Sunday, June 21, 2009

My Chemical Indifference


სინამდვილეში პოსტი ეხება ჩემს not chemical, but აბსოლუტურ ინდიფერენტულობას მიმდინარე პროცესების მიმართ :ლოლ: პოლიტიკა მძულს, დედაჩემი ოპრას ფანია და ოცნებობს, ერთ დღეს მეც ასეთი შოუ მქონდეს (Amen!), მე კიდევ შუაღამეგადასული დეპრესია დამემართა. საბაკალავროსთვის რაღაც სტატია მაქვს დასაწერი და ვერ ვწერ, იმიტომ, რომ უაზრობაა, მხოლოდ დიპლომისთვის ვაკეთებ და გულს არ ვაყოლებ. ამ ბოლო დროს გულს მარტო ჩემს ბლოგს და ალადიებს ვაყოლებ თუ ვატან, ბლინ, სულ დამავიწყდა გრამატიკა. მიყვარს ჟურნალისტიკა, ოღონდ ისეთი, ჩემებური და "ოპრასებური" :D მოკლედ, უფრო ადამიანური, სადაც იქნება ბევრი გაგება, სიყვარული, ჩახუტება; ნიუსების წამყვანი ვერ ვიქნები, რადიოშიც გამოვცადე ეს და სასაცილო იყო, ხმა კი მქონდა, მაგრამ - ხმას რაც უნდა ამოაყოლო, ის აღარ :| (დღეს ფუძე "ყოლ" ცვეტშია)

random: მთელი საღამო იუთუბზე ვუყურებ სხვადასხვა შოუებს, რეჯინა სპეკტორს ვუსმენ და ფეისბუქზე ვწუწუნებ სხვებთან ერთად.
ხვალ უნი-ში უნდა ვიყო 10-ზე, ნატამ დამიმესიჯა. დინა ისევ ბათუმშია და მეც მინდა, იქ ვიყო, ჩემი ადგილი იქაა, ბავშვებთან - სიცილი და საუბარი, გარემოს გაsunnyება. ახლა ვიტყოდი, უჰ, ცუდ დროს და ადგილას დავიბადე-მეთქი, მაგრამ მე ხომ ვიცი და თქვენც ხომ იცით, ყველაფერს თავისი დიადი მიზეზი აქვს... მიყვარს ეს მიზეზი, ასე რომ მაწვალებს მთელი ცხოვრების მანძილზე და მივრბივარ, მივრბივარ. აი, სიზმარში იცის ზოგჯერ, გაქცევა გინდა და ფეხებს ვერ იმორჩილებ, ეწებები მიწას თითქოს, ასე ვარ ზუსტად ახლა.

Yep, I wanna be the catcher in the rye, what else :)

9 comments:

Toma said...

საბაკალავროსთვის მაინცდამაინც სტატია გინდა?
ბლოგთან დაკავშირებით რომ გააკეთო რამე?
მაგალითად ონლაინ ჟურნალივით?
სტატიები რომ დაწერო ბლოგზე არ გამოვა?

ნუ ხვდები რომ ჩემი იდეა დიფუზურია მაგრამ მგონი იმასაც ხვდები რას ვგულისხმობ.

Sophie שרה Golden said...

@ Katten, უკვე დავწერე ბლოგებზე, მაგას რა უჭირდა, კარგი გამომივიდა. ერთი სტატიაღა დამრჩა და იმას ვერ ვწერ, უცხოეთში მოღვაწე ჟურნალისტებზე, რაღაც უღიმღამო გამომდის.

Khatia Caroline said...

ჩემი საყვარელი რადიო იწყება ციტატით : "I'm definitely not Opeara" მიყვარს ეგ გოგო და რადიოს ეგ ტალღაც. წარმატებებს გისურვებ! ისე კი, პოლიტიკა არ გაინტერესებს, მაგრამ ისრაელის პატრიოტიზმს, დემონსტრაციების მოწყობას და ევროპის ლანძღვას რას უპირებ? :) ვსიო? :)

Anonymous said...

მთლად Биги, Лол, Биги-საც ნუ დაემსგავსები ;) იყავი იქ, სადაც ხარ, რათა გაგიჩნდეს სურვილი, წახვიდე სხვაგან, ოღონდ ორგანიზებულად და დაბრუნების აუცილებელილ პერსპექტივით :) საბაკალავროსთვის 4 სტატიას ვწერ პრაქტიკულად ერთდროულად და შენი ტანჯვა-ოხვრაც მესმის.
რაც შეეხება სიცილს, იცინე, ოღონდ ყალბი არ იყო (რაც ადამიანებს ზოგჯერ გვემართება). სიყალბეში ცუდი მხოლოდ ისაა, რომ სიბანძეს უდრის. ჰოდა სე ერთი კარგი სიცილი არ მაწყენდა. ოღონდ შენ რომ სულ იღიმები, ეგეთი არა :P:P აი ისეთი, გულიანი. მგონი შენ ეგრე გულიანად კარგა ხანია არ გიცინია. არ გინდა, რამეზე ვიცინოთ? :)

Sophie שרה Golden said...

@ Zurriuss, давай смеятся до упада, друг -
http://www.youtube.com/watch?v=jXkD45Xsyns

Anonymous said...

კაი ოცნებები გაქვს :D
მაგრამ "ადამიანური" ჟურნალისტიკა საქს იმჰო. ამ ტერმინის ხსენებისას სულ მაია ასათიანი მახსენდება და ცივი ოფლი მასხავს

Sophie שרה Golden said...

@ infectedbrain, მაია რომ გახსენდება, იმიტომ, აბა მართლა ოპრა ან ელენ დეჯენერისი გაიხსენე ;)

green said...

"yol"-ze vicineee :D da egeti rameebi ar miyvars,roca mesizmreba rogor ver vckdebi micas da rogor carmovidgen ikve,rom ai exla avishveb da gavikcevi da isev ro ver mivdivar da bolos bebiachemi rom gamagvidzebs..aset dros mikavars bebiachemi..gramatika mec damvickebia :D :D

teitt said...

ჰეჰ მე ეგ ვერაფრით ვისწავლე_ყველაფერს თავისი დიადი მიზეზი რომ აქვს. და ვწუწუნებ ხოლმე გულში,გულიანად,გულადად,გულამოსკვნილი და ეს უგულო მიზეზი ვერაფრით მიპოვია |: ლოლ თეი, საიდან ამდენი პესიმიზმი :)))