"I've always waited for that one moment of truth to set me free and change my life forever." - Elizabeth Wurtzelდღეს ზუსტად ელიზაბეტ ვურცელივით ვიყავი. არის ასეთი ამერიკელი მწერალი ქალი. ფილმი მაინც გექნებათ ნანახი - "პროზაკის თაობა" - ვურცელის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვითაა გადაღებული. ძალიან კარგი ფილმია. შორს ჰოლივუდის კლიშეებისა და კომერციისგან, მსახიობებიც ისეთებია, ყურება რომ არ გბეზრდება: კრისტინა რიჩი, ჯესიკა ლანგი, მიშელ უილიამსი და ლუ რიდიც, მოწვეულ ვარსკვლავად. ფილმი ჰარვარდის სტუდენტ გოგოზეა, იმავე ლიზ ვურცელზე, როგორ სწავლობს, როგორ უმკლავდება დეპრესიას, გაყრილ მშობლებს, გარშემომყოფებს... პირველად, ხუთი წლის წინ ვნახე ეს ფილმი და მას შემდეგ ვგრძნობ, როგორ დაილექა ჩემში. ზოგჯერ მეც მასავით, ვარ მეგობრებთან, კარგ ადგილას, მაგრამ უცებ ვხვდები, რომ ვერ ვუსმენ, სხვებიც "ვერ" მისმენენ და სულ სხვადასხვა პოლუსებზე ვართ. არა, მოზარდობიდან კაი ხანია გამოვედი და აღარ ვწუწუნებ: "ვერავინ მიგებს, მახინჯი ვარ!". უბრალოდ, ჩემშია ჯერ კიდევ გასაწონასწორებელი რაღაც.
დღეს სიყვარულის დღე იყო ებრაული კალენდრის მიხედვით - 15th AVA. Party-ზე ვიყავი. ყველაფერი ისეთი კარგი იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ მე ვერ ვიყავი კარგად. ჩემს თავსაც "წავუთაქე" გონებაში, ჰაერზეც გავედი და ფსიქოანალიზი ჩავიტარე, მაგრამ მაინც არ შემეძლო. სახლში მალე წამოვედი და მთელი გზა ვფიქრობდი: რატომ, რატომ მაქვს ასეთი ხასიათი, რომ არ შემიძლია "წათამაშება" მაინც, თვალთმაქცობაზე აღარაფერს ვამბობ. როცა ცუდად ვარ, ვერ ვმალავ, მაშინვე ვდგები და მივდივარ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ხშირად მქონია მსგავსი "შემოტევები", ნებისმიერ წრეში - მეგობრები, ნათესავები, უცნობები, უცებ ვერ ვიგრძნობ თავს "ჩემებურად" და მივდივარ. არადა, ეს ცუდია. ამაზე უნდა ვიმუშაო, რომ გავუმკლავდე, ნერვებია ეს, თუ ხუშტურები და შევძლო გაღიმება, მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერია ყელში მოწოლილი ბურთი - გაიქეცი, სოფი, you're the catcher in the rye-ო, რომ მეუბნება. It's just time to grow up!
P.S. ნათელი წერტილი - დღეს ერთი გოგო გავიცანი, რინა გაიდენშტეინი, ისრაელიდან ახალი ჩამოსულია. უსაყვარლესი და კეთილღიმილიანი. აი, ჩემი "ფილმები" მაინც ყოველთვის კარგად სრულდება. ერთი მზის სხივი მაინც გამომეპარება ხოლმე.



7 comments:
შენი პოსტები დადებით ემოციას ასხივებს ;;)
მე ახალი ვარ :)
არავინ არაა ყოველთვის კარგ ხასიათზე "თავის ხელში აყვანას" მაგ დროს, მე თვალთმაქცობას ვეძახი. ჯობს წამოხვიდე ხოლმე :) რინა ხო მაინც გაიცანი, არა? :)
სოფი ბევრი მეგობარი მყავს ეროვნებით ებრაელი და თითქმის ყველაში ვხედავ ამ თვისებას,ძალიან პირდაპირები არიან და თუ რაიმე არ მოწონთ არც დამალავენ... :)ვერც გამოაპარებ ვერაფერს ასე რომ სამართლიანებიც არიან... რა ვიცი კარგია ეს თუ ცუდი ორი მხარე აქვს მაგრამ მე პირადად ასეთი პირდაპირობა მეგობრულ ურთიერთობებში მადგება ძაან... :)
maset dros sakutar tavs ufleba unda misce sophi rom moickino an ar gaicino,adge da waxvide, aris yvelastan periodi an momenti maseti, adamianebi vart da es chveulebrivia, sheudzlebeelia sul sicilis xasiatze iko :*:*:*
ყველგან ისე გამომდის რომ კომენტარებში ვწერ - უი, მეც მასე ვარ ან - კი, მეც ზუსტად მაგას ვგრძნობ ხოლმე.. მაგრამ რა ვქნა, რაც შენ დაწერე სოფი, ხშირად მქონია ასეთი მომენტები და მეგონა მე ვიყავი რთული ხასიათის. როცა თავს არ ვგრძნობ კომფორტულად კონკრეტულ სიტუაციაში, არ შემიძლია გავიღიმო. და ყოველთვის მეტყობა სახეზე :)
მე კი მგონია, ეს ცუდი არ არის. რადგან საკუთარ თავზე ამ კუთხით მუშაობა და შემდეგ შედეგის "დატესტვა" გარკვეულწილად სიყალბის მატარებელი იქნება – როგორც საკუთარ თავთან, ისე გარშემომყოფებთან..
პირდაპირ მომიწია მეც თქმამ, ისეც ყოველთვის ასე იყო...
ანუ, თუ სოფი (ან სხვა რეალური ნაცნობი) მოწყენილია, მირჩევნია, ეს ვიგრძნო და ხელი მეტად გავუწოდო, ან მარტო დარჩენის საშუალება მივცე – თუ ეს სჭირდება, ვიდრე დამალოს და სულ იღიმოდეს... ამის თქმა მსურდა :)
გენაცვალე სოოფ.. მე მგონი, თითქმის ყველა ადამიანს ჭირს ამგვარი რამ.. ჩემი აზრით, ამ უხასიათობას თავისი მიზეზები აქვს.. მერე გამახსენე და ამაზე პრივატულ საუბრებში ვიმსჯელოთ:)
Post a Comment