Saturday, June 13, 2009

My Name Is...

ყველამ იცის, რომ ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი - საკუთარი სახელია. განსაკუთრებით, როცა უცხო ადამიანი იმახსოვრებს შენს სახელს და ისე მოგმართავს, თან მანამდე აუცილებლად გეკითხება, როგორ გინდა, რომ დაგიძახოს. გარდა იმისა, რომ ეს ერთერთი ცნობილი მარკეტინგულ-ფსიქოლოგიური მიდგომაა (ეს მიდგომა რა უბედურებაა, სულ იმ მიდგომას მაგონებს ;) ...და მიუდგა აბრაამი სარას, ხო იცით :ლოლ: თუ, არ იცით?), კიდევ ჩვეულებრივი ადამიანური ფაქტორია, როცა ადამიანს სახელით მიმართავ და არა გვარით, ან თუნდაც ერთ დროს ძალიან ცნობილი მამის სახელით (ამაზე ყოველთვის მახსენდება ერთი ამბავი, დედაჩემს ჰყავდა თანამშრომელი მარა იზრაილოვნა :ლოლ: პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, თუ იზრაილ (ისრაელი) ადამიანის სახელიც იყო, სამაგიეროდ ვიცოდი, რომ ისრაელს ნიშნავდა და მარაც ებრაელი იყო (მაცა სულ იმას მოჰქონდა ჩვენთვის), მაგრამ სულ მიკვირდა, რატომ არის მარა იზრაილოვნა და დედაჩემი - არა. ბოლოს დავასკვენი მე თვითონ, რომ ალბათ მარა რაღაც განსაკუთრებული ებრაელია და ამიტომ ეძახიან ისრაელის შვილს-მეთქი და ცოტა შემშურდა კიდეც).

Anyway, თითქმის ყველა მისტიკურ-რელიგიური მიმართულება აღიარებს, რომ ადამიანისთვის სახელის დარქმევა იგივეა, რაც მისთვის განსაზღვრული ბედის მიცემა, ამიტომ ძალიან კარგად უნდა გააანალიზო, რას არქმევ ბავშვს და როგორი მომავალი გინდა ჰქონდეს. ბევრს ეცინება ამაზე, მაგრამ მე მჯერა, რომ სახელი ადამიანის ცხოვრებას რაღაც დოზით, ძალიანაც რომ, განაპირობებს და მიმართულებას აძლევს (ეს აქსიომა არაა, რა თქმა უნდა, ჩემი ხიპოთეზაა). მაგალითად, მე დედაჩემის დედის სახელი მქვია და მთელი გააზრებული ცხოვრების მანძილზე მადლობელი ვარ ჩემი დეიდაშვილის, რომლის თხოვნითაც დამარქვეს; მგონია, რომ ეს სახელი ზუსტად შემეფერება - თავი დავანებოთ ჩემი სახელის ბერძნულ მნიშვნელობას (wisdom), ან თუნდაც ფრანგულს (sophistication), ან ებრაულს (protector. ოჰოჰოჰო!), უბრალოდ ეს სახელი ჩემთვისაა გამოგონილი ;)

ID-ში, რა თქმა უნდა, მიწერია - სოფიო, შესაბამისად მეძახიან "შორეული" ლექტორები და საპასპორტოს თანამშრომლები.
სოფი - სახელი, რომელსაც დაბადებიდან მეძახის დედაჩემი, მისი დები, ძმები, მათი შვილები, მათი შვილების მეგობრები, ჩემი მეგობრები, ბლოგერების ის ნაწილი, ვინც დაკვირვებულია და სოფ--ში არ ვეშლები ;)
სოფო - მეძახის ბევრი ადამიანი, უმეტეს შემთხვევაში ისინი, ვინც თვლიან, რომ ყველა სოფიო და სოფი - სოფოა :ლოლ:
სოფიკო - :ლოლ: ვხუმრობ ხოლმე, ერთადერთი სოფიკო, ჭიაურელი იყო-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ადამიანი ასეც მომმართავს, მათ შორის ყველაზე უსაყვარლესი მეირ ლევინი (პრინციპში, რუსულად დაჟე საყვარლადაც ჟღერს - Софико) :)
არის კიდევ ჩემი სახელის რამდენიმე დაბალრეიტინგული ვერსია, მაგრამ გახსენებად არ ღირს.

