
მილან კუნდერას შესახებ პირველად მეორე კურსზე შევიტყვე, როცა მერიკო ტორაძემ (ლექტორი) გვირჩია აუცილებლად წაგვეკითხა მისი "უკვდავება" და "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე". იმ მომენტში ეს წიგნები ვერ ვნახე და "ხუმრობა" ვიყიდე, მგონი, ბევრად უკეთესი იყო, რომ პაპსა წიგნით არ დავიწყე, მერე მივაყოლე "სიცილისა და თავდავიწყების წიგნი", "უცოდინრობა" და მალე "მანიაში" გადამეზარდა, მინდოდა, კუნდერას ყველა წიგნი მქონოდა.
გუშინ გვახარიას გადაცემის ანონსი ვნახე და კუნდერაზე იყო. რატომღაც მგონია, რომ ამ მწერალს ყველა ისე იყენებს, როგორც უნდა. სინამდვილეში კუნდერა ყველაზე ობიექტურად წერს მწერლებს შორის და მერიკომ სწორედ ამიტომ გვირჩია, ნახეთ, რა საკაიფოდ წერსო. ვისაც წაუკითხავს მისი, თუნდაც, "ხუმრობა", იცის, რომ კუნდერა ფანატიკოსი ტიპი არ არის - არც კომუნისტები ადარდებს დიდად, არც პატრიოტიზმი და თავისი სამყარო აქვს. ან შეიძლება სულაც ყველა ადამიანი ისე აღიქვამს ნაწარმოებებს, როგორც თავისი ბუნება და ქვეცნობიერ-არაცნობიერი უბიძგებს. გვახარია რას მიშლის, მაგრამ მგონია, რომ ხშირად იშტამპება და მოსაბეზრებელი გახდა სულ იმაზე საუბარი, რა ცუდი იყო საბჭოთა კავშირი და რა კარგია კაპიტალიზმი. როგორც აინშტაინი იტყოდა, ყველაფერი შედარებითია, შედარებითია კუნდერაც, კაფკაც, საერთოდ ცხოვრებაა შედარებითი. ამიტომ მაღიზიანებენ ის ადამიანები, რომლებიც გამოდიან და თავს გახვევენ, თუნდაც, თავიანთ თავისუფლებას. დამაცადე, მე თვითონ ვიპოვო ჩემი თავისუფლება რა!
გირჩევთ, მილან კუნდერას წაკითხვა ნაკლებად ცნობილი წიგნით დაიწყოთ და მერე გადადით დიდ best seller "ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეზე". თავისუფლებას ისე იპოვით, როგორც გინდათ ;)



17 comments:
დამაინტერესა მართლა..
აუცილებლად წავიკითხავ :)
მაგ მწერლის მხოლოდ ”ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” მაქვს წაკითხული :)
:*
გავთავხედდები და შემოგთავაზებ, არ გინდა მათხოვო რომელიმე? ^^
საკუთარი შვილივით მოვუვლი
დამაცადე, მე თვითონ ვიპოვო ჩემი თავისუფლება რა!
უმაგრესი ფრაზა იყო!
@ lilia - nic to meet you :) წაიკითხე, არ ინანებ
@ Natosha, გათხოვებ, მჯერა, რომ მოუვლი შვილივით, მეც შვილებად მიმაჩნია კუნდერას წიგნები ;)
@ Lalena, Yeah! Thanks!
მეც ვურჩევ შენთან ერთად :)
დამაინტერესა ძალიან! უახლოეს მომავალში ჩავუჯდები აუცილებლად!
წავიკითხავ აუცილებლად :)
meriko toradze-umagresi adamiani da studentebis megobaria. uamravi ram maqvs chanishnuli (wignebi, filmebi...) mag adamianis rchevit da imedia movaxerxeb nel-nela cakixvas da naxvas :)
სოფ, Blogroll-ზე როგორ დაგიმატო?
zurriuss, მგონი, უკვე დამატებული გყავარ :)
nice to meet you my dear :)
მე ჯერ ნორჩი თაყვანისმცემელი ვარ კუნდერასი, მხოლოდ და მხოლოდ 2 ნაწარმოები მაქვს წაკითხული, ჩამივარდა წიგნი ხელშI და სრულად შემთხვევით... შემიყვარდა...
"Неспешность" - როგორც თვითონ ავტორი ამბობს, ამ ნაწარმოებში ერთი სიტყვაც კი არ არის რაიმე სერიოზული აზრის მატარებელი, რომ ეს არის მხოლოდ მისი ფანტაზია და დიდი ხნის ასრულებული ოცნება - არასერიოზული ნაწარმოების შექმნა. თუმცა ჩემზე მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ძალიან ბევრი პარალელი გამავლებინა არსებულ რეალობასთან... ახალი ადამიანთა ტიპი აღმოვაჩინე - плясуны... ჩემს ირგვლივ ბევრია, რომელიც ამას ცდილობს, მეტ-ნაკლები ოსტატობით...
"Подлинность" - ეს ნაწარმოები კი უბრალოდ ძალიან ახლოს აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანისთვის... შეიძლება შეყვარებული რომ არ ვყოფილვიყვავი, სხვანაირად აღმექვა, მაგრამ ვიყავი, ასე რომ ჩემი სამაგიდო წიგნად იქცა... ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა, როემლიც ახლა გამახსენდა: "Никакая любовь не переживёт игры в молчанку..." უნიკალური ტიპაჟი - მთავარი გმირი ქალის ყოფილი მული - რეალობაა, რას იტყვით?
@ Cinnamon girl, ძალიან მიხარია, რომ მოგწონს ეგ ნაწარმოებები, იმიტომ, რომ უმრავლესობა მაინც პაპსა წიგნებს ეძებს ხოლმე.
კუნდერას ნებისმიერი წიგნის წაკითხვის შემდეგ იმდენ რამეს აღმოვაჩენ ხოლმე, რომელიც მანამდეც ვიცოდი, მაგრამ უბრალოდ ვერ ვხედავდი.
wow kakraz kunderas bessmertie cavikitxe exlaxans :)
შენი ბლოგის დიზაინი ძალიან მომწონს ... ერთი კითხვა მაქვს " ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე " ქართულად ნათარგმნი წაიკითხე თუ რუსულად?? დიდი ხანია ქართულად ათარგმნს ვეძებ და ვერსად ვიშოვე :სსს
@JasonEvanss, დიდი მადლობა.
რუსულად წავიკითხე. არ ვიცი, არის თუ არა ეს თარგმანი ქართულად, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ამ ბოლო დროს კუნდერას ბევრი ნაწარმოებია ნათარგმნი.
Post a Comment