Tuesday, August 4, 2009

ყაზბეგი

აქამდე მეგონა, რომ წყალი იყო ჩემი სტიქია. გუშინ აღმოვაჩინე - მთა-მთა-მთა!!! ყაზბეგში ვიყავი მეგობრებთან ერთად. მე როგორ მოგიყვეთ ყაზბეგის სილამაზეზე, როცა არსებობს ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობები. მაქვს ასეთი ჩვეულება, როცა განსაზღვრულ ადგილზე მივდივარ, ვფიქრობ იმ მხარის მწერალზე და მის გმირებზე; იმერეთში კლდიაშვილის, ფშავ-ხევსურეთში ვაჟა-ფშაველას... გუშინ ვფიქრობდი, აქ დადიოდა ონისე, ძიძია, ახლა ხევისბერი გოჩა რომ გადმოდგეს გზაზე... ონისე ჩემი საყვარელი გმირია ყაზბეგის აი, ისეთი გმირები მიყვარს, რომ კვდებიან ბოლოს. როგორც მარკესის სანტიაგო ნასარი და დოჩანაშვილის მანუელო კოსტა. თავზეხელაღებულები და თავისუფლები. მიყვარან.

მიყვარს მთა.

ერთი საყვარელი მწვანეთვალებიანი ბიჭი ამოვიდა სამების მთაზე ულამაზესი ჟღალი ცხენით. მეორე პატარა ბიჭი კიდევ შორს იდგა, სურათი გადავუღე, შერცხვა და გაწითლდა, მერე თავის მონაცრისფრო ცხენს მოეფარა. მიყვარს ასეთი შეხვედრები ადამიანებთან, უბრალოები რომ არიან; მთას ძალიან უხდება თავისი ხალხი. თბილისში რომ ვბრუნდებოდი და გზა უკვე ნაცნობი იყო, მივხვდი, მთავარი ადგილი კი არა, ის ადამიანებია, ვისთან ერთადაც მოგწონს მოგზაურობა, კიდევ ისინი, ვინც იქ შეგხვდება და თავის ცხენთან მიგიშვებს; ჰაერი - უნებურად რომ გესუნთქინება და მზე - რომელიც მუჭში შეგიძლია მოაქციო და ცოტა მაინც გამოიყოლო შორ გზაზე, წინ რომ გელოდება...

რაღაც ჩანახატისებური პოსტი გამომივიდა, მაგრამ თქვენც რომ ჩემსავით ღრუბლებზე გევლოთ და ჟღალი ცხენის თვალებში ჩაგეხედათ, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იმავეს დაწერდით.

11 comments:

Anonymous said...

vinmestan iyaviit? tu ubralod?
au rogor miyvatrs aseti adgilebii vgijdebii :love:

Sophie שרה Golden said...

არა, ისე ვიყავით :)
ულამაზესი ბუნება გვაქვს საქართველოში

მარი ახსიაშვილი said...

ra kargiaaaaaa:-))) mominda..

vasasi said...

ვაიი..
რატომ გამახსენე...
მთა ჩემი სტიქიაა..

თან ეგ ადგილები...

წარმოშობით მთიული ვარ და უნდა ნახო რა მემართება ანანურიდან მლეთამდე გზის მონაკვეთზე.. :(


ერთი ორი კვირა სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქაური ადამიანის ცხოვრებით, ყველაფერს გავაკეთებდი..

ამომივიდა ყელში ეს ხმაური..

მთა.. ;(

Unknown said...

წარმოშობით მთიული ვარ და უნდა ნახო რა მემართება ანანურიდან მლეთამდე გზის მონაკვეთზე.. :(

+1. მეგონა მე დავწერე :)

Natalia said...

არასდროს ვყოფილვარ ყაზბეგში და საერთოდ მთაში :(

ამ პოსტის მერე განსაკუთრებული სურვილი გამიჩნდა იქ წასვლის :ლოვე:


პ.ს მანუელო კოსტა - სოფი, შენ რომ ჩემთან დაწერე შემიყვარდაო, ზუსტად მასე ვიყავი მეც, რეალურად მიყვარდა, მეგონა გავგიჟდი-თქო :D

Leonard Shleby said...

ზღვა არასოდეს მიყვარდა, მთაში ნამყოფი არ ვიყავი. წელს "პახოდში" წავედი და ვირწმუნე ქართველები არ ვაჭარბებთ როდესაც ვამბობთ, რომ ულამაზეს ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჭაუხის უღელტეხილი დავლაშქრე, აბუდელაურის ტბები ვნახე და არანორმალურად ლამაზი იყო ყველაფერი. ეს ადგილი კი ზღვაში წვეთია საქართველოს სხვა ულამაზეს ადგილებს შორის.
იმ ლაშქრობის ფოტოები აგერაა http://faukclub.wordpress.com/2009/07/18/visual-splendor/

Anonymous said...

არასდროს არ ვარ ნამყოფი მთაში,მაგრამ დიდი სურვილი მაქვს წავიდე.წარმომიდგენია რა განცდა იქნება,როცა ამხელა სიმაღლეზე მზის ამოსვლას უყურებ,როცა მთის მომაჯადოვებელ და წმინდა ბუნებაში ცხენით იკვალავ გზას...განსაკუთრებით ალექსანდე ყაზბეგის შემოქმედების გაცნობის შემდეგ გამიჩნდა სურვილი მისი ნახვის...ძალიან ძლიერი მწერალია...სოფი სტეფანწმინდაში ხომ არ იყავი?...

Keti said...

ოი, ცხენები და მთებია შენთან – რაც ასე მიყვარს.
ჩემი ბავშვობის ყველა ზაფხული მთასთან, კერძოდ დარიალის ხეობასთან და ყაზბეგთან იყო დაკავშირებული. რამდენიმე წელია, აღარ ვყოფილვარ. წარმოვიდგინე, როგორ სიამოვნებას მიიღებდი ამ მოგზაურობისას!:)
ყველას ვურჩევ, მოინახულონ ეს სასწაული...

Anonymous said...

შენ პროსტა არ იცი,რა მაგარი გოგო ხარ,wish u all the best:)

Sophie שרה Golden said...

@ თორნე, სტეფანწმინდაშიც ვიყავი და ალექსანდრე ყაზბეგის სახლს გარედან შევხედე, დაკეტილი იყო და ვერ შევედი. ძალიან ძვირფასი სახლი ჰქონდა.

@ Anonymous, მადლობა ღმერთს ამისთვის :)