დღეს მომივიდა კარგი პოსტის იდეა; ნათესავს გავყევი საბერძნეთის საკონსულოში. არც ვიცი, ღირს თუ არა დაპოსტვად, ჩემი ბევრი მკითხველი გასულია ქალაქიდან და ვინც აქაა, მეეჭვება, სერიოზულ-დიპლომატიური პოსტების კითხვის განწყობაზე იყოს :| მაგრამ არ შემიძლია ჩემთვის შევინახო თვის ბოლომდე. დღეს გამიკვირდა კიდევ ერთხელ, როგორ ექცევიან ადამიანები ერთმანეთს - ამცირებენ, საქმეს უძნელებენ, თან განა ბერძნები, ქართველი თარჯიმნები. კიდევ კარგი, ვიცი ბერძნული და შემეძლო გაგება რაზე იყო საუბარი. კონსული იღებს საბუთებს, მისი თარჯიმანი კიდევ დამატებით ცნობებს ითხოვს, ამ დროს კონსული ეუბნება, კარგი, რა საჭიროა, ასლი ხომ გვაქვსო :| რომ იცოდეთ, როგორ გავბრაზდი. თანაც საწყენი ის იყო, რომ ადამიანები ერთმანეთს ეუხეშებოდნენ, ზოგი - ვისაც უფრო "კარგად" ეცვა და მსხვილი ოქროს ჯაჭვი ეკეთა, ის მეორეს - დახეულკედებიან და უჯაჭვოს ესნობებოდა :| თარჯიმნებიც იმ მსხვილჯაჭვებიანებს ემხრობოდნენ ანუ ურიგოდ იძახებდნენ.
კიდევ ერთხელ შემძულდა ბიუროკრატია. შემძულდა კაპიტალიზმი.
მერე ბევრი მეტყვის, კომუნისტი ხარ, რომ დღევანდელ სიკეთეებს ვერ ხედავო, 37 მანეთიანი ფრენები მოგწონს და ევროპა გძულსო. სინამდვილეში, არ მძულს, ძალიანაც მკიდია. ჰო, კიდევ იმ ადამიანების მშურს, ვინც ჩემსავით ასეთ რაღაცებს არ განიცდიან, კმაყოფილები არიან იმით, რაც აქვთ, თავის ნაჭუჭს რომ არ გასცდენიან და მაინც 37 მანეთზე ქილიკობენ. ბედნიერები არიან ძალიან.
Cinnamon girl-მა წინა პოსტზე საინტერესო კომენტარი დამიწერა, ნებისმიერ სისტემაში უკმაყოფილებაზე. ადრე ჩემმა ერთმა მეგობარმაც მითხრა ზუსტად ასეთი რაღაც - შენ ნებისმიერ პოლიტიკურ წყობილებაში უკმაყოფილო იქნებოდიო. თუ ადამიანი ხარ და სულიერ-ხორციელი ზრდის პრეტენზია გაქვს, არც შეიძლება კმაყოფილი იყო იმით, რაც გაქვს. ან შეიძლება შენ გქონდეს, მაგრამ ამ დროს სხვა - მშიერია. ამას რომ წარმოვიდგენ, კიდევ უფრო ვივსები წინააღმდეგობრიობით. საბერძნეთის საკონსულოს ვინ ჩივის, თვალწინ მიდგება მსოფლიოს მშიერი და მწყურვალი ბავშვები, მაშინ მინდა ის სქელი ოქროს ჯაჭვები ჩამოვაგლიჯო "იმათ" და შორს, შორს გადავყარო. უსამართლობაა. ესაა და ეს.
კიდევ ერთხელ შემძულდა ბიუროკრატია. შემძულდა კაპიტალიზმი.
მერე ბევრი მეტყვის, კომუნისტი ხარ, რომ დღევანდელ სიკეთეებს ვერ ხედავო, 37 მანეთიანი ფრენები მოგწონს და ევროპა გძულსო. სინამდვილეში, არ მძულს, ძალიანაც მკიდია. ჰო, კიდევ იმ ადამიანების მშურს, ვინც ჩემსავით ასეთ რაღაცებს არ განიცდიან, კმაყოფილები არიან იმით, რაც აქვთ, თავის ნაჭუჭს რომ არ გასცდენიან და მაინც 37 მანეთზე ქილიკობენ. ბედნიერები არიან ძალიან.
