Wednesday, May 13, 2009

ჩვენც - ადამიანები ვართ in Georgia or as u call it

ამ პოსტის დაწერა კაი ხანია მინდოდა. ახლა ერთ ბლოგზე ვნახე პოსტი და მაშინვე მომინდა "პასუხის პასუხის" დაწერა, თუ შეიძლება ასე ერქვას.

ყველამ იცის ის, რაზეც ვაპირებ დაწერას და ვინც არ იცის, ან ვერ ამჩნევს, მაშინ აქ არ ცხოვრობს, ესე იგი. სხვები რას ეძახიან, არ ვიცი, მაგრამ მე ამას ბოღმიან ნიჰილიზმს ვეძახი.

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით შევამჩნიე Facebook-ზე, რომ ბევრი ჩემი ნაცნობი ადამიანი ვერ გარკვეულა თავის შეხედულებში, იმეორებენ ცნობილი ადამიანების ფრაზებს, "ვითომ" ქილიკობენ რელიგიაზე და ყველას არწმუნებენ, როგორი ათეისტები არიან, როგორ ვერ იტანენ ქართულ ტრადიციებს, როგორი გურჯისტანია საქართველო. ამ დროს არავინ ცდილობს, თვითონ შეცვალოს რაღაც, მხოლოდ სხვების სიტყვებს არ უსმინოს და თვითონაც იფიქროს, იმიტომ, რომ აინშტაინიც არ იყო ღმერთი და მისი ბრმად დაჯერება არ შეიძლება. ეს იგივეა, რაც ოპოზიციას ან, თუნდაც, ხელისუფლებას ბრმად მიჰყვე და ყველაფერზე თავი უქნიო.

საქართველო ხალხისგან შედგება, რომლებმაც თვითონ მოიგონეს ის ტრადიციები სხვადასხვა გარემოების გავლენით, რა თქმა უნდა, ამიტომ სასაცილოა იმის დავიწყება, რომ ეს ხალხი ჩვენ ვართ. ეს მასიური ათეიზმი ან თუნდაც მასიური ეკლესიურობა და ტანჯული სახით მარხულობა - ყველა კიჩია, ყველა სიყალბეა, თუ ამას ადამიანები იმიტომ აკეთებენ, რომ "ასე ჯობიაო, ამბობენ". მაგრამ ამ დროს ის ადამიანი იჩაგრება, ვინც მართლა სულიერებას ეძებს; ოპოზიციასავით ვიქცევით, როცა ყველა ქართველის სახელით ვლაპარაკობთ. ამ შემთხვევაში, ყველა იძულებული ხდება - ათეისტი გახდეს, რადგან სხვანაირად - ჩამორჩენილად ჩათვლის განსაზღვრული სოციუმი.

ჩემს მეგობართან მქონდა ადრე საუბარი, თუ ადამიანს საკუთარი რელიგია არ უყვარს, ან სულ მარტივად, თუ პატივსაც არ სცემს, ის ვერასოდეს გახდება ტოლერანტული სხვების მიმართ. ყველასთვის ცნობილია: თუ არ გიყვარს შენი ახლობელი, როგორ შეიყვარებ სხვას?

