Sunday, June 28, 2009

კოპიო - არავინ

შაბათს სტუმრად ვიყავი როზენბლატებთან. როგორც ყოველთვის, საუკეთესო იყო, საინტერესო საუბრები, სხვადასხვა სტუმრები და უგემრიელესი ნაყინი. თუმცა, არ ვაპირებ შაბათზე მოყოლას, უბრალოდ კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ მინდა "იქ" ყოფნა, სხვა სამყაროში, სიმშვიდესა და შორს, სადაც ადამიანები არ ინტერესდებიან იმით, ვინ არის მამაშენი, ვინ არის დედაშენი, იმიტომ, რომ შენ, უბრალოდ, შენ ხარ - სრულიად სხვა ინდივიდი, არავის ჰგავხარ და მორჩა. საშინელებაა, როცა ადამიანებს უნდათ, ვიღაცასთან გაგათანაბრონ, მიგამსგავსონ. დათო პაიჭაძემ დაწერა ადრე Facebook-ზე, თავის შვილზე, რომ არცერთ მშობელს გვგავსო, man, respect from me.

დედაჩემს ვკითხე ერთხელ, მე რატომ არავის გგავართ-მეთქი, იმიტომ, რომ სხვა პიროვნება ხარო და იმის მერე მივხვდი, რომ უცნაური დედა მყავს, უცნაური და იშვიათი, რომელიც ზოგჯერ იმხელა თავისუფლებას მანიჭებს, მეშინია. ბავშვობიდან მქონდა ეს - მე პიროვნება ვარ, ჩემებური და სხვებთან არ ვარ კავშირში (რაც უნდა არასწორად ჟღერდეს გრამატიკულად).
ჩემებური პიროვნება ვარ - Just me & my monkey...

"Главное чтобы нравилось моей маме"


20 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

უ ტებია ტოჯე მუდრაია მაწ ზნაჩიტ!
რესპექტ!

Anonymous said...

ეჰ... აი ეგ ჩემტან სრულიად საპირისპიროდ ხდება. ახლობლები დედას მადარებენ, დედის თვალები გაქვსო. ეს მსიამოვნებს :) მაგრამ დანარჩენით არავის ვგავარ და მიხარიაააააააა ;)

Sophie שרה Golden said...

ჩორვენ, სპასიბო :)
Да, она мудрая, на самом деле.

Anonymous said...

deda gamaxsenda.
ase meubneba mec- arvais hgavxaro :D mara imasac ayolebs, aba neta saidan xar asetio :D

Keti said...

სოფი, ცოტა დამაბნია შენმა პოსტმა – როცა ამბობ, რომ საშინელებაა სხვასთან მსგავსება. ცოტა ხნის წინ შენ ჩამოთვალე მსახიობები, რომლებთანაც მსგავსების (თუნდაც გარეგნული) პოვნა მოგწონს..
ისე კი, ყველა ადამიანი ინდივიდია, რა თქმა უნდა. თუმცა ყველა ადამიანს აქვს რაიმე საერთო სხვებთან, მითუმეტეს მშობლებთან და როგორც არ უნდა ვუარყოთ, ფაქტად დარჩება.

Keti said...

და იმით დაინტერესება, თუ ვინ არის დედა და მამა, ხშირად მართლაც ნერვების მომშლელია :)

Toma said...

მამა ნახე, დედა ნახეო ხშირად მეც გამიგია, როცა ბავშვის მსგავსებაზე ლაპარაკობენ, თუმცა ერთი საინტერესო რამეცაა აღსანიშნავი კერძოდ კი ნაშვილები ბავშვი თანდათან როგორ ემსაგვსება მის ამღზრდელს. არა მარტო ხასიათით არამედ ფიზიკურადაც.

Sophie שרה Golden said...

@ Keti, მე მშობლებთან მსგავსებაზე ვამბობ, თვეების ბავშვს რომ მიახტებიან - კოპიო მამამისიაო, ან უკვე დიდს... მსახიობებთან მსგავსება სულ სხვა თემაა, შენი დაბნევა არც მიფიქრია :ლოლ:

Sophie שרה Golden said...