ყოველთვის განსაკუთრებული სიმპათიით მახსენდება სოფო (სოფია - ფეისბუქზე) ბრიტანჩუკი, რომელმაც, მგონი, ერთი ლექციის მერე 40-მდე სტუდენტის სახელი ისე დაიმახსოვრა, რომ წლის ბოლომდე არ შეშლია. მიუხედავად დათო გოგიჩაიშვილისადმი სიმპათიისა (თან ისიც 23 დეკემბერსაა დაბადებული) - უნდა ვთქვა, რომ ვერ იმახსოვრებდა ჩვენს სახელებს, მე კიდევ მეზარება ლექტორებისთვის შეხსენება, ამიტომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, როცა წვალობენ და მომმართავენ: "Uhm... აი, თქვენ... თქვენ...". ამ დროს შეიძლება ჩვეულებრივ ღიმილით უთხრა ადამიანს, კიდევ ერთხელ გაგიმეოროს, რა ჰქვია და მერე სახელზე კომპლიმენტსაც თუ ეტყვი - მოგებული გყავს. მე ასე ვიგებ, ყოველ შემთხვევაში.

So, don't call me baby, baby, just because you can... ;)

31 comments:

CheshireCat said...

:))))

დღეს დავაკვირდი, რომ იმ ნატოების უდიდესი ნაწილი, ვისაც ვიცნობ ჭარბწონიანია.. სახელი ხომ არ გადავირქვა.. მაგალითად ისა..
"ქეითმოსს" დავირმქევ :D (ზუსტად მასე, გადაბმით..

ისე, დედაჩემს აქვს მოყოლილი, რომ როდესაც ფეხმძიმედ იყო, ბიჭი "ვეგონე" მშობლებს (არ ნახეს სქესი).. და სახელიც შემირჩიეს: ალექსანდრე )

მერე ვეუბნებოდი ხოლმე დედაჩემს, დაგერქმიათ ალექსანდრა, ვიქნებოდი ახლა საშა )

Sweet said...

..და მიუდგა აბრაამი სარას, ხო იცით :ლოლ: თუ, არ იცით?)



looool


მე ვიცი :))))

Sophie שרה Golden said...

Сашенька ты моя :P ნატო ძაან საყვარელია და მართლა ცოტა ფუმფულებს ჰქვიათ, ჩემი დაკვირვებითაც, გემრიელი სახელია, ტორტული :D

თაზო said...

აი, მე კიდევ საერთოდ არ მომწონს სახელი თამაზი. სულ ვსაყვედურობ ხოლმე ჩემებს, ეს სახელი რატომ დამარქვით-მეთქი. ერთხელ ცუდად ვიყავი და ჩემმა დამრიგებელმა(მეორე-მესამე კლასში) ისეთი მზრუნველი ხმით დამიძახა თაზო, ძალიან მესიამოვნა. თუმცა, გარშემო მაინც ყველა სრულ სახელს მეძახდა. რომ წამოვიზარდე მას შემდეგ, ყველას "თაზოდ" ვეცნობი. ერთი ბოსნიელი ქალიმ მყავდა ინგლისურის მასწავლებელი, დრაგანა ერქვა. ვერაფრით თქვა "თამაზი". პირველ დღეს სიის მიხედვით ამომიკითხა. ცოტა რომ იწვალა, ვუთხარი, თაზო დამიძახე-მეთქი. უნდა გენახა, რა ტვირთი ჩამოეხსნა მხრებიდან, მას შემდეგ სულ გარიმებული სახით მომმართავდა.

Sophie שרה Golden said...

@ Tazo, თვითონაც "გემრიელად" ეგზოტიკური სახელი ჰქონია შენი ინგლისურის მასწავლებელს :ლოლ:

CheshireCat said...

