ძველ პოსტებს გადავხედე და აღმოჩნდა, რომ სამშაბათს ხშირად ვწერ პოსტებს, ეტყობა "მაგნიტური" დღეა, ჩემს ბავშვობაში იტყოდნენ ხოლმე ასე ;) უჰ, მაგნიტური დღეაო და მე მეგონა, ღმერთს ეჭირა მაგნიტი და ადამიანებს "ამაგნიტებდა" :D პრინციპში, ვინ იცის.
დღეს უნი-შიც წავედი, როგორც იქნა. ბოლოს როდის ვიყავი, აღარ მახსოვს. დედაჩემი ხანდახან "წაიშფოთებს" ხოლმე, რატომ აცდენ ხშირადო. დღეს თაზოს კი ვუთხარი, მკიდია უნი ამ ბოლო დროს-მეთქი, მაგრამ დედაჩემს ამას არ ვუმხელ ;) არ ვიცი, თქვენც შეამჩნიეთ, თუ არა, დღეს ჰაერში რაღაც თეთრი ბუსუსები დაფრინავდნენ და ვსრუტუნებდი მთელი დღე.
ყველაფერთან ერთად - ჩემი "დაკარგული" და გამოჩნდა, ანუ მეორე ცოლთან რომ ჰყავს ჩემს მამამშობელს. თურმე ძალიან უნდა ჩემი გაცნობა :| ვცდილობ, არ ავღელდე და მშვიდად მივიღო, არადა ვგრძნობ ბრაზს, შურს, ზიზღს - ყველაფერს ერთად. ჩემი ბავშვობის მეგობრებს ვესაუბრე ამაზე, გაიცანი, იმ ბავშვის რა ბრალიაო... მე კიდევ მკიდია, ისევე, როგორც უნი. სულ სხვა ცხოვრება მაქვს, სხვა და-ძმები, სხვა ოჯახი და უცებ, ბრახ! აი, სერიალის გმირივით ვარ. ვითომ არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად იმოქმედა, ამერიკელები კარგად გადაიღებდნენ ახლა ამას. "გრეის ანატომიაში" იყო ასეთი სიტუაცია ზუსტად, მერედიტი რომ გაიცნობს დას, დედინაცვალს, მამას... უხ! დედაჩემმა მითხრა, შენ როგორც გინდა, ისე მოიქეციო. მე კიდევ მინდა დიდსულოვნად მოვიქცე, fuck that :(
მთელი დღე დაღლილობის შეგრძნება მქონდა, რატომ არ შეიძლება ფისო-გოგო ვიყო და ოჯახიც ასეთი მქონოდა-მეთქი. მერე ჩემი თავი დავარწმუნე, რომ ასეთ შემთხვევაში ჩემგანაც ისეთივე ჩვეულებრივი გოგო დადგებოდა, როგორიც სხვა დალაგებულიოჯახისშვილები არიან (არა, რამეს კი არ მიშლიან, პროსტა არ მიზიდავენ).
საბაკალავროსთვის მასალა უნდა მეთარგმნა :| სტატია შემესწორებინა და ლალისთვის გამეგზავნა. ნატასთვის დამემესიჯებინა. გამეღიმა და მზე როგორ მიყვარს, მეთქვა, პლუს ვაშლები :P ყველაფრის მაგივრად ახალი რუსულენოვანი ბლოგი გავაკეთე, სადაც მე და ნებისმიერი მსურველი დავწერთ სპეციფიკურ, ებრაულ თემებზე. გავიზარდე რა. ერთი სამშაბათით უფროსი გავხდი (რაღა სამშაბათი, უკვე ოთხშაბათი დამთენებია). პლუს, ხოლივუდელ პროდიუსერებს საქმე გავუჩინე.
რეკომენდებული, დამაშტერებელი ფილმები:
Persona
Cries and whispers - both by Ingmar Bergman

13 comments:
გაიცანი ის გოგო :)
მეც და ჩემი ძმებიც ”მეორე ცოლის” შვილები ვართ :) გვყავს ერთი ძმა (ნახევარძმას უწოდებენ ხოლმე, მაგრამ მე მას ძმას ვეძახი ყოველთვის).
არ მახსოვს მაგრამ სადღაც 14 წლის იყო რომ გავიცანით პირველად. ყველაზე რთული პერიოდი თინეიჯერობის. ჰოდა რავი ჯიგრულად ვართ, ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, პროსტა ის ქუთაისში ცხოვრობს - ახლახან ბავშცივ ეყოლა და ა.შ. :)
რაც შეეხება სერიალს - Brothers and sisters ნახე :) ძაან მაგარი ვეშია.
მოკლედ Take it easy :)
+1.
გაიცანი. მართლა რა იმ გოგოს ბრალია. იქნებ კარგი ტიპიცაა და დამეგობრდეთ. რა მოხდა მერე.
