Monday, May 25, 2009

აი, ვინ ვარ - Cristina the 'searcher'

Facebook-ის ცნობილი quizz-ების შესახებ ხომ ყველამ იცით. დღეს ახალი ქვიზი აღმოვაჩინე, "ვიკი კრისტინა ბარსელონას" რომელი პერსონაჟი ხარო, ასეთი სათაური ჰქონდა. ეჭვიც არ შემპარვია, რომელი ვიქნებოდი, მაგრამ მაინც გავაკეთე თვალსაჩინოებისთვის :) [თუმცა, ერთადერთი ფილმია ვუდი ალენის შემოქმედებიდან, რომელმაც დიდად ვერ შთამაგონა, უბრალოდ სკარლეტ იოჰანსონი ძალიან მაგარი ქალია და ხმა აქვს ისეთი, მე რომ მინდოდა სულ მქონოდა.]

კრისტინა - გამოვედი, who else, ადამიანი, რომელიც ეძებს, ეძებს, ყველაფრისგან კმაყოფილების მიღება სურსო... :) ფაქტია, რომ მეც ვეძებ, რაც თავი მახსოვს, ხან სად ვარ, ხან - სად. ექსპერიმენტებიც მიყვარს და გულისამოსავარდნი შეგრძნებებიც. ვიღაცამ თქვა, ცხოვრება ძალიან მოკლეა და you should try everything-ო. ჰოდა, მერე მე ეს ჩემს ერთ მეგობარს ვუთხარი და არაო, თავი გადააქნია (აი, რომანებში რომ წერენ, ისე გამომივიდა, თავი გადააქნია და ღრმა მზერა მომაპყრო...), ყველაფრის გასინჯვა არ შეიძლებაო :| მე მგონია, რომ ძალიანაც შეიძლება. სიგარეტის არ იყოს, თუ არ გასინჯავ, ხომ ვერ იტყვი, კარგია თუ ცუდი, ან თუ არ იმოგზაურებ, როგორ შეგიძლია თქვა, ფუ, ი ქვეყნის ლხი ისეთი საძაგელიაო. მე მითხრა, მაგალითად, მეგობარმა, რუსებს ვერ ვიტან, საზიზღარი ხალხიაო, არადა, აღმოჩნდა, რომ ერთ რუსსაც არ იცნობს :| ასევე იყო ერთ ჩემს კურსელთან, რომელმაც "გამანდო", არ მევასება ებრაელები, რაღაცნაირები არიანო, რომ ვკითხე, ვინმეს იცნობ-მეთქი? არაო :ლოლ: უბრალოდ, გაგებული ჰქონდა, რომ "რაღაცნაირები" არიან. ასევეა ნებისმიერი რაღაც, გაგონილი გაქვს, რომ ცუდია, კაკ მინიმუმ "რაღაცნაირი" და შენც ამბობ - რომ ცუდია, ამ დროს ხელიც არასოდეს შეგიხია. ჩემი დღევანდელი მესიჯი სწორედ ეს იქნება: TRY EVERYTHING & NEVER STOP SEARCHING for whatever it is.

[ფროიდის (baby one) საყურადღებოდ - იდექი ყველაფერზე მაღლა და დატკბი ჩვენი ყურებით :P The Sun is going to 'spontaneous' ya!]

პ.ს. დამოუკიდებლობის დღის მილოცვა ყოფილა მოდაში, მე არ ვიცოდი ;) HAPPY INDEPENDENCE DAY, EVERYONE!

18 comments:

DreaMar said...

მეც სულ ძიების პროცესში ვარ:) მაგრამ არ მგონია ყველაფრის გასინჯვა კარგი იყოს, მაინც არის რაღაცები, რისგანაც სჯობს თავი შეიკავო :)

Sophie שרה Golden said...

:ლოლ:
ყველას თავისი საზღვრები აქვს, ხომ იცი, რა გასინჯოს და რა - არა ;)

თაზო said...

100%

ერთმა ჩვენმა ლექტორმა ისე ლანძღა ესკიმოსები, როგორც კი ფული გამიჩნდება, აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა ვნახო ეგენი. მართლა ეგეთი მონსტრები არიან?

რამდენიმე რუსს ვიცნობ, ებრაელსაც(lol) და თურქს. რაღაცნაირობის და უცნაურობის ჯერ არაფერი შემიმჩნევია :))). მამაჩემს ჰყავდა ქურთი ძმაკაცი, იცით რა მაგარი კაცი იყო? ჯიგარი რასაც ჰქვია. მაგრად მიყვარდა კოლია ბიძია. მერე ძმა მოუკლეს და აიბარგა აქედან. ახლა არ ვიცი სადაა.

