ყველაზე ცოდო ხომ ის ადამიანია, რომელიც ვერ ხედავს, არ ესმის, თანაც იმიტომ კი არა, რომ უნარშეზღუდულია, უბრალოდ რაღაც სხვა, rather mental, შეზღუდვები აქვს. ადრეც ხომ ვწერდი, რამდენიმე ისეთ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც რუსები ისე სძულს, რომ ერთსაც არ იცნობს პირადად. განსაკუთრებით ძალიან სასაცილოა, ადამიანები რომ დასცინიან იმ დროს, როცა მოსკოვში ნაყინის საჭმელად მიფრინავდნენ 37 მანეთად. კიდევ უფრო სასაცილო (rather ironic) ისაა, რომ ეს ადამიანები თბილისის იქით არ წასულან, ან თუ წასულან ისევ თბილისში :| ყველამ იცის ჩემი შეხედულება კაპიტალიზმის მიმართ, სადაც მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები უფრო მეტად ღარიბდებიან. არ მეგონა, თუ ვნახავდი კიდევ ვინმეს, რომელიც იტყოდა, რომ საბჭოთა კავშირში ყველაფერი ცუდი არ იყო, რომ არა რევოლუცია - უმეტესი ჩვენგანი იჯდებოდა ახლა და თავად-აზნაურებს ქუსლებს დაფხანდა, ან კიდევ უარესი - რომ არა იგივე ლენინი, უსწავლელები და მონები ვიქნებოდით. ვნახე და მიხარია. პირველ კურსზე, მახსოვს, გვასწავლიდნენ ქართული ენის სტილისტიკას და მაშინ თავისუფალ თემაში დავუწერე ლექტორს, როცა ჩაკეტილია სივრცე, ჭუჭრუტანიდან ყველაფერი უკეთესი ჩანს-მეთქი, მაგრამ როცა გაიხსნა რკინის კარი, აღმოჩნდა, რომ იქ არაფერია ისეთი განსაკუთრებული. ცუდია, როცა ვერ აფასებ, ადამიანურად რომ გექცევიან. როცა მართლა 37 მანეთად მოსკოვში მიფრინავ და ახლა კიდევ 37 ლარად ბათუმშიც ვერ წახვალ, ჰო, კაი, შეიძლება წახვიდე, მაგრამ ვეღარ წამოხვალ, მატარებლის ფასი თქვენც იცით. როგორც დედაჩემი იტყოდა, ადამის დროიდან არ შეცვლილა ადამიანი :| სულ თავისუფლებას ეძებს, ეძებს და ბოლოს გალიაში ჯდება, როგორც ჩვენ ვსხედვართ ახლა და არ მითხრათ, არაო. რამდენი თქვენგანი ყოფილა საზღვარგარეთ ან თუნდაც მოსკოვში? 37 მანეთი დაივიწყეთ.[მართლა ასეა. ადამიანების ცნობიერება და სურვილები არასოდეს იცვლება. შეიძლება ველოსიპედი უკვე გამოგონილია, მაგრამ მისწრაფება მაინც იგივეა, რაც ადამის და ევას დროს. ადამიანებს გვინდა რაღაც სხვა... ამიტომ ვცხოვრობთ წვალებით, ოფლისდენით ვშოულობთ ფულს/პურს და ასე იქნება მანამ, სანამ მოვა მესია. ყველა ხომ მაინც ველოდებით, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მერამდენედ, მთავარია, რომ გმირები გვინდა ყველას, გმირები და ცვლილებები. პოლიტიკური ცვლილებებიც სწორედ ეს ცვლილებებია, სადაც ადამიანები, თაგვებივით, თხრიან, თხრიან და დანარჩენი ანდაზაშია.]



33 comments:
adamiani yoveltvis tviton ikmnis problemebs da artulebs cxovrebas, mere ki sxvebs abraleben vigacis braliao, da kidev yvelas koveltvis ik unda sadac ar aris, im dges chemi axlobeli elaparakeboda natesavebs da mere momxeda da idzaxis, "везде хорошо, где нас нет, а спросить их, им тоже плохо"
:| :| :|
ნამდვილად არ მიშლის ხელს რუსეთისა და რუსების სიძულვლიში ის, რომ არც ერთ რუსს არ ვიცნობ.
ვფიქრობ, ქართველებს ძალიან ბევრი საბაბი გვაქვს რუსების სიძულვილისა...
