დღეს დილის 10 საათზე უნივერსიტეტში რომ მივდიოდი ავტობუსით, ვფიქრობდი, რაზე დამეწერა დღეს. საკმაოდ ბევრი იდეა მქონდა, მაგრამ ცოტა უცნაურები - სიკვდილი და დღიური :| "ბედად", ავტობუსის მძღოლმა ჩართო, და რა ჩართო: "Стюардесса по имени Жанна". თქვენ "ლოლ" გაიფიქრეთ და მე გონება გამინათდა.
ბავშვობიდან სტიუარდესობაზე ვოცნებობდი. ერთი პერიოდი ისე სერიოზულად მინდოდა ეს პროფესია, რომ ვათვალიერებდი საიტებს, ვკითხულობდი სხვადასხვა ინფორმაციას, როგორ შეიძლებოდა გავმხდარიყავი სტიუარდესა. საბოლოოდ, მივხვდი, რომ ჯობია ჟურნალისტი გამოვიდე და მერე, თუ დრო მექნება (უფრო სწორად, თუ ამ სფეროში ჩემს ადგილს ვერ ვიპოვი), სტიუარდესობას შევითავსებ-მეთქი. პრინციპში, ამ პროფესიისთვის მთავარი 3 ნიშან-თვისება კი მაქვს: ვიცი უცხო ენები, არ მეშინია ფრენის და... ღიმილიც all right მაქვს :) ოღონდ სტიუარდესობა ისეთი კაპრიზული სურვილი კი არ მქონდა, როგორც, დავუშვათ, არქეოლოგობა, მსახიობობა და დიასახლისობა ;) არა, აი, მეგონა, რომ ეგ იყო ჩემი მოწოდება - ფრენა, ბევრი ფრენა, არგაჩერება, მსოფლიოს შემოვლა, ღიმილი, საკაიფო უნიფორმა... ათენში რომ ვცხოვრობდი, იქ ძალიან ბევრ სტიუარდესას შევხვედრივარ და ყველანი ისეთები იყვნენ - რაღაცნაირი შორეულები, ლამაზები, მიმზიდველები, მომღიმრები.
მოკლედ, უკვე საკმაო დრო გავიდა იმის მერე, რაც სტიუარდესობა მინდოდა, მაგრამ აი, ხომ არის რაღაც მიძინებეული სურვილები და "ვნებები", დღეს ზუსტად ასეთი შეგრძნება გამიჩნდა იმ სიმღერაზე - სასიამოვნო წარსულური , გინდა პაპსა დაარქვით, გინდა - რა.
თქვენც გაქვთ ასეთი "მიძინებული" ოცნებები?

16 comments:
მეც მომწონდა ეგ პროფესია. დრესაც მომწონს, მაგრამ საკმაოდ რთული პროფესიაა. ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც. მხოლოდ ის რომ ფრენა გიყვარს და არ გეშინია არაა საკმარისი :) :*
Katten, გეთანხმები 100%
ძალიან რთულია, მართლა მხოლოდ ფრენა არაა, სულ ფეხზე დგომა და "ჰაერში გამოკიდება" - პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. მაგრამ მაინც საოცრად მიმზიდველია :)
აუ.
მე მთასვლელობა მინდოდა ძალიან.
დიდხანს ვოცნებობდი მთასვლელობაზე, მაგრამ მამამ გადამაფიქრებინა :((
vgavart ertmanets ragacit :))))) me mezgvauroba mindoda ogond, mezgvaurebis zolian formaze chkuas vkargavdi :)) chabarebisas ki vifiqre, xom ar chavwero tko, mere gavikitx-gamovikitxe da gogoebi ar sheidzlebao :| mere daushves, magram ukve jurnalisti rom viyavi :X
magram jurnalistobac egeti saocnebo profesia mqonda _ papa mushaobda mashin televiziashi da sul moqonda mikrofonebi da diqtofonebi, im droidan viwerdi xolme diqtofonze xmas da mere vusmendi, mikrofonit vjdebodi sarkis win da gadacemebi mimyavda... uh, mokled, meore saocnebo profesia mainc shevidzine :) :P
ჩემი მეზობელი იყო სწიუარდესა და მაგის გამო ძაალიან ღრმა ბავშვობაში მეც მინდოდა, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ სიმაღლის მეშინია და გადავიფიქრე... ისე გუშინწინ აღმოვაჩინე, რომ აღარ მეშინია და ისევ ხომ არ დავიწყო ფიქრი? :დ:დ:დ:დ