იმ ბლოგზე იყო კიდევ მოყვანილი რამდენიმე მაგალითი, რომელიც მხოლოდ საქართველოში ხდება - რა თქმა უნდა, უკვე ნახმარი ქალიშვილობის ინსტიტუტი, მეზობლობა, ძონძო არმანი, ძმაბიჭობა და ასე შემდეგ. მე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, საკმაოდ გავღიზიანდი. რატომ უნდა ყველას, ჰგავდეს სხვებს და არ ჰქონდეს თავისი სახე? თუ კი ადამიანს სურს ქალიშვილობა, რატომ უნდა იყოს სასაცილო? როგორც წესი, ასეთ ტრადიციებს სწორედ ისინი დასცინიან, ვინც თვითონაა შინაგანად შებოჭილი. რადგანაც მთავარი ადამიანის სულიერი თავისუფლებაა - როცა შინაგანად გრძნობს თავის ადამიანობას, რომელსაც არჩევანის თავისუფლება აქვს და ამ თავისუფლებას გამოიყენებს ისე, როგორც თვითონ უნდა და არა ისე, როგორც ბოღმიანი ნიჰილისტები ურიკინებენ. მეორე - მეზობლობაში რა არის ცუდი? თუ კი იცი, რომ შაქარსაც გამოართმევ ადამიანს და გაჭირვების შემთხვევაში, კარებს არ მოგიხურავს ცხვირწინ? ბევრ სხვა სამხრეთის ქვეყანაშიც არის მსგავსი ურთიერთობები, სადაც მეზობლები ერთმანეთს განსაკუთრებულ სადილსაც აწვდიან და ერთმანეთის ცხოვრებითაც ინტერესდებიან. კონტექსტიდან ამოღებულია, მაგრამ იმ დღეს თემურ იაკობაშვილს (ჰო, ზუსტად იმას, ვიზეც იფიქრეთ) ვუსმინე რადიოში და ასე თქვა, რას ვიზამთ, ასეთი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს და ქვეყანას სხვაგან ვერ გადავდგამთო. ჰოდა, რა გვინდა ჩვენც, რომ სხვაგან გადავდგათ საქართველო?

ვერ წავალთ შორს, თუ საკუთარ თავში არ ჩავიხედავთ, თუ რა გვინდა მართლა და ამ დროს, რისკენ გვიბიძგებს სოციუმი, იქნება ეს ორთოდოქსების სოციუმი თუ წინწასული "არაქალიშვილებისა". ჩემმა მეგობარმა მითხრა, შენთვის ადვილია, კითხულობ, სწავლობ და ჩვენ არავინ გვასწავლისო :| არც ჩემთვის დაუძალებია ვინმეს, უბრალოდ მომინდა, მე თვითონ წამეკითხა და გამეცნო რელიგია, რომელიც უკეთეს პიროვნებად მაქცევდა და არა მონად, რომელსაც არჩევანის უფლება არ გააჩნია. არჩევანის თავისუფლების გარეშე კიდევ - ადამიანი არ არსებობს. ჩვენც - ადამიანები ვართ, თუ ამის სურვილი გვაქვს, რა თქმა უნდა.

25 comments:

Samurai said...

რომ იცოდე როგორ გეთანხმები... სიტყვები აღარ მყოფნის ხოლმე შენი პოსტების მერე აზრის გამოსათქმელად :D my bad. :)

რაც შეიძლება ბევრმა უნდა ნახოს შენი ნაწერები, რომ გულის სიღრმეში ჩაიხედონ ხანდახან თუ ზედაპირზე არ ჩანს კარგად.

საერთოდ იმ დევიზით ვცხოვრობ, რომ ჩემი ბედი/გზა/მომავალი, რაც გინდა დაარქვი, ჩემს ხელშია და ყველაფერი შესანიშნავად გამოდის. რატომ უნდა ველოდოთ ვიღაცას? იმ ვიღაცასაც თავისი გასაჭირი აქვს და არ აინტერესებ საერთოდ.

იმ ხალხზე კი ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, ვინც სპექტაკლების და ძარცვის მსხვერპლი გახდა.. არც კი ვიცი რა უნდა ქნა რომ ეგრე არ მოგივიდეს..

Anonymous said...