პ.ს. გამიკვირდა... :(
დამაფიქრე რა იყო საბჭოთა კავშირში კარგი, გარდა ჩემი მოგონებებისა, რომელიც რევოლუციებს და პოლიტიკას არ უკავშირდება :)
აი რუსები კი – არ მძულს, უფრო სწორედ არ მინდა მძულდეს, თუმცა აგვისტოში ამაზე არ ვფიქრობდი. მოსკოვში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ რუსი ნაცნობები მყავს. ზოგიერთი მათგანი ძალიან კარგი ადამიანია, გულწრფელი და საყვარელი, ისე როგორც ყველგან, მაგრამ ამის გამო რუსეთის შეყვარება არ შემიძილია, ვიცი როგორც მთავრდება ეს ერთაშორის სიყვარული და ჩახუტება.
vasasi
rusebma imdeni cudi gaaketes ramdenic gaaketa qartvelma da vfikrob ar arian shesadzulebi imis gamo rom zemo mtavrobam ertmanetshi ragac ver gaigo da ver gaarkvia magat garda ubralo xalxi arsebobs romlebsac ertmaneti uyvart, me uamravi megobari myavs rusi da 2 skola maqvs mand gamocvlili da aravis ar gamouxatia qartvelis mimart sidzulvili da vfiqrob qartvelebmac unda gadaechvion sxvisi azrze xtomas da tavisit dafiqrdnen da chamakalibon
@ ნან, სიყვარულს არ ვამბობ, რომ რუსები გიყვარდნენ. არც იმას ვამბობ, კარგი იყო საბჭოთა კავშირი, უბრალოდ, სასაცილოა-მეთქი ის ადამიანები, რომლებიც კაიფობენ 37 მანეთზე და ამ დროს, სისტემის მონები არიან, if u know what I mean.
1. მე ვერ ვიტყვი რომ ყველაზე ცოდო ის ადამიანია ვინც ვერ ხედავს ან არ ესმის, სამაგიეროდ მათ სხვა ფუნქციები აქვთ განვითარებული. ვისცერალური, სმენითი ბრმებში და ა.შ. ასეთი ადამიანი მე მეცოდება მხოლოდ იმ მოურგებელი საზოგადოების გამო რომელშიც ის ცხოვრობს.
2. ველლ, კომუნიზმი არ ვიცი ვისთვის იყო კარგი, და ზოგადად რა მხრივ იყო კარგი. არ ვამბობ რომ კაპიტალიზმი უკეთესია, მაგრამ არც კომუნიზმია იმ ფორმით რაც ვნახეთ და რასაც მოვესწარით რამით უკეთესი.
3. ცვლილებები აუცილებელია, სხვაგვარად დუნდება ადამიანი და საზოგადოება. მაგრამ აუცილებელია ამ ცვლილებებისათვის საზოგადოება იყოს მზად. ზოგადად საზოგადოების თითოეული წევრის თვითშეგნებაზე ბევრია დამოკიდებული.
გამოგიტყდებით და ცოტა დიდ პოსტს ველოდი. ყველაზე საინტერესო მეომნტში გაწყდა. :(
"37 მანეთად მივფრინავდით მოსკოვში,
37 მანეტად მივფრინავდით როსტოვში
37 მანეთად მივფრინავდით ხარკოვში და
ვგულაობდით! ვგულაობდით!
ვგულა.. ვგულა.. ვგულაობით!"
კოპირაითი: Immortal Drunkards
@ Tomushka, თუ კარგად დააკვირდი, ადამიანებში, რომლებიც ვერ ხედავენ და არ ესმით - უნარშეზღუდულები არ მიგულისხმია ;)
@ გურამ, თუ ბი ქონთინიუდ... :P
კომუნიზმი კარგი რომ ყოფილიყო არ "ჩამოიშლებოდა". :)
კი ვხედავდით სოფი ყველაფერს ვხედავდით თუ კომუნიზმამდე ადამიანები საკუთარ ბატონებს უფხანდნენ ფეხებს კომუნიზმის შემდეგ კომუნისტ ნაბიჭვრებს... ყველა ყველას ჭუჭრუტანაში იყურებოდა ყველა ყველას დასმენით შოულობდა მაგ 37 მანეთს მერე მოსკოვში ნაყინი რომ ეჭამათ სისტემა იყო ასეთი
სისტემა
ხო და კიდევ ბევრისთვის მთავარი გულაობა ნაშები და ნაყინია სრულიად ფეხებზე კიდიათ საკუთარი სამშობლო თავისუფალი იქნება თუ არა.... ბევრს ამ სამშობლოს განცდაც არა აქვს....