Cinnamon girl-მა წინა პოსტზე საინტერესო კომენტარი დამიწერა, ნებისმიერ სისტემაში უკმაყოფილებაზე. ადრე ჩემმა ერთმა მეგობარმაც მითხრა ზუსტად ასეთი რაღაც - შენ ნებისმიერ პოლიტიკურ წყობილებაში უკმაყოფილო იქნებოდიო. თუ ადამიანი ხარ და სულიერ-ხორციელი ზრდის პრეტენზია გაქვს, არც შეიძლება კმაყოფილი იყო იმით, რაც გაქვს. ან შეიძლება შენ გქონდეს, მაგრამ ამ დროს სხვა - მშიერია. ამას რომ წარმოვიდგენ, კიდევ უფრო ვივსები წინააღმდეგობრიობით. საბერძნეთის საკონსულოს ვინ ჩივის, თვალწინ მიდგება მსოფლიოს მშიერი და მწყურვალი ბავშვები, მაშინ მინდა ის სქელი ოქროს ჯაჭვები ჩამოვაგლიჯო "იმათ" და შორს, შორს გადავყარო. უსამართლობაა. ესაა და ეს.



10 comments:
სოფი,შენი ასეთი განწყობის მიზეზი ალბათ შენივე სათუთი გულია,ყველაფერი ახლოს მიგაქვს.ასეც უნდა იყოს პრინციპში ,:)მაგრამ თუ გინდა გადარჩე სისტემას უნდა შეეგუო,რადგან სისტემა მოქმედებს ჩვენზე და არა პირიქით. დამიჯერე ის ბედნიერი ოქროს ჯაჭვიანიც თავიდან სხვანაირი იქნებოდა :)მხოლოდ ერთეულები და მართლა ადამიანები ახერხებენ ადამიანური მომენტების შენარჩუნებას.დღევანდელ საზ.-ში აგრესიულობა,პირველობა დომინანტობს.(ნუ ამერიკული კულტურა და ღირებულებები).
ბარემ აქაც დაგიწერ, რადგანაც მოიტანა თემამ...
იცი რაშია საქმე სოფი? ალბათ შენ ეს ისედაც იცი, მაგრამ არც კომუნიზმია პანაცეა, არც კაპიტალიზმი და არც სოციალიზმი, რომელიც დღეს დღეისობით ყველაზე სამართლიან და კარგ მომუშავე სისტემად მიმაჩნია მსოფლიოში...
მართლა ისე რომ იყოს ყველაფერი, როგორც საჭიროა, საერთოდ არ დაჭირდებოდა ადამიანს არანაირი წყობა...
(აი, ალაპარაკდა ანარქისტი ჩემში :))
მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი არასოდეს არ არის ისე, როგორც უნდა იყოს...
და ამიტომ ჩემი აზრით დარჩენილია ორი გზა:
აღშფოთებულმა ამ ცხოვრებისეულ უსამართლოებებზე ნერვები იშალო და ეცადო რამე შეცვალო (უშედეგოდ, იმიტომ რომ სანამ ადამიანებს თავად არ მოუნდებათ შეცვლა, მხოლოდ შენი მაგალითით ვერაფერს გახდები და ძალით თავზე რაიმის მოხვევა უკვე დიქტატურაა),
ან
უნდა მიიღო მაკროსამყარო ისეთი არასრულყოფილი, როგორიც არის და შეეცადო შენთვის ისე მოიწყო პატარა მიკროსამყარო, სადაც იდეალთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული ყველაფერი (და რითიც შეგიძლია, დაეხმარო სხვას)...
მე ვირჩევ მეორეს...
ბიუროკრატია სწორედ რომ საბჭოთა კავშირის დამახასიათებელი თვისებაა.
"ჰო, კიდევ იმ ადამიანების მშურს, ვინც ჩემსავით ასეთ რაღაცებს არ განიცდიან, კმაყოფილები არიან იმით, რაც აქვთ, თავის ნაჭუჭს რომ არ გასცდენიან და მაინც 37 მანეთზე ქილიკობენ." - ეს ერთობ უცნაური ადგილი იყო პოსტში. რატომ უნდა განიცადო ადამიანმა ასეთი რაღაცეები? ანუ რა აზრი აქვს? განა შეიძლება სისტემას დაუპირისპირდე და მოიგო. კი ერთს შეცვლი, ორს, სამ მაგრამ სისტემა? რა აზრი აქვს რომ ამაზე ნერვებს იშლი და ხასიათს იფუჭებ? ოქროს ჯაჭვი ხშირ შემთხვევაში მოუგებს დახეულ კედებს და ეს დიდხანს არ შეიცვლება.