ძალიან კარგი პოსტი იყო სოფი! ამ ბოლო დროს მართლა მოდად იქცა ყველაფერი ქართულის გასაზიზღრება და დაცინვა. მართალია, მეც ვაკრიტიკებ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ მხარეებს (ბლოგზე თუ არა, სხვა სიტუაციაში მაინც), მაგრამ ჩემი კრიტიკა სწორედ ამ ნების არქონისკენაა მიმართული. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი პრობლემა გააზრებული არჩევანის არქონაა. რელიგიაც და ქალიშვილობაც პირადულია და ჩემი პირად დამოკდიებულება ღმერთის ან სექსისადმი ჩემს გარდა არავის ეხება. რწმენა, ასევე ნებისმიერი ტრადიციის დაცვა-არდაცვა ყველა კონკრეტული ადამიანის არჩევანი უნდა იყოს და არა თავსმოხვეული რაღაც ვალდებულება, რომელიც გაუგებარია რატომ გეკისრება. თუ ქალიშვილობა, თამადობა, ეკლესიაში სიარული კონკრეტული პირის შეგნებული, გააზრებული ცხოვრებისეული პოზიციაა, კი ბატონო, მივესალმები და ამას არაფერი ჯობია, მაგრამ, როდესაც რაღაცას იცავ იმიტომ, რომ ვიღაცამ გითხრა, ეს უნდა დაიცვა, თორემ ჭეშმარიტი ქართველი არ იქნებიო, აეგ უკვე დიდი მარაზმია, იმიტომ, რომ არავინ იცის ჭეშმარტი და არაჭეშმარიტი ქართველობა ან რას ნიშნავს და ან ზღვაrი სადაა გავლებული და არც ის იცის ვინმემ, დავით აღმაშენებული ღვინოს რა ოდენობით სვამდე და რომელ სადღეგრძელოს ამბობდა პირველს.

skarabush said...

სოფი,
იცი ბევრ რამეში გეთანხმები და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ შენს პოსტებს. მაგრამ ძალიან მაშფოთებს ის, რომ შენ როგორც თქვი – ბოღმიანი ნიჰილიზმი – საკუთარ თავსაც შევამჩნიე. საერთოდ ძალიან შემწყნარებელი ადამიანი ვარ, ანუ ვთვლი, რომ ყველას აზრს პატივი უნდა ვცეთ და რასისტულ–ჰომოფობიური გამოხტომებიც უცხოა ჩემთვის, თუმცა ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ძალიან მიჭირს ნერვების მოთოკვა, ვამჩნევ რომ ხანდახან ქუჩაში შემხვედრი ადამიანები მაღიზიანებენ. არ ვიცი რისი ბრალია, შეიძლება იმის, რომ საერთოდაც გარშემო ამდენი აგრესიაა. მაგრამ მე ვფიქრობ უფრო იმისი, რომ რწმენა დავკარგე. ადრე რაღაც მაინც მწამდა, მჯეროდა სიკეთის, ადამიანების. ბოლო დროს ეს რწმენა გამინელდა, და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ყველაფერთან ერთად საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. არ მჯერა, რომ რაიმე ღირებულის გაკეთებას შევძლებ ცხოვრებაში, რამე პრობლემას თუ წავაწყდები, მინდა რომ გავიქცე და დავიმალო, გეგონება გაქცევა რამეს შველიდეს. ადამიანებს აღარ ვენდობი. ჩემი თავის პოვნა მინდა, იმიტომ რომ საკუთარ თავთანაც კი არ ვარ ხოლმე გულახდილი. რატომ ვწერ ამას და რატომ გახვევ შენ ჩემს პრობლემებს არ ვიცი, უბრალოდ მგონია რომ გამიგებ და მიხვდები მე რასაც ვგრძნობ. ხშირად ვამბობ რომ წასვლა მინდა სადმე, შორს, მაგრამ იმასაც ვხვდები რომ ჩემს თავს მაინც ვერ დავემალები და პრობლემა გარემოცვაში კი არა ჩემშია. მინდა ვიპოვო რაღაც, რაც დამეხმარება რწმენის დაბრუნებაში. არ მინდა ასეთი გულგრილი და გულქვა ვიყო მთელი ცხოვრება.

Sophie שרה Golden said...

@ scarabush, მთავარია, სურვილი გაქვს იმ "რაღაცის" პოვნის, რაც დაგეხმარება რწმენის დაბრუნებაში. არ ვიცი, მე რამდენად შემიძლია დაგეხმარო, მაგრამ ის "რაღაც" შენი პიროვნებაა, რომელიც უკეთ უნდა გაიცნო და გულახდილი იყო; როგორც თქვი, ესეც გიჭირს ზოგჯერ. მეც ხშირად მაღიზიანებენ ადამიანები, მაგრამ მერე ვფიქრობ და მეცინება, მეც ხომ ვაღიზიანებ ვიღაცას, არ მოვწონვარ და ბუნებრივია, ყველა ადამიანი ისეთი განსაკუთრებული ვართ.

