29-ის მერე აღარ დამიწერია, არადა მანამდე თითქმის ყოველდღე ვწერდი. გადავწყვიტე, კომპიუტერთან ურთიერთობა შევამცირო. უფრო მეტი ყურადღება მივაქციო დედას, მეგობრებს და წიგნებს. ყველაზე მთავარი მიზეზი მაინც დედაა - აღმოვაჩინე, რომ კომპიუტერს მიჯაჭვული წესიერად ვერ ვესაუბრები, ვერ ვუსმენ. მეგობრები - ყოველ კვირას ჩემს რამდენიმე ებრაელ მეგობარ გოგოსთან ერთად გვაქვს "საკვირაო გასვლები", ვაწყობთ პიკნიკებს, ავდივართ ნარიყალაზე, ბოტანიკურ ბაღში, კიდევ სხვა სიმწვანეებში, ვკითხულობთ, ვიცინით და ბევრზე ბევრ წყალს ვსვამთ (წყლისა და ჩემი სიყვარულის ისტორია ყველამ იცით, პრინციპში). წიგნები - დღეს დავამთავრე შაფერის 'the Inside story', ასევე მხოლოდ ერთი მოთხრობა დამრჩა ხაიმ ვალდერის წიგნიდან 'People speak 3', წავიკითხე ფროიდის "ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია", ხვალიდან ვაპირებ ფროიდისავე "ბავშვთა შიშების ფსიქოანალიზის" დაწყებას. გადავწყვიტე, რომ საბოლოოდ ფსიქოლოგი გავხდები, როდის, როგორ და სად, ამას გადავწყვეტ in future ;)მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არ არის.
რამდენიმე დღის წინ ერთი ადამიანი შემხვდა. მეგობრებთან ერთად ვიყავი. მოგვესალმა თბილად, ყველაფერი, მაგრამ მერე უცებ სხვებს დაუწყო ლაპარაკი და მე "გარეთ" აღმოვჩნდი. იცი, როგორ "გარეთ"? თავი უმნიშვნელოდ ვიგრძენი, თან ამ ადამიანისგან ასე არ ველოდი, რომ ზოგად რაღაცაზე ისაუბრებდა და მე არც კი შემომხედავდა. წამოვედი და მთელი საღამო გული მქონდა ცოტა დაწყვეტილი. მაგრამ ავტობუსში (სხვაგან სად) გამინათდა გონება - მეთქი, სოფი, ის ხო ადამიანია, რატომ ანიჭებ ამხელა მნიშვნელობას იმას, როგორ მოგექცა ადამიანი, დაგელაპარაკა თუ საერთოდ ვერ შეამჩნია შენი წითური თავი. ზუსტად ვერ ვიხსენებ, შლომომ თქვა, თუ რამბანმა, ნუ იდარდებ იმაზე, ადამიანები რას იფიქრებენ შენზე, მთავარია უზენაესი რას ფიქრობსო. ჰოდა, დავმშვიდდი. უფრო სწორად, გავsunდი და ისევ გამეღიმა. მერე ეს ბოლო დღეები სულ სახლში ვარ, ბევრს ვკითხულობ, მერე დედას ვუყვები, ისიც რაღაცებს კითხულობს და მიყვება, ვგრძნობ, როგორ ვიზრდები, იმიტომ, რომ მიხვდა ჩემი sunny თავი - არ ღირს ადამიანებზე გაბრაზება, მით უმეტეს წყენის დამახსოვრება, ყველაზე მთავარი ისაა - მე როგორი ვარ, როგორ ვექცევი სხვებს და ზევიდან როგორ მიყურებს საყვარელი სცენარისტი, არა ის - ვინ ღიმილით მესალმება და ვის - ჩემი სახელიც აღარ ახსოვს.
P.S. ვისაც რუსულად კითხვა შეუძლია, იხილეთ აქ ძალიან საინტერესო ზღაპარი იმაზე, თუ ვინ მოიგონა სამყარო



11 comments:
რა საყვარელი პოსტია :)
მეც მინდა დროის ეგრე განაწილება :P
mec mqonda ramodenimejer maseti gart darcheniis situaciebi da martla araa sasiamovno :| magram martlac rom ar girs maset ragaceebze gulis dackveta :*
"ბავშვთა შიშების ფსიქოანალიზი" - ჩემი და ფოიდის სიყვარული მაქედან დაიწყო, და საერთოდ, გაჩენას რო დავაპირებ კიდევ ერთხელ გულდასმით გადავიკითხავ.
ამ პოსტის მერე მე ჩემი დედიკო მომენატრა.იშვიათად ვნახულობ ხოლმე, ასე კვირაში ორჯერ-სამჯერ. ისიც მუშაობს, მე ვსწავლობ,და მოკლედ.
it's cruel cruel world.
გამიხარდა არჩევანი :) რა იცი, იქნებ ერთ დღეს შენთანაც მოვკონსულტირდე :)
იცი რაზე ვფიქრობდი.. მგონი, ეგეთი მომენტები ყველას გვჭირს..ყველას გვინდა ხოლმე, რომ ყურადღება მოგვაქციონ, დაგვაფასონ..გამოგვარჩიონ. ჩვენი თავისთვის ხომ ყველანი უნიკალურები ვართ:) არადა, ამდენ ადამიანში ეს თითქმის შეუძლებელია.
ძალიან კარგი არჩევანი გააკეთე რომ დაიკიდე:) შენ ხომ sunny ხარ:)
მიყვარხარ უზომოდ..
მე ძალიან მძაფრად განვიცდი უყურადღებობას, 'პერედოზირება' მომდის ხოლმე :)) არადა რას ვითხოვ ამ ადამიანებსიგან, რას ვერჩი..
პ.ს სოფი, შენი პოსტების გარეშე ძალიან გამიჭირდა, ეცადე ბლოგისთვის ყოველ დღე გამონახო დრო : )
ყველაზე მთავარი ისაა - მე როგორი ვარ, როგორ ვექცევი სხვებს და ზევიდან როგორ მიყურებს საყვარელი სცენარისტი, არა ის - ვინ ღიმილით მესალმება და ვის - ჩემი სახელიც აღარ ახსოვს
xo,
xo!
diaxac
მთავარი ისაა - მე როგორი ვარ
& daikide sxvisi azri
imito rom sxvebi kvelani subieqturebi arian
and I like your rija tavi :D
კარგი პოსტი იყო, როგორც ყოველთვის! რა კარგია, რომ გაქვს ადამიანების პატიების უნარი და წყენის ადვილად დავიწყება შეგიძლია. მე ეს იოლად არ გამომდის! კი ვიცი, რომ არ შეიძლება, მაგრამ მაინც.
მე ვარ ცუდი შვილი.
და დღეს სახლში რომ მივალ არ დავჯდები კომპიუტერთან და დედაჩემს მაგრად ჩავეხუტები :)
ძალიან საინტერესო გოგო ხარ, Sunny. :)
მართალი ხარ საყვარელო : ) მითუმეტეს მან თუ არ "შეგიმჩნია" ანუ არ ღირს ამაზე დაგრუზვა და ფიქრში დროის დაკარგვა : ) როცა შეგიძლია ათას სხვა სიეთ რამეზე იფიქრო, შემდეგ კი "ჩვენ" ხალხს გაგვიზიარო, ხალხი კი დაგაფასებს : )
Post a Comment