ენერგიულად ვარ და ყოველდღე მიჩნდება წერის სურვილი. საღამოს ისე კარგად უბერავს ხოლმე ჩემთან, რომ მშვიდად მძინავს და ეს მეხმარება. სამსახურზე ვფიქრობ, რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, კიდევ ის პროექტი, რომლის "აღიარებასაც" ველოდებით. ინგლისურენოვანი ბლოგის გაკეთებაც მინდა, რომ უფრო ფართოდ გავშალო მხრები/ფრთები/ყურები :ლოლ: სავარაუდოდ, ინგლისურენოვან ბლოგზე ერთბაშად (უცნაურად ჟღერადი სიტყვაა) დავწერ იმაზე, რაზეც ვწერ ჩემს ამჟამინდელ 2 ბლოგზე, აქ და იქ :) საზოგადოებრივ-რელიგიურ-პირადულ თემებზე.
რეგინა სპეკტორს ვუსმენ და გრინსაც გავუგზავნე ლინკები. მიხარია, რომ ქეთიმ და გრინმაც დაიწყეს ბლოგინგი.

სკარლეტ იოჰანსონის სურათებს ვათვალიერებდი დღეს, მიყვარს ეს გოგო უზომოდ. ჩემი ტოლია, ჰეჰეჰე, სად ის და სად - მე. I mean, შურდეს, მე თსუ-ს ბაკალავრი ვარ და ეგ კიდევ - ჰმ! :ამაყ: =))) Шутка. კარგი მსახიობია, ლამაზი, ნიჭიერი და ყველაფერი. მე თუ მკითხავთ, დღესდღეობით ყველაზე კარგი მსახიობია. პირველად ვნახე 'Ghost world'-ში, სადაც თორა ბირჩი უფრო მომეწონა, ვიდრე სკარლეტი, მერე ბირჩმა "ამერიკულ სილამაზეშიც" გაიელვა და აღარ გამოჩენილა, სკარლეტმა კიდევ უამრავი კარგი როლი შეასრულა. "ვიკი კრისტინა ბარსელონაში" она чудачка, ეგ მომწონს ზუსტად, ხმაც განსხვავებული აქვს, აღნაგობაც, ჰოლივუდელ ჩონჩხებს არ ჰგავს და შთაგაგონებს, შენც ბუნებრივი იყო. ისევე, როგორც რეგინა სპეკტორი - იმდენად თავმდაბალი და მშვიდი საუბარი აქვს, სურვილი გიჩნდება, შენც არასოდეს აღელდე და დასახული მიზნის შესრულება მოთმინებით განაგრძო.



15 comments:
skarlet iohanson mec miyvars,magram maisi bunebrivobis ra nogaxseno,tvitonve ambobs,rom araerti operacia aqvs gaketebuli,naochebian yutad ro ar gadaiqces da magis asakshi eg ukve arabunebrioba :P
რეგინა სპეკტორი - pirvelad gavige shengan :)
მე კი სკარლეტ იოჰანსონი Home Alone3-ში აღმოვაჩინე. უფრო სწორედ, როცა ეგ მსახიობი "დავამუღამე" და მერე შემთხვევით მომიწია Home Alone3-ის ნახვა, უი, ალექსის და ეგ არ ყოფილაააა? :D ჰოდა იმის მერე მეც მიყვარს. მაგრამ ერთს ვერ ვპატიობ: რა სიკვდილი უნდოდა იმ გაძვალტავებულ, გამოLენჩებულ, ბებერ ვუდი ალენთან. თანაც ჯოშ ჰარტნეტის შემდეგ????????? ჰა? ავღელვდი, მაგრამ საფუძველსმოკლებული არ ვღელავ :P
@ embrioni, ეგრე მერილინ მონროსაც მილიონი ოპერაცია ჰქონდა და ვინ შეიძლება შეედაროს? ჩემი ასაკის გოგოებიც იკეთებენ ცხვირის, ტუჩების & etc. ოპერაციას, მთავარია ადამიანმა ლამაზად და კომფორტულად იგრძნოს თავი, დამეთანხმები.
@ Tomushka, I hope u r enjoyin her songs :)
@ Zurriuss, საფუძვლიანია შენი აღელვება, მაგრამ ვუდი ალენი მეც ერთობ მომწონს =)) ჰასაკოვან კაცებს განსაკუთრებული ეშხი აქვთ :naughty:
ჰმ, რაც უნდა მეთქვა ზურიუსს დაუწერავს უკვე :))))))))))
ხოდა, რეგინას კლიპებიც მომწონს მე (angel)
ჰეჰე, სკარლეტი მეც მომწონს, თავის აღნაგობის და საყვარელი სახის გამო!
ცხოვრება თსუს შემდეგ როგორც წესი იმაზე უფრო უაზრო და იდიოტურია ვიდრე მანამდე იყო, მიუხედავად იმისა რომ ჩემი სტუდენტური ცხოვრება მაღლივში მიმდინარეობდა და თან ყველაზე არაინტელექტუალურ სფეროში რაც კი ოდესმე ადამიანს გამოუგონია, ეკონომიკაში მაინც მგონია ის პერიოდი სულ სხვა იყო იმიტომ რომ მაშინ სულ ფეხებზე მეკიდა რა იქნებოდა ხვალ და ვიცოდი რომ თუნდაც ორი წლის შემდეგ დასრულდებოდა ძველი ეტაპი და დაიწყებოდ ახალი, მაგრამ ახლა კი ვიცი რომ ეს ეტაპი რომელიც ახლა არის სამსახური-სახლის ცვალებადობა არასოდეს დასრულდება....
რამდენიმე მსახიობი მყავს ამოჩემებული, თუ გავიგებ რომ რომელიმე თამაშობს ფილმში, ის ფილმი უკვე საინტერესოა ჩემთვის.
მათ შორის ერთ-ერთი სკარლეტია სწორედ. :)
viki kristina barselonashi maqvs nanxi da mec momewona rogorc itamasha mand :)
shen karg gemovnebas yobeldge amjgavneb sopi :)
aaa kide ramdenjer mindoda damewera, sheni video postebi mogvenatraa da vitxovt :D
@ kikito, მადლობა. ვეცდები მალე დავაბრუნო ჩემი ვიდეოპოსტები :) :love: :sunny:
lol ra kargi filmi gagaxsenda :) stivbushemis daxrchoba mindoda rom vuyruebdi :D
xozza tora birchi suppa skarletachkam kdiev tvini caigo shemchames ukve fanebma. :D suleliaaa suleliiiiiiiiii
:D
დღეს მთელი დღე სხვადასხვა ბლოგებზე დავბოდიალობდი. ჩემს ბლოგროლში ვინც არიან, ისინი გადავაქოთე და მერე ამ ბლოგერების ბლოგროლებს "დავერიე".
MIKVARS ROCA DRO MAQVS RO BLOGEBS DAVERIO XOLME :)
SAMCUXAROD AM BOLO DROS ISHVIATAD MAQVS DA MERE 5-6 POSTIS ERTAD CAKITXVA MICEVS XOLME
ARADA YOVELDGE 1 POSTI UFRO SAINTERESOA :)
რა მაგარია რომ მომიხსენიე :) შენი დიდების მცირედი ჩრდილი მეც მერგო :)))))
მაგრად მიყვარხარ და სულ ვკითხულობ შენს პოსტებს.. დაილოცოს ეს ბლოგინგი რა.. რომ არა ბლოგი, მხოლოდ "ჯგუფელი" სოფო მეცოდინებოდა;) არადა შენი სამყაროს დიდი ნაწილი აქ არის..
Post a Comment