ისევ და ისევ - მთავარია სურვილი და მიზანი, რომ გახდე ისეთი, როგორიც შენ გინდა იყო და არა ისეთი, როგორი მოლოდინებიც სხვებს აქვთ შენგან.

ნინი said...

სოფი, ის პოსტი, რომელსაც უპასუხე, ცოტა ხნის წინ წავიკითხე და დავფიქრდი: მე არ მაქვს ლოგიკური აზროვნება თუ ეს ნაწერია ა-ლოგიკის განსახიერება-მეთქი. საერთოდ ვერ მივხვდი რა შუაში იყო ის ცამეტივეე პუნქტი საქართველოდან წასვლასთნ ან დარჩენასთან. უადგილო ცინიზმი, რომელიც "კაი ტიპობას" ემსახურება და მეტი არაფერი-აი ეს დავინახე პირადად მე იმ პოსტში. რაც შეეხება ქართული ტრადიციების ლანძღვის მატებას, ეს უკვე ახალ ტრადიციად იქცა მგონი. ალბათ ასე ცდილობენ განსხვავებული აზრების მქონეებად წარმოაჩინონ თავები. სინამდვილეში ლაპარაკობენ ისეთ თემებზე, რომლებზე დავაც უკვე დიდი ხანია "მოდიდან გადავრდა". ასეთი ადამიანების პრობლემა ისაა, რომ შინაგანი თავისუფლება არ აქვთ და ამას ეროვნული ტრადიციების ბორკილებს არქმევენ.

Anonymous said...

ეს პოსტი რომ წავიკითხე, გამახსენდა ჩემი ბავშვობა.. რატომ..
ბავშვობაში, როდესაც სოფელში ბიძაშვილებთან ერთად ვისვენებდით, როდესაც ერთი რომელიმე, დანარჩენ ორს შორის დაჯდებოდა (ან დადგებოდა, შემთხვევით.. სულ სამნი ვიყავით), ჩვევად გვქონდა გამოთქმა :"Я в серелинке, как на золотой перинке"... ხოდა, რა შუაში იყო ეგ..
ყველაზე ხშირად აი ამ ოქროს перинка -ს პოვნა გვიჭირს ადამიანებს )). რადიკალიზმი კი, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს, დიდი ბოდიშით და, ერთი სასქესო ორგანოა.. )))

პ.ს. ახლა გამახსენდა, გამოთქმა მთავრდებოდა, იმით, ვინც განაპირას იდგა "а я с краю, ничего не знаю" )) ცოტა უცნაური პარალელები კი გამომივიდა.. მაგრამ რაღაცა არსებობს )

Anonymous said...

*В серединке

სულ გამოვშტერდი)

Sophie שרה Golden said...

ნატოშ, ზუსტად ეგ იყო რა! :D გაარტყი ;) я с краю, ничего не знаю ;)

Anonymous said...

)) ხო, მართლა, ახლა წავიკითხე ის პოსტი )))
ნუ,რა ვთქვა, ავტორისაც კარგად მესმის ) ხშირად ყელში ამოგდის ადამიანს რაღაცეები და ამ დროს რთულია არ იყო რადიკალური. კიდევ ერთხელ, ძნელია იმ შუალედის მოძებნა )

პოსტები მარაზმატულ შემთხვევებზე მეც მაქვს და ყველას მგონი ) ამას ერთსიტყვიანი ახსნა აქვს Наболело )

Sophie שרה Golden said...

Totally. ყველა თავის "გასაჭირზე" წერს რა, you know.

Anonymous said...

