Friday, May 8, 2009

Let The Sun Shine!


ჩემს ბლოგს რომ გადავხედე, იმდენად არამზიანი მომეჩვენა, გავღიზიანდი. ბოლო პოსტების უმეტესობა პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი თემებითაა გაჟღენთილი. მომბეზრდა. სამუშაო კვირა მთავრდება და მინდა, პოზიტიური დასვენების დღეები მქონდეს მეც და თქვენც.
რაბი ავიმელეხმა გვითხრა ერთხელ გაკვეთილზე, თქვენ თვითონ ქმნით გარშემო სამყაროსო. ჰოდა, იმის მერე სულ ამაზე მეფიქრება. მართლაც ხო მე ვქმნი იმ ატმოსფეროს, რომელიც არის ჩემს სახლში, მეგობრებში; თუნდაც თქვენთვის, ვინც ამ ბლოგზე შემოდიხართ და კითხულობთ. ესე იგი, მართლა შემიძლია სამყაროში ცვლილებები შეტანა. თუ ამ ცვლილებებს ჩემიდან დავიწყებ.

Like - ვისწავლი ტორტის გამოცხობას დინას რეცეპტის მიხედვით, რომელიც ურთულესად მეჩვენება :| :D :D :D
ამავე დროს, დავჯდები დიეტაზე :P
აღარ ვიფიქრებ პოლიტიკაზე.
Above it all, ლაგ ბა ომერის დღესასწაული გვაქვს გასაკეთებელი, რომელიც 12-ში მოდის.
პლუს, საბაკალავროს "მივუჯდები".

ჰო, კიდევ ამ ბოლო დროს ბიზნესმა დამაინტერესა :ლოლ: ამიტომ ვფიქრობ, რა ბიზნესის გაკეთება შემიძლია მე? ერთი, ზუსტად ვიცი, რომ ადამიანებთან საუბარი, ურთიერთობა, "სერვისი" - კარგად გამომდის, ვარ "ხელმომჭირნე", არასოდეს ვაგვიანებ, თუ საქმე მომწონს, თავფეხიანად ვეშვები. ერთი პატარა პრობლემა ისაა, რომ თვითონ ბიზნესის სახეობა ვერ მომიფიქრებია [საბავშვო ბაღის გახსნა, ჩემს სამომავლო გეგმებში ისევ შედის, ახლა ამ გეგმებს დაემატა მოხუცებულთა სახლები (პლუს, ამ ყველაფერს ემატება გადამწყვეტი ფაქტორი, თუ აბრამოვიჩი შემირთავს ცოლად :P )].

გასულ კვირას, აი, რა სასიამოვნო ამბები მოხდა: ბევრი ფილმი ვნახე, შედარებით ადრე ვიძინებდი, მივხვდი, რომ ვიზრდები და ემოციებს სულ ოდნავ უკეთ ვუმკლავდები, ბიზნესის ფსიქოლოგიაში კოლოკვიუმიც დავწერე და სემინარიც ჩავაბარე ერთ ლექციაზე, ოღონდ ისე, რომ წაკითხულიც არ მქონდა :D ჩემი რეკლამებისადმი სიყვარული დამეხმარა ;) \სიმართლე გითხრათ, მეტ სასიამოვნო ამბავს ვეღარ ვიხსენებ\.

მთავარია მზე ანათებს - ჯერ ცოცხლები ვართ (რახან მე ვწერ და თქვენ კითხულობთ) და ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ განვაგრძოთ სიარული, გაჩერება უკანდახევას უდრის, ხომ იცით :)
__________________________________

რეკომენდებული ფილმები ამ week end-თვის:

'Duplex' - ბენ სტილერი და დრიუ ბერიმორი იდეალურ სახლში, დენი დე ვიტოს ერთერთი საკაიფო ფილმი.
'Starsky and Hutch' - ჩემი ორი უსაყვარლესი გიჟის, ბენ სტილერისა და ოუენ უილსონის სუპერ დუეტი.
'Charlie's angels' - ვისაც უყვარს დრიუ ბერიმორი და დაზეპირებული ფილმის მემილიონედ ნახვა.

14 comments:

Unknown said...

პოზიტიური პოსტი, რაც ძალიან გვესაჭიროება ახლა ბლოგოსფეროში :)

diniko ;) said...

Sofi :* ra kai postia, sul ximilit vkitxulobdi, sheni pozitiuri postebi xvelapers jobs!! shen shegizlia achuko xalxs is mze da sitbo rac ase xvelas gvjirdebaa !!! BH rom sul pozitiuri da kai ambebis postebi gkondees :* :*
p.s. tortiki ar aris rtuli :P ;)
mixvarxaar !!! :)

Toma said...

hmmm, ბიზნესის წამოწყება კარგი აზრია. მეც ვფიქრობ დიდი ხანია მაგრამ აზრზე არ ვარ რა შემიძლია. კი მაქვს რამოდენიმე იდეა, მაგრამ ჯერ მარკეტინგული კვლევა იქნება ჩასატარებელი.