ჰო და, მაგას ვამბობდი, რომ მართალი ხარ, ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ნახო და საკუთარი საზომით გაზომო

Sophie שרה Golden said...

თაზო, შენგან სხვა კომენტარს არც ველოდი :ლოლ: შენს ბლოგს ვკითხულობ და გიცნობ ;)

Toma said...

მე არ მისინჯია მაგი. ისე ფილმი მიყვარს ძალიან :) ახალა ვუდიკას ახალ ფილმს ველოდები ნიკოლ კიდმანით :)

ვიკა და ნინი said...

ღმერთმა გვიმრავლოს searcher-ები კაცობრიობა მათი წყალობით მიიწევს წინ!!!

Unknown said...

მეც კრისტინა ვარ :)
მეც სულ ვეძებ და ყველაფერს ვსინჯავ :P

Carrie said...

სხვა თუ არაფერი, საინტერესოა... :) (ძიების პროცესს ვგულისხმობ).
და არაფერზე არასოდეს შევიკავოთ თავი! ყველაფერი ღირს გასასინჯად!
(ადამს და ევას რომ ის ვაშლი არ გაესინჯათ, ისევ იმ იდეალურ ბაღში ვირბენდით შიშველ-ტიტვლები :)) )

Sophie שרה Golden said...

@ enia - ჯიგარი ხარ, როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე :)
მეც ნამდვილად მომწონს, სამოთხეში რომ არ ვცხოვრობთ შიშველ-ტიტვლები ;) ახლა უფრო მეტი fun-ის საშუალება გვაქვს :ლოლ:

Keti said...

საინტერესოა, თვითონ სკარლეტი რომელია :)

Anonymous said...

მეც მინდოდა და მეგონა რომ ტესტის გაკეთების მერე პასუხებში სკარლეტი ვიქნებოდი
მაგრამ შევცდი
გიჟი პენელოპა აღმოვჩნდი :D

ჰო
ყველაფერი უნდა გამსოცადო ადამიანმა
მაგრამ ყოველთვის გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ და არა მხოლოდ მცდელობისთის და გამოცდისთვის :D

Sophie שרה Golden said...

@ babisa, ჰო, მარია ელენა მაგარი ტიპია, ძალიან სახასიათო ტიპი ;)
მე მაინც მგონია, რომ უნდა სცადო ბევრი რამე, if you never try you'll never know :)

ნინი said...

ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო, ტყუილად კი არ უთქვამთ :) მთელი ჩვენი ცხოვრება იმითაა საინტერესო, რაღაცის ძიებაში რომ ვართ, თორემ ისე ყველაფერი მოსაბეზრებელი იქნებოდა.

Carrie said...

სოფი ახალი რამე, ახალიიიი :)) ;)

Anonymous said...

TRY EVERYTHING & NEVER STOP SEARCHING for whatever it is.

+ 1 000 000 000
I agree with you

CinnamonGirl said...

მე ამ ტესტში ვიკი გამოვედი და გამეცინა :)
ვერ ვიტყვი რომ მაინცდამაინც მომწონს ეგ პერსონაჟი, but she is very me...

და საერთოდ, ხშირად ამბობენ რომ ეს ფილმი ვუდი ალენის ყველაზე სუსტიაო... მე კიდევ არ მგონია ასე...
რაღაც ახლებური დავინახე...
რაღაცნაირი სიზარმაცე, რაც სხვა ფილმებს არ ქონდა...
და თუ სოფია კოპოლას სიზარმაცე მისაღებია, ვუდის რას ვერჩით?

Sophie שרה Golden said...

@ Cinnamon girl, არაფერსაც არ ვერჩით ვუდის :) დაბერდა კაცი და ცოტა სიზარმაცე არ აწყენს ;)

Anonymous said...

Vicky Cristina Barcelona ძალიან მომეწონა თავისი "რაღაცნაირი" ირონიულობით თუ იუმორით. ორიგინალში ვუყურე და ძალიან ბევრი ვიცინე პენელოპას ესპანურ ლანძღვა-გინებაზე :)))))))
მაგრამ, საერთო ჯამში, რაღაც უფრო ლეგალურ პორნოოჯახს ჰგავდა ყველაფერი. რა იმალებოდა, ზოგადად, ამ ქმედებიბის მიმართ, ვერ გავიგე. შეიძლება, არც არაფერი. ეს კი ძალიან ცუდია.
სკარლეტი ძალიან მიყვარს. უი, სოფ, ეგეც ხომ ებრაელია! ისე მე სემიტი ვარ, მგონი. ნატალი პორტმანიც მევასება. მადლენ ოლბრაითსაც არა უშავს რა :))) ნუ შენზე ხო აღარ მაქვს საუბარი :P