უცებ ბილეთების აპარატთან მოვარდა ერთი უსაყვარლესი ბავშვი, დიდი ცისფერი თვალები და გაჩეჩილი ქერა თმა ჰქონდა, სადღაც 8-9 წლის, ხო წარმოგიდგენიათ, ბავშვებს რომ აქვთ ხოლმე გაცისკროვნებული სახე, როცა რაღაც ძალიან უხარიათ :) ზუსტად ასეთი სახე ჰქონდა ამ ბავშვს, უცებ ჯიბიდან ამოიღო მოწითალო პლასტიკური ბარათი, ბილეთი აიღო და ჩემს გვერდით დაჯდა, თან აშკარად ეტყობა, რომ უნდა ვინმეს გაუზიაროს ეს თავისი სიხარული: ნახე, პლასტიკური ბარათი დავდე აპარატზე და ბილეთი გამომიძვრინაო :ლოლ: მე გადავდგი პირველი ნაბიჯი და ვეუბნები: "Wow! სკოლის მოსწავლეებიც იღებთ ბილეთებს?" "კი, ოღონდ, ნახე - მომაჩეჩა ბილეთი, რომელზეც 0-თეთრი ეწერა - პროსტა ვიღებთ, ფულს არ ვიხდით". მერე კიდევ სხვა ბავშვები მოცვივდნენ და აიღეს ბილეთები, ზოგმა იქვე მოჭმუჭნა და სკამებქვეშ შეჭიჭყნა, ზოგმა ფანჯრიდან გააფრიალა... მოკლედ, ერთობოდნენ მშვენივრად და მეც აღფრთოვანებული და სახეგაბრწყინებული ვუყურებდი, როგორ ახარებს ეს მერია ბავშვებს-მეთქი (ბარათებს ასეც აწერია: თბილისის მერია). ჩავედი ავტობუსიდან, გამიარა აღტყინებამ და ბავშვების სიყვარულმა :| მერე მივხვდი, რომ მერიამ მთლად გააფრინა. წარმოიდგინეთ:
- რამდენი ფული დაიხარჯა ბიუჯეტიდან, ამ სრულიად უსარგებლო ბარათების დაბეჭდვისთვის, რომლითაც 0-თეთრიან ბილეთებს იღებენ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც აქამდე მოსწავლის მოწმობა ჰქონდათ და მშვენივრად მგზავრობდნენ.
- რამდენი ხე-ტყე განადგურდა ამ ბილეთების ქაღალდის დასამზადებლად (რაც ძალიან ჰკიდია ყველას, ზუსტად ვიცი)
- რამდენი ადგილი დანაგვიანდება თბილისში, თითქოს მანამდე არ ჰყოფნიდა, როცა სრულწლოვნები იღებდნენ ამ ბილეთებს და მერე ქარს ატანდნენ.
ვერ ვხვდები მერიის მიზანს. მაგრამ იქნებ, მე ვფიქრობ ასე ზედმეტად? იქნებ მერიასაც ჩემსავით გაუხარდა ბავშვების გახალისება და სახის გაცისკროვნება, man! რა, მერიაც ხო ადამიანია. I mean, იქაც ხო ადამიანები მუშაობენ, თუ როგორც არის.
ვიდეო განწყობისათვის ;)



19 comments:
მე მივესალმები მაგ ბარათების შემოღებას.
მეთორმეტე კლასამდე სკოლის ბავშვებზე ყევლაზე უფასოა?
კი, უფასოა :)
უფრო სწორად - არა :P 0-თეთრი ღირს ;)
აბა რა, მერიაც ადამიანია (man)! :დ
კარგია, უარყოფითი რომ ჩამოწერე. როცა ამ სიხარულის აღწერას ვკითხულობდი, ვიფიქრე, აუ, როგორ დაანაგვიანებენ :)
მერე შენთანაც წავიკითხე.
