Tuesday, May 5, 2009

90-იანების შიში

აქამდე, აგვისტოს ომის დროსაც კი არ მქონია შიში. დღეს კი ჩავრთე ტელევიზორი და კურიერში ამბობენ, რომ მუხროვანის საჯარისო ნაწილი დაუმორჩილებლობას აცხადებს. სიხარულიძე ამბობს, შესაძლოა მათ სახელმწიფო გადატრიალების სურვილიც კი ჰქონდეთო.
საინფორმაციო სააგენტოების ნიუსებს გადავხედე: ისევ ამბოხი, თბილისის ქუჩებში ქაოსური საცობები და სამართალდამცველები არ ჩანან, რომ დაარეგულირონ.

სწორედ ახლა მივხვდი, რომ მეშინია. 90-იანები მახსოვს ძალიან მწარედ და იმიტომ - უშუქობა, სიცივე, საღამოს 6-ის მერე ქუჩაში გასვლა რომ საშიში იყო, ტროლეიბუსებს და ტრამვაებს რომ უკნიდან ახტებოდა ხალხი, ან ავტობუსის კიბეებზე იდგნენ. ვიღაცისთვის შეიძლება სასაცილო შოუ იყოს, მაგრამ ასეთი პოლიტიკური ვითარება ჩვენს ფსიქიკაზე ხომ მოქმედებს, რა შეიძლება გამოვიდეს ჩვენგან? ნიჰილისტი ცინიკოსები? უკვე ვართ კიდეც, don't worry!
აღარ მინდა 90-იანები განმეორდეს!
გუშინ ორი ქალის საუბარი მოვისმინე ავტობუსში, უკმაყოფილოები იყვნენ, ვერ გავძელი და ჩავერიე. გავახსენე 90-იანები და მომდევნო პერიოდი, პურის რიგებში რომ იდგნენ, გაბრაზდნენ, "ამათი" ხარო : რატომ არ შეიძლება, უბრალოდ შევიშნოვოთ ის, რაც გვაქვს, დავინახოთ სინათლე, რომელიც მაშინ არ გვქონდა და ანეკდოტები დადიოდა იმაზე, როგორ უკვირდათ ბავშვებს ანთებული ნათურა.

ცხოვრება მართლა ზღაპარი ხომ არ არის, რომ ავი სულები და ბოროტი ურჩხულები დაგვდევდნენ და მოსვენებას არ გვაძლევდნენ? ან იქნებ არის, მე რა ვიცი :(

17 comments:

Anonymous said...

მართლა ცოდოები ვართ.. აღარ მინდა ტელევიზორის ყურება ! აღარ მინდა არც ავტობუსებში ხალხის მოსმენა ! დავიღალე სიბნელით..

Lalena said...

ისა, ქუჩაში გნახე და ღიმილი გადმომდე, მადლობა ვერ დაგაწიე და ახლა გეტყვი... მადოლი :)

Anonymous said...

დემნ ით! დავიღალე უკვე, ხმისჩახლეჩამდე ვეკითხები ზოგს, რომ დიდი ხანია კერასინკები აღარ გიდგათ სახლში? დიდი ხანია ხელფასებს 5-6 თვით არ გიყინავენ? დიდი ხანია ქუჩაში გასვლის აღარ გეშინიათ? და იმასაც ვყვირი, რომ როცა რუსეთი სულ რამდენიმე კილომეტრში, ყურის ძირში გიზის, პირადი ამბიციების გამოფენის დრო არაა! საქართველო კიდევ ერთ 90-იანებს ვეღარ გადაიტანს!

CheshireCat said...

რა მტკივნეულ საკითხს შეეხე, წარმოდგენაც არ გაქვს. :/ რატომ არ აქვს ამ ხალხს ჭკუა? :/

დედიკო მენაკი said...

”მერმე შინათ აიშალნენ,ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი,თავის თავსა ხმალი იცეს,გულთა მოიხვედრეს ხიშტი.”
არაფერი შეცვლილა და ჭკუაც ვერ ვისწავლეთ! :(

N0D4R said...