ორშაბათი და სამშაბათი არ მიყვარს. იმიტომ, რომ მეორე დღეს ადრე უნდა ავდგე ხოლმე :((
მეც მყავს დები და ძმა მამაჩემის მეორე თუ პირველი ცოლისგან:"-) მაგრამ ის გოგოები ერთადერთხელ ვნახე - როცა სახლში მოგვივარდნენ (მაშინ 6 წლის ვიყავი) და ჩხუბი ატეხეს - მამაჩემი სად არის, "მოგვეცითო". მაშინ გავიგეთ რომ "მაგარ" მამაჩემს პირველი ცოლიც ყოლია და ჩვენთან და იმ ოჯახთან ერთდროულად იყო.. მერე მამაჩემი "ვაფშე" წავიდა და მგონი, მე-3 ცოლი მოიყვანა, ისიც მიატოვა და ახლა რუსეთშია.. 13 წელია არ მინახავს და არც სურვილი მაქვს.. ჩემი დები და ძმა დაოჯახებულები არიან უკვე.. უფროსს ჩემს დაზე დიდი შვილები ჰყავს.. უმცროსმა მესამე ქმარი გამოიცვალა - კვიცი გვარზე ხტის:-)
არ მიყვარს სამშაბათი დღე :)
გრეის ანატომია გამახსენდა მეც მაშინვე
თუ ნახავ ყველაფერი უთხარი, აი მერედიტმა როგორც უთხრა ყველაფერი
რატომ აგიცრუვდა გული უნიზე? კარგად დაამთავრე ეგ ბაკალავრიატი, და მერე რაც გინდა ის გააკეთე :)ანუ ბოლოში ნუ გაიფუჭებ საქმეს (მე ვის ვეუბნევი მაგრამ მაინც :ჵ)
შენ ახლად გამოჩენილ დას რაც შეეხება, მხოლოდ ერთს ვტყვი, ბავშვები არ არიან არაფერში დამნაშავე, თუ რამე ბოღმა გაქვს მამაშენს მიანთხიე. იმ გოგომ რა დააშავა?
პ.ს. ბაბუაჩემს ყავდა ოფიციალურად სამი ცოლი :ჵ და რაც ვიცით 12 შვილი ამ ცოლებისაგან. ყველას კაგი ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან :ჵ ახლა მზე და მთვარე არ ამოსდიოდათ მაგრამ მაინც :)
paolos leqsi gamaxsenda ratomRac axmatovas rom miuZRvna:)
"Camodi CemTan me mgonia
viqnebiT debi,
Tu peterburgis agonia
giyvars da vcdebi?"
Camodi CemTan kaxeTSi, Cems vardisfer oTaxSi, ori dRe vardisfrad vuyuroT cxovrebas
ბერგმანის "პერსონა" სამშაბათს?! ჰმმ. მახსოვს პირველად სამშაბათი დღე იყო როცა ეგ ფილმი ვნახე. ორი დღის შემდეგ რაღაც ახალი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მნიშვნელობა არ აქვს ცუდი იყო თუ კარგი მთავარია, რომ მაშინ შემცვალა. არა ფილმი არაფერ შუაში იყო უბრალოდ დაემთხვა და გადაება.
ხოდა ჯობია გაიცნო, წასვლამდე "პერსონა" ნახო და ვინ იცის იქნებ ისეთი ადამიანი გაიცნო რომელიც შენში ცვლილებებს მოახდენს.
*ჩემთვის – ორშაბათი :) ამაზე მიფიქრია...
*ბლოგი მომეწონა
*"იმ გოგოს" არაფერი დაუშავებია :( მე აუცილებლად გავიცნობდი. მითუმეტეს თვითონ გამოჩნდა, ვინ იცის როგორ უნდა შენთან მეგობრობა?
ვააააა, რა სასერიალო სცენარები გაიჩითა!
სხვა სხვის ომში ბრძენია-ნათქვამია. მგონია, არა, დარწმუნებული ვარ მაგ გოგოს ძალიან გაუმართლა შენნაირი და რომ იპოვა, მგონი მალე შეეჩვევი, რა თქმა უნდა, ისიც შენნაირი მზიანი თუ იქნა.
ისე, მამაჩემისთვის რამდენჯერ მითქვამს, ჰა გამოტყდი, ლუბასთან ან ტანიასთან ბავშვი ხომ არ გყავს მეთქი. ლუბა და ტანია მისი ჯარისდროინდელი და ყმაწვილკაცობის საყვარლები იყვნენ. ფოტოებს მგონი ახლაც ინახავს. არა, არაო, რა სისულელეაო.
მოკლედ, ახალი ვერაფერი გამოვსტყუე. ჰოდა, ვცხოვრობთ ასე ბედნიერად და ერთფეროვნად! :)
Soff, mec im azrze var, rom gaicno. bolos da bolos, dashorebas da yvelafris gafuchebas win araferi udgas. tu ar dagevasa, xmasac ar gascem. cudad ar gamigo, magram bolos da bolos, sheni mshoblebma tu moaxerxes dashoreba, shenc rogorme "gadaitan" shentvis jerkidev ucnob adamiantan ganshorebas. eg aris da eg.
chemo sof, es cxovreba aris martivic da rtulic. gaachnia, rogor shexedav. ertia ogond: tu rtulad shexedav, daiglebi da daitanjebi. ar girs, ra. martivad uyure yvelaers. tan imitom, rom orivegan pasuxi ertnairia. martiv pontshi ki ufro advilad dainaxav am pasuxs, vdire rtulshi. (mainc, adamianebi, es idiotebi, sul rtulshi da ubedurebashi mivicevt, raaa) :)
მე ვფიქრობ, უნდა გაიცნო, მგონი არანაირი პრობლემა არ არის... მართალია ცოტა რთული, მაგრამ დამიჯერე უარესებიც ხდება. მამაჩემსაც ყავს პირველ ცოლთან შვილი და მას რომ ჰქონოდა სურვილი აუცილებლად გავიცნობდი!!!
დიდსულოვნად? ჰმმ ცოტა ძნელია... როცა იმ ”უდანაშაულო” შვილს და ”უდანაშაულო” ცოლს შესწირავს ყველაფერს და შენ სიბერეში მოსავლელეი რომ გახდება , მაშინ რომ გაახსენდები :|
მე უარი ვთქვი.ჩემმა დამაც.. საბოლოოდ თან :|
Post a Comment