ხო კაპიტალიზმის მთავარი პლიუსი არჩევანის თავისუფლებაა გინდა იმუშავებ არ გინდა და დაელოდები მესიას მერამდენედაც არ უნდა მოდიოდეს ის და ჩათვლი რომ ის მოგიგვარებს ყველაფერს....(მე ასეთი რაღაცეების არ მჯერა)
ნუ უკიდურეს შემთხვევაში საკუთარ მთავრობას აკიდებ შენი უმაქნისობით გამოწვეულ ყველა პრობლემას. მათაც ხომ როგორც მხსნელებს და მესიებს ისე ვირჩევთ და როგორც ანტიქრისტეებს ისე ვამხობთ ხოლმე
მოკლედ მთავარი სწორი მართვის სისტემა გულწრფელობა და შრომისმოყვარეობაა ხო და არც 500$ გადახდა იქნება მერე რთული პარიზსი გადასაფრენად თუნდაც ნაყინისთვის.
ისე ადამიანებს ეროვნების მიხედვით უვიცები თუ განასხვევაბენ თუმცა"მტრის სიყვარულსაც თავისი დოზები აქვს" არ შეიძლება ყველაფერზე რაც მოხდა თვალები დავხუჭოთ თუმცა ამავე დროს არც ამის გამო უბრალო ადამიანების მიმართ აგრესია შეიძლება რომ გქონდეს
1.უშუალოდ, რაც რუსებს შეეხება, ისევე როგორც ქართველებში, იქაც არიან ნორმალურები და იმბეცილები. მე მყავს ნაცნობები, რომლებსაც დღემდე სითბოთი ვიხსენებ და დიდი სიამოვნებით მექნებოდა ურთიერთობა. საერთოდ, მიყვარს ჭკვიანი ადამიანები (ეს, იმ ჩემს ნაცნობებს ეხება). თუმცა ომის დროს მივხვდი, რა კარგად რეცხავს ტვინს მასმედია. იმათ ტვინსაც და ჩვენს ტვინსაც. ჩემმა ნაცნობა, ჟურ–ფაკის სტუდენტმა, თავიდანვე გამაფრთხილა, არც ეცადო, ჩვენებთან იკამათო ამ თემაზე, ტვინებს სხვადასხვანაირად გვირეცხავენო. ამ რჩევისთვის, კიდევ უფრო მეტად დავაფასე.
2. ადრე თუ გვიან, ევოლუციას განიცდის საზოგადოება (ჩვენი სამწუხაროდ ნელა). საბჭოთა კავშირი, ამ ევოლუციის ნაწილი იყო, რომელიც დამთავრდა, ი სლავა ბოგუ. ადგილზე არასოდეს უნდა გავჩერდეთ. რაც შეეხება იმას, სად ვიქნებოდით, რომ არა საბჭოთა კავშირი, ამის შესახებ, ჩვენ, სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, ვეღარასოდეს შევიტყობთ.
3. ახლა რაც შეეხება ცნობილ 37 მანეთს, რკინის კარს ი ტ.დ. კი, საბჭოთა კავშირში იყო უფასო განათლება, უფასო ექიმები და ა.შ. მაგრამ ამასთან ერთად, იყო ბევრი სხვა,ძალიან ცუდი მხარე,სწორედ ამიტომ, არ ვნანობ, რომ ჩემი მისამართი საბჭოთა კავშირი არაა.
საერთოდ, მე თუ მკითხავ, ის იდეა, რაც ედო საფუძვლად ამ ყველაფერს, შეუძლებელია ასრულდეს ადამიანთა საზოგადოებაში. კაპიტალიზმი,ბატონყმობა, ტირანია და სხვა, ბევრად უფრო "ნატურალურია" ადამის მოდგმისთვის. მე ვიცი, რომ სოფი, შენ არ დამეთანხმები, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც ცხოველები ვართ და პრინციპი "Побеждает Сильнейший", უფრო ახლოსაა ჩვენთან, ვიდრე "Cчастья всем, и что б никто не отсался обиженным".