Sophie გადახედე მერე ჩემს ახალ პოსტს. იმედი მაქვს ყველაფერს მიხვდები და გაიგებ. მესმის რომ შეიძლება ზედმეტად რადიკალური ვიყავი, თუმცა რიგი წინადადებებისა შენც ვერ გაიგე სწორად ასე მგონია მე. :) მთავარი ისაა რომ სულაც არ მიმაჩნია, რომ შენ სხვანაირად ფიქრობ ან მე. მგონია რომ შენც იგივე გსურს რაც მე მინდა და ეს კარგია.

Sophie שרה Golden said...

Hey, Bridge, ყველა იმას ვწერთ, რაც გვინდა. შენმა პოსტმა მშვენივრად შთამაგონა ;) მეც ასე მგონია, რომ ერთი და იგივე გვინდა, უბრალოდ სხვადასხვა მიმართულება გვაქვს არჩეული ;)

Chaotic said...

ჰეჰ, ეგეთი რამე ფორუმზე მაქვს სადღაც წაკითხული...
მახსოვს, მეღიმებოდა და ვაპირებდი დამეწერა რაღაც, რაც ბოლო პუნქტად დამხვდა: მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოში ხდებაო :D


იმჰო, ყველგან ეგრეა. მთელი დედამიწის ზურგი არ მომივლია, მაგრამ ყველგან არის მსგავსი პროტესტები.


რაც შეეხება დანარჩენს, ერთს ვიტყვი: მაშინაც კი ვაპროტესტებდი რაღაც უაზრო მარაზმებს,ტრადიციის იარლიყი რომ ააკრეს, როცა საქართველოში ვიყავი და არც ახლა შეცვლილა რამე, ახლაც ვაპროტესტებ. რატომ? იმიტომ, რომ მაქვს არჩევანის გაკეთების უფლება და იმის უფლება, ავირჩიო, რა მომწონს და მინდა ვაკეთო და რა არ მომწონს...

მაგრამ ერთ რამეს მივხვდი: ის, რაც კარგი მგონია, რაც წმინდად ქართული გენის "ბრალი" მგონია, რისი შენახვაც მინდა ჩემი შვილისთვის, ძალიან შეგნებულად მაქვს არჩეული და მიღებული და მიყვარს და ჩემი ნაწილია.... 6 წლის მერეც, სხვა ქვეყანაშიც...

ჰოდა, სანამ ადამიანი შეგნებულად დგას რაღაც პოზიციაზე, პატივს ვცემ მის პოზიციას.

პ.ს. რელიგია და ორიენტაცია და ქალიშვილობა/არაქალიშვილობა არის უაღრესად პირადი რაღაც და ვერ ვხვდები, რატომ უნდა ჩაყოს ვიღაცამ სხვის პირადში ცხვირი და რა უფლებით ურჩევს, რა აკეთოს...


კარგი პოსტი იყო :)

S.P. said...

დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.

ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!...

(c) როინ აბუსერიძე

Sophie שרה Golden said...

"თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს." - ცუდად ყოფილა ძალიან საქმე :| ამაზეც დავწერე ადრე, წეროების მოყვანილ ბავშვებზე ;) სექსი სულ მოდაში იყო, აბა ფშავ-ხევსურეთს გადახედეთ ;)

S.P. said...

ნუ ლექსია ახლა ეს...

ლექსში მოსულა მხატვრულად გაფორმება და რეალობის ილუზირება (აუფ!)

CheshireCat said...

S.P. გულწრფელად რომ ვთქვათ, არ მომეწონა ლექსი.

მარი ახსიაშვილი said...

"მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოში ხდება" - ესაა რა:-)

Anonymous said...

Your style is really unique in comparison to other folks I have read stuff from.
Thank you for posting when you have the opportunity,
Guess I'll just book mark this page.

http://anicomu.com/userinfo.php?uid=10099
http://amthvac.com/drupal/node/18626
http://amazonface.com/index.php?do=/blog/28374/bucketlist-trends-madly-for-twitter/
http://amfilms.hash.com/users/RandolphS
http://animalmundimodapet.com.br/cheap-twitter-followers-free-2-opening

Feel free to visit my webpage dothan

Anonymous said...

excellent submit, very informative. I wonder why the
other experts of this sector do not notice this. You
should proceed your writing. I'm confident, you have a huge readers' base
already!

http://athabasca-university-reviews.com/activity/p/43781/
http://australiainternationalshipping.com/forums/topic/opposed-critical-indicators-concerning-buy-twitter-followers-at-affordable-price/
http://asanerworld.com/node/936
http://asanerworld.com/node/7425
http://atlantechvision.com/elgg/pg/profile/MaureenMo

Here is my homepage smog

Anonymous said...