ამ პოსტიდან ვერ ვხვდები რა მოგწონს საბჭოთა კავშირში(ან ჩანს) ბიუროკრატია არ იყო? იქნებ ოქროს ჯაჭვი არ ოქროს ჯაჭვობა იქ?
არავინ არაა თავისი ცხოვრებით კმაყოფილი(სრულიად), ზოგი უბრალოდ ილუზიას უქმნის თავის თავს კმაყოფილებისას. ეს კი რბილად რომ ვთქვა ცუდია.
სოფი, იცვლები...
სულ მინდა, ეს ვთქვა. არ მიწყინო.
ბოლო აბზაცზე ’დათა თუთაშხია’ გამახსენდა, კერძოდ ის ეპიზოდი, თუთაშხია თბილისში რომ არის არზნევ მუსკიას სახელით [ჩემი საყვარელი ეპიზოდია]. იქ არის მსგავსი რაღაც, რომ სამართლიანი და პატიოსანი ადამიანი იმპერიასთან და სახელმწიფოსთან ყოველთვის წინააღმდეგობაში იქნება. დაწვრილებით არ მახსოვს, მაგრამ რაღაც ასეთი აზრია გატარებული.
სამყარო არ არის სრულყოფილი, ხანდახან ისიც კი მაგიჟებს რომ ვიღაცას მანქანა ყავს და ვიღაცას -არა. მე ვფიქრობ, განწყობის საქმეა უბრალოდ :)
სოფ, უსამართლობა, ჩემი აზრით, მაინც სუბიექტური ცნებაა და აი, რატომ. როდესაც ერთი ცხოველი მეორეს ჭამს, მსხვერპლისათვის ეს დიდი უსამართლობაა. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანებზეც, როცა ერთი თუნდაც უსამართლოდ იჩაგრება, მისი გადასახედიდან ბევრ რამეს შეგვიძლია ვუწოდოთ უსამართლო.
მე სულაც არ მინდა შენი შეხედულების გაბათილება. უბრალოდ, ყველაფერს აქვს თავისი მხარე, თუნდაც იმ ოქროს ჯაჭვებს, რომელთა 99% მართლაც უსამართლოა.
ყოველთვის არსებობდა ღარიბი და მდიდარი,მაგრამ მთავარი ეს არ არის.ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემაა და ურთიერთდახმარება უნდა იყოს საფუძველთა საფუძველი''გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი''...დღეს ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მძიმე სულიერი კრიზისია,ვიდრე მატერიალური...
ყველაზე უცნაური ისაა, რომ ძალიან ცოტა მიხვდა, რას ვგულისხმობდი და ყურადღება არც მიუქცევიათ იმ ფაქტისთვის, როგორ ცუდად ექცევიან საქართველოს მოქალაქეებს უცხოურ საელჩოებში. ფაქტიურად არავითარი უფლება აქვთ და ვერსად წავლენ, არადა თავისუფლებაა. დათა თუთაშხიასი არ იყოს (მადლობა ნატალიას შეხსენებისთვის), ნეტავ, მე რაღა თავს ვიკლავ და განვიცდი "კმაყოფილ" ადამიანებზე.
...რაც შეეხება საელჩოებში ადამიანებთან მოქცევას, რომ მახსენდება, როგორ ბზინავს ჩემს პასპორტში იტალიის კონსულის მიერ ჩარტყმული "უარი ვიზაზე", ტკივილისაგან მეღიმება.
უბრალოდ, ეს თემა უსამართლობის ქვეთემად მივიჩნიე, სოფ ;)
კი, ძალიან უსამართლოდ ექცვიან საელჩოებში ხალხს. განსაკუთრებით საბერძნეთის საელჩოში, სადაც ხშირად ისე გიყურებენ , როგორც მეათე ხარისხოვან ადამიანს.
ბოუროკრატია ყველგან ბიუროკრატიაა, ნებისმიერ ქვეყანაში. რამდენიმე თვის წინ მიუნხენის აეროპორტში დაახლობით ერთი საათის მანძილზე სინჯავდნენ ჩემს საბუთებს ისეთი მონდომებით (რადგან საქართველოს მოქალაქე ვიყავი რასაკვირველია), რომ საკუთარ თავში შემეპარა ეჭვი. :დ
Post a Comment