Friday, June 26, 2009

REMEMBER THE TIME

მაიკლ ჯექსონზე რომ არ დავწერო, იგივე იქნება, ჩემი ბავშვობა დავივიწყო.
წუხელ ღამით, ფეისბუქზე გავიგე ჯექსონის სიკვდილის შესახებ. მეწყინა, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც საერთოდ ხდება ადამიანებში, ჩემს ემოციებზე უფრო შევწუხდი. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ჩემმა ბავშვობამ ჩაიქროლა.

ჯერ სკოლაში არ დავდიოდი, როცა მოდაში შემოვიდა ისეთი ფეხსაცმელები, ჯექსონს რომ ეცვა ხოლმე - შავი, ბრტყელი ძირით, სა-moonwalk-ო და "ჯექსონებს" ეძახდნენ. დედაჩემმაც მიყიდა, ისე მიხაროდა!!! ძალიან მოხერხებული იყო და ვცდილობდი ჯექსონივით სრიალი მესწავლა. იმ პერიოდში მეორე არხი ძალიან ცნობილი იყო და ხშირად უშვებდნენ მაიკლ ჯექსონის ლაივ კონცერტს, სადაც, კარგად მახსოვს, ფანი აუვარდება სცენაზე, ეხვევა-კოცნის და მაიკლიც სიყვარულით ხვდება. შოუ ბიზნესია :ლოლ: დღეს უკვე ასე სენტიმენტალურად აღარ ვუყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ მაშინ, ჯერ თინეიჯერიც არ ვიყავი და მაჟრჟოლებდა ამ სცენაზე, რა კარგი ადამიანია-მეთქი =))

მერე ხომ ის ცნობილი სკანდალი მოხდა ჯექსონის პედოფილობაზე, კომერციული ჩავარდნები, კანის გათეთრება და პაროდიები მისი ცხვირის დაკარგვაზე. მაგრამ მაინც ლეგენდად დარჩება. ალბათ ჩემს ბავშვობასთან ერთად, ამ ლეგენდის სიკვდილსაც განვიცდი, იმიტომ, რომ ჯერ ჩემი თანამედროვე ლეგენდის სიკვდილს არ შევსწრებივარ. სასწაულია ეს Entertainment ინდუსტრია, man, სრულიად უცნობ, შორეულ ადამიანთან ისე გაახლოებს, ახლობელივით გწყდება მასზე გული. თუ ხელოვნებაა ყოვლისშემძლე, არ ვიცი. ფაქტია, რომ ჯექსონის სიმღერები ჩემი პერსონალური playlist-ის უცვლელი ლიდერები არიან 90-იანებიდან დღემდე და 'You are not alone' ყოველთვის იყო ჩემი რთული პერიოდების მშველელი და დამამშვიდებელი.

Remember the time! RIP, Michael Jackson!

15 comments:

Anonymous said...

სამწუხაროა ნამდვილად. ეხლა გააფანატებენ..

Keti said...

ჰო, შემეცოდა..
და მგონია, ბედნიერი არასდროს ყოფილა :(

Natalia said...

რაა? ჯექსონი მოკვდა?

არ ვიცოდი :(

გურამი said...

სამუშაოზე მომისამძიმრეს როგორც ახლობლის გარდაცვალებას უსამძიმრებენ ხოლმე.. :(

Toma said...

არ ვიცი წაიკითეთ თუ არა, ექიმებს დებენ ბრალს მის გარდაცვალებაში. დრეს დაწერეს ადგილობრივ გაზეთში.

Cyborg-Mcloud said...

ნუ რო ვთქვა რო ჯექსონი მაინდამაინც ესეიგი ისა რა ქვია თქო მოვიტყუები...

მარა ზოგადად ემოცია მესმის, გადის წლები, ვუყურებ იან ანდერსონს და სულ უფრო და უფრო ნათლად ვიაზრებ რო ერთ დღესაც მოკვდება... ეხლაც რო ვფიქრობ - იანი მოკვდება, ვსიო, ერთხელაც ტკაპ - და მორჩა უზარმაზარი ეპოქა... რომელიც ბევრს ალბათ არც შეუმჩნევია მარა... ვინც შევამჩნიეთ მათთვის...

Anonymous said...

ჯეკსონი მთელი ჩვენი თაობის ბავშვობაა. უდავოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მუსიკალურ სამყაროში და ძალიან გული მწყდება მისი გარდაცვალების გამო.

Anonymous said...

You are not alone...ჩემი ბავშვური ზაფხულის თბილი ღამეები... :)
ეჰ... მიუხედავად იმისა, რომ არასდროდ ვყოფილვარ მისი ფანი, გული მაინც დამწყდა. როგორც ვიცი, ეგ იყო პირველი, ვისაც მაგ ტიპის ოპერაცია გაუკეთეს. ჰოდა წარუმატებელი მცდელობა გამოდგა ეგ ოპერაცია, ვინაიდან ჯაჭვური უკურეაქცია მოიტანა...
მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რაც არა მხოლოდ ჯექსონს, არამედ ბევრ სხვასაც დამართნია: პოპულარობა. დაამთქნარებ და 900 კამერეა გიღებს, გარეთ გახვალ და ყველა შენ გიყურებს. ყურადღება სასიამოვნოა, მაგრამ გადამეტებული ყურადღება შეგშლის კაცს. შემდეგ იწყება დამამშვიდებლებისა და ნარკოტიკების სერია.... გავაგრძელო?..

Anonymous said...

guli damckda mec dzalian, tumca gadareuli arc me vyofilvar, magram yoveltvis dasanania jer adamiani ro midis am qveynidan mere kide aseti legendaruli :(

Anonymous said...

ui iq fani gamomtrcha :D
anu ....gadareuli fani..... :D

Sophie שרה Golden said...

@ Zurriuss, აბა, როგორ გინდა! როცა ცნობილი ხდება ადამიანი, იმის დამთქნარებაც აინტერესებთ და ტუალეტში შესვლაც... nothing comes for free :)

green said...

ar mikvars,roca vinc mikvars, iq agar aris, sadac me :(

Kate said...

აუ მეც სასწაულად დამწყდა გული....

Anonymous said...

Udaod zalian nichieri adamiani iko ori azri ar arsebobs.
Magram hemi qmris reaqcia iko dzaan prikoli ro gaigo misi sikvdili:
50 celi mteli sazangeti magas ckeevlida da aginebda da kide aqamde ro gazlo mikvirso. :D

DreaMar said...

მგონი ჩემს გარდა ყველას დაწყდა გული ჯექსონის გარდაცვალების გამო:| მე უბრალოდ ძალიან გამიკვირდა. რა ცივი ადამიანი ვყოფილვარ...:|