siyvarulisTvis kargi droa ;) sheidzleba eg siyvaruli male gamogadget. witeli droshac tua sadme shemonaxuli saxlshi, xo vabshe :) ;)
ki sheamzadeT blogis mkiTxveli rusebis siyvaruliT dasaxvedrad. ubedureba ar dagvemartos da mosul stumrebze vinmes cudi araferi wamocdes. [cinikuri] kaia :))))
დირეები საკუთარ თვალებშიც მოვქექოთ ხოლმე, რა იცი და დაგვხვდეს :)
გეთანხმები, ცოდოა ადამიანი, რომელიც თვალით ან ყურით კი არა, სულით ბრმა და ყრუა. კომუნიზმის იდეა არ მხიბლავს, მაგრამ სოციალიზმის გარკვეული ელემენტების დანერგვა სულაც არაა ცუდი. კანადელებს აქვთ ეგრე და ძალიან ბედნიერადაც ცხოვრობენ. რამდენადაც მე ვიცი, ბევრი ამერიკელი შენატრის იმათ ჯანდაცვის და განათლების სისტემას. რუსების სიძულვილს რაც შეეხება, მძულს ან მაღიზიანებს მხოლოდ კონკრეტული პირები, რომლებიც ჩემი ქვეყნის მიმართ იჩენენ აგრესიას და არა ზოგადად ერი.
@ Khatia, მინდა გითხრა, რომ სიყვარული ყოველთვის გამოგვადგება, ოღონდ იმ გაგებით არა, რაც შენ იგულისხმე. ნატოშამ ყველაზე ზუსტად გაიგო, რომ ყველას მასმედია გვირეცხავს ტვინს, ისევე როგორც ამ შემთხვევაში - არც ომი იქნება, როგორც ილარიონოვისნაირი ვაიექსპერტები ამბობენ და არაფერი, ყველაფერი ისე წავა, როგორც ამერიკა და რუსეთი შეთანხმდებიან.
მადლობა კომენტარებისთვის. ჩემი მთავარი მიზანი ის იყო, ადამიანები დავფიქრებულიყავით და ტვინები არ დაგვეზომბირებინა სხვებისთვის.. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ნატოშას ვეთანხმები: Побеждает Сильнейший
@ Sophie Golden
რა ვიცი, იქნებ ზედმეტად სწორხაზოვანი ვარ :|
@ ნან, არა მგონია, შენ სწორხაზოვანი იყო :) უბრალოდ, ყველას ჩვენი აზრი გვაქვს, თანაც ყველა ადამიანი ხომ თავისი გამოცდილებიდან აზროვნებს.
@ all - მე ის მაწუხებს, როცა ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ და დემოკრატიაშიც კი - თუ განსხვავებული აზრი გაქვს, მტერი ხარ, ან მოღალატე ან რაღაც "ნი ტო" :) ამ დროს, უბრალოდ აზროვნებ და ლოგიკას მიჰყვები, simple as that ;))
ყოველთვის იქნება ადამიანი გალიაში, რაც არ უნდა ხდებოდეს, თუნდაც შეექმნას ილუზია, რომ თავისუფალია
დემოკრატია და თავისუფლება ადამიანების მოგონილია თავის სანუგეშებლად, იმიტომ, რომ რეალურად არც ერთი არ არსებობს
არც 37 მანეთობისას ვიყავით თავისუფლები და არც ახლა ვართ
რუსებს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაო მიზეზი მაქვს მათი სიძულვილისა (და არა მხოლოდ ისტორიული მიზეზების გამო), მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, ზედმეტად ბევრნი არიან საარსებოდ, პირად კონტაქტში ამას არასოდეს გამოვხატავ )))
ზედმეტად დიდი ხანია, არ შემომიხედავს ბლოგზე. მომნატრებია შენი პოსტები. :):):)
"ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?" ჩემი პასუხი უარყოფითია :P რაც შეეხება რუსების სიყვარულ-სიძულვილს: პირადად მე მიყვარს, განსაკუთრებით საქართველოში მცხოვრები რუსები :) ის დროც მახსოვს 90-იანებში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება რომ იყო რუსების მიმართ: "ფუუუ რუსიი" დაახლოებით ასეთი რექაცია რომ ჰქონდათ მათ დანახვასა თუ გაგონებაზე. მაშინ, ბავშვობაში, ძალიან მაღიზიანებდა ასეთი დამოკიდებულება, მითუმეტეს ნათესავების მხრიდან. ახლა უკვე გავიზარდე და ნათესავებმა იციან, რომ ჩემთან რუსებზე ცუდი არ უნდა თქვან. დიახაც, ძალიან მიხარია რომ ნახევრად რუსი ვარ. არ მესმის, როგორ უნდა შეიძულო ან შეიყვარო რომელიმე ერი მთლიანად: უამრავი ადამიანია, ზოგი ცუდი იქნება, ზოგი კარგი. ისიც არ მესმის, თუკი ქვეყნის ხელისუფალნი ვერ რიგდებიან ერთმაენთში, ხალხმა რატომ უნდა გაიფუჭოს ურთიერთობა. ამის მიზეზი, პირველ რიგში ალბათ მედიაა: დაგეთანხმებით, მას მართლაც კარგად შეუძლია ტვინების გარეცხვა :|