@ Tomushka, სხვათა შორის, მე არ მჯეროდა, რომ აყვანილი ბავშვი შეიძლება დაემსგავსოს приемный მშობლებს, მაგრამ რამდენიმე მაგალითის ნახვის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გენეტიკა დიდი არაფერია, ფსოქოლოგია - აი, ეგაა დიდი და გამოუცნობი.

Anonymous said...

neta mec magas meubnebodnen aravis gavxaro,yoveltvis vigacas mamasgavseben, ai babuashenis xasiatebi gaqvs,ara ara chemi bebiis dis shvilis shvils hgavxar ragacit da ase shemdeg, am dros aravis ro ar vgavar xasiatebit da saertod, chemnairi ucnauri mgonia jer aravin yopila chems sanatesaoshi magram ratomgac moscont es shedareba...
xolo mshoblebi - ara, isini arasodes aravis madareben,magram arc chem individualizms gamoxataven :D

Keti said...

ოკ :)
თუ ასეა, მე მამას კოპიოს მეძახდნენ და არც აჭარბებდნენ – საოცრად ვგავარ გარეგნულად და ხასიათის ზოგიერთი ნიშნით. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
და მიუხედავად ამისა, ინდივიდად ვრჩები ;)

სხვებზე რა ვთქვა, თუ ჰგავს ბავშვი, თქვან :დ

Sophie שרה Golden said...

@ Keti, ლოლ
ზუსტად ეგაა განსხვავება ჩვენ შორის, ყველა ადამიანს შორის, ზოგს რაღაც გვაღიზიანებს, ზოგს - არა :)
Simple as that :)

Unknown said...

არც მე ვგავარ მშობლებს, იმდენად არ ვგავარ, რომ ხანდახან მეშინია :)) მაგრამ, საბედნიეროდ, ხელზე და ფეხზე იმავე ადგილას და ისეთივე ხალი მაქვს, როგორიც დედაჩემს და მამაჩებს და ცოტა ვმშვიდდები :))

გურამი said...

სიმღერა მომეწონა.. მეც ხომ ხშირად რაღაცას გავწირავ იმსათვის, რომ "გლავნეე ნრავილას მაეი მამე" ეჰ..

Anonymous said...

Ragacnairi postia, damafiqra :)
Ai chemi baia mamamiss gavs dzalian.. da ravi me mixaria. Individi isedac gaizrdeba rac ar unda gavdes vinmes fizikurad. mTavaria mis gonebriv ganvitarebashi ar davickot xelebis faturi da ragaceebis dazaleba ro an chemi an dimas interesebisken gadaixaros :)

Sophie שרה Golden said...

@ Tatushka, ლოლ
ისე, მაგის თქმა მეც მინდოდა =)) შენი ვიკა მართლა ჰგავს თავის მამიკოს. თუმცა ამ პოსტში მთლად გარეგნულ მსგავსებაზე არ ვამბობ, სწორად მიხვდი, უფრო სხვა რამეა. ინდივიდუალიზმს ვგულისხმობ. ასე გარეგნობით მეც მამაჩემს ვგავარ ძალიან :)

green said...

adamianis tavisufleba nishnavs tavisuflebas im fesvebisgan,romeltan fsevdokavshiric sakutar tavze arascori carmodgenis tyveobashi gichers da ar gishvebs. es sazozgari fesvebi aris cinagoba tvitshecnobasa da shens shoris :( mamac da dedac unda "mokla" da matgan damoukideblad ipovo sheni pirovneba.:doctornauksmile:

Sophie שרה Golden said...

@ green, ну ты гонишь!!! :промоутернавеки:

Anonymous said...

სამართლიანად აღნიშნავენ, რომ მამას ვგავარ. მართლა ვგავარ, ფიზიკურადაც, მანერებითაც, თუმცა ამის მიუხედავად ვართ სრულიად სხვადასხვა ადამიანები, მოგვწონს სხვადასხვა რამეები და ასევე სხვადასხვა რაღაცეები გვაღიზიანებს. დედამიწის ზურგზე არ არსებობს მეორე შენ, ყველა ინდიიდები ვართ.

Toma said...

Sophie Golden - გარემო დიდი როლს თამაშობს - ის თუ სად იზრდება ბავშვი.

შე კაი ქალო, ცხოველი გავს ხანდახან პატრონს, და აყვანილი ბავშვშვი რომ დაემსგავსოს რა გასავირია .