ხო, ხო ))) ტორტული სახელია.
ისე, ვიცოდი, რომ მნიშვნელობა იყო რაღაც ტიპა "მშობლიური", "როდნაია".. მაგრამ ახლა რომ დავსერჩე, აღმოჩნდა რომ "შობის დღეს" ნიშნავს, და ქრისტეს შობასთან არის დაკავშირებული O.o

)))

ადრე, რუსი მეგობრები ტაშა–ს მეძახდნენ ) ჩემი სახელის ერთ–ერთი, იზვრაშენნაია ფორმაა )

Sophie שרה Golden said...

@ Natosha, ჰო, ჰო - "ბონ ნატალ" - მერი ქრისმასს არ ნიშნავს ფრანგულად?
ტაშა - მომწონს მე ეგ ვარიანტი :D

თაზო said...

დავგუგლე და ნახეთ რა ვიპოვე: The name Tazo has roots in many civilizations. Tazo actually means "river of life" in the Romany Gypsy language and was used as a toast to life by ancient Greeks. Tazo also means "fresh" in several Hindi dialects. In ancient Babylonia, Tazo was a rejuvenating elixir thought to have magical properties.

Sophie שרה Golden said...

@ Tazo, I'm impressed, man! რა საკაიფო სახელი გქონია :) ებრაულად არსებობს სახელი თამუზ - თუ არ ვცდები, ისე სპარსული ფესვები აქვს. ჩემს ბიძას ჰქვია თამაზი და აქედან მახსოვს. მიყვარს ეგ სახელი, იმიტომ, რომ უსაყვარლესი ბიძა მყავს და აქამდე ცუდი ადამიანი თაზო არ მინახავს :love:

ბას said...

მე სიმართლეს გავამხელ და ძალიან მაღიზიანებს როცა ვიღაცას ჩემი სახელი ჰქვია :) ნუ ვინც ჩემს ახლოს ტრიალებს და მათ შეჩვეული ვარ ყურადღებას აღარ ვაქცევ, მაგრამ ახალ ადამიანს რომ გავეცნობი და რომ გავიგებ რომ ჰქვია საბა! ოოოოო ძალიან მაღიზიანებს, თუმცა არ ვიმჩნევ :) ოსტატურად ვმალავ.

2 საბაა ამ ქვეყანაზე (ჩემს გარდა) ვინც არ მაღიზიანებს, 2 სხვა საბას შეჩვეული ვარ და დანარჩენები ნერვებს მიშალიან!


უნდა აღვნიშნო, რომ ძააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააალინა მომწონს ჩემი სახელი და ხანდახან რამდენჯერმე ვიმეორებ ხოლმე, რადგან რაჩ საკრალურად ჩამესმის ხოლმე, როცა მე თვითონ ვამბობ ამ სახელს :)

მიყვარს როცა მეძახიან - საბუ-ს.

ბას - კიდე ჩემმა უახლოესმა ძმაკაცმა შემომიტრიალა და ძალიან მომეწონა - ოღონდ ბასა არა, ბას!

:D

Anonymous said...

hehee :)))))
სოფი მომწონს მე რაღაც თბილი სახელია ძალიან :)
ჩემი სახელი რაღაც ძაან მკაცრი მეჩვენება ინგა :))) ერთი ბებიაჩემი მეძახის საყვარლად იგუს ხოდა ძააან მომწოონს იგუ, :დ მანქანის ნომრების აღებაც მასეთის მინდა"იგუ", ჩემი სახელი ადრე რო არ მომწონდა ყველას ვეუბნებოდი ინგრიდი დამიძახეთთქო :დ ისე ჩემ სახელს არავინ მეძახის 1 კლასიდან ნათესავები და მასწავლებლები რო არ ჩავთვალოთ დანარჩენი ყველა კიკის ან კიკიტოს მეძახიან :დ

Buda said...

მეც სოფო მქვია :jump:
ოღონდ მე სოფოს მეძახიან სახლში. არადა მეც სოფი უფრო მესიამოვნებოდა.
მეგობრები ბუდას მეძახიან ძალიან საყვარელი ინტონაციით - ბუუდ.

ხოდა ეს უკანასკნელიც ჩემი საყვარელი სახელი გახდა. მშვენივრად მოვახდინე თავის იდენტიფიკაცია ბუდასთან.