საბჭოთა კავშირის მიმართ იმდენად მითიურ-რომანტიკული დამოკიდებულებაა, რომ ხანდახან მინდა მაგ დროში მოვხვდე ცოტა ხნით: წითელსახვევიანი ბედნიერი პიონერები, კეთილი ძია მილიციელები (გზაზე რომ გადაჰყავთ ბავშვები და მოხუცები), მულტიკები, რომლებიც ასე ძალიან მიყვარს, 37 მანეთიანი ბილეთი მოსკოვამდე და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი კარგი რამაა დაკავშირებული სსრკ-სთან :)))
ამიტომ ვცხოვრობთ წვალებით, ოფლისდენით ვშოულობთ ფულს/პურს
Zalian getanxmebi :)
ar vityvi rom vwuwuneb da ukmayofilo var chemi cxovrebit, ara ...
magram yvelaferi rac gamaCnia cxovrebaSi, yvelaferi martla cvalebit maqvs mopovebuli.
Bavshvsac ki 2 dgenaxevari vbadebdi, sad gagonila aseti rame
Magram me arafris ar meshinia........
Tankisti ar vkopilvar, magram mjera uketesi momavlis tundac kidev meti cvalebis fasad.
mtavaria ras miagcev, tore rogor miagcie bolos mainc gavickdeba :)
მართალი ხარ! 37 მანეთად მოსკოვში იფრენდი, მაგრამ რამდენიც უნდა გადაგეხადა ვერ მოხვდებოდი პარიზში, ლონდონში, მადრიდში...
საქმე 37 მანეთში არ არის, არამედ იმაში რასაც თმობ 37 მანეთიანი ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა რომ გაქვს--თავისუფლება.
მადლობა რევოლუციას. ლენინი და რევოლუცია რომ არა, დღესაც გაუნათლებელი მონა ვიქნებოდი,რომელიც იძულებულია ბატონს ფეხის გულები მოფხანოს.
თუ არ გჯერათ, აგერ ძირმომპალ ბურჯუაზიულ დასავლეთს შეხედეთ სადაც მცხოვრები ბნელი და უწიგნური ხალხი ფეოდალური უღლის ქვეშ იტანჯება.
@ Anonymous, და ახლა გაფრინდები სადმე, თუ ფული არ გაქვს? შენი პოსტის მეორე აბზაცი ვითომ ირონიული იყო, მაგრამ მართლა ისეა ზუსტად. საზღვარგარეთაც, ჩვეულებრივი ადამიანები, სისტემის მონები არიან, ვერც პარიზში დაფრინავენ და მეზობელ შტატშიც კი ვერ მიდიან.
ახლა გამოცდები მაქვს და სამოგზაუროდ არ მცალია...
სოვიეტის მოსახლეონბა რო მონურად ცხოვრობდა არ ღირს ამაზე კამათი(მარტო პირად თავისუფლებას არ ვგულისხმობ);
ხალხი დღედაღამე შრომობდა და მიზერულ ანაზღაურებას იღებდა გაწეული სამუშაოს ღირებულებასთან შედარებით. მონობა იყო აბა რა, არ იმუშავებდი სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობებით და ციხეში გიკრავდნენ თავს "кто не работает, тот не ест" а гниет в тюрьме
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ის ვინც მართლა შრომობდა და იმსახურებდა ღირსეულ დასვენებას(37 მანეთში ალბათ მოგზაურობის და დასვენების ხელმისაწვდომობა იგულისხმება) ვთქვათ მუშა ციმბირის სტეპიდან, ვერასოდეს შეძლებდა სოჭში ან ყირიმში შვებულების გატარებას(მცირე ხელფასის გამო და იმიტომ რომ ჩაწყობა იყო აუცილებელი სანატორიუმში ადგილის დასაჯავშნად. თან სოჭიც და ყირიმიც უცხო ქალაქები არ არის. ერთი სახელმწიფოს შტატიდან შტატში მგზავრობასავითაა რა).
