Apres moi le deluge
ჩემი პოსტის სათაური რეჯინა სპეკტორის სიმღერის სათაურიცაა. უფრო სწორად, ჯერ რეჯინას სიმღერა იყო (მანამდე კიდევ ლუი მე-14_ის ციტატა) და მერე ჩემი გახდა. შეიძლება ბევრმა არ იცით, ვინაა რეჯინა სპეკტორი. არც მე ვიცოდი, სანამ ლალენასგან არ გავიგე. ახლა კი რეჯინა ჩემი უსაყვარლესი მომღერალი გახდა. რამდენადაც თავისებური სიმღერები აქვს, იმდენად თავმდაბალი და ჩუმი ადამიანია. სულ მაქვს სურვილი, რეჯინა კი არა - რეგინა დავუძახო, როგორც ორიგინალში ჟღერს მისი სახელი.
რეგინა მოსკოვში დაიბადა და 9 წლამდე იქ იზრდებოდა. კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს. მერე ნიუ იორკში გადავიდა მშობლებთან ერთად და თავს "ნამდვილ ბრონქსელ გოგოდ" თვლის. მეც სულ მიზიდავდა ბრონქსი. მიყვარს მრავალკულტუროვანი ადგილები, სხვადასხვა რელიგიები, ადამიანები. მე არა ვარ ბრონქსელი, მაგრამ რეგინა რახან არის, ესე იგი, მეც ვარ სულ ცოტათი, იმიტომ, რომ მისი მოსმენა და დაფასება შემიძლია.
არიან მომღერლები - ლამაზები, ტანადები, მაღალხმიანები და თითქოს ყველაფერი, მაგრამ უცებ გამოჩნდება პატარა ჟღალთმიანი გოგო და შეცვლის ბევრ რამეს. ხან მგონია, რომ რეჯინა ჩემს თავს მაგონებს, უცებ არსაიდან რომ გამოჩნდება ადამიანი და აღმოჩნდება, რომ კაი ტიპია და ღირს მისი მოსმენა/წაკითხვა/ყურება. ერთერთ შაბათზე რაბ ზეევმა თქვა, როცა კორახზე ჰყვებოდა, ძნელია გაამტყუნოო კორახიც, მოშე ხო "არსაიდან" გამოჩნდა, უფრო სწორად, ფარაონის სასახლიდან, უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა, თითქოს არაფერი, მივიდა და წინამძღოლი გახდაო. მოკლედ, რაბ ზეევმა ჩემზე ბევრად ლამაზად ახსნა. მე იმის თქმას ვცდილობ, რომ ზოგჯერ ყველაფერი იმდენად არის "საყვარელ სცენარისტზე" დამოკიდებული, რომ ადამიანი ნაბიჯსაც ვერ დგამს. ან თუ დგამს, მერე გაოცებულია, მე სულ სხვა მხარეს მივდიოდიო და ამ დროს - ბევრად უკეთეს ადგილზეა, იმიტომ, რომ ღმერთმა მიიყვანა იქ. არავის ვადარებ რეგინა სპეკტორს, მით უმეტეს ჩემს თავს, უბრალოდ ასე ვგრძნობ, რომ ღმერთმა მომიყვანა აქ, სადაც ვარ - in my very own Bronx ;)

8 comments:
"მაგრამ უცებ გამოჩნდება პატარა ჟღალთმიანი გოგო და შეცვლის ბევრ რამეს"..mec ese momdis xolme,sul :D ai,magalitad,wigni midevs ramdenime tve (celic) da maincdamainc mashin cavikitxav roca mchirdeba.sheidzleba playlistshi megdos simgera da davikido da mashin chavrto, roca im sityvebis tkma minda..arada mgonia rom sxva rame momcons,sxva rame martobs.."მაგრამ უცებ გამოჩნდება პატარა ჟღალთმიანი გოგო და შეცვლის ბევრ რამეს"..
ხშირად გამორჩეული ადამიანები ასე ’უცებ გამოჩნდებიან ხოლმე’ : ) და მაგას აქვს ყველაზე დიდი ეფექტი :)
რაღაც კარგი პოსტი იყო,ბევრ რამეზე დამაფიქრებელი,თუნდაც - ღმერთზე..
"I really appriciate you shutting up :))))))))))"
მოკლედ, გადამრევ შენ! :))) ...იყო ერთი Facebook. ჰოდა ერთხელაც ჩემი ნებით ჩავრთე შენ მიერ დადებული Apres moi, რომლისგანაც მხოლოდ მკვეთრი O!-ები ჩამრჩა თავში. ჰოდა მაგრად ვისიამოვნე :) მერე რუსულად რომ გადაამღერა, პირი დავაღე, რა ლამაზად წაურომანსა!... ასე რომ, ძალიან დიდი მადლობა ამ გოგონას აღმოჩენინებისათვის ;))
P.S. ბარემ ერთ-ორ ცუდსაც ვიტყვი რააა, ბალანსისათვის :P ხმას არ უფრტხილდება და იმ O!-ებზე ზოჯგერ ისე მაგრად ურტყამს ინტონაციებს, რომ მერე ხმა ეხლიჩება და ყელში სისინი უჩნდება, მაღლების აღება კი კრინით უწევს. ჰოდა როგორ არ მინდა, რომ ადრეულ ასაკში დაკარგოს ხმა და იმ გომბეშოსყელიან მომღერალ ქალებს დაემგვანოს, რომლებიც ნიჭიერები კი არიან, მაგრამ მათი ნიჭიერება მაშინ სრულდება, როცა პირს გააღებენ.
რეჯინა, მოუფრთხილდი ხმას! მშვენიერი ვოკალი გაქვს და ნუ ჩაიკლავ! როცა მახვილებს დაარტყამ, ზეწოლა ყელზე კი არა, დიაფრაგმაზე გადაიტანე!.... სოფ, ამას შენ იმიტომ გწერ, რომ შენი სახით, ეგებ, მაგასაც მიუვიდეს. თუკი ამდენი რამ გაქვტ საერთო, იქნებ ჩემი მესიჯიც "გადაიგზავნოს" ერთი ჟღალთმიანის გონებიდან მეორე ჟღალთმიანის გონებაში :))) Thanks
ზურიუს, აუცილებლად გადავცემ იმპულსებით რეგინას =)) აუ, ხო იცი, მე ვცდილობდი გუშინ Oh-ები ასე "მემღერა" და კინაღამ მეც ჩავიხლიჩე :ლოლ:
ძალიან მიყვარს მეც რეგინა :)
და მეც რეგინას ვეძახი გულშიც და ხმამაღლაც :)))
zaan miyvars es gogo, erti periodi shensavit agmafrtovana da didi xani ver gavtishe :))
Post a Comment