ხო ეგ დრო მეც მახსოვს, პატარა ვიყავი მაგ დროს მაგრამ სულ ვფიქრობდი ნეტავ როდემდე უნდა იყოს ესეთქო. მერე კი გამოსწორდა რევულოციის შემდეგ მაგრამ ეხლა..

არასდროს არ მქონდა სურვილი რო წავსულიყავი რომელიმე პრორუსულ ქვეყანაში და არ მინდა ჩემი ქვეყანაც პრორუსული გახდეს.. ამ ომის შემდეგ მაინც როგორ ამბობენ ჩვენი მეგობრები არიანო.. ზოგი კიდე ამბობს რომ ხალხი სხვაა და პოლიტიკოსებიო.. რომელმა ამოიღო ხმა თუ ჩვენი მეგობრები არიან და რატომ არის იქ პუტინი პოპულარული?!

sabaha said...

ეგ ხო, მაგრამ ამ მიზერით კმაყოფილება რა სენია ვერ გავიგე

nata said...

me ise davibeni, azrsac veRar gamovTqvam :(

anka said...

ara raa gagijdebi amat ro usmino, rodemde sheileba eseti mogalateebi arsebobdnen tavianti ajankebebit puuf..dedamisis xachapuri aq nachami...sasaciloa meti araperi...da rac sheexeba shuqs, magaze me ise vbrazdebi, rom gpasuxoben shuqis puls vixdit da aba ar unda gvqondes 21 saukuneshio da erti mainteresebs shevarrdnadzis dros ro ixdidnen da mainc ar qondat eg ra iko?daunaxavi xalxi, romelic mxolod piradi zizgis gamo gamodis garet ukve meramdened, adrec iko egeti shemtxveva da udidesi shecdoma daushves da exlac meordeba....pirvelad mominda dzaan ro televiziashi vmushaobde im sircxvilis derepanshi vivlidi cin da ukan magat jinaze ise ro saertod arapris ar shemcxvebodaa...yvelapers mived movede mara ra vqna nervebi meshleba/:)

Natalia said...

დღეს რომ ვუყურე ტვ–ში რაღაც სახელმწიფო გადატრიალებაზე,პირველად ეხლა შემეშინდა მეც. 90–იანი წლები საკმაოდ კარგად მახსოვს, და საერთოდ, რაც მთელი ცხოვრებაა მახსოვს ეს არის მუდმივი გაჭირვება და არეულობა საქართველოში.
მომავლის იმედით ვცხოვრობდი აქამდე, ეხლა ეგეც გამიქრა :(


უჰ,არ მინდოდა ასეთი ნაცრისფერი კომენტ გამეკეთებინა : )

Unknown said...

მე დავიბადე 90 წელს :( საშინელ დროს. არ მინდა განმეორდეს.

მადლობ სავარძელისთვის :)
BlackGlance მე ვარ :))

Khatia Caroline said...

პოლიტიკით ინტერესისთვის მახსოვს მომწერე, ეს რა ამბავიაო. სწორედ ამაშია საქმე, რომ მე ყოველთვის 'მეშინია', იმიტომ რომ საქართველო ჯერ ვერ დგას ფეხზე და მინდა მოვლენებში ვერკვეოდე.

დღესაც რადიომ მაინცდამაინც მაგ სიახლით რომ გამაღვიძა, თბილისში ტანკებიო ... აღარ ვიცოდი რა მექნა, შეცხადებებითაც დავიღალე, უშველეთ რამე ჩემ ქვეყანას-თქო, მაგის ძახილითაც და არადა ხალხი და ქვეყანა მაქეთ? :(

ბევრს დავუკომენტარე, მე როგორ დავინახე 90იანებში ე.წ. სამოქალაქო ომი და ღმერთო ამ ამბებმა მშვიდობით ჩაიარონ, ჩემ გამოცდილებაზე მაგ დროზეც დავწერ, როგორ ნამდვილად გაყიდეს ქვეყანა, ვიზე და რისთვის, თვითონაც რომ არ იცოდნენ.

