Friday, June 12, 2009

ჩემს უნივერსიტეტს და მეგობრებს!!!

უკვე მეორე დღეა, რაც უცნაურმა სევდამ შემიპყრო. ბანალური ფრაზა დაარქვით, მაგრამ მე კი შემიპყრო და...
გუშინ ბოლო ლექცია მქონდა. მორჩა ჩემი და უნივერსიტეტის ურთიერთობა, ბლინ! ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი დასრულდა. ვითომ არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად ვარ. მეგონა, ჩემი ცვალებადი ხასიათის ბრალია-მეთქი, მაგრამ გუშინ და დღეს Facebook-ზე ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრების სტატუსები თუ კომენტარები ისეთივე სევდიანი და ნოსტალგიურია, როგორიც ჩემი (ვიცი, რომ ნოსტალგია მხოლოდ სამშობლოსი შეიძლება, გრამატიკის ფრიკებო, მაგრამ მე ასე მინდა!). სკოლა არ მიყვარდა, მაგრამ ისიც რომ დავამთავრე, დეპრესია "მეტაკა" - გაზრდა არ მინდოდა, დამოუკიდებლობის მეშინოდა, მაგრამ გავუძელი ყველაფერს და აჰა, აქამდე მოვედი. ახლა უნი-ს შემდეგ რა იქნება?.. მეშინია რაღაცნაირად. ცხოვრება რომ ძნელია, ამაზე ხო დიდი ხანია შევთანხმდით, მაგრამ სიტუაცია რომ იცვლება ადამიანს მაინც უჭირს. ფსიქოლოგიურადაც ცნობილია, რომ ცუდი გარემოდან კარგში მოხვედრისასაც კი აქვს ადამიანს შეჩვევა ცუდისადმი და ენატრებაო.

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის სრულად დამთავრების შემდეგ, როცა დავიცავ საბაკალავროს (ნუ, ჯერ როცა დავწერთ ;) ), ჩავაბარებ გამოცდებს და ბანკეტიც მექნება - მერე დავწერ დიდ პოსტს გასული, 4 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებებზე საუნივერსიტეტო თუ პირად ცხოვრებაში. ეს პოსტი კი იყოს ერთგვარი დასასრულის დასაწყისი.

ამ პოსტს და მომდევნო ვიდეოს ვუძღვნი ჩემს მეგობრებს უნი-დან: მაიკო წიკლაურს, გვანცა ბაკურაძეს, სალომე აბრამიშვილს, ირინკა ალიაშვილს, მარია რეხვიაშვილს, თაზო კუპრეიშვილს, ქეთი მეფარიძეს, თათუნა ლომთაძეს, თამთა ნაჭყებიას და ყველას, ვისაც გული სწყდება...



17 comments:

თაზო said...

აუ, სოფი, რამდნენი რამე დამიგროვდა სათქმელი. უკვე დიპლომს რომ დავიცავთ, მერე დავწერ დიდ, დიიიიიიიიიიიდ პოსტს განვლილ ოთხ წელზე. უკვე ჩამოვაყალიბე რა მომეწონა, რა-არა, როგორ გავიზარდე და ა.შ. ხვალ ალბათ ბევრ ფოტოებს გადავიღებთ უნიში, ბოლო ლექცია მაქვს. ალბათ, დაპირებულ ერთკვირიან ტაიმაუტს დავარღვევ და ერთ პოსტს მაინც გამოვაცხობ.

მიყვარხართ ყველანი

Toma said...

რაღაც წერტილში ყველაფერი მთავრდება.

თამუნა said...

სოფიიიი, მეც შემიპყრო ამ რაღაცნაირმა უცნაურმა სევდამ ... ძალიან, ძალიან მწყდება გული და მეც რაღაცნაირად ვარ :(

ზინა said...

მიუხედავად იმისა რომ, უნივერსიტეტთან დღემდე ვარ დაკავშირებული,სტუდენტობის ის 5 წელი მაინც ყველაზე კარგად მახსენდება. :(

CinnamonGirl said...

Nobody likes changes, even though they're supposed to be generally good :P

მეც მასეთი გრძნობა მქონდა, უნივერსიტეტი რომ დავამთავრე...
მაინც რაღაცნაირად მიყვარდა ეს ჯავახიშვილის მეორე კორპუსი...
<3

ჰექსე said...

maiko wiklauri rustaveli xom ar aris? :)

Keti said...

ჰო, რაღაც მთავრდება ახლის დასაწყებად..
ნაცნობია ეგ განცდები

ბას said...