ასე, რომ დასვენება და მოგზაურობა თვით საბჭოთა კავშირშიც კი არ ყოფილა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი.
დასავლეთი იმით მაინც არის უკეთესი, რომ ცხოვრებაში იმდენის მიღწევა შეგიძლია, რამდენის ნიჭი და მონდომებაც გაქვს(სახელმწიფო არ გიწესებს ლიმიტებს და ყველაფრით ცდილობს შენს მოტივირებას). სსრუკუში კი სულ რომ შრომის გმირი ყოფილიყავი მაინც 200 მანეთი გექნებოდა ხელფასად
კაცს სუსურუკუ რომ მოენატრება, იმას სხვა რამეც მოენატრება :( :D
@ Anonymous, good for you :) იმედია, მერე მოგვიყვები შენი მოგზაურობების შესახებ, ან აქამდე რომელ ქვეყანაში ყოფილხარ, იმის შესახებაც.
ძალიან ცდები და არასწორს ამბობ, სტეპების მუშებიც ისვენებდნენ სოჭში და ოპერაშიც დაჰყავდათ, დარწმუნებული ვარ, იმ ასაკის ხარ, რომ სსრკ-ს არ მოსწრებიხარ და ამიტომ საუბრობ ასე. ჩაწყობა ყველგან არის და არ დაიჯერო, თითქოს უცხოეთში მართლა ყველაფერს მიაღწევ მხოლოდ მონდომებით.
სსრკ კი არ მენატრება, მინდა ქვეყანა ნორმალურად ცხოვრობდეს, არ შიოდეს ხალხს და საზღვარგარეთ არ გარბოდნენ მუშებად. იმ დროს შეიძლება ცოტა ხელფასი ჰქონდათ, მაგრამ მასწავლებლები და საშუალო ფენის ადამიანები უცხოელების მონები მაინც არ იყვნენ. ყველა მუშა და შოფერი დადიოდა სამოგზაუროდ, გინდა ნაყინის ჭამა დაარქვი, გინდა გულაობა. უბრალოდ, მედია კარგად მუშაობს, რომ ახალგაზრდებს გონებას უბნელებს და სიძულვილს ასწავლის.
თავისუფლება რა არის? კაპიტალისტები რომ გატყუებენ, თქვი რაც გინდა, მთავარია მილიონებს ჩვენ ჩავიჯიბავთო? თუ ეგ დემოკრატიაა? :ლოლ: სულ მერევა ერთმანეთში ;)
ადამიანი ქადაგებს სისტემის თაობაზე, სოციალიზმის დადებით მხარეებზე და თქვენ კიდევ რუსები არ მევასება არა მაგრამ ნუ არ მევასება... რა შუაშია რუსები?
ტოტალიტარიზმი ეხლა არ არის? დიფერენციაცია ხალხისა არ ჩანს უფრო მკაფიოდ და არ კლავს ადამიანის ფსიქიკას?
ეხლა არ არის ფანტასტიური და კარგი დრო. არც მაშჲნ იყო. და არც იქნება მანამ აზროვნება არ შეიცვლება მაგრამ მართლაც რომ ბრმა მონები არ უნდა ვიყოთ.
ენივეი... სსრკში მე მოვინდომებდი იმ ლიტერატურის კითხვაც რომელიც მე მომწონს. ეხლა კი მე შემიძლია წავიკითხო ის რაც მინდა მაგრამ ხშირად ფული არ მყოფნის იმ წიგნებზე. ზეხშირესად. აბსოლოტური იგივეობაა . ბალანსი გვჭირდება მაგრამ მეორე უკიდურესობაში ჩავვარდით/. хотели как лучше а получилось как всегда...
