაინც შემმატებს, მაგრამ ეს ცოტაც ვერ მიპოვნია რომელ უნივერსიტეტშია...
Post a Comment