მე კიდევ, მეშვიდე კლასიდან მახსოვს, რომ სულ ჟურნალისტობა მინდოდა. მეშვიდე კლასამდე კი, ექიმობა მქონდა ამოჩემებული მშობლების გავლენით. ერთხელაც ბაბუაჩემს კიბო დაემართა და ვენაში ნემსების კეთება და სისხლის ამოღება რომ დავინახე....ნუ, ახლაც მბურძგლავს ამის გახსენებაზე. ჩემგან ექიმი რომ არ დადგებოდა დროზე მივხვდი. 13 წლიდან გადავწყვიტე, რომ ჟურნალისტი გავხდებოდი. "ამხელა კაცი პატარა ბავშვივით როგორ ირბენ წინ და უკანო"-ამის მეტი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ცოტა რომ გავიზარდე(ანუ ახლა), მომინდა ბიზნესი და ჟურნალისტიკის გაერთიანება. საკუთარი გამომცემლობა, რადაქცია და რამე.....:)
რაღაც მომენატრა შენი Sunny პოსტების კითხვა... :) ჰოდა პრინციპში მე ერთადერთი მიძინებული ოცნება მაქვს (დანარჩენებზე ახლაც ვოცნებობ :) ) ნეიროქირურგობა. ეგ მინდოდა გამოვსულიყავი სადღაც მე-5 კლასში, მერე მინდოდა გინეკოლოგობა (ორი მიძინებული ოცნება გამომდის). გინეკოლობა უკვე გადაფიქრებული მქონდა, როცა მისი მნიშვნელბოა გავიგე... :)
რაც შეეხება მხატვრობას, მომღელობას, ჟურნალისტობას, მსახიობობას და ა.შ. ეგენი კიდევ მინდააააააა
P.S. სხვათა შორის, მხოლოდ მაგ სიმღერაში ვიტან პრესნიაკოვის ხმას ;)
მე მაქვს რამდენიმე მიძინებული ოცნება. ერთი–ორი გავამხილე ამას წინათ, მათ გარდა კიდევ იყო ორიოდე. თუმცა დავტოვებ მიძინებულ მდგომარეობაში. ალბათ :)
პ.ს. პოსტის ფინალი ტომუშკას სტილში :))
არის ოცნებები, რომლებიც აუხდენელი უნდა დარჩეს ალბათ. ასე უფრო საინტერესოა!
მთავარია, სხვა, უფრო მნიშვნელოვან ოცნებებს ენახოს მზის შუქი, მზიანო ჩემო!:)
სადღეგრძელოსავით გამომივიდა თუ მეჩვენება?! :)))))))))
ექიმობა მინდოდა და ჟურნალისტობა... ფილოლოგი გავხდი, მაგრამ ჟურნალისტად ვმუშაობ და ჯანმრთელობაზე ვწერ.. :)
უი.. საყვარელი ოცნება გამახსენდა! მე–6 კლასში ბალერინობა მინდოდა, მაგრამ დედაჩემმა გახმოვანებისთანავე ჩამიკლა ("შენი წონის ბალერინები არ არსებობებნო" :D :D) ჰოდა ცოტა ხნით შემძულდა ბალეტი და სამუდამომდ ოპერა :D :D
:რეჟისორობამინდოდასმაილი:
მე ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა, მერე ბოლო კლასებში შემეცვალა აზრი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბავშვობის ოცნებას მივყვები - სტომატოლოგია :)
@ Zurriuss, ეს ხო ცოტა წაი-sunny-ებს? ;)
@ ლალენა, იფიქრე, წინ გაქვს ყველაფერი. მეც კი არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს ავდგები და გამოვაცხადებ, აბა, შეიკარით უსაფრთხოების ქამრები, ბეიბიზ! :D :ლოლ:
@ ქეთი, მერე isn't Tomushka sweet?
@ ლილუ, რაღაც დოზით, ეგ ხომ ჩემი რჩევაც იყო ;)
რა თქმა უნდა :)
Soof jer kidev kvelaferi cin gaqvs :)
Aii naxe chemi gamocdileba
http://tatushka55.wordpress.com/2009/05/02/jobs-in-tbilisi/
სამომავლო პროფესიის არჩევა ჩემთვის ძალზე პრობლემური საკითხი იყო. ბავშვობიდან უამრავ პროფესიაზე ვოცნებობდი: ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი მომღერალი, გამომძიებელი, რეჟისორი...თეატრალურში ვაბარებდი, მაგრამ მასწავლებლის თხოვნით პირველ ადგილზე თსუ ჩავწერე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მეგონა ვერ მოვხვდებოდი იქ.მაგრამ შევცდი.
დღესაც ვერ გადმიწყვეტია ვინ მინდა ვიყო ჟურნალისტი თუ ფსიქოლოგი?არადა ორივე მინდა :)))
@ Taa, მადლობა, თათა, მეც ასე მგონია, რომ ჯერ წინაა ყველაფერი :)
@ DreaMar, შენც ორივე იყავი, ფსიქოლოგია უფრო საფუძვლიანად შეისწავლე, ჟურნალისტობას - წერას და კითხვას ყოველთვის და ყველა პროფესიით შეძლებ, ასე მგონია :)
Post a Comment