მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვარ, დღეს ბევრი ვიარეთ მე და დინამ (დიახ, ჩამოვიდა ჩემი საყვარელი დინიკო და როგორც იქნა, ვნახე!), მერე ნაომისთან გავედით დიღომში, იქიდან ისე გვიან წამოვედი, წვიმამ მომისწრო, I'm still happy. ავტობუსის გაჩერებაზე რომ ჩამოვედი, ხალხი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, ცოტა წავიცეკვე კიდეც, მაინც მე არავინ მიყურებდა, პირველად წვიმაში სოფელში ვიცეკვე, ზაფხული იყო, წვიმა დაიწყო და ეზოში გავვარდი, ისეთი რბილი და ხასხასა იყო ბალახი.
დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ცხოვრება მაინც სასწაულია :) წვიმაში სიარული ისე მესიამოვნა, დიდი სიამოვნებით გადავიქცეოდი წვიმად... ეს, მგონი, რაღაც ჩემი ბავშვობის მულტფილმიდანაა... კაპ, კაპ, კააპ, წვიმად გადავიქეცი :)
ჰოდა, წვიმამ გამიჩინა ასეთი სურვილი, რომ გამეხსენებინა სამი მსახიობი, რომლებმაც ჩემს გარდატეხის ასაკზე დიდი გავლენა იქონიეს. დღეს ვკითხულობდი იმაზე, რომ ცნობილი ადამიანები უმეტესად ჩვენ გვგვანან და არა ჩვენ - მათ, რადგან ჩვენ ვქმნით სელებრითებს, ისევ და ისევ ჩვენი სახის მიხედვით. ვინ იტყვის, რომ არ მიუმსგავსებია თავი რომელიმე მსახიობისთვის, მომღერლისთვის, მოდელისთვის? ყველა ჩვენგანი ვიღაცას ვგავართ, ან მათ შესრულებულ როლებს ან გვინდა, ვგავდეთ და ასე :)
ალისია სილვერსტოუნი - მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მგონი მე-5 კლასში და გამოდიოდა რაღაც ჟურნალი, ტო ლი "სინემა" ერქვა, ტო ლი - "ოქტავა", დედაჩემი ყიდულობდა ხოლმე და ბუნებრივია, მეც ვკითხულობდი. სწორედ იქ ვნახე პირველად ალისია სილვერსტოუნი, გარდა იმისა, რომ ერთნაირი ფერის თმა გვქონდა, იყო კიდევ რაღაც, არ ვიცი რა :) როცა გავიზარდე და მისი ფილმები ვნახე, დიდად არ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ დღემდე რჩება ალისია ჩემთვის ბავშვობად, შორეულ და sweetly წვიმანარევად.
დრიუ ბერიმორი - ერთხელ მეზობელმა მითხრა, გუშინ რაღაც ფილმი ვნახე და ერთი გოგო ისე გგავდაო! :) ზუსტად დრიუ ბერიმორის ფილმი "Ever after" იყო წინა საღამოს. როცა სხვები მეუბნებიან, რომ ვგავარ, ვიცი, რომ უბრალოდ მახარებენ, რადგან იციან, რომ ძალიან მიყვარს მისი ფილმები, საუბრის სტილი, ჩაცმა, თმის ვარცხნილობა და ყველაფერი; მაგრამ როცა იმ ქალმა მითხრა, მაშინ მივხვდი, რატომაც მიყვარს, იმიტომ, რომ მართლა ვგავარ. მერე იყო ნატოშას პოსტი. ერთადერთი ლოგიკური ახსნა მაქვს, რატომ მომწონს დრიუს პიროვნება, გარდა ჩვენ შორის გარეგნული მსგავსებისა - იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ შეძლო ნარკოტიკების, ალკოჰოლის და იაფფასიანი როლებიდან ამოსვლა და ჰოლივუდის ერთერთ პატივსაცემ ადამიანად ქცევა.
ქეით უინსლეთი - როგორც იტყვიან, last but not least, პირველად "ტიტანიკში" ვნახე :D და აღმოვაჩინე, რომ ერთნაირი ფეხები გვქონდა :ლოლ: ერთნაირი თითები და ერთნაირი შემართება. ოღონდ ეს შემართება ზუსტად რაში გამოიხატება, დღემდე არ ვიცი. I just adore her.
დასკვნისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ სამივე მსახიობი ქალი შეიცავს იმას, რაც ჩემშია, ან მე მინდა, რომ ასე იყოს. ყოველ შემთხვევაში, მათი შესრულებული როლები, თუნდაც მათი ქცევა ყოველთვის მომწონს. მგონია, რომ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზეც საკმაოდ დიდი გავლენა იქონიეს, განსაკუთრებით დრიუ ბერიმორმა, რომელიც დღემდე ჩემთვის სამაგალითო ადამიანად რჩება; ყველაფერი გასინჯა, გაუძლო და თავისი ღიმილი ბოლომდე შეინარჩუნა.


16 comments:
http://www.youtube.com/watch?v=UgiHaKdr46M
)) ასოციაცია შენს პოსტზე )
http://www.youtube.com/watch?v=YKKRBfrpjZo
Obrigado, Natalia :* აი, ვიპოვე ეგ სიმღერა პორტუგალიურად :) ვგიჟდები ამაზე
sainteresoa, mara martla ar mimimsgavsebia tavi aravistvis... ai axlac vfiqrob romeli msaxiobi qali momcons da vgavar tu ara :D xoda vizuaklurad vinc momcons ar vgavar arcerts arafrit :user:
aseti ram shesadzlebelia neta tu me ver vxvdebi? :D
ise drew-s martla dzalian gavxar, imho.