ერთია, ეს ბავშვები ტრანსპორტში ბილეთის აღებას მიეჩვევიან. თამაშში ხომ უკეთ ისწავლება რაღაცები.
Ketim martali tqva biletebis agebas miechveviano, es ufaso baratebi aris ubralod momavlistvis, es bavshvebi cesrigs miechvevian. ra chkviani kaci yofila es meria
სოფ, ან ეს შენი ერთ-ერთი ყველაზე კარგი პოსტია, ან მე ვარ ძალიან კარგ ხასიათზე, ან ერთიც და მეორეც :)
ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ამ შემთხვევაში მე, როგორც ბუნების დამცველი, მაინც ბავშვებისკენ გადავიხრები და ვიტყვი, რომ მათთვის სიხარულის მინიჭება უფრო მნიშვნელოვანია. თავად მე კი იმდენად მიყვარს და ვიცავ ბუნებას, რომ საერთოდ არ ვიყენებ ქაღალდის წვრილ გრაგნილად ქცეულ და საკასო აპარატში ჩადებულ ხე-ტყეს :) (თავი გავიმართლე). ნუ მოკლედ ამ შემთხვევაში მე დადებითი ემოციის მხარეს ვიჭერ და გამკვირვებია, რატომ ;)
gamarjoba, me var cxeli shokoladis fotografi, chven vaketebt spec proeqts bloggerebze da dzalian gamixardeba tu shemexmianebi (as soon as possible).
gtxov momcero da shematkobine ras fiqrob am temastan dakavshirebit da damatebit informacia shemidzlia e-mailze mogcero tu geneba survili.
Levani
@ Zurriuss, რა გჭირს :ლოლ: შენს კომენტარებში იმხელა ფილოსოფიაა, ეს ირაკლი ფირცხალავას მოყვარული ქალი ვერ წვდები :P მადლობა, რომ მოგეწონა პოსტი.
@ Levan Kakabadze - ძალიან საინტერესოა და მომწონს იდეა, უკვე მოგწერეთ ფეისბუქზე. Thanks!
გოგო, უფროს კლასელ ბავშვებს ხშირად ძაან ვზროსლის ვიდი აქვთ და კონტროლიორები არ უკერებენ, რომ მოსწავლეები არიან. ამათ კიდევ სულ ავიწყდებათ ან ეზარებათ იმ ბილეთების ტარება და იქმნება პრობლემები და კონფლიქტები
ამიტომ, ჩემი აზრით კარგი გამოსავალია ეგ, უბრალოდ ძაან დაბალ კლასებში არ უნდა მიეცათ. ნუ ასე 5კლასის ზემოთ, მაგ პერიოდში იზრდებიან და ისეთი ვიდი ეძლევათ, რომ შეიძლება ვერ გაარჩიო არამოსწავლისგან
რა აზრი აქვს, ასეც და ისეც ბილეთს მაინც ყველა ძირს ყრის... :|
მგონი დროა სკოლებში ასეთი საგანი შემოვიღოთ, ეკოლოგია, ან გარემოს დაცვა,ან რამე ასეთი და ყველაზე მკაცრი გამოცდები დაინიშნოს ამ საგანში!!!!
ეე იდეაა, დაიცა, სილაბუსი გავაკეთო, ჩემს სკოლას უნდა მივადგე :)))
martla ra uazrobaa. ai,ubralod azrs ver vxedav. ramden fuls atanen qars.. :|
საინტერესოა, რა თანხა დაიხარჯა მაგ ბარათების დამზადებაში და რამდენი მოტყდა კიდე...