სოფ,

რამე თოქ-შოუ გააკეთე :D

რეიტინგებს მოხსნი იმინა :D

Anonymous said...

წარმომიდგენია რასაც გრძნობ.4 წლის წინ მეც ასე ვიყავი, მაგრამ მერე სწავლა გავაგრძელე და ცოტა გალაითდა ეს შეგრძნებები იმით, რომ ისევ სტუდენტი ვიყავი, ახლა უკვე სხვა ჯგუფძში და სხვა გარემოში :D ძალიან მალე გადაგივლის ;;)

Natalia said...

მე და ჩემს ჯგუფელებს დაგვეწყო ზუსტად ეხლა ეს პერიოდი-ნოსტალგიის, და ერთმანეთი შეგვიყვარდა ძალიან :)) მიუხედავად იმისა რომ 1 წლის შემდეგ ვამთავრებთ, უკვე ვაცნობიერებთ რომ ცოტა ხნის შემდეგ ეს ყველაფერი დამთავრდება და ვცდილობთ ერთად ყოფნის სიამოვნება გავიხანგრძლივოთ :)

Anonymous said...

me vici rom uketesi periodi daickeba shens cxovrebashi
Gilocav damtavrebas da rom arc ki gifiqria iset warmatebebs gisurveb cxovrebashi.
kiss
kiss
kiss

Sophie שרה Golden said...

მადლობა ყველას :) Taa, u r so sweet!!!

@ Hexe, კი, რუსთაველია :)

@ ბას, მეც ვფიქრობ მაგაზე ;)

@ Natalia, ჩვენც ასე ვართ ზუსტად, ბოლო კურსზე ყველანი ისე დავახლოვდით, ერთმანეთიც უფრო შეგვიყვარდა და... უჰ, ამიტომ გახდა უფრო ძნელი :|

anka said...

ra samcuxaroa ro me ar momedzgvna es postii:)))hahahaha ra vqna ver vitan universitets:)))dzaan dampali var amas ro vimeoreb, magram iseti bednierii vaar ro arasodes agar mivaal (tu ar chavrchi):))))))

Sophie שרה Golden said...

@ Anka, :ლოლ: არადა, თავიდან ვაპირებდი, მაგრამ გამახსენდა, როგორ ჩაგვიქრე იმ დღეს ფეისბუქზე, რომანტიკულ "ბესედაზე" სანთლები და აღარ ჩაგწერე :D

Carrie said...

კარგი ეხლა, ნუ ამატირე :|
ეჰ, მეც მინდა დიდი პოსტის დაწერა ამ 4 წელზე... :)
:გამოვედითილიაჭავჭავაძეეებირა: :))))
:) :(

მარი ახსიაშვილი said...

მე ჯერ მე–3 კურსს "ვხურავ", მაგრამ მაქვს განცდა, რომ უნის ვამთავრებ.. შეიძლება იმიტომ, რომ ამ წელს მეოთხეკურსელებთან მქონდა ძირითადად ურთიერთობა და მათ "სატკივარს" ვიზიარებდი.. ერთხელ საბაკალავროზე შევყევი თამუნას და ანელის და თათიამ ლამის მეოთხეკურსელების სიაში მიმათვალა.. საბაკალავროზე რომ მუშაობდნენ, ლამის ხელმძღვანელთან მივყვებოდი:–)))
სიმართლოე რომ ვთავა, მირჩევნია წელს ვამტავრებდე, რადგან გულისტკივილი და დანანება გამყვებოდა. ვიცი, გაისად აღარ დამენანება.. მე უნი მემახსოვრება ისეთი, რაც შარშან და იგივე წელს იყო – თავისი კარგით და იმ ცუდით, რამაც იმ კარგს დაუსვა წერტილი..

teitt said...

მესამეზე გადავედი და კაკრას დღეს ვეუბებოდი ჩემებს მეოთხეები წავლენ ეხლა და რაღაც უკვე დიდები ჩვენ ვრჩებითთქო. არ მიყვარს. სკოლაშიც არ მიყვარდა მე–11 კლასელი უკვე მე რომ ვიყავი და ვიღაც ჩემზე დიდი და საინტერესო რომ აღარ დადიოდა –)))
ხოდა გრადუატებო გილოცავთ :) და, სოფ, ადამიანს უჭირს სიტუაცია რომ იცვლებაო გეწერა და მაგაზე გამახსენდა (ოღონდ სად მაქვს წაკითხული ვერ ვიხსენებ): როდესაც ცვლილებების ქარი დაბერავს, ნუ ააშენებ კედელს მისგან თავის დასაცავად, ააგე ქარის წისქვილი ;) :)