I'm impressed, I have to admit. Rarely do I encounter a blog that's both educative and entertaining, and without a doubt, you have hit the
nail on the head. The problem is something not enough people are speaking intelligently about.
I'm very happy I found this during my hunt for something concerning this.

ayala afghanistan derni籥s news quetzalca preacher anitivirus
http://www.communitychristianschool.org/events/rapid-packages-social-media-services-and-marketing
http://www.buscadorlocal.com.mx/node/1282
http://elvalle.elvigia.net/content/overview-trouble-free-cheap-twitter-followers-free-ideas
http://casadoshermanas.com/?q=node/20093
http://txmusic.com/node/328777
laoste.net medicamento lodgment heinz poverty

Check out my weblog: longtimers

Anonymous said...

Hello, I enjoy reading through your article post. I like
to write a little comment to support you.

telefonos pageant brewster weigth bharu
http://miznaem.com/blogpost/uncomplicated-opportunities-inside-buy-twitter-followers-cheap-regarding-uk
http://nirascuisine.com/?q=node/71686
http://forum.incubaempresas.org/?q=node/14040
http://www.lchsweden.se/speedi-items-how-buy-real-followers-twitter-and-z
http://marketmakeovers.org/yumtv/cookbook/cookbook-collections/african-american-cuisine/no-hassle-social-media-services-and-mar
elvin
kadet
alcan matches weapon

My weblog :: carmelites

Anonymous said...

Wow, this post is pleasant, my sister is analyzing these kinds of things, so I am going to convey her.


http://articleschase.com/Experience-The-Software-Among-Twitter.
html
http://artark.com/content/instant-options-how-buy-real-followers-twitter-insights
http://aqanautica.com/profile-84341/info/
http://arbiture.com/index.php?option=com_blog&view=comments&pid=104213&Itemid=0
http://arisenguild.com/forum/profile.php?mode=viewprofile&u=140958

my web site; gems

Anonymous said...

I'm excited to uncover this page. I wanted to thank you for your time just for this wonderful read!! I definitely loved every bit of it and I have you bookmarked to see new stuff in your website.

http://www.vestirna-zdarma.cz/node/49459
http://jordan.ish6a.com/jordan/index.php?q=node/58373
http://www.napfenyt.hu/node/352080
http://stpaulsinstitute.in/node/10193
http://sosalapitvany.hu/stephainenemuxxzbp/swiftly-secrets-and-techniques-how-buy-cheap-twitter-followers-shown
http://www.usuaria.org.ar/node/20260
http://crossroadsmusic.ca/?q=node/238287
http://determinedtodevelop.org/?q=node/314306
http://www.detroitentrepreneur.com/node/53688
http://www.mscentre.org/node/125232

Here is my website: trinidad and tobago news

Anonymous said...

Hi there! Do you know if they make any plugins to safeguard against hackers?
I'm kinda paranoid about losing everything I've worked hard on.
Any tips?

http://wr.lib.tsinghua.edu.cn/node/112096
http://www.torog.net/t/?q=node/345580
http://networkdatahosting.com/?q=node/35851
http://209-20-69-40.slicehost.net/node/7455
http://fundunlimited.com/?q=content/fuss-free-secrets-how-buy-cheap-twitter-followers-every-replace
http://www.txmusic.com/node/340957
http://asanerworld.com/node/10197
http://swanriskfinance.or.qa/developing-rapidly-suggestions-relating-how-buy-cheap-twitter-followers
http://schenkst-du-mir.de/content/info-purposeful-how-buy-cheap-twitter-followers-systems
http://tdvagora.com/node/5555

my web-site: tubulin