მიყვარს, იმიტო რო საყვარელი ადამიანები ასე მომმართავენ.

ბავშვობაში არ მომწონდა სოფო რატომღაც. არ ვიცი რატო.

მარიამ ბლანკი¹³ said...

au me Zalian miyvars chemi saxeli da kidev debiluri chveva maqvs rom gavige adamianis saxels jer xom damaxsovreba michirs da rom davimaxsovreb aucileblad unda shevatrialo an gadavaketo da ise davuzaxo, ver vitan im saxelis dazaxebas romlitac mecnobian :zaliancudirojavarsmile?:
da kidev ai ras vukvirdebi ici , zogker adamians qvia ragac saxeli magram rom vuyureb absoluturad sxva saxeltan miasocirdeba da ai mashin unda naxot chemi gachirveba saxelis gaxsenebashi :D

Toma said...

”What's in a name, that which we call a rose, by any other name would smell as sweet ”

სახელს მეც დიდ მნიშვნელობას ვანიშებ და ვფიქრობ რომ რაღაცნაირად თითოეულ მათგანში ფსიქოლოგიურ აზრს ვდებთ.
არ ვიცი იცით თუ არა, მევრმა ადამიანმა სახელი შეიცვალა მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც გამოთვლებით სხვა სახელი უფრო მომგებიანი იქნებოდა მათ კარიერაში, (სამწუხაროდ არ ვიცი როგორ ხდება ამის გამოთვლა)

პასპორტში და სხვადასხვა მოწმომებში ჩემი სახლი წერია ცოდებით ბრუნვაი, და ბევრჯერ მიქმნის ეს პრობლემას. ხშირად მიწევს ახსნა რომ ეს ქარული ენისგრამატიკის ამბებია.

Sophie שרה Golden said...

@ Tjorven, ლოლ
ეგეთები მეც მჭირს, მაგალითად ადამიანს გავიცნობ და კაი ხანს მჯერა, რომ დათო ჰქვია :D რამდენიმე წლის მერე აღმოვაჩინე, რომ გიორგი ერქვა :D :D :D ერთხელ დამემართა ასე, თან მომწონდა ეს დათო ძალიან და ბოლოს გიორგი აღმოჩნდა და გადამიარა :D :D :D

@ Katten, კი, ცნობილი ფაქტია, რომ სახელის შეცვლის შემდეგ, ზოგს სჯერა, რომ ცხოვრება შეეცვლება და საქმე უკეთ წაუვა.

Anonymous said...

არც მე მომწონდა ჩემი სახელი და სულ ცხონებულ ბიძაჩემს ვსაყვედურობდი, რას მერჩოდი-თქო! მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, თვითონ ვირქმევდი რაღაც სახელებს. გამოვაცხადებდი ხოლმე, დღეიდან ქეთინო ვარ ან მაიკო-მეთქი და ყველას ვთხოვდი, ჩემთვის ასე მოემართათ. ოღონდ მერე მავიწყდებოდა, რომ ქეთინო ან მაიკო ვიყავი და როცა ასე მეძახდნენ, არ ვიხედებოდი (არადა, ვინმემ ამიხსნას, ქეთინო რითია ხათუნაზე უკეთესი! :)).

nati kuda said...

me dato unda vyofiliyavi... mara natia var :D ra damabeda chemma saxelma azrze ar var..
da "sofiko"ze sul yvava maxsendeba :D:D

Anonymous said...

me sofoebs - SOF - ase mivmartav xolme :D

hoda
me kid ebavSvobaShi saxelebis wignshi vezebdi chemi saxelis ganmartebas, magram mxolod is ewera, rom nino zveli saxelia da rom misgan modis sxva saxelebi da gvarebi. arada mainteresbda ras nishnavda da blabla :))

Carrie said...