რა კარგია როცა მისაბაძი (კარგი გაგებით) ადამიანი გყავს და ეს ადამიანი ქალია.
წვიმაში ცეკვა მომწონს :P
ისე არც მე ვამსგავსებ რომელიმე მსახიობს თავს. facebook-ის quiz-ის მიხედვით ჩემს როლს ანჯელინა ჯოლი შეასრულებდა :D:D:D
ქალი მსახიობებიდან ბევრი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებულად არავინ. კაცი მსახიობები უფრო მომწონს :P
მაგარია წვიმაში სიარული და ცეკვა ხომ საერთოდ! ადრე, რომანტიზმის შემოტევები რომ მქონდა ხოლმე, ჩემს ტურფას ვაიძულებდი წვიმაში ესეირნა ჩემთან ერთად. მე ბედნიერი დავდიოდი, ის კიდე ბუზღუნით მომყვებოდა და ყოველ 5 წუთში იმეორებდა: 'ვერ ვიტან ამ იდიოტურ რომანტიკას, რომლის ერთადერთი შედეგიც გაცივებაა!'
რამოდენიმე დღის უკან ეკრანზე ერთ გოგონას მოვკარი თვალი და გამიკვირდა – სოფის აქ რა უნდა მეთქი, მერეღა მივხვდი რომ ის ქალი ბერიმორი იყო. :)
მაგრად მიყვარს წვიმის დროს ქუჩაში ნელი ნაბიჯით სიარული და ამ დროს სირბილით მოსიარულე ხალხზე დაკვირვება. :)
მე არასდროს ვედრები სხვას, რა ვიცი.. თუმცა არის რამდენიმე ადამიანი, ვისი მსგავსი შინაგანი ენერგიაც მიგრძვნია, ანუ რაც მისგან მოდის და აღმომიჩენია, რომ მეც მაქვს :)
@ DreaMar, მართლა გავხარ შენ ჯოლის, რამდენჯერმე მინდოდა თქმა :) ოღონდ შენ ბევრად თბილი თვალები გაქვს :)
@ Buda, არ არსებობს, რაღაცაში მაინც ემსგავსები შენს საყვარელ ხელოვანებს, I'm certain ;)
@ Unaamarga, ლოლ
ჰო, მაგათ ურჩევნიათ სადმე ჩამოჯდომა და სისულელეების ლაპარაკი, ვიდრე წვიმაში სიარული, მე კი ყოველთვის მერჩივნა წვიმა ლაპარაკს :D
@ Keti, ყველა ადამიანი თავისებურია, ხომ იცი, თუნდაც ეგ შინაგანი ენერგიაც მსგავსებაა :)
საერთოდ, რამდენადაც განსხვავებულები ვართ ყველანი, იმდენად ვგავართ ერთმანეთს.
მე იმის თქმა მინდოდა, რომ გარეგანი მსგავსება არ მიძებნია, არც კუმირები მყოლია. შინაგანი ენერგიის მსგავსობა აღმომიჩენია, მაგრამ ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც რომელიმე ცნობილ სახეს, ისე ვინმე რეალურ ნაცნობსაც. ანუ ჩვეულებრივად ავიქვამ :)
რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი აქვს და მეც ჩემი გამოვთქვი :)
wvima mec dzalian miyvars da arasodes vchkarob roca wviim, mmm magariaa...
martla kargi msaxiobebi ariaaan, mec miyvars titeuli :)
eseigi... სოფი... ეხლა ვნახე დინა რუბინას საიტი ბლოგროლში. :) აი სინკ ძეთ იუ არ ვეერიი ინტერესტინგ ტუ მი.
ფანი ვარ დინასი. почерк леонардо, вот идет мошиах, и падал снег... არა რა ძალიან იღბლიანი ვარ :)
პს. ვიდეობ დაამატე შენს ბლოგში. ძალიან კარგად გამოიყურები საუბრისას.
მიყვარს წვიმა :ლავ: ოღონდ ჯერ არ მიცეკვია :უსერ:
drew-ზე მსგავსებას რაც შეეხება კიდევ, ნატოშასთანაც დავწერე მაშინ, რომ იმ პოსტში ნახსენებთაგან [:დ] ყველაზე ძალიან შენ გავდი შენს საყვარელ მსახიობს : )) :*
აუ, წვიმა ისე მიყვარს, რომ ზოგჯერ პირდაღებული დავდივარ, რომ წვეთები ენაზე დამეცეს :))))
ქეით უინსლეტი... "ტიტანიკის" მერე ვნახე "ჯუდი" და პირი დავაღე. არა იმიტომ, რომ ამ ფილმში უფრო მაგარი შიშველია (ლოლ), არამედ იმიტომ, რომ მართლა საოცრად თამაშობს. ვიზუალურად საერთოდ არ არის ტრაგიკული პიროვნება, არც ცხოვრებით as I suppose. მაგრამ დრამებს მაგრად თამაშობს, ამიტომაც ვაფასებ მაგ ქალს და ერთ-ერთ უწამყვანეს მსახიობად მიმაჩნია ;)
სოფ, ნუ მოკლედ, არ ვიცი, რა ვიფიქრო შენზე. მინდა, დაგხატო ჩემებურად, მაგრამ მეზარება ;(
@ Zurriuss, მაგარია ქეითი, შიშველიც, ჩაცმულიც, რაღაც ფილმს ვუყურებდი იმ დღეს და მეც ეგ ვიფიქრე, სულ ტრაგიკული და ტანჯული როლები აქვს-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება საკმაოდ ნორმალური ჰქონდა, ბერიმორთან შედარებით თუნდაც.
Post a Comment