მე მომწონს მერიის იდეა, ბავშვები ადრეული ასაკიადან უნდა მიეაჩვივნონ ბილეთის აღებას, თან რომ მახსენდება მათი შურიანი თვალები სხვებს რომ უყურებენ როგორ იღებენ ბილეთს, მოკლედ მათავარია ახლა დიდიბიც და პატარებიც, ქალების და კაცებიც ყველა ერთად მივეჩვიოთ, რომ რაც არ გვჩირდება მომენტალურად ძირს არ ვყაროთ :)
აუ, ბავშვობაში როცა რვეულიდან ფურცელს ვხევდი, მშობლები სულ ხეებს და ფურცლის მოფრთხილების თემას ააქტიურებდნენ, ისე მქონდა მერე გამჯდარი, რომ ფურცლის გაუღალავება ლამის დიდი ცოდვად მიმაჩნდა :D
გეთანხმები, ჯობდა მოსწავლის ბილეთი, ვიდრე ბილეთის ტყუილად აღება, როცა მგზავრობა უფასოა.
უბრალოდ, მოსწავლეებისთვის ამ "საბილეთეების" დაბეჭდვა და დარიგება ერთ-ერთი ისეთი პროექტი იქნებოდა, რომლითაც ხელფასზე დანამტები ჩნდება, ესაა და ეს ))) უამრავ ასეთ პროექტს "იგონებენ".
მეც ეგ მაწუხებს, თორემ ბავშვების სიხარულს რა ჯობია :) ან თუნდაც იმ მოსაზრებას, რომ ამით ბილეთების აღებას მიეჩვევიან. ყველაზე ცუდი ისაა, თუკი წერ კრიტიკას და უკმაყოფილებას გამოთქვამ, ყოველთვის რაღაც მიმართულებას მოგაწერენ და ისეთი სენი განვითარდა ჩვენთან, რომ ან ერთ მხარეს უნდა იყო, ან - მეორე, ამ დროს სრულიად იგნორირებულია თავისუფალი ადამიანების შეხედულება, რომლებსაც პოლიტიკა არ აინტერესებთ, უბრალოდ ნორმალურ ქვეყანაში სურთ ცხოვრება და შესაბამისად, რაღაც-რაღაცებიც არ მოსწონთ.
მეც დავინახე იმ დღეს სალაროსთან როგორ მივიდნენ ბავშვები და ბილეთებს იღებდნენ.ცოტა კი გამიკვირდა, ამათ რად უნდათ ბილეთების აღება, ხომ უფასოდ მგზავრობენ-მეთქი.ახლა მივხვდი, თურმე რაში ყოფილა საქმე.მიუხედავად კომენტარებში მოყვანილი არგუმენტებისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ სულ ტყუილად დახარჯა მერიამ თანხა ამ ბარათებისთვის.
მოკლედ ამ პოსტის მერე ბევრი ვიფიქრე რისთვის დახარჯა მერიამ ფული? ან სკოლები რატომ აწვალა ან თავად რატომ აიტკივა თავი მეთქი
და მხოლოდ იმას მივაგენი რომ როცა მოსწავლეები არ იღებდნენ ბილეთს ძნელი იყო იმის დადგენა ვინ იყო მოსწავლე და ვინ არა - მოსწავლის ბილეთი ბევრს არ დაჰქონდა
ამიტომაც დაწესდა ალბათ ასე იმპერატიულად
ბილეთები ყველას - თუნდაც 0 თეთრიანი :D
( ანუ თუ მოსწავლე ხარ უნდა აიღო 0 თეთრიანი ბილეთი ბარათით რომელსაც სკოლა გაძლევს)
რაც მთავარია ბავშვებს უხარიათ
ამოსულები არ არიან ბილეთებს რომ იღებენ ხოლმე :D
მე მგონი, კარგია, ბავშვები რომ წესრიგს ეჩვევიან.
აი, იმას როგორ შევაჩვიოთ, რომ ნაგავს იატაკზე და ფანჯარაში არ ყრიდნენ?
@ Anonymous, მაგას მარტო ბავშვები კი არა, დიდებიც უნდა შევაჩვიოთ, ისინი უფრო ხშირად ყრიან ნაგავს, ვიდრე ბავშვები, მგონი :|
Post a Comment