იმდღეს ჩართოლანი გავაგიჟე, გამოვუცხადე, რომ ნერვები მეშლება როცა ლექტორები ერთ კვირაში მაინც ვერ იმახსოვრებენ რა მქვია, იმიტომ რომ დასამახსოვრებელი სტუდენტი ვარ თქო :))) უნდა გენახა თავის მართლება, იციო, მეო ვერც სახელებს, ვერც გვარებს, ვერც ტელეფონის ნომრებს ვერ ვიმახსოვრებო და კონსერვატორიაშიც იმიტომ არ ჩავაბარე, რომ ნოტებს ვერ ვიმახსოვრებდიო :)))))))))))
რა საყვარელია, არადა :)) სამაგიეროდ, რეკომენდაცია მჭირდებოდა მაგისგან და სრული "გიორგი ჩართოლანის" მაგივრად "გოგა ჩართოლანი" მივაწერე სახელს და გვარს, გაგიჟდა, მეო გიორგი მქვიაო :)))))
აი ასეთი საზიზღარი ვარ :P

Skarabush said...

სადღაც 4–5 წლის ასაკში სასტიკად არ მომწონდა ჩემი სახელი და ვაპროტესტებდი, გვანცას მაგივრად ფიფქია რატომ არ დამარქვითთქო:D:D:D ლოოოლ.. არადა მშვენიერი სახელია, რას ვერჩოდი:)

Anonymous said...

Me pasportshi Natia mqvia,
magram aravin ar mezaxis :)

Lalena said...

მიყვარს შენი სახელი :) ჩემს მამიდაშვილს ქვია...
ჩემი სახელიც მიყვარს და საშინლად ვამაყობ, რომ ძველი ებრაულია და ”მშვიდობას” ნიშნავს :)

ნან said...

წავიკითხე პოსტი, კომენტარის მოფიქრება დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ აქ ყველას ძალიან მოსწონს თურმე თავისი სახელი, ჰოდა თავს ვიკავებ :D :D
ისე მინდოდა ისე მინდოდა ანა ყოფილიყო ჩემი სახელი ,რომ ბავშვობაში დაბადების მოწმობაში წინა ასო გადაჩხაპნე და ნანა – დან მარტივად გამოვიყვანე ანა. "ანა ფრანკის დღიურის" გავლენა იყო :)
ანა რათქმაუნდა მაინც არავინ დამიძახა.
მერე მოვიფიქრე და უცხოელებს სახელს რომ ვეუბნები, მახვილი გადმომაქვს ბოლო მარცვალზე, უფრო მელოდიური გამოდის :D
ნატოზე კი კატეგორიულად არ გეთანხმებით, ორი ნატო მყავს მეგობარი, ორივე გაჩხიკინებულია :)

Anonymous said...

ძემი ნერვების პატრონი ამ კომენტარებს ბოლომდე აღარ წაიკითხავს... (არადა ძალიან საინტერესოა). პრინციპში ყველა კომენტარის კითხვა იმას ევალება, ვისი ბლოგიცაა :ოჰოჰოჰო!:
მე დავიბადე "ზურაბ"-ად (და, საერთოდ, რატომ დავიბადე :))) ) ახლა ვფიქრობ, რომ სახელს "ბ" ასო ჩამოვაკლო, თორემ ზურაბ ბალანჩივაძე - ანუ ორი "ბ" ერთად არ ჟღერს კარგად. ინტერნეტში კი ZURRIUSS ძალიან მომწონს. ამ სახელის ისტორია წამოვიდა კომპიუტერული თამაშებიდან, სადაც chose your NAME-ში რაღაც უნდა შემეყვანა. ერთხელაც როცა Rome-ს ვთამაშობდი, ჩემი სახელიც რომალუად დავაბოლოვე, შემდეგ, უფრო მეტი სიკაშკაშისათვის, სახელში ზ-ები და ს-ები გავაორმაგე და ასე დაიბადა კიდევ ერრრრრრთი ჰაეროვნად გადარეული ბლოგერი! :)))
აუ, ისე მაგარი რამეა ჰაეროვნად გადარეული ბლოგერი :happy:

გურამი said...

მე სოფიკოს ვეძახი ხოლმე.. მინდვრის ყვავილივით ნაზო სოფიკოოო. :) არის კიდევ სპეც სახელი: სოკოფიკი რაც "სოფი"-ს ნიშნავს. სოფია კიდე.. სოფოკლე.. სოფკა ანგელოზკა.. ეე.. სოფკატერინე. ჩემდა სამწუხაროდ, სახელებს ცუდად ვიმახსოვრებ და კიდევ უფრო ცუდად ვაბავ ადამიანებზე. :( გამივლის.. ალბათ.