ბატები და ბატობა! რადიკალური ოპოზიცია, კურდღლების მკვლელობებით და იაღაღის ქნევით თავზე თუ არ დაგვამხობს ქვეყანას, მეორე უბედური გზა საქართველოს გადიქტატორებაზე გადის. და ჩვენ რაღაც სხვა გვინდა, ესე კი არ გამოვა. არა!

ს.შ. ეხლა როგორ ხართ? მშვიდობაა თუ ხდება რამე?

Lilu said...

ახლა მშვიდობაა, I guess :)

Toma said...

ვაიმე როგორ კარგად მახსოვს ეგ დრო ნეტა იცოდე. სამოქალაქო ომი, და ცარიელი მაჭაზიები, და გასაცოდავებული ხალხი.

საშინელაბააა რა. ღმერთმა დაგვიფაროს იგივესაგან.

DreaMar said...

90-იან წლებს ვერ ვიტან.საშინელი პერიოდი იყო. მეც მომბეზრდა ეს ყველაფერი, თუმცა, ამავე დროს, მესმის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, რომლებსაც რეალური პრობლემებ აქვთ.
არ მესმის, როცა ხალხს ეუბნებიან, დაუნახავები ხართოო.მართალია, ხელისუფლებამ ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.და რახან ამდენი კარგი რამ გააკეთა, ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვა დანარჩენზე თვალი უნდ ადავხუჭოთ.უბრალოდ ჩემთის მიუღებელია პროტესტის ის ხერხები,რომლებსაც ახლა იყენებენ.მარაზმში გადაიზარდა ეს ყველაფერი. მაგრამ სხვანაირად როგორ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება მოხედოს საკუთარ მოქალაქეებს, არ ვიცი.აი 90-ანებში დაბრუნება კი ნამდვილად არ მინდა და ყველანაირი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგი ვარ :|

Sophie שרה Golden said...

@ Lalena, რატომ არ გამაჩერე? ბედნიერი ვარ, თუ გადმოგდე ღიმილი :) You're welcome anytime.

@ No Dar 7th, ეშინიაღ რუსეთის და იმიტომ, მთელი ევროპა პრორუსულად და ანტიამერიკულადაა განწყობილი, ეს ჩვენ გვაჯერებენ რაღაცებს და "ღშფოთავენ" უაზროდ :|

@ utvino, ბუნებრივია, რომ ეგ შეკითხვა გაგიჩნდა, საზოგადოებას, რომელსაც არაფერი გააჩნდა წლების მანძილზე და უცებ სახლში დენიც აქვს, გაზიც, ავტობუსებიც დადიან, ქუჩაშიც ყელს არავინ ჭრის ტყავის კურტკის გამო, უფრო მეტი უნდა. ესაა რა, შენთვის მიზერი, სხვისთვის - ნორმალური ცხოვრების დასაწყისი.

@ DreaMar, წარმოიდგინე, რომ წლების მანძილზე არაფერი კეთდებოდა ქვეყანაში და ახლა უცებ ყველას გამდიდრება მოუნდა :| მოთმინება აკლია ჩვენს ხალხს და ამაშია პრობლემა, სულ გმირებს ეძებენ და ამ დროს თვითონ ყველა ოცნებობს, გულხელდაკრეფილი დაჯდეს და სხვამ მოუტანოს სახლში საჭმელი, ამ დროს ცოლთან დაწოლაც კი ეზარება, ეს ისე თვალსაჩინოებისთვის :|

cartwheel said...

იქ ვიყავი, დავწერ მალე. შემოიხედეთ.

დიდ სისხლს და ბევრ გვამს გადავრჩით.

პოლიციასთან ბუნტი ამბოხების გადასაფარად გაკეთდა, წარმატებით.