@ MEVSME, ალილუია, ვიღაცამ გაიგო, რას ვგულისხმობდი. სისტემას და სწორედ ფსიქიკის დაავადებას, რომ ცხოვრება "მოჩვენებითი" თავისუფლება არ არის, უფრო მეტია. ჩვენი სისტემა ჯერ არც კაპიტალიზმად შეიძლება ჩაითვალოს, რაღაც ანომალური სისტემა გვაქვს და ეს უარეს დღეში გვაგდებს. უფრო სამწუხაროა ჩვენთვის, ვინც ვხვდებით და ბევრი არაფერი შეგვიძლია :(
ჩემთან რომ დატოვე კომენტარი იმან კიდევ უფრო დამაფიქრა. მგონი, ასე ჯობია, რომ ძნელად მიაღწიო რაღაცებს, მერე ბევრად უკეთესი ადამიანი ხდები და აფასებ იმას, რაც შენ მოგიპოვებია და ამაყობ კიდეც
xoo, sof,uketesi da bevrad ufro zlieric, imitom rom yvela gadalaxuli sidznele ufro did dzalas gazlevs
Ragac bumerangis momentia, ushveb magram ukan gibrundeba, tanac ufro gazlierebulad.
xalxooo ხომ ხართ ჭკვიანები ხო და კარგ სწავლას კარგი ფული უნდა თუნდაც იმიტომ რომ ღირს ეს სწავლა ძვირი. კარგი ლექტორების დაქირავება, კჯარგი ტექდატვირთვა აღწურვილობა ღის ფული და ხო საფასურიც იქნება საკმაოდ დიდი ანუ სწავლის საფასური. ნიჭჲ რომც ჰქონდეს ადამიანს იძულებული იქნება დაანებოს თავი სწავლას და იმუშავოს ან ისწავლოს უარესს ადგილას. შესაბამისად სოფიმ რაც განაცხადა ეგ არის სიმართლე: მდიდარი გახდება კიდევ უფრო მდიდარი. არავინ ამბობს რომ არის სულელი არა მაგრამ მასზე უფრო ჭკვიანი ნიჭიერი და ბოლოსდაბოლოს ფულისმომტანი მიმტანად იმუშავებს .
გინდათ სოციალიზმის კარგი მაგალითი ? კუბა. თქვენ წარმოიდგინეთ მანდ პროცენტული რაოდენობა განათლებული და პროფესიონალი ექიმების აღემატება ამერიკის პროცენტულ რაოდენობას ( შესაბამისად სრული მაცხოვრებლების რაოდენობიდან გამომდინარეობს). აგრეთჳე დავამატებ იმას რომ ამერიკა მაქსიმალურად ცდილობს დაამარცხოს კუბის ეკონომიკა სხვადასხვა ხერხებით მაგალითად იაფი საქონლსი შემოტანა შესაბამისად ადგილობრივი მიკრობიზნესი ზარალდება და იგივე ნასწავლი კუბის მაცხოვრებელი იძულებული ხდება ბებისითთერად იმუშავოს სადმ ეკალიფორნიაში არა და იქნება ექიმი ან ინჟინერი.
ჩვენში დარჩა აზიური სიზარმაზე და არც ამოდის სისხლიდან, აგრეთვე დაგვემატა ამერიკაზე პავლოვისძაღლისეული რეფლექსი : დორბლებს ვყრით.
შედეგად კი ვიზუალური კმაყოფა არა და ნუ ცოცხალი მჯაგალითი რომ იცოდეთ ბალი რა ღირს უფროსწორედ ფული...
ჩჳენ ხომ კარგად ვართ სუულ მშვიდად არა და ევროპაში არის ასეტთიო დაუწერელი თუ დაწერილი აკნონი პურთან დაკავშირებით: თუ კი მისი ფასი 3-4% მატულობს ცხადდება ეკონომიკის ვარდნა და ნუ გარკვეული ზომების მიღება ხდება ბიუჟეტის გადახარშვა და ასე შემდეგ. ჩვენთან პური გაიზარდა 17% მდე. და რა? მახოსვს მაგ დროს გადიოდა რუსთავი2ზე სარეკლამო რგოლები სადაც საქართველო მსოფლიოეკონომიკის ზრდის სხრილებში მე6 ადგილზე იყო... ფუ ყველაზე ცუდი არის ის რომ თავს ვატყუებთ.
ვიტყუებთ და სხვას რომ ვატყუებთ ჩჳენს გვავიწყდება თ რა დღეშჲ ვართ სიანმდვილეში. ოჰჰ ძალიან გრძელი საუბარია.