Anonymous said...

sofi loreni yvelas dagaviwydaT :DDD

Sophie שרה Golden said...

@ Rodrigo, აი, ბავშვობაში რომ გაიგებდნენ სოფი მერქვა, ვა, სოფი ლორენი ხარ, მეხუმრებოდნენ ხოლმე და მე კიდევ ვბრაზდებოდი :D :D :D არადა ის სოფიაა - Sophia Loren ;)

Anonymous said...

Howdy! This is kind of off topic but I need some
advice from an established blog. Is it very difficult to set up your own blog?
I'm not very techincal but I can figure things out pretty fast. I'm
thinking about making my own but I'm not sure where to begin. Do you have any points or suggestions? Many thanks

http://amfilms.hash.com/users/OctaviaMo
http://anepowa.com/newsite/?topic=very-simple-how-to-buy-free-twitter-followers-applications-2-a-fantastic-opening
http://anunaki-board.com/vb/toplist/index.php?a=stats&u=dorothywalker
http://anepowa.com/newsite/?topic=notice-twitter-to-get-twitter-followers
http://animalmundimodapet.com.br/worrying-about-speedily-preparations-located-buy-twitter-followers-cheap

Have a look at my page - printmakers

Anonymous said...

Superb blog! Do you have any recommendations for
aspiring writers? I'm planning to start my own blog soon but I'm a little lost on everything.
Would you suggest starting with a free platform like Wordpress or go for a paid option?
There are so many options out there that I'm totally confused .. Any suggestions? Thanks!

logement capacitors saudi arabia government beauty kathmandu
http://www.musicosparabandas.com/?q=node/105628
http://heleneios.nl/index.php?q=node/25231
http://dukeaward.ca/?q=node/491002
http://wiki.lamairic.fr/wiki/no-hassle-advice-how-buy-real-followers-twitter-z
http://www.asistenta-preventie.ro/?q=content/having-no-hassle-ideas-when-social-media-services-and-marketing
fallacys wetdreams mililani norfolk island australia annunciation

Stop by my website ... practicantes

Anonymous said...

I've been browsing on-line more than 3 hours today, yet I by no means found any attention-grabbing article like yours. It is lovely price sufficient for me. Personally, if all web owners and bloggers made excellent content as you probably did, the net will be much more helpful than ever before.

papua new guinea food betti oman air booking online laufzeit airstream
http://www.karinejewels.com/content/timely-mysterious-secrets-when-it-comes-how-buy-real-followers-twitter-outlined
http://2009.desurasur.org/content/common-factors-how-buy-real-followers-twitter
http://kedr43.ru/content/information-very-simple-social-media-services-and-marketing-choices
http://bkgorski.com/easy-computer-programs-buy-twitter-followers-cheap-around-britain
http://msracing.com.ua/en/tips-basic-specifications-social-media-services-and-marketing
silverman newcomb mozambique civil war pippin faraday

My page ... bouvet island photos

Anonymous said...

I used to be recommended this web site by
my cousin. I am no longer sure whether or not this post is
written by him as no one else recognise such designated about my trouble.
You're amazing! Thank you!

http://wiki.lamairic.fr/wiki/details-upon-valuable-how-buy-cheap-twitter-followers-choices
http://www.nanconline.org/dpl619/node/165631
http://thingsgrandpasaid.com/?q=content/pain-free-strategies-involving-how-buy-cheap-twitter-followers
http://proxyarchitects.com/?q=node/152060
http://wr.lib.tsinghua.edu.cn/node/112096
http://www.calysis.be/node/3148
http://www.structures-nuances.fr/content/abrupt-plans-having-do-how-buy-cheap-twitter-followers
http://www.cmlbalancas.com.br/node/16167
http://mmocenter.hu/node/3004
http://elvalle.elvigia.net/content/quick-coverage-intended-how-buy-cheap-twitter-followers-thought-be

Also visit my blog post: scribblekid