მოკლეთ მარტო რომ ვარ მეზარება ყველაფერი.ჩემი ქმარი კი მეუბნევა დაგეხმარები ყველაფრითო, მაგრამ მის ისედაც გადატვირთულ სამუშაო დღეებს კიდე ჩემი არ მინდა მივამატო.

შაბათ კვირა კი ძალიან მძიმე მელის, ხოდა გავუმკლავდე უნდა.

წარმატებას გისურვებ ტორტთან, საბაკალავროსთან და ფილმებთან დაკავშირებით :)

Sophie שרה Golden said...

თათია, მართლა გვჭირდება პოზიტიური პოსტები, გასული კვირა ბლოგოსფეროშიც დაძაბული იყო.

ჩემო საყვარელო დინიკო, მადლობა!!! გავაკეთებ მაგ ტორტს აუცილებლად!

Katten, კვლევა აუცილებელია. იდეები თუ გაქვს, ესე იგი ძალა უნდა იპოვო და შესაძლებლობები მათ განსახორციელებლად. აბა შენ იცი, შაბათ-კვირას ვაჟკაცურად გაუძელი!

nata said...

axla vdiqrobdi sofis dResac Tu mimdinare ambebze ewereba SeniSvnas mivcem beTqi. xom ici dRes yvelaferi pozitiurad meCveneba (Tu minda rom ase iyos). Seni blogi imitom miyvars rom gulis mosaoxebeli adgili ki ar aris, aramed gantvirTvis da realobas mowyvetis kargi saSualebaa.

minda mag tortis gasinjva :)))))

Sophie שרה Golden said...

ნატა, მართალი ხარ, მზიანი უნდა იყოს ჩემი ბლოგი ;) მაგრამ მასას პოლიტიკა და სექსი უფრო იზიდავს, ნუ საქართველოში პოლიტიკა, აბა სექსი აქ არ არის და... :ლოლ:

HAPPY BIRTHDAY TO YOU, MADEMOISELLE! :P

უსახელო said...

ძალიან სიმპატიური მზეა :) გუშინ სულ სხვანაირი იყო ცაში რომ ავიხედე, რა სწრაფად იცვლება ყველაფერი. ცვლილებები მართლა საჭიროა, თორემ წვიმის გუბესავით ერთ ადგილას თუ ვიდგებით ბაყაყები გაჩნდებიან ჩვენში და ყიყინს დაიწყებენ.

CinnamonGirl said...

მართალი ხარ :)
შემოვიტანოთ პოზიტივი...
კარგი მაგალითი მოგვეცი ახლა შენ...
შენი პოზიტივი უკვე იმდენად მზიანი გამოდგა, რომ მე იქნებ ნეიტრალურამდეც ავიდე და რავიცი ვნახოთ, რა იქნება ხვალ...

Natalia said...

ბლოგოსფეროში მზემ გამოანათა, so good : )

სხვათაშორის,მთელი დღე ვფიქრობდი თუ რაზე დამეწერა,ეს პოსტი რომ წავიკითხე უკვე ვიცი რაც უნდა ვქნა :)) ისედაც მქონდა მონახაზი და განვახორციელებ ეხლა :)

Lilu said...

სოფი, შენ ბიზნესი კი არა, საქველმოქმედო ორგანიზაცია გნდომებია. ამიტომ აბრამოვიჩს რომ გაჰყვები, შენი ორგანიზაციების ხელმძღვანელი მე უნდა ვიყო ;)

Toma said...

ესეიგი დაიბადა ბიზნენს გეგმა. მოდით მოვიტაცოთ აბრამოვიჩი :d What do u think girls? :P :P

Unknown said...

hehe, კარგი განწყყობა მომიტანა დილიდან :)

Anonymous said...

I'm gone to tell my little brother, that he should also go to see this web site on regular basis to obtain updated from hottest gossip.

http://www.fffin.com/blogit/jamaalellisfrwaimgnx/real-world-facts-around-how-buy-cheap-twitter-followers
http://www.cablofil.info/simple-programs-how-buy-cheap-twitter-followers
http://www.studi-internazionali.it/node/12074
http://www.world-gifted.org/node/23628
http://www.ithacaunderground.com/forum/music/useful-how-buy-cheap-twitter-followers-advice-or-news
http://megazzoty.ru/forum/9240
http://drupalcamp.fi/content/viicarolwuhsvorls-evaluation-commerce-kickstart-webstore-box
http://www.xn--carrerapopularniojesus-zec.es/node/47433
http://v9.water.cc/living-water/checking-out-straightforward-important-things-purpose-how-buy-cheap-twitter-followers
https://eccyc.org.s56179.gridserver.com/node/52938

Feel free to surf to my homepage :: quasimoto

Anonymous said...

Hi all, here every person is sharing such knowledge,
therefore it's pleasant to read this weblog, and I used to pay a visit this blog everyday.


Also visit my blog :: how to cure insomnia