Reply to Sophie
მე ხომ ბედი არ მწყალობს. რომ დავიბადე მაინცდამაინც მაშინ გაძვირდა ბილეთები მოსკოვის მიმართულებით და მომიწია ზედმეტის გადახდა : (
ისე არამგონია ვცდებოდე, მითუმეტეს ძალიან.
კი ციმბირელ მუშებსაც დაასვენებდნენ სოჭში. სხვანაირად ვერც იქნებოდა გამარჯვებული სოციალიზმის ქვეყანაში, სადაც პარტიის გენ. მდივანი და უბრალო ადამიანი უფლებრივად(ფორმალურად მაინც) თანაბარნი იყნენ.
მაგრამ დამსვენებელთა პროცენტული რაოდენობა როგორი იყო? 90% იყვნენ პარტიის წევრები, ფაბრიკა-ქარხნების, კოლმეურნეობების, უნივერმაგების დირექტორები, მათი მოადგილეები და ახლო ნათესავები(ამასთან ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები მოსახლეობის საერთო რაოდენობის მიზერულ პროცენტს შეადგენდნენ). მსგავსი სიტუაცია იყო უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებზე, სამსახურებში პრესტიჟული ვაკანსიებზე და ა.შ.; ანუ პირველ რიგში კმაყოფილდებოდნენ პრივილეგირებული ადამიანები და ნარჩენებს სხვები ინაწილებდნენ.
საინტერესო იქნებოდა რკინის ფარდა რომ ჩამოეშვათ, რამდენი ადამიანი დარჩებოდა საბჭოთა კავშირში. ან კუბელებმა რომ იცოდნენ კუბის იქით რა ხდება, ისურვებდნენ კი კასტროს მარაზმის გაგრძელებას? ჩრ. კორეელებმა რომ ნახონ სამხრეთელები როგორ ცხოვრობენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მაინტერესებს.
მეც ძალიან მინდა ნორმალური ქვეყანა რომ გვქონდეს, სადაც მინიმუმ გამოკვების და სამედიცინო დახმარების მიღების პრობლემა არავის ექნება. ამის მიღწევაც შეიძლება უბრალოდ დრო, შრომა და სტაბილური გარემოა საჭირო.
კი, დემოკრატია ისაა „კაპიტალისტები რომ გატყუებენ, თქვი რაც გინდა, მთავარია მილიონებს ჩვენ ჩავიჯიბავთო? მაგრამ ტოტალიტარიზმისგან განსხვავებით ხმის ამოღების უფლება მაინც გვაქვს.
რაც შეეხება სიძულვილს, ჩემი აზრით ეს უაზრობაა. ყველაზე ოპტიმალური დამოკიდებულება ინდიფერენტულობაა.
http://khatia.blogspot.com/2009/07/blog-post.html
Кабельная продукция - один из основных продуктов, используемых для полнофункциональной работы электрооборудования. Разнообразие моделей и марок кабеля на сайте ООО "Спецкомплект" Предлагают широкий выбор для оптового и розничного покупателя.
Фирма предлагает массу популярных товаров, таких как КМГ, КМЗП, Арматура для СИП ENSTO, КВВГ, КВбБШв, АС,ДКС, ОПТИЧЕСКИЙ КАБЕЛЬ КТ, ОКП, ОКГТ.
Сборка электро-щитового оборудования - ЩРНМ, ЩМП, ЯБПВУ высокого качества по доступной цене, смотрите обзор на сайте компании.
Specomplect - [url=http://specomplect.ru]лотки ЛНМЗ[/url]
Hi every one, here every one is sharing such knowledge, so
it's fastidious to read this blog, and I used to pay a visit this weblog every day.
skylinks
skylinks
skylinks
skylinks
skylinks
http://2009.desurasur.org/content/get-most-desirable-strategies-social-media-marketing
http://210.246.189.120/uprofile.php?UID=4109
http://208.93.61.111/groups/england/wiki/b7bd3/Enthusiastic_about_Short_Packages_Around_cheap_twitter_followers.html
http://08.com.vn/index.php?do=/blog/17216/buy-specific-twitter-followers-and-now-have-before-your-rivals-quicker/add-comment/
http://198-57-135-176.unifiedlayer.com/process.php?domain=tweetslabs.com
Post a Comment